Playstation 5, აღწერა > კონსოლი

პროდუქცია ◀ დეტალებების სია ◀ აღწერა ◀ მიმოხილვა
Riddick
Posts: 10341

Playstation 5

Unread post#1 » 13 Oct 2019 02:09

Playstation 5

>>>

Playstation 5 უკვე მეოთხე წელია დეველოპმენტის პროცესში იმყოფება.
ახალი კონსოლის პროცესორი მესამე თაობის AMD Ryzen ჩიპის ბაზაზე იქნება აგებული.
PlayStation 5 ერთ-ერთი შემქმნელის მარკ ცენის თქმით, კონსოლს ასევე ექნება Ray tracing ფუნქციონალის სრულფასოვანი მხარდაჭერა.
გრაფიკული პროცესორი Radeon Navi არქიტექტურას გამოიყენებს.

>>>
მოცემულ მომენტში უცნობია კონსოლში გამოყენებული SSD ზუსტი მახასიათებლები, არც ის ვიცით იყენებს თუ არა იგი ახალი სტანდარტის PCIe 4.0, მაგრამ არქიტექტორების თქმით, ახალი დამგროვებლის გამტარობის სიჩქარე, ნებისმიერ PC-ზე მოცემულ ანალოგზე მაღალი იქნება.
კონსოლზე თამაშების დაყენების პროცესი PS4-სგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. SSD დამგროვებლი ნებისმიერი ციფრული კონტენტის ინსტალაციის და წაშლის პროცესის გამარტივების საშუალებას იძლევა. თამაშის ფაილების მთლიან ბლოკთან მუშაობის მაგივრად, მოცემულ ტექნოლოგიას გაცილებით დეტალურად შეუძლია ინფორმაციის ფილტრაცია, რის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ თამაშის მხოლოდ სიუჟეტური ნაწილი დააყენოთ, ხოლო მულტიფლეიერ რეჟიმი უკვე ცალკე გადმოწერაზე გაუშვათ.

>>>
კონსოლს ექნება ახალი ტიპის ჯოისტიკი, რომელიც ორ სრულად ახალ ელემენტს შემოიტანს.
პირველ რიგში, ჩვეულ ვიბრაციას, შეცვლის ტაქტილური უკუკავშირი. რის მეშვეუბითაც სრულიად ახლებურად შეიგრძნობთ იგივე ავტოკატასტროფის, ან უბრალოდ ფეხბურთის მოედანზე გარბენის მომენტს. ახალი ტექნოლოგია სხვადასხვა უნიკალური ზედაპირების ტექსტურის და სიმკვრივის შეგრძნების საშუალებას მოგცემთ, მაგალითად მაღალი ბალახი, ან რთულად გასავლელი ტალახი.
"მეორე ინოვაციას "ადაფტირებად ტრიგერს ვეძახით", რომელიც მოცემულია უკვე ნაცნობი L2/R2 ღილაკებზე. დეველოპერები ამ ორი ღირლაკის მოჭიმვის მეშვეობით სხვადასხვა რეაქციების იმიტაციას შეძლებენ, მაგ. ისეთის როგორიცაა საბრძოლო მშვილდის მოჭიმვა, ან კლდის ციცაბო კლდეზე ნაბიჯების გადადგმის სიმძლავრე.
ჯოისტიკზე მუშაობა ჯერ კიდევ DualShock 4 საბოლოო ვერსიის მიღებამდე დაიწყო. კომპანია უნიკალური შესაძლებლობების მქონე ჯოისტიკის პრეზენტაციას PlayStation 4 Pro-ს დაანონსების პარალელურად გეგმავდა, მაგრამ საბოლოოთ მისი ანონსი PS5 პრეზენტაციასთან ერთად გადაწყდა.

>>>
კონსოლში ასევე 3D ხმის დამუშავების ბლოკი იქნება შესული, რომელიც PS5-ის არქიტექტორების აზრით, ვიდეო თამაშებში ჟღერადობისადმი დამოკიდებულებას შეცვლის. ყველაზე მაღალი ხარისხის ჟღერადობას, რათქმაუნდა ყურსასმენებიდან მიიღებთ.
PS4 დაშბორდისგან განსხვავებით, რომელიც საკმაოდ არაკომფორტულად გაძლევდათ წვდომას აქტუალურ ინფორმაციაზე, PS5 სამუშაო სივრცე ფუნდამენტურად გადაკეთებული დაგხვდებათ.
PS5 Blu-Ray დისკების მოცულობა 100GB-მდე გაიზრდება. კონსოლის გამოყენება 4K Blu-Ray გამშვებადაც შესაძლებელი იქნება.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კონსოლის არქიტექტურა ნაწილობრივ PS4 გავს, მასზე ძველი თაობის კონსოლის თამაშების გაშვებაც შესაძლებელი იქნება (ეს საკითხი ბოლომდე არაა გარკვეული).

User avatar
hellwalker
Posts: 5624
Contact:

Re: Playstation 5

Unread post#2 » 13 Oct 2019 02:12

საინტერესოა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 10341

Re: Playstation 5

Unread post#3 » 13 Oct 2019 10:52

მე პირადად ძალიან არ მომწონს ყოველ სამ წელიწადში ახალი კონსოლის კონცეპტი. პრო ჯერ არ გამოსულა წესიერად და უკვე კონსოლს აანონსებ. თამაშების ბაზა არ გაქ წესიერი. რაც ექსკლუზივიგაქ ნელნელა გეფანტება ხელიდან და ბრახ კიდე ეხა ახალ კონსოლზე გროვება ფულის. თუ პერსონალურის ფასი დამიჯდა ნაღდად არ მინდა შენი კონსოლი, 7 წლის წინ განვაახლე ჰარდი და ქაჩავს ყველაფერს, ამათმა კიდე 7 წელიწადში ფაქტიურად სამი კონსოლი გამომიცვალეს. ორი წლის წინ ვინც პრო იყიდა ორმაგ ფასად მიდი და ეხა იმას ელაპარაკე რა მაგარია PS5.

ერთადერთი რეალურად კარგი რაც არი და რისი აზრიც მესმის, ესაა SSD, მარა SSD აფსოლიტურად თავისუფლად შეეძლოთ PRO-ზეც დაემატებინათ, მარა არ ქნეს, იმიტო რო PS5 გამოსვლისთვის რამით უფრო მეტი წონა მიეცათ. სუ ეგეთი ფიჩებიაქ რო დააკვირდე, ყველაფერი შეილებოდა რო PRO-ზე გაეკეთებინათ, დაჟე ჯოისტიკზეც ოფიციალურად წერია მზად იყოო.

User avatar
SLaYeR
Posts: 5407

Re: Playstation 5

Unread post#4 » 13 Oct 2019 11:04

კაროჩე ნიშა აქვთ და წველიან მაგ ნიშაში ხალხს რა, აი ამ ანონსზე ყველა შენსავით კი არ შეხედავს რო რეალობას ჩაუფიქრდეს, რომც არ იცოდეს დაუფიქრდეს მაინც რა ხდება, არა ეგრევე ჰააააააააიიიიიიიპ და ომგომგომგ ძახილი იწყება ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5624
Contact:

Re: Playstation 5

Unread post#5 » 13 Oct 2019 11:16

დაუგვიანდათ ალბათ მეხუთე და ძაან ჩამორჩნენ ამასობაში და ხიეს ეგ პრო.
ისეთი წინსვლები დადეს ამასობაში PC-ებმა 10x ვიდეო კარტების სერიით და NVMe SSD-ებით რო უკვე კარტოფილად აღვიქვავდი PC4 და X-Box One-ს.

ზოგადად ეხა არაპორტაბელური კონსოლის ხიბლს უკვე ვაბშე ვეღარ ვხედავ, მითუმეტეს როცა ეს cloud computing გვაწევს თავზე ღრუბელივით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 10341

Re: Playstation 5

Unread post#6 » 13 Oct 2019 11:16

SLaYeR
კი იწყება, მარა ტიპები საკუთარ ჯიბეზე ხო გრძნობენ რო რაღაც ვერ მიდის კარგად?
არ არსებობს ეხა PS4 გეყიდა, მერე PS4 RPO-ზე გადაეყვანეთ, თან PS+ გეხადა და დისკები გეყიდა პარალეურად და ვერ შეგემჩნია რო არ მოგწონს ეს პროცესი :) ნუ რავი ყველას მაგდენი ფულიაქ დავიჯერო? )) მარტო მე უყურებ რას ვხარჯავ და რას ვიღებ?

User avatar
SLaYeR
Posts: 5407

Re: Playstation 5

Unread post#7 » 13 Oct 2019 11:20

ნუ ამერიკა+ევროპაა მაინც მთავარი ბაზარი მაგ ნიშისთვის, ჩვენთან ნამეტანი ძვირია 60$ კი. რავი იქაც უნდა ატყობდნენ მამენტ მაგას მარა ეტყობა აპრავებენ რა შინაგანად რაღაცეებით, ფანბოიზმის თემაა :D:D:D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 10341

Re: Playstation 5

Unread post#8 » 13 Oct 2019 11:23

ამ თვეში 15 დოლარი გადავიხადე და Beyond: Two Souls თამაშს შევძლებ უფასოდ ერთი თვე, yeee. სუ მაინტერესებდა ეს თამაში, მარა ყიდვაზე ფული არ მემეტებოდა, ეხა უფასოდ მექნება, yeee ...

მეშინია ესეთი ვეშების

Riddick
Posts: 10341

Re: Playstation 5

Unread post#9 » 31 May 2020 13:10


Riddick
Posts: 10341

Re: Playstation 5

Unread post#10 » 13 Jun 2020 13:25

გვანახეს - https://www.youtube.com/watch?v=RkC0l4iekYo (გუშინ უნდა დამეწერა პოსტი)

1 2

რაღაც სხვა დანიშნულების გაჯეტს მაგონებს. განსაკუთრებით სიდირომიანი ვერსია არ მომწონს. თითქოს სპეციალურად გააკეთეს ცუდ ვიდზე, გასიებული კბილივით როაქ სიდირომი, რო ხალხმა ციფრული თამაშების ვარიანტი იყიდოს...

ვერც პრეზენტაციის თამაშებზე ვერ ვიტყვი ვერაფერ განსაკუთრებულს - გაურკვეველი ჟანრები, გაურკვეველი სეთინგები - რაღაც სამეცნიერო ფანტასტიკის პოსტაპოკალიპტური ფენტეზი... პარალელურად ათ ნაწილამდე ასული თამაშების ახალი სერიები... გაუგებარი და ცარიელი არტ ინდი პროექტები, რომლებიც თითქოს მარტო ტრეილერების გასაკეთებლად იქმნება... რავი აქვე მოვიყვან მაგალითებს, რო ბებერი კაცის გატრაკების სინდრომიანი არ გეგონოთ.

" სამეცნიერო ფანტასტიკა პოსტაპოკალიფტურ ფენტეზიში..."
Pragmata
Returnal
Godfall
GhostWire: Tokyo
Horizon Forbidden West

"დაუმთავრებელი სერიები"
Resident Evil 8
Hitman "III"(რეალურად 10 ალბათ)

"გაუგებარი და ცარიელი "არტ" ინდი პროექტები"
JETT: The Far Shore
Solar Ash
Stray
Little Devil Inside
Kena: Bridge of Spirits
The Pathless - დეველოპერის გამო ამის იმედი კიდე შეილება რო გქონდეს

და ბოლოს რაც მომეწონა ისიც
Gran Turismo 7 - რომელიც არასდროს არ გვაღირსეს PS4 ზე
Oddworld Soulstorm - აქ არ ვატრაკებ
Demon's Souls - რომელიც ფანებისგან განსხვავებით, მე ძაან მომწონს.
DEATHLOOP - ერთადერთი რეალურად ახალი და საინტერესო აიპი. მარა სიუჟეტის კონცეპტი ვერ გავიგე ბოლომდე და ცოტა არ მომწონს ეგ ამბავი. რაღაც ონლაინ შუთერისთვის გაკეთებულ ამბავს გავს, რეფეთითივ სიტუაციებით.

პ.ს. https://coub.com/view/2f9kz2

Riddick
Posts: 10341

Re: Playstation 5

Unread post#11 » 05 Nov 2020 18:14

ეხა რასაც უყურებ და ვისმენ, რეალურად რევოლუციური რაც ამ თაობაში იქნება, ეს არი ჯოისტიკი. იმდენად სხვა გრძნობებს იძლევა ედვენსდ ვიბრაციის ტექნოლოგია, რომ ტიპები დუალშოკის გამოსვლის დონის მოვლენად აფასებენ. ანუ ეს უკვე უბრალოდ რაღაც მოძრაობის "რესფონსი" კი არ იქნება. ეს იქნება გარემოს და მოლენების დეტალური გადმოცემა.
თუ მიდიხარ ყინულზე, იგრძნობა სრიალი, მიდიხარ ხრეშზე, იგრძნობა ვიბრაცია... იგრძნობა აგდებული ნივთის წონა, დაცემის სიმძიმე... სროლის დროს ყველა ტყვიის გასროლა ცალკეულად...
იარაღის გასროლის დროს, უკანა გამოკვრის ღილაკი რაღაც დონის ჩაჭერის მერე მკვრივდება და ჩახმახის რეალური გამოკვრის ეფექტს გიგენერირებს...

ძალიან დიდიხანია არანაირი კონსოლის ტექნოლოგის არ გამოუწვევია ინტერესი, მაგრამ ეს მომენტი, რატომღაც მგონია, რომ რეალურად ძალიან სწორი და კარგი იმფრუვმენტი იქნება.

Return to “Gaming Gear”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests