Do We Need Realism ?, გამოკვლევა > რეალიზმის მინუსები

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11696

Do We Need Realism ?

Unread post#1 » 08 Feb 2019 18:04

ამ თემას დიდიხანია ვაკვირდები, მარა ესე ცალსახად გახსნა არ მომდომებია. იდეაში კარგ პარალელს ვერ ვპოულობდი მგონი და მაგის ბრალია. რამდენიმე დღის წინ შემხვდა ეს იმიჯი, რომელზეც ზუსტად ის დავინახე რაზეც მინდა ლაპარაკი. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემი შეხედულებაა და არ ვწერ რაიმე საერთო ჭეშმარიტების ფორმატში...

>>>

ზევით 2004 წელს გამოსული Grand Theft Auto: San Andreas, ქვევით Grand Theft Auto V, სავარაუდოთ უკვე PC რემასტერი. გრაფიკულად მგონი შედარების საჭიროება არაა )) მარა ატმოსფეროთი აშკარად ზედას ვანიჭებ უპირატესობას და ვხვდები რო საინტერესო პარადოქსია...

რაც უფრო მეტ თანამედროვე 3xA თამაშს ვთამაშობ, მით უფრო ხშირად ვფიქრდები იმაზე, რომ ვიზუალური რეალიზმი სინამდვილეში შესაძლოა უფუნქციო აღმოჩნდეს. პირიქით, მინიმალიზმი და თამაშის ხასიათიდან გამომდინარე სტილიზებული "გრაფიკა" გაცილებით "სწორ" საქმეს აკეთებს.

აი თუნდაც ამ ორი სქრინის შედარება.
მარჯვენაში ყველა ტექსტურა მიყვარს, მარა მარცხენასთან საერთოდ ვერანაირ კავშირს ვერ ვგრძნობ, არადა ორივე დახურული მაქ.

იდეაში ვფიქრობ რო მარტივი რაღაც ხდება - დეტალიზაციის გაზრდით, იზრდება ინფორმაცია რასაც თამაშისას, მოთამაშე იღებს. რაც ერთგვარი "მაგიის გაქრობის სინდრომივით მუშაობს" - ანუ გადატვირთული ვიზუალი, გარემოს მის მხატვრულ ღირებულებას უკარგავს.

ჰა აბა თქვენ რას ფიქრობთ?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Realism

Unread post#2 » 08 Feb 2019 18:25

მეც შემჩნეული მაქ. იდეაში ეგ თემაა, დეტალიზაციის სატურაცია იწვევს მაგ ინფორმაციის overloads. + ამას ემატება სათამაშო გარემოს და ფონური გარემოს სულ უფრო ზრდადი გამოყოფა და ეგ კიდევ უფრო ბუტაფორიულ და უინტერესოს ხდის მაგ რეალისტურ პრიბამბასებს.

პრინციპში მაგიტომაც ყველაზე მეტად რეალისტური ვიზუალი ამართლებს როცა ზუსტად ატმოსფერული ფონის ხელსაწყოდ იყენებენ დეველოპერები.

კიდევ ერთი თემაა აბსტრაქციის მუღამი რაც ძველი თამაშების https://pbs.twimg.com/media/CK6QhTuUwAAiE39.png:large ვიზუალს ქონდა, ფანტაზიის აღრძვის და "იდუმალების" ეგ "ჯადოსნური" შეგრძნება. ეხა ფაქტიურად არტისტის ფანტაზია განაგებს მაგ აღქმას მთლიანად და აღარ იწუხებს შენი ტვინი თავს ისე ღრმად ჩასაჯდომად.

ცოტა დურაკულად ჟღერს მაგრამ თავის მხრივ ხმა და ვიზუალიც თამაშის ინტერაქტივის ნაწილია ფანტაზიის კუთხით. ანუ წარმოსახვის ჩართვას თითონ თუ დავუძახებთ ინტერაქტივს, მაშინ რაღაც მხრივ ფაქტორი ხდება ეგეც. თუ შეგილია წარმოსახვით თანამონაწილეობა გისწორდება უფრო და პირადული ხდება, თუ არ შეგიძლია და უკვე დაღეჭილი მოცემულობაა "ნახავ, დააფასებ, გაივლი" მომენტი იჩითება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Realism

Unread post#3 » 08 Feb 2019 18:26

მხატვრულ ღირებულებას უკარგავს ფოტორეალიზმი ხშირად მარა არა ყოველთვის. მეტ შრომას მოითხოვს ფოტორეალიზმი, განსაკუთრებით დიდ მასშტაბებზე და ყველა ნამდვილად არ ცდილობს მაგას. როცა არ არსებობდა ფოტორეალისტური შედეგის დასადები ტექნოლოგიები, მაქსმალურად ცდილობდნენ სწორი დაგეგმარებით, მინიმალისტურად საინტერესო სივრცის მოწყობით და ფერებით შექმნილი განწყობით მოეხდინათ დამაინტერესებელი და ჩამთრევი ეფექტი. ტვინის აღქმაზე აზრს ვერ დავეთანხმები, სუფთა ხარიხიანად მოწოდების ამბავი მგონია ეგ.
რეალიზმი და დეტალიზაცა გაზარდეს მაგალითად პირველ Resident Evil Remake-ში მარა უმაგრესი შედეგი დადეს იმიტომ რომ პრიორიტეტი იყო სივრცე და მოთამაშის განწყობა, ატმოსფეროზე იმუშავეს. მესამე ვიჩერშიც მასე ქნეს, იზრუნეს ატმოსფეროზე (ზოგან კარგად ზოგან არ მომეწონა), მანდ უფრო დაგეგმარების პრობლემები მქონდა და სივრცით მოწყობაში დაფეილდნენ ჩემი აზრით დიდი მასშტაბების გამო. აი Vanishing of Ethan Carter არის კიდე PBR მატერიალებით (რეალური დასკანირებული პირდაპირ), მაქსიმალური რეალიზმია, სწორხაზოვანია თან თამაში მარა მანდაც ატმოსფეროზე ისეა ნამუშევარი და გარემო ისე მისტიურადაა მოტანილი რო ამართლებს მანდაც რეალიზმი. Riven მაგალითად კიდე ძველი თამაში, კი ძველია და რაღაც უცხო სამყაროშია დაფუძნებული მარა ტექსტურები რეალისტურია, გგონია ნამდვილ ფოტოებს უყურებ და განათებაც ძალიან ჩვეულებრივი და ნაცნობია, მარა ლოკაციებია ისეთი უცხო და ჩამთრევი რო პირიქით ძალიან უმატებს ხარისხს რეალიზმი. არარეალისტური გააკეთეს ახლახანს Obduction და საერთოდ სხვა ეფექტის თამაშია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Realism

Unread post#4 » 09 Feb 2019 14:04

ზოგადად ძაან ფართო თემას შევეხე და ჯობია რო ფაქტებით ვილაპარაკო.

ეხა Red Dead Redemption 2 ზუსტად ანალოგიური რაღაც მომივიდა. ყველაფერი უაზროდ დეტალიზებული და რეალისტურია. ამინდი და განათება ისეთი მაგარია რო ყბა ჩამოგეწევა რო ნახავ. დადიხარ და დორბლი მოგდის, მარა ზედმეტად დეტალიზებული ვიზუალის გამო თამაშის მაგია ქრება. ძაან პატარავდები ამ სამყაროში და რაღაც აქტუალობა გეკარგება ))
ანუ იდეაში დეკორაცია ხდება იმდენად ცენტრალური რო მოქმედება კარგავს ფუნქციას (?).
ასევე, რეალისტური გარემოს გამო ემოციური დატვირთვა საერთოთ სხვანაირი, უფრო მძიმე და გართობის ელემენტს მოკლებული ხდება.

აი მაგალითად GUN, ძველი ოუფენვორლდ ვესტერნია და მაგრად მიყვარს, იმიტო რო სერიოზულად გავერთე და ვისიამოვნე იმ ველური დასავლეთით რომელიც რეალისტური არაა, მარა არი ატმოსფერული და მხატვრული.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Realism

Unread post#5 » 09 Feb 2019 14:10

კი მაგ აზრზე ვარ მეც ოღონდ დიდ პროექტებზე უფრო ვხედავ მაგას, აი პატარა პროექტებზე ნაკლებად (მაღლა რეებიც დავწერე მაგალIთად), ეტყობა ხალტურობენ ან ვერ ასწრებენ დეტალებს ეგ უფრო მგონია მიზეზი, მაგას დამატებული ზომაში დატოლებები.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Realism

Unread post#6 » 09 Feb 2019 14:19

ხო ეგ ვიფიქრე მეც, მარა მერე მაგიტო მოვიყვანე მთავარ მიზეზად Grand Theft Auto: San Andreas, რომელიც არ ჩმოუვარდება მაშტაბით მეხუთეს და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული თამაშია, რომელიც იმენა გახსნილი სამყაროს მრავალფეროვნების გამო მიყვარს. მაგის რუკის ექსფლორაციის კაიფი დღემდე მომყვება. აი GTA5 კიდე არანაირი ფასეულობა არ გამხდარა მაგ მხრივ.

