Game Ideas, თამაშის კონცეფტები >>> გამოკითხვა

ფორმატები : საერთო თემა , ჩამონათვალი , საკითხების გარჩევა , გამოკითხვა , ხმის მიცემა , შედარება , სხვა
Riddick
Posts: 9468
Contact:

Game Ideas

Unread post#1 » 22 Mar 2019 15:39

ვწერთ თამაშის იდეებს. იდეა რაც უფრო დაკონკრეტებული იქნება, ანუ არ იქნება ზოგადი, მით უფრო მისასალმებელია. პლიუს, შეილება არ იყოს მთლიანი თამაშის და იყოს რამე თამაშიე ელემენტის, ეგეც მოჟნა.

>>>

თუ ისე მოხდა რო ვინმეს მართლა მოეწონა რამე და გამოიყენა, იდეის ავტორს თამაშის მოგების 5% გაუნაწილოს :) მემგონი სამართლიანია :)
https://coub.com/view/24rzbh

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#2 » 22 Mar 2019 16:07

ეს ვიდო გახდა ინსპირაცია https://www.youtube.com/watch?v=9XvUu0RJxlQ&t=1s

რობინ ჰუდის "კონცეპტი" - მოპარვა - გაცემა
ნებისმიერ სეთინგზე კაი იქნება. განსაკუთრებით ფანტასტიკა მოუხდებოდა, სადმე ეგზოტიკურ პლანეტაზე.
მუშა სტელსი და ქურდობის მინიგეიმები (დაჭირდება კომბატიც, მარა ისეთი thief დონის).
ქარავანიდან დაწყებული, საცხოვრებელი სახლებით დამთავრებული ყველაფერი შეგილია გაძარცვო რაც მრავალფეროვნების გარანტიაა.

ნადავლის განაწილება უნდა იყოს მეორე ცენტრალური გეიმფლეი.
სტრატეგიის ელემენტებიანი თაუერდეფენსი.
სიტყვაზე ბაზის მშენებლობა, რომელშიც განავითარებდი სოციალურ თემებს (გაჭირვებულებისთვის) + გექნებოდა თაუერების სახეობები თავდასაცავათ, ანუ იქნებოდა თავდასხმებიც ბაზაზე.

რავი იდეაში ძაან მარტივად შეგიძლია მოარგო კარგი, დრამატული სიუჟეტიც ამ ყველაფერს. თუ რესურსი არაა ამხელა მაშტაბის, მარტო ძარცვის გაკეთება შეილება და დანარჩენი უკვე რამე ფორმალური სახის რო გქონდეს.
სიამოვნებით ვითამაშებდი რამე მსგავსს .

:connie:
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#3 » 22 Mar 2019 19:26

შენი პირადი მუღამისთვის თუ არ აკეთებ ბევრად რთულია იდეის ამბავი.
იდეა + რეალიზების გეგმა + ვინ/რატო/სად იყიდის თამაშს მაგისი გააზრება და მანდ იწყება რეალურად თამაში კეთების განხილვა. მაგ ყველაფრის მერე უკვე მოშნად იცვლება პერსპექტივა თითონ თამაშების და იდეების მიმართ.

მაგრამ, ეგეთ პირადი მუღამის მოგეიმჯემო იდეებში ამისი ჩალიჩის მუღამი მაქ ბოლო დროა.
3 ვერტიკალურად განთავსებული სამყაროა. სამოთხე, დედამიწა, ჯოჯოხეთი.

თამაშს იწყებ დედამიწაზე და იმის მიხედვით როგორ მოიქცევი ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში მოხვდები სიკვდილის შემდეგ. "საიქიოდან" მერე გარკვეული დროის ან/და პორტალების მეშვეობით ბრუნდება დედამიწაზე რეინკარნირებული ჩვილის სახით.

თამაშის მიზანია ამ სამ სამყაროს გარკვეულ კონდიციამდე მიყვანის. რასაც ახერხებ სექტორებში world state-ების შეცვლით. ექსპლორაცია, პაზლები, მექანიზმების/პროცესების მანიპულაცია: ამ ყველაფრით ნელნელა სამყარო სასურველ ფორმაში გადაგყავს.

