Trine 4: The Nightmare Prince, პრევიუ [PC, XONE, PS4]

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
Riddick
Posts: 9415
Contact:

Trine 4: The Nightmare Prince

Unread post#1 » 21 Oct 2019 22:33

წელს Trine-ის სერიას 10 წელი შეუსრულდა. Frozenbyte ახალ, რიგით მეოთხე ცდას Trine 4: The Nightmare Prince ქვია და ის კვლავ ფაზლ-პლადფორმერის ჟანრის თავგადასავალს შემოგვთავაზებს.

>>>

მეოთხე ნაწილისთვის გმირების შემადგენლობა კვლავ უცვლელი რჩება, მაგრამ ამჯერათ, ძველ შესაძლებლობებთან ერთად, მათ ახალი უნარები დაემატებათ. მაგალითად ზოას ყინულის ისრები, რომლითაც წყალზე ყინულის პლადფორმების გაჩენას, ან მოძრავი პლადფორმების გაყინვას შეძლებთ. მშვილდოსანს ასევე ექნება შნური რომელიც მასზე მიბმულ ნივთებს ჰაერში აწევს.
პონტიმ ამასობაში თავისი ფარის მაგიური კლონის გაჩენა ისწავლა, რაც ძირითადად წყლის ნაკადის ასარეკვლ დამატებით საშუალებად გამოიყენება.
ამადეის ფართო არსენალი კი რკინის "კვერცხებით" შეივსო, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა რთულ მონაკვეთებში მოგიწევთ გზის გაკვლევა.
ცვლილება განიცადა ძველმა შესაძლებლობებმაც, მაგ. ამადეის ამჯერად არ შეეძლება მტრების გალიაში დამწყვდევა, ხოლო ნივთების გაჩენა მხოლოდ მის თავზე იქნება შესაძლებელი და არა ეკრანის ნებისმიერ ადგილას. ზოია დაკარგავს ხის ზედაპირზე დაკიდების ფუნქციას და მხოლოდ რკინის რკალების მეშვეობით მოუწევს ჰაერში გადაადგილება. დეველოპერების თქმით, ყველა მოცემული ცვლილება თამაშში მეტი ბალანსის და ფაზლების ლოგიკურობის შესანარჩუნებლად იქნა შემოტანილი.

>>>

სიუჟეტი თამაშის მნიშვნელოვან შემადგენელს არასდროს წარმოადგენდა, მაგრამ მოქმედების შეკვრის მიზნით მეოთხეშიც გვექნება. ჩვენ გმირებს პრინცის მოძებნა და მისი ასტრალურ აკადემიაში დაბრუნება მოუწევთ, ტრონის მემკვიდრეს კი საერთოდ არ სურს კონტაქტზე წამოსვლა, რის გამოც ჩვენს პროტაგონისტებს სხვადასხვა ტიპის საფრთხეს შეუქმნის.

phpBB [video]


თამაშში ასევე იქნება 4 კაციანი კოოპი, რომელშიც სამი გმირიდან ნებისმიერის არჩევაა შესაძლებელი. ანუ შეგვიძლია 4 ერთიდაიგივე გმირით ვითამაშოთ, ან შესაბამისად 3 განსხვავებულით და ერთი რომელიმეს კლონით.

თამაშის ძირითად ფასეულობათ მისი კიდევ უფრო დახვეწილი ვიზუალური შემადგენელი სახელდება. გრაფიკულად ყველაფერი გაცილებით დეტალიზებულია, ხოლო ბექგრაუნდების ანიმირება მსგავს დონეზე ჯერ არასდროს ყოფილა.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests