Hackwork, გამოკვლევა > ვეძებთ ხალტურას

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11696

Hackwork

Unread post#1 » 01 Mar 2019 13:48

არი ცუდი თამაშები და არი დაუმთავრებელი თამაშები - ანუ ხალტურა.

ციფრული დისტრიბუციის ალბათ ერთ-ერთი მთავარი მინუსი არი ბაზარზე დაუმთავრებელი კოდების გამოჩენა, რომელსაც თამაშებს ეძახიან, მარა საქმეზე ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რო უბრალოდ ტრეილერის გადასაღებად შექმნილ დეკორაციაში დარბიხარ.

მახსოვს რო ჯერ კიდე რამდენიმე წლის წინ, უცხო სტუდიების თამაშების გატესტვა განსაკუთრებული ექსფერიანსივით იყო, კი ხალტურა მაშინაც იყო , მარა მთლიანობაში დეველოპერების ორიგინალური მიგნებები გაცილებით ჭარბობდა, რის გამოც მთლიანად სათამაშო ინდუსტრია თვითონ წარმოადგენდა ერთგავრ ექსფლორაციის სივრცეს. დღეს მსგავსი "ექსფლორაცია" უფრო იმედგაცრუებაა, ვიდრე რამე ახალის აღმოჩენის მუღამი.

ამ თემის გახნსა We Happy Few თამაშის მერე მომინდა. თავიდან ძაან მომეწონა იდეა, რომელიც თანამედროვე, რიგითი ტიპის ცხოვრებას კარგად გამოხატავს. რეტრო ვიზუალი და მუსიკა, ორიგინალური გეიმფლეი მექანიკები და ვთამაშობ სიამოვნებით, მარა უცებ გავდივარ მთავარ ლოკაციაზე და იჩითება ბაგებით გატენილი, ცარიელი, ბრტყელი, საერთოდ დაუმუშავებელი სივრცე და თამაშის მაგივრად ხვდები რაღაც დეველოპერების ვერსიაში...
ეს არი თამაში რომელიც ყურადღებას იქცევს საინტერესო იდეით, მარა საქმეზე ამ იდეის ხვდები რომ უბრალო "სატყუარაა".

არი კიდე მზა ასეტებით აწყობილი თამაშები, ანუ თამაშები, რომლებიც აწყობილია დეველოპერისგან დამოუკიდებელი ხალხის შექმნილი კონტენტით, დეველიპერი კი ამ შემთხვევაში გამოდის კონსტრუქტორი. და ერთი შეხედვით ცუდი ამაში არაფერი არაა, მაგრამ მსგავსი თამაშები, თითქმის ყოველთვის, სხვა, შედარებით კარგი პროექტების, დაბალ ხარისხიან კლონებს წარმოადგენენ და ფაქტიურად არანაირი ფასეულობა არ გააჩნიათ.

კიდე მახსენდება თამაშები, რომელიც ტექნიკურად იდეალურადაა გამართული, მაგრამ 3 საათში მთავრდება. კი ის 3 საათი შეილება კარგი იყოს, მაგრამ 3 საათი თამაშისთვის ... ჯერ დაწყებული არ გგონია, უკვე დახურულიგაქ. რავი ჩემთვის ეგეც გარკვეული ტიპის ტყუილია, თუ ეს სამი საათი რეალურად რაღაც განსაკუთრებულს არ წამოადგენს მაგ. Journey, ABZÛ, Inside...

ზევით ნათქვამიდან გამომდინარე, ხალტურაში ვგულისხმობ:
1. თამაში რომელშიც იმდენი ბაგია, რომ დასრულებულ პროექტად არ აღიქმება.
2. მზა ასეტებით აწყობილი თამაშები, რომლებშიც არაფერი არაა საავტორო.
3. 2 3 საათიანი პროექტები, რომლებშიც ზომის მიხედავათ, ორიგინალურიც არაფერი არ ხდება.

ეხლა კი თვითონ თემის დანიშნულება:
1. როცა რაიმე ხალტურას გადაეყრებით, შემოდით, დაწერეთ, გვეცოდინება.
2. თუ რაიმე მსგავსი კუთხით საეჭვოს თამაშს აპირებთ და გაინტერესებთ როგორია, დაწერეთ თამაშის სახელი და თუ ვინმეს გვეცოდინეაბ დაგეხმარებით.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Hackwork

Unread post#2 » 01 Mar 2019 14:37

სტიმის რევიებს ვკითხულობ და ზოგადად მაძლევს კარგ სურათს ტოპ რევიების გადახედვა. სტიმი მაგ მხრივ კარგად ფილტრავს, შეგიძლია ბოლო პატჩების რევიებს შეხედო ახლებს და თუ გაასწორეს ბაგები დეველოპერებმა უკვე ნაკლები კრიტიკა იქნება.

დალშე რავი. თუ თამაში Early Access არის იქ უკვე გარანტირებულია რაღაც ბაგები. თუ თამაში ახალი გამოსულია უნდა დააცადო ცოტა. Open World და RPG-ებს 3თვე ვაცდი ხოლმე მინიმუმ თუ ძაან არ წამძლია გულმა. დანარჩენებს 1 თვე ყოფნის ნაკლებ მაშტაბიანს.

ეგ ვაბშე ზოგადად PC Only თამაშების პრობლემა იყო კაი ხანია. Dungeon Siege და Divine Divinity-ს ეპოქაში მახსოვს 15 საათიანი პროგრესის დაკარგვა რო მიწევდა ბაგების გამო და მაგის მერე დავამუღამე რო დავაცადო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Hackwork

Unread post#3 » 02 Mar 2019 00:06

თქვენც რო აუღოთ ალღო დავწერ იმ თამაშებს რომლებიც რეალურად მაინტერესებს ხალტურაა თუ რამე ღირებული. თუ იცით მირჩიეთ ღირს დროის დაკარგვა და თუ არა. იმდენი მქონია ვიშლისტში აშკარად აზრიანი იქნება:

Death's Gambit
Salt and Sanctuary
Call of Cthulhu®
Seasons after Fall
The Forest
The Long Dark
Cradle
RiME
Hob
What Remains of Edith Finch
Ghost of a Tale
Nine Parchments
Agony UNRATED
Empires of the Undergrowth
MegaSphere
AWAY: Journey to the Unexpected
Steel Rats™
Syberia 3

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Hackwork

Unread post#4 » 02 Mar 2019 00:25

Cradle - არაა ცუდი. მთლად "აუდიწიგნი და სიარული" არაა. მინიმალისტური პაზლებია და რაღაც Goal-ები როგორც მახსოვს. დეტექტიური მინიმალისტური ედვენჩურასავითაა და რაღაც მარტივი მინიგეიმები ქონდა.

მთავარი მუღამი მაინც თითონ თამაშის პარადოქსია. უკრაინელების გაკეთებული თამაში მონღოლეთის მიყუჩებულ ლოკაციაზე. და რაღაც ეგ საბჭოთა სლავური და მონღოლური ესტეტიკის უცნაური სინთეზია. უაზროდ გასექსუალებული ფორმების რობოტი ქალი, დიდ-დიღომის მინდვრები, საჰაერო რელსებზე გაკიდული საბჭოთა ავტობუსი და ხაშურელი ასტრონავტებით ინსპირირებული მიტოვებული გასართობი პარკი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Hackwork

Unread post#5 » 09 Mar 2019 12:46

Left Alive - MGS კონცეპტის გამო მივაქციე ყურადღება. თან სტელსია, არიან მექებიც, თან კაი საუნდტრეკით. იდეალური ხალტურაა.

Riddick
Posts: 11696

Re: Hackwork

Unread post#6 » 02 Jun 2019 03:10

Hellblade ჩამივარდა PS4ზე და ღიირს დატოვება/ნახვა?

ამ თემის კანდიდატი მგონია

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Hackwork

Unread post#7 » 02 Jun 2019 03:38

რავი. ნაგავს ვერ ვუწოდებ, ნორმალურია. პროსტა იმისათვის რაც დაისახეს ბევრად ხარისხიანი ვეში უნდა დაედოთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Hackwork

Unread post#8 » 02 Jun 2019 10:01

გეიმფლეი ერთფეროვანი და მოსაწყენია, ფაზლები ცუდია, კომბატიც ერთფეროვანი და ცუდია, ატმოსფერო კარგია მარა მარტო მაგაზე ვერ დგას, სთორი ნახევარ საათში მოსაყლი სიტუაიაა გაწელილი ექვს საათზე, სამყაროს ექსპლორაცია და მოსაგროვებელი ნივთები საზიზღრობაა, ერთი გამორჩენა და დამთავრდა. რავი ჩემთვის ეს არის მაგალითი როგორი არ უნდა იყოს თამაში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Hackwork

Unread post#9 » 14 Jun 2021 23:05

არა მაინც უნდა დავდო და ეს თემა მშვენივრად გამოდგება.
მახსოვს რო კიპერას ვერ უხსნიდი გამომცემლების ეპოქის თამაშების ფასეულობას და გამომცემლის როლის მნიშვნელობას, საბოლოო პროდუქტის ხარისხიანობის თვალსაზრისით. მას დღესაც ჯერა რო სტიმი ვითარდება და ის თავისუფლება რომელიც დეველოპერებმა მოიპოვეს ყოვლად დადებითი მოვლენაა. ხოდა აი ეხა დავდებ ამ E3 დაანონსებული თამაშების ტრეილერებს.

ეს უშუალოდ პერსონალური კომპიუტერების მომავალი "პროდუქტი" https://www.igromania.ru/news/105979/Hu ... _Show.html

და ეს დანარჩენი რაც ვნახე https://www.igromania.ru/news/105983/Dy ... _Show.html

ვინმეს თუ არ გესმით ხალტურა რა არი, გაუყევით. მე ამ "განვითარებადობით" და "პროგრესულობით" გონებრივი აშლილობა დამეწყო.

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 134 guests


cron