Unread post#39 » 22 Dec 2019 22:23
დღეს გავაკეთე პირველი რანი და რავი. პირველი ის უნდა ვთქვა რო საშიშია, იმიტო რო არსად შესაბამისი ტროტუარი არაა. ნა ხადუ გიწევს მოფიქრება რა გზებით იარო - ტროტუარზე ბევრი ხალხი და ბევრი წინაღობაა, მიდიხარ ფეხით მოსიარულესავით უმეტესწილად, ტრასაზე ბანალურად საშიშია არაადეკვატური მძღოლების გამო.
ანუ სადმე თუ მიდიხარ, ესე ფრი რაიდს ვერ მოიწყობ. უნდა დაგეგმო გზა და ისე წახვიდე (განსაკუთრებით გამოცდილება როცა არ გაქ). წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ იღლები დაძაბულად სიარულით. ხო და თან უკვე ძაან ცივა, კინაღამ მივეყინე სკამს )))
იმ მონაკვეთებში სადაც უბრალოდ წყნარად სიარული შევძელი, ძალიან მესიამოვნა. სწორ გზაზე ფაქტიურად ენერგია არ გეხარჯება ისეა ბაიკი მოწყობილი, აღმართზე გიწევს ეგ მომენტი და აღმართები გამისწორდა კაკრას. საკაიფო დონის დატვირთვაა, თან გსიამოვნებს.
ამდღეებში მინდა რო ლისზე ავიდე, ჩემთვის დავამუღამო ვაფშე ტარება, ეგრევე ქალაქი არ იყო სწორი :)