Divinity Original Sin 2,

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Divinity Original Sin 2

Unread post#1 » 15 Oct 2017 23:15

>>>
Divinity Original Sin 2


პირველი Dos ის იშვიათი შემთხვევა იყო როცა დეველოპერებმა ბოლომდე გააჯაზეს და ყველანაირი შეზღუდვების და საღი აზრის მიუხედავათ შექმნეს ზუსტად ისეთი თამაში როგორიც უნდოდათ. ანაკომის სუპივით კონვეირზე შემოდგმული შაბლონური ფრენჩაიზების მერე სულზე მალამოდ ეცხება გეიმინგს ასეთი თამაშების გამოჩენა.

როდესაც გავიგე რომ გამოდიოდა უფრო დიდი, უფრო მაშტაბური და სახალისო მეორე ნაწილი ძალიან გამიხარდა და მოუთმენლად ველოდებოდი. თამაში რო დავიწყე, ორი ათლიტრიანი ლუდის კათხა მოვიმარჯვე თითო ხელში, კარი ფეხით შევამტვრიე და დვარფებთან სალოთაოდ, ტროლებთან ერთად ხიდების სტარტაპის დასაწყებად და დრაკონთან შორს ფსმის შეჯიბრში მოსაგებად გავემზადე.

ტავერნის მაგივრად ხუთ ვარსკვლავიან რესტორანში შევაბიჯე, ელეგანტურად შემოსილი ხალხი გურმანულ კერძებს და ოცი წლის დაძველების ღვინოს შეექცეოდა, ჩემ ხმაურზე წარბის აწევით შემომხედეს. თავი უხერხულად ვიგრძენი და მეც ჩამოვჯექი მაგიდასთან, ოფიციანტმა ჩამომართვა უზარმაზარი ლუდის კათხები, ხუთი სხვადასხვა თეფში, თორმეტი განსხვავებული დანა-ჩანგალი და სამი ხელსახოცით გამიწყო სუფრა.

ხელში მენიუ მომაწოდა რომელსაც თავი ბოლო ვერ გავუგე, რომ არ შევრცხვენილიყავი დღის კერძი შევუკვეთე და სასმელად გვერდზე სუფრაზე შენაკვეთი ღვინო მოვითხოვე.

კერძი ვერცხლის ლანგარზე მომართვეს, დიდი, მრგვალი თავსახურით დაფარული, რომელიც ავხადე ფრთხილად და თეფშიდან გახსნილმა პორტალმა მთის წვერზე წამიყვანა, სადაც დემონმა თავდაყირა დამკიდა ალტარზე და მითხრა თუ ერთ შეცდომას დავუშვებდი სამუდამოდ ბაყაყად გადამაქცევდა.

Divinity Original Sin 2 არის ბერძნული მითებიდან გაცოცხლებული და Larian_ის იუმორით შეზავებული სურეალისტური ლაბირინთი. ყოველ შემდეგ ნაბიჯამდე თავი Quick Save-ით უნდა დააზღვიო და ნებისმიერ უბრალო ქმედებას საინტერესო და უცნაური შედეგი შეიძლება მოყვეს.

კომბატი შეიკრა და საინტერესო გახდა უფრო. თითქმის არაა უაზრო დროის გასაყვანი ბრძოლები და ყველას თავისი მიდგომა სჭირდება. ყველაზე მეტად Baldur's Gate 2-ის მახსენებს, აქაც ტაქტიკაა მთავარი და რამდენიმე სწორი ნაბიჯით შეუძლებელი ბრძოლა უმარტივესი ხდება.

თამაში გაიძულებს ახლებურად იფიქრო, ხრიკები და საინტერესო კომბოები მოიფიქრო, რაც ძალაინ სახალისოს ხდის თამაშს. სკილებიც მთლიანად ამაზეა მორგებული, ბევრი ხელსაწყო გაქ არსენალში რომ ბრძოლის მიმართულება შენს სასარგებლოდ შეცვალო.

არც მტერი ივიწყებს ამ სკილების შენს წინააღმდეგ გამოყენებას, პირველად როცა გონების კონტროლის სპელი გამოიყენეს ჩემ პერსონაჟზე მეგონა რომ უბრალოდ ერთი ორი სვლა მისი მარტივი დარტყმების მოგერიება დამჭირდებოდა. მაგრამ ჩემმა გმირმა ყველაზე ძლიერი სპელები და პოუშენები დამიხარჯა ინვენტარიდან, ძვირფასი უნიკალური არტეფაქტები გამოიყენა ჩემს წინააღმდეგ. :onono: :yee:

მთავარი ნაკლი ბრძოლის სისტემის გამარტივებული რესისტანსების სისტემა იყო, რაც მაგიურ და ფიზიკურ არმორზე დავიდა. ყოველი ბრძოლის წინ უნდა მოაძრო მტერს ეგ ორი არმორი მანამ სკილები იმოქმედებს მათზე და რუტინული პროცესია. ასევე თამაშის მეორე ნახევარი საკმაოდ მარტივი ხდება, თუმცა მანდაც არის სადისტური ბრძოლები.

ექსპლორაცია უმაღლეს დონეზეა, რუკის ყველა რეგიონი და დანჯენი რაიმე ქვესტის ან ჩელენჯის ნაწილია. Dark Soul -ის მგსგავსად ვერ მოიწყენ და ვერ მოდუნდები რუკის გამოკვლევისას. Larian-ის მიდგომა რომ რაც არ უნდა ქნას მოთამაშემ ყველაფერი მოსულა საერთოდ ცვლის თამაშის სტრუქტურას. არაფერი ლიანდაგებზე არ დგას, სრული თავისუფლება პროგრესიის, რაც თან ძალიან სასიამოვნო და პროგრესული სიახლეა, თან ძალიან დამაბნეველია. ველურ დასავლეთში მარტო დარჩენილად გრძნობ თავს, სადაც ცივილიზაციის სტრუქტურა ვეღარ გიცავს სამყაროს ქაოტურობისგან.

სიუჟეტის ხარისხი ამაღლებული ერთი ორად, დაეტყო თამაშს Chris Avelone_ის ხელი. უფრო კომპლექსური, ორიგინალური და ღრმა ისტორია აქვს თამაშსაც და კომპანიონებსაც. მაგრამ აქ ყველაზე მეტად იჩინა თავი თამაშის მთავარმა ნაკლმა.

ამდენმა თავისუფლებას და გასვლის გზებს, უზომო რაოდენობით რესურსები და დრო სჭირდება. ეს დრო კარგად მოხმარდა თამაშის პირველ ნაწილს, რომელიც ორი წელია უკვე იხვეწება Early Access-ში. მაგრამ რაც უფრო შორს პროგრესირებ, მით უფრო იჩენს თავს დაუმუშავებლობა და დაუმთავრებელი ელემენტები. ქვესტური ხაზები არ იკვრება, ეჩივმენტები გაბაგულია, მუდმივი შეგრძნება გაქ რომ რაიმე დიალოგი ან ქვესტი გამოგრჩა და სიუჟეტს გადაახტი.

თამაშის ბოლო რუქაზე უკვე ნათელი ხდება რომ ეს ყველაფერი შენი ბრალი არ არის, უბრალოდ თამაში რეალურად არის დაუსრულებელი. მინიმუმ ნახევარი წლის აქტიური მუშაობა აკლია რომ ბოლო ორი რუკა, პირველის მსგავსად დამუშავდეს და შეიკრას. ეს დაუმთავრებლობა ყველა ელემენტზე აისახება, კომბატი მარტივი ხდება, ქვესტები არ იკვრება, ეჩივმენტები დაბაგულია, არ ემატება ახალი სკილები რომ კომბატი გაახალისოს, გვხდება ადგილები სადაც უბრალოდ ყველა ამოხოცეს ვილანებმა და გრჩება შეგრძნება რომ ქვესტებიანი ადგილი უნდა ყოფილიყო და უბრალოდ დახოცეს ხალხი და სისხლები მოასხეს რადგან ვერ მოასწრეს დასრულება.


ამ ნაკლების მიუხედავათ საკმარის ტემპს ინარჩუნებს თამაში ბოლომდე რომ სახალისოდ დახურო, მაგრამ ამდენ ჩადებულ შრომას და ღირებულ კონტენტს რომ ხედავ გულს გიკლავს შუა გზაზე მიტოვებული ადგილებს ნახვა. ვიჩერის ტუსანტივით დახვეწილ ფინალს იმსახურებს ეს თამაში და ძალიან დასანანია რომ დროის და ბიუჯეტის მსხვერპლი გახდა.

დიდი იმედი მაქ რომ გადაიფიქრებს Larian და მაინც გამოუშვებს Enhanced Edition-ს სადაც სათანადო დონეზე დამუშავდება მთელი თამაში.

P.S. მგონია რომ უზომოდ გაგვისწორდებოდა კოოპში ამის თამაში ჰარდკორზე. როცა გაიაფდება ცოტა იმედია ჩავუჯდებით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#2 » 16 Oct 2017 01:37

პირველის Enhanced Edition რამდენადაც ვიცი სერიოზული წინსვლა იყო თამაშისთვის. ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს და მაგის სკოლა ისეთ დონეზე ექნებათ შეილება მართლა გაუკეთონ.
ჯერ მარტო ის მიხარია რო ტიპებმა თამაშების ინდუსტრიის კონვეიერული სულის გამოცლის ესეთ მტკივნეულ პერიოდში დადეს RPG რომელიც ბოლო massefects მარტო ინვენტარით აძლევს პირში.
ყველა მიმართულებით პიზდეცი ხდება. დამატებები და უაზრო თამაშის ვერსიები ხო დაამკვიდრეს, ეხა ბოქსები და მიკროტრანზაქციები და რაღაც საძაგლობაა ყველა ნაბიჯზე. თითონ თამაში გახდა მოერო და მესამე ხარისხოვანი კომპანიებისთვის. ვიჩერმა სერიოზული შუქი დაარტყა ამ "ფულიუნდავიშოვოთ" მარაზმს, მარა თითონაც ქონდა ნაჩქარებობის კვალი. ეხა Original Sin თემამაც მაგრად გამახარა. იმედია წარმატებით მოხდება ჩემი და ამ ჟანრის ურთიერთქმედება ))) კომპრომისებისთვის ბევრი მუღამიმაქ რესურსად.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#3 » 18 Aug 2018 21:50

31-ში გამოდის Enhanced Edition, ვაბშე გავლოკეთო თავიდან ბოლომდე ^^
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#4 » 19 Feb 2019 18:02

კოოპს ვთამაშობთ და ჩემი ძმის რევიუ https://i.imgur.com/QW7efXk.png
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#5 » 27 Mar 2019 23:49

რაღაც ახალი დაანონსეს ვერ გავიგე რა არის მარა ვაბშე არ გამისწორდა. მობილურის ნაგავ თამაშის ვიდზეა https://www.youtube.com/watch?v=DOGsD4SoKkQ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#6 » 16 May 2020 16:54

აუ კო ოპში დავიწყეთ სამმა და აი ისე გავიდა შვიდი საათი ვერ მივხვდით

ძაააააააააააააააააალიან ფან სათამაშოა ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#7 » 16 May 2020 17:29

მოწამლული healing potion ასვი ვინმეს? :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#8 » 16 May 2020 20:29

ეგ ჯერ არ მომხდარა, მაგრამ ერთი თამაშობს ცალთვალიანი და მასთაშიანი დვორფით, მამუკა ჰქვია პერსონაჟს და 15 საათი ინგეიმის მერეც კვლავ ვედროთი დარბის თავზე
ზუსტად ვიცი ეგ იზამს ;დ

აუ ძალიან ფან სათამაშოააააა
თან ისეთი ხალხი ვართ რომ ერთი საერთოდ პირველად თამაშობს კლასიკურ არპიჯის, მე კლასიკებს ვიცნობ ასე თუ ისე და ის მამუკა ჩემზე ცოტა მეტადაც არის გარკვეული და აი ძალიან ასწორებს ;დ

არ ტყდება თამაში, იმენა გერგება ისე როგორც ითამაშებ ;დ
შესანიშნავად არის გაკეთებული
არ მეგონა ასეთი კარგი თუ იქნებოდა კო-ოპში

მესამე ბალდურს გეითს უეჭველად მულტიპლეიერში უნდა ჩავუჯდე
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#9 » 14 Jun 2020 22:04

ამაზე უკვე საცემები არიან ))) ერთი ქვესტის დამატება რა ჯანდაბაა დახურული რო აქ ყველას. ერთი კვესტის გამო ხო არ გადახურავ თავიდან და ჩაგრჩება დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.
https://www.pcgamer.com/divinity-origin ... -pcgamertw
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#10 » 29 Jun 2022 13:44

მეორე კრუგზე წავედით
shalva ramishvili, nika tbiliski და not ya
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#11 » 14 Oct 2022 12:44

რა რჩევებს მომცემთ დაწყებამდე? რამე საინტერესო კლასებით მინდა თამაში, მარა რადგან ჯერ არ მესმის როგორ მუშაობს შიგნით ყველაფერი, შესაბამისად გათვლების კეთებაც რთულია. კასტერებით ვითამაშებდი ექსპერიმენტის პონტში.

ერთი ვიცი რო მაგიური და ფიზიკური არმორიაქ ყველას და ჯერ იმას აცლი, რომ შემდეგ უკვე სიცოცხლე დაუგდო. და ბევრი ბილდია, რომელშიც ზოგი ვერ დავამუღამე ვინაა :) მარა რაღაც ატმოსფეროაქ ისეთი, რო გინდება გარკვევა ყველაფერში

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#12 » 14 Oct 2022 14:53

კლასები როგორც მასეთ არაა მანდ. მაგიების ტიპებია.
რჩევა 1: არსებული პერსონაჟებით ითამაშე, ლორთან კავშირი აქვთ.
რჩევა 2: მაგიების სწავლა ხდება წიგნებით. პირობითად გაუნაწილე პერსონაჟებს ვინ რა მაგიის მიმდევარი იქნება და წიგნები ისე ასწავლე. მაგალთად მე ასე მყავდა: Fane - სისხლის მაგია, Lohse - წყლის და ჰაერის მაგიის კომბინაციები, Cybelle - ფიზიკური სკილები როუგის პონტში, Red Prince - ფიზიკური სკილები დაცვის პონტში.
ჰაერის მაგიიდან ტელეპორტი ყველასთვის გამოსადეგია.

თუ რამე აგერევა და არ მოგინდება, არის სარკე გემზე და შეგიძლია დაარესპეკო, უბრალოდ წიგნები ვაჭრებთან რაღაც დროის მერე ივსება და ისე გაანაწილე ახლიდან მოგროვება რო არ დაგჭირდეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#13 » 14 Oct 2022 18:59

არსებული პერსონაჟით თამაშში რა იგულისხმება?
ფან რომელი კალსი იყო ყველაზე? (მაგიის ტიპი?)
როუგი მყავს ეხა ოღონ ასასინი - Fane

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#14 » 14 Oct 2022 19:15

ანუ შეგიძლია შენი ჩარი შექმნა, პროსტ ლორთან კავშირი არ ექნება და ასარჩევად ვინცაა ეგენი სთორი პერსონაჟები არიან. ვინაიდან სულ 4 პერსონაჟი შეიძლება გყავდეს, ჯობია ოთხივე სიუჟეტთან იყოს კავშირში.

მაგიაში ყველა გამოსადეგარია. შეიძლება ყველა სპელი არ ვარგოდეს მარა რაღაც მნიშვნელოვანი მაინც იყოს სიაში.
მე სისხლის (ნეკრო) მაგიით ვიკაიფე ძალიან. კარგი სპელები აქვს დემეჯის პონტში.
პოლიმორფის სკილებიც მაგარია, ესენი ბაფები უფროა ოღონდ, ლეით გეიმში action point-ების რესეტს იღებ და ერთ სვლაში შეიძლება მორჩე ბოლო სიძნელეზე რთული ბრძოლა.
სხვადასხვა სკილბუქებიც შეგიძ₾ია დაკრაფტო და კომბინაციური სპელები მიიღო.
მაგალითად ნეკრო მაგიის და პირო მაგიის წიგნებით მიიღება Corpse Explosion/Mass Corpse Explosion და ძალიან ძლიერი სპელია. ტელეპორტით შეგიძლია მკვდრები ერთმანეთზე დაალაგო და ააფეთქო და ეს დემეჯი ჯამდება და იმდენს აკლებს რო ყველაფერს კლავ ვაბშე 1-2 ჩელენჯ ბოსის გარდა.
ტელეპორტი კიდე იმაშიც გადგება რო შენიანი საფრთხიდან დაატელეპორტო უსაფრთხო ადგილას.

ხო კიდე, ვაჭრობა ლეით გეიმამდე წამგებიანია, ვაჭრებისგან მოპარვაზე იჩალიჩე ხოლმე, ძირითადად სკილბუქებზე. არ უნდა დაგინახონ ოღონდ და მოპარული ნივთი ჯობია გადააგდო ხოლმე დროებით სანამ ძებნას გამოაცხადებენ :DD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Divinity Original Sin 2

Unread post#15 » 14 Oct 2022 19:33

ნაით / ნეკრომანსერი მყავდა და მაგრად ვიკაიფე ;დ
ვერ გააფუჭებ პერსონაჟს, სუსტიც რომ იყო შუა თამაშში რესპეკი შეგიძლია და იპოვი შენთვის საინტერესო რამეს

უბრალოდ მიყევი და ისიამოვნე პროცესით ;დ

ძალიან სასიამოვნო რამე გელოდება წინ <3
კო ოპი თუ მოგინდა მე და ნათია აქ ვართ :whitewolf:
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 22 guests


cron