ანუ იდეაში მაშტაბების ბრალიც შეილება არ იყოს და ისევ იმ დეტალიზაციის თემა დარჩეს, რომელიც უბრალოდ ზედმეტია და განწყობას, ატმოსფეროს აქრობს.

აი ეხა მაგალითად უკვე დარწმუნებულივარ, რო თუნდაც ტომ რაიდერის ვენეციის მაგიას ვერანაირ რიმეიქში ვერ დამიდებს ვერავინ :) ერთადერთი შეილება ტექსტურას მოუმატო გაფართოვება, მეტი ყველაფერი გაფუჭებაზე იმუშავებს. ხოდა რავი მაგარი საინტერესო ამბავია :)

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Realism

Unread post#7 » 09 Feb 2019 14:30

Tomb Raider-ზე ბევრი მიფიქრია, დაჟე ხო ვითამაშე ახლო წარსულში ოთხეული აქაც რო ვწერდი, ხოდა სუფთა ლეველ დიზაინის ამბავი იყო რა. ამ ოთხკუთხედებით იქმნებოდა ძალიან მარტივი პლატფორმები, უკავშირდებოდა ერთმანეთს, ლოკაციებსაც არ ურღვევდა განწყობას, ხოდა მაგისი გარეალისტურება ნიშნავს რო მოთამაშე ან უნდა დაიკარგოს და გზა ვერ გაიგნოს, რასაც ცუდი შეფასება მოჰყვება მარა ხარისხიანი იქნება და ვიწრო მასისთვის, ან ის დედანაქაჩი სწორხაზოვანი ხელით სათრევი mass murder სირობები უნდა გამოაცხონ და ყიდონ. აქ შუალედი პრინციპში ის შუა ტრილოგია იყო მარა იქაც ზღვარზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Realism

Unread post#8 » 09 Feb 2019 14:37

აუ ის შუა ტრილოგია ძალიან არ მომწონს. რაღაც პლასმასის ვეშია, ორიგინალის ეპიკი ვაფშე არააქ.

ეს რაღაც მაშტაბური, მისტიკური და იდუმალი ტიპი იყო. არვიცი ეხა რა შთაბეჭდილებას დატოვებს, ერთი 17 წლის წინ მაქ ნათამაშები ))) უნდა ვნახო რა :connie:

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Realism

Unread post#9 » 09 Feb 2019 15:02

კონტროლი თუ გახსოვს უფრო მალე, თუ არადა სადღაც 40 წუთში იქ იქნები უკვე ))))
აი ტენჩუზე მაგალითად მქონდა კონტროლის ბარიერი, მაინც სტელს ექშენია და ვერ დაძველდა კარგად, აი TR-ზე არა, ისევ ისეთი ექსპლორაციაზე მიმართული მისტიური თავგადასავალია, ნელი და ჩამთრევი :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Realism

Unread post#10 » 18 Feb 2019 23:15

რეალიზმის კიდე ერთი მინუსი რასაც მივაქციე ყურადღება - თამაშის ნებისმიერი არარეალისტური ელემენტი, იქნება ეს გადამეტებული ექშენი, სიუჟეტური გადახვევა, თუ რაიმე სახის პირობითობა უკვე ათმაგად კონტექსტიდან ამოვარდნილიად აჩენს მოქმედებას.

მარტივი მაგალითი RDR2 ცხენი :) რომელიც შეეცადნენ რო რეალისტური გაეკეთებინათ. რაში გამოიხატება - სადმე თუ მიდიხარ ფეხით, ან სხვა ტრანსპორტით და ცხენს არ დაუშტვინე, უბრალოდ იმ ადგილას რჩება სადაც იყო და მერე გიწევს რო უკან დაბრუნდე ასაყვანად. მარა ღადაობა ისაა რო ყოფილა მომენტები, როცა ბანდის 5 წევრი ეტლით მივდიოდით და ეტლს უკან 5 მხედრის გარეშე ცხენი მოსდებდა )) ან თუ ვთქვათ მატარებლით წახვალ სადმე, ხედავ რო ცხენი მატარებელს მოსდევს ))) და ძაან მეცოდებოდა

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Realism

Unread post#11 » 26 Apr 2019 00:45

რეალიზმის კიდე ერთი მინუსი რასაც მივაქციე ყურადღება - თამაშის ნებისმიერი არარეალისტური ელემენტი, იქნება ეს გადამეტებული ექშენი, სიუჟეტური გადახვევა, თუ რაიმე სახის პირობითობა უკვე ათმაგად კონტექსტიდან ამოვარდნილიად აჩენს მოქმედებას.

რედიტზე იყო წეღან პოსტი ამაზე, რომ მოკლული მტრების რაოდენობა ნებისმიერ ექშენ თამაშის გმირს მასიურ მკვლელად აქცევს რის ფონზეც მისი პერსონალითი კონფლიქტში მოდის სიუჟეტურ რეალობასთან.

ერთერთი საინტერესო გამოსავალი რაც გამოიკვეთა, რომელიც შედარებით პატარა თამაშებზე კარგად იმუშავებს არის Theme-ბის, ანუ თემატური კონტექსტების შეზღუდვა და ამაზე აწყობა მთელი თამაშის გეიმპლეიან-სთორიანად.
უფრო მაშტაბური თამაშებისთვის ერთადერთი გამოსავალია Witcher 3-ივით მოქცევა. რომ ყველა ლოკაციას თავისი თემატიკა მისცენ და მასე გაანაწილონ სიუჟეტი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Realism

Unread post#12 » 01 Aug 2021 15:06

საინტერესო სიუჟეტი ვნახე, სადაც Dead Space რიმეიქის ანონსის ჰაიპზე კარგი ანალიტიკააქ გაკეთებული ავტორს ჟანრის და ზუსტად იმ ვიზუალურ ფასეულობაზე ლაპრაკობს, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ ამ თემაში.

უკვე მთელი მიმართულება ყოფილა ჰორორების, სადაც უშუალოდ რეტრო ვიზუალის გამოყენებით აკეთებენ პატარა თამაშებს იუნითიზე https://www.youtube.com/watch?v=kD1y-SR3eCI

Riddick
Posts: 11696

Re: Realism

Unread post#13 » 05 Aug 2021 01:44

Demake ების ისტორია https://www.youtube.com/watch?v=T2kEnxy1OyE

Riddick
Posts: 11696

Re: Do We Need Realism ?

Unread post#14 » 27 Jan 2022 18:14

Maxed Out GTA 5 With Realistic Vegetation And Photorealistic Graphics

აი სიტყვაზე ეს ეხა. არანაირ ესთეტიურ სიამოვნებას არ მაძლევს. არაფრის მთქმელია, მარა რელისტური.

რეალური რეალიზმის მერე აშკარად ახალი ეპოქა დაიწყება და სავარაუდოთ უკეთესი. მხატვრული ღირებულების თემა სერიოზულად შემოვა "გრაფიკაში"

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Do We Need Realism ?

Unread post#15 » 28 Jan 2022 23:44

მეც ბევრი ვიფიქრე ამ თემაზე, რეალობა კიდე უფრო უკეთესი გამოდგა ვიდრე წარმომედგინა, ანუ დღესდღეობით გრაფიკულად შესაძლებელია იმაზე უფრო კარგი ვიზუალის შექმნა ვიდრე რეალობაა სადმე, ფოტორეალისტიკურ გრაფიკას ვაბშე აღარ ვეძებ თამაშებში და ფორმებს რაც შეეხება არც გამოდის კაი რეალური ქალაქის გადმოტანა იმიტო რო სუ მახინჯი ქალაქებია, მაშინ რამე კარგად მოფიქრებული ხელით შექმნილი ქალაქი უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ჩემთვის ეგაა კაი ვარიანტი მარტო რო ბუნება იყოს გადმოტანილი ფოტორეარისტიკულად და + რაღაც მაგიური გარემოც იყოს როგორც ობლივიონშია, თუმცა ჩემი აზრით ძალიან გემოვნებაზე დამოკიდებული საკითხია ვის რა ურჩევნია მაგაზეა, მაგალითად ჯტა 5 საც იგივენაირად ვაფასებ როგორც საიბერფანქს ხარისხის მხრივ მარა მე პირადად მეორე უფრო მისწორდება, აი იდეაში ფოტორეალისტური ტეს 6 გაასწორებდა ...
smothered in the crib

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 133 guests


cron