Homeless GAMES, თამაშები თემების გარეშე >> საერთო თემა

ფორმატები: საერთო თემა , ჩამონათვალი , საკითხების გარჩევა , გამოკითხვა , ხმის მიცემა , შედარება , სხვა
User avatar
hellwalker
Posts: 5165
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#681 » 07 Nov 2019 14:41

Greedfall საბოლოო დასკვნა 7.5/10-დან.

კარგი: ძალიან ლამაზი ტყეები. განსხვავებული სეტინგი. საინტერესო კომბატი (Block exploit-ს თუ არ იხმარ), კარგი ლეველ დიზაინი wilderness-ის. თავის მუღამი აქ თამაშს, გავს რიზენს.
ცუდი: საშინელი ქალაქები და ინტერიერები. დაუმთავრებლობის შეგრძნება. უნიკალური კონტენტის და ექსპერიენსების ნაკლებობა რუკის მაშტაბებთან მიმართებაში.

დანარჩენი სთორი, ექპლორაცია და ა.შ. არის ნორმალური მაგრამ წესიერად რო გაეკეთებინათ თ*სლი იქნებოდა. თითონ შესრულება იმდენად შაბლონურია რომ ამ უნიკალურ lore-ს და სეტინგის მიგნებებს ვერ აღიქვამ როგორც სიახლეს თამაშისას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5165
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#682 » 01 Dec 2019 07:13

Star Wars Jedi: Fallen Order. შესრულების ხარისხი მოწოდების სიმაღლეზეა. ანიმაცია, გრაფიკა, სინემატიკები და ა.შ.
სიუჟეტი ლაითია, ცუდი არაა მარა რამე განსაკუთრებულიც არ ხდება. რეალიზმი და მინიმალიზმი თავის ხიბლს აძლევს, მაგრამ რაღაც სახასიათო და ყვერებიანი აკლია როგორც Kotor-2ს ქონდა. აქ უფრო კლასიკურ მოტივებზე და პერსონაჟების ურთიერთობებზეა აქცენტი.
კომბატი იმჰო ს*რობაა.
ექსპლორაცია კარგად არის, ფაქტიურად Ratchet & Clank-ის მსგავსი თამაშის ლეველ დიზაინი აქ. რაც თავისებურ დისონანს იწვევს რეალისტურ ესთეთიკასთან.

ცალკე აღნიშვნის ღირსია Dark Soul-ის მიბაძვა. მედიტაციის წერტილები არის თამაშში დასმული Dark Soul-ის Shrine-ბივით და იქ თუ დაისვენებ სიცოცხლის არსადგენად მტრები რესპაუნდებიან რუკაზე. ძაან უაზროდ და უადგილოდ გამოიყურება ეგ, იმის გათვალისწინებით რომ დანარჩენი Dark Soul-ის ელემენტები რომლებიც მაგ მექანიკას ერთიან სისტემად კრავდა აქ არაა დიდად.

კიდევ ერთ ქულას დავაკლებდი თამაშს მაჩილავის და ზოგადად სპეცეფექტების ნაკლებობაში. რაღაც ძაან მინიმალიზმია და მტრებს რო ხოცავ სტერილური feel აქ ძაან.

რაღაც შედევრალურის მოლოდინი თუ არ გაქვთ და უბრალოდ ხარისხიანი თამაში გინდათ ექსპლორაციაზე დიდი აქცენტით გავუწევდი რეკომენდაციას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5165
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#683 » 21 Jan 2020 02:05

underrail - ექსპანსია დავითრიე და არსებულ სეივზე გავაგრძელე. დაუნერფიათ ჩემი ბილდი და გამხიეს შუაზე ))))))))))))))))))
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5165
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#684 » 03 Feb 2020 20:21

დისკო ელიზიუმი ჩვეულებრივი კლასიკური ედვენჩერ თამაშია იდეაში, სადაც ნივთების მაგივრად პრობლემებს სკილებიდან გამომდინარე წყვეტ(პასიურ სკილებზეა ლაპარაკი, ციფრით რო აღინიშნება პროსტა რა დონეზე იცი.) ან მეორენაირად რო შეხედო, დეუს ექსიდან ან პლეინსკეიპიდან რომ ამოიღო დიალოგების და გარემოს ინტერაქციების გარდა ყველაფერი ეგ თემაა.

ანუ არა კომბატ რპგ ან თამაშის კონცეპციაში არაფერი ახალი არ უთქვამს. დაჟე გამოიძიების მექანიკებით და ა.შ რუდიმენტალურია ზედმეტად.

რაც შეეხება თითონ კონტენტს. ძაან თ*სლია, სტილითაც და დეტექტიური სიუჟეტის წყობითაც. ბევრი კითხვა თუ არ გთრგუნავთ მასთ პლეია. კითხვის და ექპლორაციის მეტი არაფერს აკეთებ ძირითადათ.

ერთადერთი დიდი ნაკლი, ისიც სუბუექტური სეტინგია. მთელი "ლორი" 20 საუკუნის დასაწყისის იდეოლოგიაზე და პრობლემებზეა აგებული. კომუნიზმი, სოციალიზმი, ლიბერალიზმი, რევოლუციები და ა.შ. მე პირადათ მაგარი ყ*ზე მკიდია ეგ თემები პა ბალშომუ და დამღალა ამაზე ტონა ტექსტის კითხვამ. მარა ნუ შეგილია დასკიპო არ წაიკითხო ეგენი თუ არ გინდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4967
Contact:

Re: Homeless GAMES

Unread post#685 » 07 Feb 2020 05:53

Tactics Ogre: Let Us Cling Together - ძალიან სერიოზული რამეა. ისტორიულ ფენტეზია ყველანაირი შელამაზებების გარეშე, კლიშეები მინიმუმამდეა შემცირებული და გემრიელი პოლიტიკური სიუჟეტი მიდის საკმაოდ კარგი პერსონაჟებით. არ არიან აქ კეთილი და ბოროტი მხარეები, მხოლოდ ინტერესების კონფლიქტია. სისხლი და ძალადობა ნაკლებია, თუმცა ინტრიგები, დიალოგები და მოვლენები ნამდვილად დამაკმაყოფილებელია სეთინგისთვის.
ეს არის PSP ვერსია, რომელიც გაუმჯობესებული პორტია Super Nintendo-ს ვერსიის. ამ ვერსიაში შეცვლილია ცოტა კომბატის მექანიკები, გაადვილებულია რაღაც დეტალები (თუმცა გრაინდინგის ასპექტი ვერ გათვალეს სწორად), გაუმჯობესებულია მუსიკა და არტი, დამატებულია დახურვის შემდეგ საიდქვესტები, მაგრამ რაც შეეხება თამაშის დანარჩენ კონტენტს, ეს ას საათიანი პროდუქტი შექმნილია 1995 წელს Super Nintendo-სთვის.
თამაშის დიზაინერი და სთორის ავტორი არის Yasumi Matsuno, რომელიც თამაშის შექმნის შემდეგ გადაბარგდა Squaresoft-ში და იქ შექმნა Final Fantasy Tactics და Vagrant Story, შემდეგ მუშაობდა უკვე Squareenix- ის Final Fantasy XII-ზეც, მაგრამ ჯანმრთელობის გამო (და დიდი ალბათობით კომპანიასთან ინტერესების კონფლქტის გამოც) დატოვა პროექტი შუა გზაზე.
გეიმფლეის მხრივ თამაში შეიძლება ითქვას რომ გატეხილია, არ ვტყვი რო ძალიან არღვევს ბალანსს, მარა მაინც ორი კლასი - ნინჯა და არჩერი ნამეტანი ეფექტურები არიან კომბატში და სხვა კლასებს თავის წარმოჩენის შანსი ნაკლებად ეძლევათ. არის ფანების მიერ შექმნილი მოდი, რომელიც კომბატ სისტემას ცვლის მაგრამ არ გამიტესტავს და მგონი შევცდი.
იმის გამო რომ turn based კომბატი ნელია, PSP ემულატორს აქვს ფუნქცია R2 ღილაკით ტემპის აჩქარების, ამიტომ გეიმფლეისგან დაღლა არ მიგრძვნია. ასეთი აჩქარების ფუნქციით სტიმზეც ვიხილავდი სიამოვნებით ამ თამაშს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 18 guests