იდეას რათქმა უნდა ბევრი ფორმატის განვითარება შეილება მიეცეს. ყველაზე ტიპიური და ბანალური ტრაკში პერო საიდ სკროლერი იქნებოდა დანტეს ღვთიური კომედიის ინსპირაციებით.

მაგრამ მე 3D, კომიკური არკადა გამისწორდებოდა სადაც მხოლოდ ვიზუალია სტილიზებული ტრაკში პერო და დანარჩენი გეიმპლეიზეა ორიენტირებული(მაგ: Cuphead).

გეიმპლეი Soul Reaver 2, Lego, Zelda/Fable, Oddworld, Fat Princess იდეების სინთეზი იქნებოდა.
ანუ გარემოს პაზლებზე ორიენტირებული მოსენდბოქსო თამაში, სადაც სხვადასხვა პროფესიის როჟად რეინკარნირდები ყოველ ჯერზე და შესაბამისად სხვადასხვა სახის გარემოს მანიპულაციის სკილები გექნება. დალშე უკვე ბევრს დარბიხარ და ექსპერიმენტობ, პატარ პატარა თავსატეხებს ხსნი, ახალი სკილებით ახალი არეები გეხსნება და მუდმივი პროგრესის შეგრძნება გაქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#4 » 22 Mar 2019 19:55

რაღაც ედვენს მეტროიდვანია წარმოვიდგინე. თულები რასაც გზის გასახსნელად იყენებ, შენთან პროსტა პერსონაჟები იქნებიან. მარა ერთი კონკრეტულით რო თამაშობ და სხვებზე ვერ რთავ ცოტა რთული იქნება ლეველდიზაინისთვის. მარა რეინკარნაციის იდეა საინტერესოა.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#5 » 22 Mar 2019 20:18

ხო ეგ თემაა, ოღონდ + გლობალურ ფორმას რო "კურნავდე" სამყაროსი ნელნელა.

ლეგოში მუშაობს ძალიან კარგად პერსონაჟები სკილებად, მაგის გამო ვბრუნდებოდი დახურულ ტურებში და სხვადასხვა პერსონაჟებს ვტესტავდი რო გამეგო რომელი რომელ საიდუმლო ადგილს გამიხსნიდა.

საერთო ჯამში მაინც მუღამია ისეთი პაზლ-ედვენჩურა სადაც ვიღაცის "რეჟისურით" არ გიკონტროლდება შენი სათამაშო გზა. მოთამაშის ინიციატივით და მუღამით რო ხდებოდეს გამოკვლევა სამყაროსი სადაც მუდმივად არის რაღაცა საკეთებელი და თუ გაიჭედე არ გიტორმუზდება თამაში. შეგიძლია წახვიდე და სხვა რამე აკეთო.

თანამედროვე ინდი არტ თამაშებში(და არამარტო) ეგ მომენტი მიკლავს მუღამს ყველაზე მეტად, რეჟისორულად დადგმულ სწორხაზოვნებას რო მიყვები და ერთერთი მოტივაცია მაგის საპირისპირო გეიმპლეის დადება იყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4858
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#6 » 22 Mar 2019 20:26

Metroidvania/Soul Reaver/Dark Souls ლეველ დიზაინი. გახსნილი სამყარო რაც ნელნელა იხსნება ხან კომბატის სირთულის რეგულირებით როგორც გოთიკშია, ხან კონკრეტული ნივთის. ზოგჯერ რაღაც ნივთი რაღაც ბრძოლაშიც შეიძლება ყოფილიყო გადამწყვეტი და ისე გახსნილიყო რთული არეა, მოკლედ მიდგომას მიხვდებით.
Tomb Raider-ის დონის პლატფორმინგი და ექსპლორაცია/ და ფაზლები როგორც "კუბიკებით" ისე ტექსტური და სააზროვნო.
სამყარო ბევრნაირი წარმომიდგენია, არქიტექტურულ/მითოლოგიურად ვიმარიაჟებდი ალბათ უფრო თესლი მოდელ დიზაინერები რო მყავდეს, თუ არადა მომიწევდა მინიმალისტურად გადაწყვეტა რაც ძალიან დამიჩეხავდა წარმოდგენილ ეფექტებს, მარა მაგას ფაზლებით და სტლიზირებით დავაბალანსებდი ალბათ მაინც. ტანამედროვე სამყაროზეც არ ვიტყოდი უარს, როგორც ყოველდღიურ ქალაქის გარემოში, ისე ეგზოტიკურ პლაჟებზე, ნუ იაპონია/კორეის სეთინგები მაქვს აქ წარმოდგენილი ძირითადად ატმოსფეროს ამბავში და საბჭოთა ბეტონის ჯუნგლებიც მოსულა.
მეტი რავი, კონკრეტული შესაძლებლობებით ალბათ უფრო გამიიოლდებოდა რაღაცის დაწერა, ძირითადი ჩონჩხი ისაა ჩემი ოცნების თამაში რო მექნა და დანარჩენი დეტალებით გამდიდრებაა.

ნუ JRPG-ზე აზრების დაწერას აზრი არ აქვს, მანდ ძირითადად სამყაროს კონცეფციებზეა დამოკიდებული და მანდაც იგივეს ვიზავდი რასაც მაღლა, უფრო სულიერ ატმოსფერულ ამბავში ოღონდ. მექანიკაზე რამდენიმე არსებული კომბინაცია მაქვს წარმოდგენილი და ძირითადად სირთულის და კომბატის სიხშირის ბალანსზე მომიწევდა მუშაობა სასიამოვნოდ შესარგები ყოფილიყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#7 » 22 Mar 2019 22:02

ძირითადი არი გეიმფლეი და შეგილიათ მაქედან დაიწყოთ. ანუ სიუჟეტი როგორი გენდომებოდა და სეთინგი როგორი გაგისწორდებოდა ეგ უკვე ცდება თემას. ჩათვალე რო რასაც დაწერ იმენა უნდა გააკეთოს ვინმემ და ეგეთი პრინციპით მოხაზე იდეა. ანუ არა ზოგადი, არამედ კონკრეტული ელემენტებით (აი დასაწყისში როგორც ხსნი, დაახლოებით მააგზემაქ ლაპარაკი).
https://coub.com/view/24rzbh

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#8 » 22 Mar 2019 23:03

ვფიქრობდი მაქსიმალურად ადვილათ გასაკეთებელ და თან უცხო ვეშზე

Vehicle Defence - Tower Defense ოღონ მოძრავ ობიექტზე, უფრო კონკრეტულად რაიმე სახის ტრანსპორტზე, დაწყებული მექიდან, კოსმოსური ხომალდი, ან მედ მაქის მსგავსი, დიდი ტრაილერი, გემი, სხვა...

ანუ იდეა რაშია - გვყავს განვითარებადი, მოდიფიცირებადი ხომალდი.
ხომალდს მართავს უშუალოდ მოთამაშე, მაგრამ მართვის პარალელურად აკონტროლებს სხვადასხვა პარამეტრებს. ამასობაში თავს გესხმის მტერი, თაუერდეფენსის სტილში. ხომალდზე დამაგრებული ამუნიცია გიცავს პარამეტების მიხედვით.

გვაქვს მისიებს შორისი, ხომალდის განსავითარებელი ანგარი.
ვანვითარებთ თავდასხმის და თავდაცვვის ელემენტებს.
ვანვითარებთ "ხადავოის" ელემენტებს.
გვაქ გადასაზიდი ტვირთების სახეობები (რთულზე მეტი ფული, მარტივზე ანკლები. განსაზღვრავ რაოდენობასაც).
ოთხივე მადგანი, ანუ ხადავოი, თავდაცვა, თავდასხმა, ბარგის მდგომარეობა, კონტროლდება გზაში მინიგეიმების მეშვეობით.

რავი ამასაც სიამოვნებით ვითამაშებდი და დაჟე გავაკეთებდი მეთითონ პატარა თიმთან ერთად )) მექანიკის გარდა კონტენტი, ტურების და ლეველდიზაინის პონტში არაა ვაფშე არაფერი. სიუჟეტიც ერთ აბზაციანი ეყოფა. თავისუფლად გაკეთდება 2D.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#9 » 28 Mar 2019 15:51

გუშინ ვლაპარაკობდით და თუ ვინმეს ტექნიკური შეფასება/რჩევა მოგინდეთ დაწერეთ. ან ვაბშე დაიწყეთ :D მითუმეტეს თავისუფალი დრო ვისაც აქვს რა უდგას წინ რო.


Vehicle Defence-ზე რო ვლაპარაკობდით. კაროჩე.
  • კონვოი მიდის ერთი წერტილიდან რუკის მეორეში. თუ მოთამაშის საფრენი აპარატი კონვოის სათავეში დგას და "ენერგიას უჩანელებს" კონვოი იწყებს სიარულს. ანუ ტრიგერის ზონაში თუ რჩები მიდის წინ. (ცოტა უფრო სწრაფი რო იყოს გეიმპლეი და ნაკლებად ხისტი)
  • კონვოიზე ყენდება ტურეტები და სეგმენტების არმორი აპგრეიდდება, ასევე ძრავის სიჩქარე.
  • მოთამაშეს აქ რამდენიმე power რომლითაც საბრძოლო ველზე სიტუაციის შეცვლა შეუძლია. (Shield აურა რომ კონვოის სეგმენტი დაიცვა. Dash - სწრაფად რო მიხვიდე გარკვეულ ადგილას. Slomo ზონა რომ შეანელო მტერი სტრატეგიულად. AOE დემეჯ ზონა)
  • მტრების ტალღები სპაუნდებიან ლეველზე და მიდიან კონვოისკენ და უტევენ.
  • მაღაზია Tower/Player Power/Convoy Armor გასახსნელად და მახასიათებლების აპგრეიდისთვის.
პროცედურული არაა რუკები.

თამაშის ფურცელზე დიზაინის პროცესი თუ სწორედ გაკეთდა და სიმარტივე დარჩა.
სადღაც 1 კვირის პროგრამირების ბაზარია რომ პროტოტიპი აიწყოს იმ დონეზე რომ რუკების კეთება და მტრების დაყენება შეიძლებოდეს უკვე.
კიდევ 1 კვირის ბაზარია თამაშის ბოლოს რომ მუსიკა, არტი, მენუები და სტიმის აჩივმენტები ჩაიდოს.

დალშე უხეშად 2 კვირა უნდა გეიმდიზაინის მოფიქრებას და თვე-თვენახევარი რომ ლეველებს აიწყოს.
მერე თამაში რო აიწყობა მთლიანად კიდევ 2 კვირა მარკეტინგის მასალას და ბალანსს.

(არტზე და ანიმაციაზე ტვინის რო არ მო*ტყნას, მფრინავი მექანიკური უნიტები ჯობია. თორე მარტო ბორბლების თემა სწორედ მოხვევები 2 კვირას ისე დაამატებს როგორც არაფერი)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#10 » 28 Mar 2019 17:00

ტვირთების სახეობები იქნება კარგი კიდე. ზოგადად ტვირთების გადაზიდვის გარშემო რო იყოს აზრობრივი, სიუჟეტური დატვირთვა თამაშის. თუ ბორბლების გაკეთება რთულია :) რამე კოსმოსური ტვირთების გადამზიდი კომპანია გაასწორებს, თავისი ატმოსფერული ბაზით და სახასიათო პერსონაჟებით, რამე შესაბამისი მუსიკა და იუმორი რო ქონდეს :)

steamworld heist ვიზუალს, პერსონაჟებს და მუსიკას გადავიტანდი ეგერევე (ანგარში, ცენტრალური გეიმფლეი ალბათ ზედხედით უკეთესი იქნება).
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#11 » 28 Mar 2019 18:03

ტვირთები უფრო პროცედურულ რუკებზე ან განმეორებად გეიმპლეიზე აძლევს აზრს. Single Player მისიების ჯაჭვი თუა მანდ არ ვიცი რა დატვირთვა უნდა ქონდეს.
პერსონაჟები ცალკე ლეიერი არტის სირთულის. პორტრეტები უფრო აზრიანია ასეთი მაშტაბის თამაშზე. 2D სურათი რო ვარდებოდეს და დიალოგი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#12 » 28 Mar 2019 20:20

სახში ავაწყობ მერე ელემენტებად და განახებ.
https://coub.com/view/24rzbh

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#13 » 29 Mar 2019 11:28

ჰა ეს პირველი მონახაზი. მტრები და განვითარების საფხეურების რაოდენობები არ დამიმატებია, პროსტა რო წარმოდგენა შექმნას. რავი ვფიქრობ რო ერთად მშვენივრად იმუშავებს ეს მექანიკები, საკაიფო ბალანსი დაჭირდება, მარა პროცესი იქნება სერიოზული ))
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#14 » 29 Mar 2019 11:32

თვირთის სახეობა რას უწყვიტავს მოთამაშეს? ანუ თითონ ირჩევს რა ტვირთი წაიღოს თუ მისია უწყვიტავს ტვირთს და მერე მაგის მახასიათებელს უნდა მოერგოს? წიპა რკინა თუ გადააქ ნელა მოძრაობს კონვოი, თუ ბენზინი გადააქ შეილება აფეთქდეს თუ დაზიანდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#15 » 29 Mar 2019 11:36

ტვირთი იქნება ჩისტა სიძნელის მიხედვით, თავიდან არაფერი არ მოსდის, მერე შეილება მთლიანად ჩაგიშალოს მისია - პლიუს გააჩნია რა კონდენციაში მიიტან, მაგით ისაზღვრება შემოსავალი

იდეაში თამაში უნდა იყოს ტვირთების გადაზიდვის გარშემო. ტვირთების გადაზიდვის რაღაც პატარა კერძო კომპანია უნდა გქონდეს, სფეის კარავანის პონტში (სხვადასხვა პილოტებიც კარგად ჩაჯდებოდა). მოწინააღმდეგეებიც შესაბამისი, პირატები და მსგავსი კოლორიტული ტიპები.

პ.ს. ეს თამაში გამახსენდა lovers in a dangerous spacetime. ზუსტად ეგ მუღამია, პროსტა ეს კოოპიც არი პარალელურად (სეთინგია პროსტა ბავშური და ტვირთების ამბავი არაა, არც გმირი არ მოქმედებს ხომალდის გარეთ). და The Final Station არი კაკრას მინი გეიმები, ძაან ბანალური, მარა პროცესს კარგად აზავებს.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#16 » 29 Mar 2019 12:00

ვაბშეტა იმენა Battle Brother-ს (https://youtu.be/8V_JSCQZ5ys?t=1511) გამოდის პროსტა Turn Based კომბატის მაგივრად Tower Defense.
და მანდ არის არჩევანი უფრო რთულ პროცედურულ თამაშზე მაგ კარიერით (და სავარაუდოდ კაკრას ბორბლიანი მანქანები და mad max უდაბნო ჭირდება) ან უფრო მარტივ დახურვად სპეის თამაშს შორის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#17 » 29 Mar 2019 12:33

არამგონია რო მედ მაქსის დიაგნოზი იყოს მაინცდამაინც (ზედა პოსტის თამაშები კარგად ნახე). თითონ გეიმფლეი ელემენტები ბევრი გამოვა რაც დავწერე ყველაფერი რო იყოს, მარა შესაძლებლობის მიხედვით შეილება არიჩეს, ის რისი გაკეთების პოტენციალიც არი. დალშე სფეის გადაზიდვების პატარა კომპანია რო გქონდეს, ძაან გერმრიელი ატმოსფერული რამე გამოვა.
https://coub.com/view/24rzbh

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#18 » 29 Mar 2019 12:41

ხო მანდ ჩემი აზრით ჯობია, მაქსიმალურად მარტივით დაწყება და მერე შეიძლება ან Early Access-ში გადაიზარდოს უფრო დიდ რაღაცად, ან მეორე ნაწილი იყოს უფრო მაშტაბური თუ პირველმა გაამართლა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4937
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#19 » 29 Mar 2019 12:59

ვაბშე Google Drive-ზე დოკი ან ცალკე თემა ჯობია ჩემი აზრით. იმიტომ რომ ამას ეხა პროსტა Core Gameplay Loop -ის (მთავარი სათამაშო ციკლი), Upgrade Loop და Hangar -ის აღწერა ჭირდება და მერე პროსტა მათემატიკური მახასიათებლების გაწერა რაც გავლენას ახდენს უშუალოდ გეიმპლეიზე. (სიცოცხლე, დემეჯი, სიჩქარე). კონკრეტულ ფორმაზე უფრო კონსტრუქციული feedback შეიძლება ვიდრე შესაძლო იდეების ინტერპრეტაციებზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9468
Contact:

Re: Game Ideas

Unread post#20 » 29 Mar 2019 13:14

კი შეგვილია ვცადოთ. დღეს არ მცალია პროსტა. ხვალ დილას ავაწყოთ სკაიპით თურამეა.
https://coub.com/view/24rzbh

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests