აეეეეეე გასკდა ბაშკა მარა მივიყვანეთ ბოლომდე პერსონაჟის შექმნა.
ვიზუალურ ელემენტებთან ერთად ასარჩევად იქნება პერსონაჟის წინაისტორია, ეთნიკურობა და რეპუტაცია. ეს ყველაფერი ავატარის გავლილ გზას ასახავს თამაშის დაწყებამდე, თუმცა ახალი სტარტისთვის "მოხეტიალე მეომრის" წინაისტორიაც იქნება არჩევანში.
წინაისტორია და რეპუტაცია შეცვლიან პერსონაჟების დამოკიდებულებას მოთამაშის მიმართ და გაუხსნიან სხვადასხვა დიალოგის და ქვესტების ამოხსნის ოპციებს. ასევე საინტერესო ბონუსებს მისცემენ მოთამაშეს. მაგალითად მეომრების კასტის წინაისტორია გაადვილებს მეომრებთან ურთიერთობას მაგრამ "ყმების" კასტის პერსონაჟები ნაკლებად გახსნილი იქნებიან. შამანის წინაისტორია განსაკუთრებით სახასიათოდ შეცვლის მოთამაშის როლს.
რეპუტაცია შეცვლის პარამეტრებს რის მიხედვითაც პერსონაჟები აფასებენ ზოგადად მოთამაშეს. ადათ წესებს პატივს ცემს თუ არა, ეშმაკურია თუ პატიოსანი და ა.შ. რეპუტაციის შეცვლა შესაძლებელია თამაშის პროცესშიც შესაბამისი აქტივობებით და არჩევნებით.
კლასის და პროფესიის ოპციები უფრო დასახმარებლად არის. არქეტიპებია სკილების და არტრიბუტების განაწილების, და მათი შეცვლა შეიძლება თავისუფლად.
ქალი პერსონაჟის მოდელს შემდეგ კვირას განახებთ ალბათ. რაღაც ტექნიკური საკითხები გვაქ გადასაწყვეტი.
ინტერფეისი და დეტალები დაიხვეწება კიდე უფრო რელიზამდე.