ამ თემას დიდიხანია ვაკვირდები, მარა ესე ცალსახად გახსნა არ მომდომებია. იდეაში კარგ პარალელს ვერ ვპოულობდი მგონი და მაგის ბრალია. რამდენიმე დღის წინ შემხვდა ეს იმიჯი, რომელზეც ზუსტად ის დავინახე რაზეც მინდა ლაპარაკი. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი შეხედულებაა და არ ვწერ რაიმე საერთო ჭეშმარიტების ფორმატში...
ზევით 2004 წელს გამოსული Grand Theft Auto: San Andreas, ქვევით Grand Theft Auto V, სავარაუდოთ უკვე PC რემასტერი. გრაფიკულად მგონი შედარების საჭიროება არაა )) მარა ატმოსფეროთი აშკარად ზედას ვანიჭებ უპირატესობას და ვხვდები რო საინტერესო პარადოქსია...
რაც უფრო მეტ თანამედროვე 3xA თამაშს ვთამაშობ, მით უფრო ხშირად ვფიქრდები იმაზე, რომ ვიზუალური რეალიზმი სინამდვილეში შესაძლოა უფუნქციო აღმოჩნდეს. პირიქით, მინიმალიზმი და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე სტილიზებული "გრაფიკა" გაცილებით "სწორ" საქმეს აკეთებს.
აი თუნდაც ამ ორი სქრინის შედარება.
მარჯვენაში ყველა ტექსტურა მიყვარს, მარა მარცხენასთან საერთოდ ვერანაირ კავშირს ვერ ვგრძნობ, არადა ორივე დახურული მაქ.
იდეაში ვფიქრობ რო მარტივი რაღაც ხდება - დეტალიზაციის გაზრდით, იზრდება ინფორმაცია რასაც თამაშისას, მოთამაშე იღებს. რაც ერთგვარი "მაგიის გაქრობის სინდრომივით მუშაობს" - ანუ გადატვირთული ვიზუალი, გარემოს მის მხატვრულ ღირებულებას უკარგავს.
ჰა აბა თქვენ რას ფიქრობთ?