Unread post#634 » 28 Jun 2019 06:06
Yakuza 0 - კაბარე.
ცოტა ხანი ჩავუჯექი დღეს, ბარემ დავიწყე ეს ბიზნესიც და მოკლედ ასეთი რამეა: გყავს გოგოები, რომლებიც უნდა ამუშავო ჰოსთესებად, აი იაპონიაში ტიპები რომ მიდიან და ელაპარაკებიან ქალებს, ცნობილი კულტურული ფენომენია ტრადიციული თაჩით, ხოდა რასაც ხარჯავენ ამ შემოსავალზე დგას ეს კაბარე. მსგავსი მინიგეიმი Yakuza 4-ში იყო, ჰოსთესს აცმევდი და სტატის მიხედვით უშვებდი სალაპარაკოდ, აქ კი ბევრად დახვეწილია - აცმევ, ლაპარაკში ალეველებ და შემდეგ სამ წუთიან მინიგეიმს თამაშობ. ერთი შეხედვით ესაც გასართობია.
მოკლედ შემხვდა თავიდანვე ერთი პლატინუმ ჰოსთესი, ერთი შეხედვით ლამაზი და რაღაც, ხოდა წავედი ჩავაცვი, ქიუთ ჭკვიანი გოგოს ვიზუალზე მოვიყვანე და მეთქი ბიზნესის დედაც, ძალიან კარგი გოგოა და გამისწორდება ამის წარმატებათქო, დავსხედით სალაპარაკოდ და რაღაც დეითის სიტუაციაა, შევედი როულფლეიში მაქსიმალურად და ვუსმენ ამას, და ნუ მე ზოგადად როგორც ინტროვერტ ტიპს მაქსიმუმ ორ რამეზე შემიძლია თავისუფლად ლაპარაკი - ერთია რამის რჩევა რაც ვთვლი რო მესმის და მეორეა საერთო ინტერესი რამე, დანარჩენი მახატია, ხოდა დავუწყე ამ გოგოს რჩევა-დარიგებები ძალიან თავდაჯერებულად. ჯერ იყო ჰობზე ლაპარაკი, ბონსაის ხეს ვზრდიო და ეგრევე თავდაჯერება შევმატე, თან ეზოს გამწვანებებზე რო იყენებენ იაპონიაში დავარისერჩე ადრე, მერე უფროს კაცებს მოვწონვარო და მანდაც თესლნარევი ღიმილით რაღაც ვურჩიე, ხოდა მერე ტიპების მოწონებაზე ჩამოვარდა თემა, ამოუვიდა ამ გოგოს ვარდისფერი გულები და პრინცი მინდაო, ცხენზე შემჯდარიო, მოფრიალე თმითო და იყურება აღტაცებული ცარიელი თვალებით. ეს ღიმილი ხო შემეყინა, დიალოგები ისე გავიარე აღარც მომისმენია ოღონდ მორჩენილიყო, გამოვვარდი ამ კაბარედან და ეგრვეე პირველივე შემხვედრ აგრესიულ ტიპებთან ჩხუბი ავტეხე )))
მოკლედ ამ ორი მინიგეიმიდან გამომდინარე - წილების ბიზნესი და დებილი ნაშობა არ არის ჩემი საქმე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.