Metro Exodus, PC, PS4, Xone | ინტერვიუ

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Metro Exodus

Unread post#1 » 21 Jan 2019 01:25

Metro Exodus
>>>
ინტერვიუ 4A Games აღმასრულებელ პროდიუსერთან, ჯონ ბლოკთან (Jon Bloch)

- რატომ გადაწყვიტეთ "მეტროდან ამოსვლა" ?
- არტიომს ყოველთვის აინტერესებდა გარე სამყარო. მას არასდროს ჯეროდა სხვების მონაყოლის, რომ ვითომ მთელი დანარჩენი პლანეტა მკვდარია და იქ უკვე აღარაფერი ხდება. მას ყოველთვის ეგონა, რომ ეს სიმართლე არ იყო. Exodus დასაწყისში იგი რწმუნდება თავის შეხედულებების მართებულობაში და იწყებს ექსპედიციას, რამდენიმე სპარტანელ მეგობართან ერთად. რომლებიც მატარებლით, ჯერ კიდევ გამოუკვლეველი მიწებისკენ მიემგზავრებიან.

- რა ფარდობითობაა თამაშში მშვიდობიან და კომბატის შემცველ გეიმფლეის შორის?
- მოცემული თქვენი პირადი თამაშის სტილზეა დამოკიდებული. პირდაპირი დაპირისპირების მაგივრად, შეგიძლიათ უბრალოდ გვერდი აუაროთ ბევრ კომფლიქტს. ჩვენ თავიდანვე ვცდილობდით, რომ სწორი ბალანსი დაგვეჭირა თამაშის გეიმფლეი მიმართულებებს შორის. Exodus ასევე საკმაოდ ბევრი გვერდითი კონტენტი შეგხვდებათ, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდით აითვისოთ, როგორც მშვიდობიანით, ასევე აგრესიულით.

- როგორი ტიპის გეიმფლეიზეა თამაში გათვლილი, უფრო გახსნილი დაპირისპირებები, თუ სტელსი?
- ჩვენი მიზანია, რომ მოთამაშეს მივცეთ იმის საშუალება, რომ ითამაშოს ისე როგორც მას მოსწონს. მაგრამ მთლიანობაში თამაში უფრო სტელსისკენ იქნება გადახრილი, რადგან სერიის აზრობრივი დატვირთვა უფრო გადარჩენის სტილზეა ორიენტირებული. რესურესბის ეკონომია, კრაფტისთვის საჭირო მასალების ძიება, ყველა ეს ელემენტი გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა და გეიმფლეის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს.

- რა კავშირიაქ თამაშს მის წინა სერიებთან?
- ჩვენ გავაგრძელებთ არტიომის ისტორიას. დაბრუნდებიან ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც მასთან ერთად გაემგზავრებიან სამოგზაუროდ. დიმიტრი გლუხოვსკის წიგნის Metro 2035 მოვლენები, Metro: Last Light დამთავრების შემდეგ იღებს სათავეს, ხოლო Exodus Metro 2035 მოვლენების შემდეგ ვითარდება. აქედან გამომდინარე Exodus ერთი დიდი ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენს.

- არტიომის ისტორია Exodus სერიით დამთავრდება?
- ამ მომენტში მთელი ჩვენი ძალები მოცემული ისტორიის ხორცშეხმაზეა კონცენტრირებული. ჩვენ ჯერ არ განვიხილავთ სამომავლო გეგმებს. ამიტომ ჯერ დავამთავრებთ ამ პროექტს და მერე ვნახოთ.

- რა ტიპის წყაროებით, ან სპეციალისტების დახმარებით სარგებლობდით, იარაღების ვიზუალური მხარის და ბალისტიკის შექმნისას?
- იარაღებს ყოველთვის ისეთი ჩანაფიქრით ვქმნიდით, რომ მათი თეორიული არსებობა რეალურად შესაძლებელი ყოფილიყო.
Exodus იარაღების შექმნისას, ჩვენი მიზანი იყო, რომ მათ რეალიზმის კიდევ უფრო დიდი შეგრძნება ქონოდათ. ყოველშემთხვევაში 3D მოდელის კუთხით ჩვენ იარაღს მუშაობა შეუძლია და მისი აწყობა რეალობაშიც შესაძლებელია.

- რაზე მუშაობა იყო ყველაზე საინტერესო Metro Exodus?
- ყველაზე დიდი "ფიჩა" ჩვენ თამაშში გახსნილი სამყაროა. საინტერესო იყო იმის გამორკვევა, თუ როგორ უნდა განგვეხორციელებინა ეს იდეა რეალობაში, აქამდე ხომ ყველა თამაშის სერია სწორხაზოვანი იყო.
სრულიად გახსნილი ლოკაციების შემოტანა იყო ახალი ასპექტი, რომლის განხორციელებას უკვე სხვა ელემენტების შეცვლაც დასჭირდა. საინტერესო იყო იმ კონკრეტული ფორმულის ძებნა, რომლითაც ამ ყველაფერს ერთად შეკრავდა და აამუშავებდა.
ანუ ჩვენ უნდა გვეპოვა რაღაც შუალედი, რომ თამაში არც ძალიან სწორხაზოვანი და ამავდროულად, არც ძალიან გახსნილი არ ყოფილიყო. მოცემული ოქროს შუალედის საპოვნელად დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდა. თავიდან გვეგონა, რომ ყველაფერი მარტივი იქნებოდა. მაგრამ საქმეზე ბევრი მოულოდნელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ზუსტად ეს პროცესი იყო ყველაზე საინტერესო.

- და რა იყო ყველაზე რთული Metro Exodus შექმნაში?
- იგივე რაზეც ეხლა ვილაპარაკე. იმ ფორმულის მოძებნა, რადგან ჩვენ რომ მოცემული სიტუაციიდან გამოსავალი ვერ გვეპოვა, თამაშიც არ იქნებოდა. ეს თამაშის ფუნდამენტია, მის გარეშე, ჩვენ რაღაც საერთოდ სხვა რამის შექმნა მოგვიწევდა. იყო სეროზული ტექნიკური პრობლემები, ჩვენ მოგვიწია ძრავის მოდიფიცირება, იმისთვის, რომ მას დიდი ლოკაციების მხარდაჭერა ქონოდა. იყო გარკვეული პრობლემები დიზაინში და სხვა დეტალები რაც გახსნილ სამყაროს ახასიათებს.

>>>

შეგახსენებთ, რომ თამაშის გამოსვლა 2019 წლის 15 თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Metro Exodus

Unread post#2 » 04 Feb 2019 14:37

ეს თამაში ვაბშე ცალკე განზომილებაა ყველაფერი კარგად გააკეთეს პირველ რიგში ატმოსფერო, გეიმფლეიც კაია, მეტრო ფართო თემაა ზოგადად ჩემთვის ერთერთი ყველაზე საინტერესო. ერთადერთი რაც ნერვების მომშლელია მონსტრებთან ბრძოლაა ვცდილობ ავირიდო ხოლმე ტყვიებიც ცოტაა და არაფერს არ დროპავენ მარა თავის მუღამი მაგასაც აქვს, ეგრევე რო ჩავწერო არ მგონია შემოვინახავ შავი დღისთვის :med:
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Re: Metro Exodus

Unread post#3 » 16 Feb 2019 17:30

მემგონი რაღაც აზრიანი ვეში გამოვიდა


Riddick
Posts: 11696

Re: Metro Exodus

Unread post#5 » 15 May 2019 00:29

ძაან დაძაბული და ქაოტური დაწყებააქ, ველოდებოდი როდის მორჩებოდა ბაევიკი რო თამაში დამეწყო. ორი ნაწილი მოვლენების მერე, რამე ცოტა წყნარით და დინამიურით რო დაეწყოთ არ იქნებოდა ცუდი.

შევდგი ფეხი ოუფენვორლდში https://i.imgur.com/GXgJP7S.png

Riddick
Posts: 11696

Re: Metro Exodus

Unread post#6 » 18 Dec 2019 17:28

შევეცდები სწორი განწყობა შეგიქმნათ იმათ, ვინც თამაშს აპირებს და მოდით პრობლემებით დავიწყებ.

Metro Exodus მთავარი პრობლემა არი უაზრო პათოსით მოწოდებული ცენტრალური სიუჟეტი, რომელიც საკმაოდ ზედაპირული და მომენტებში ალოგიკურია. ბევრი მოვლენა უბრალოდ იმიტო ხდება, რომ ერთ ადგილზე არ დარჩნენ გმირები.

საბჭოთა ანტურაჟი, ძალიან დიდი დეტალიზაციით და სიყვარულითაა თამაშში გადატანილი, მაგრამ ამავდროულად რაღაც ფუნქცია დაკარგულ მუზეუმში მოგზაურობას გავს. ალბათ ესეც იმიტომ, რომ ბევრ მოვლენას და გმირს სათანადო გაწერა და სიღრმე აკლია.

გახსნილ ლოკაციებზეც იგივეს თქმა შემიძლია. მათი მაშტაბები საკმაოდ პატარაა, იმისთვის, რომ თავი ოუფენვორლდში იგრძნო. ეს ლოკაციები, ფაქტიურად ერთი ცენტრალური დავალებიდან, მეორემდე მისასვლელი ფართო გზებია (უდაბნოს თუ არ ჩავთვლით).

მაგრამ ყველაფერი ეგრე ცუდათაც არ არი. თამაშის დროს, გახნილ ლოკაციებზე, სპეციალურად მხოლოდ ფეხით დავდიოდი, რომ უკეთ მენახა გარემო. ბოდიალი, მომენტებში ძალიან ატმოსფერული პანორამებით მასაჩუქრებდა : https://i.imgur.com/7dtzQlq.png \ https://i.imgur.com/uMgSqj4.png \ https://i.imgur.com/UiEnQ1P.png \ https://i.imgur.com/VDosuyZ.png \ https://i.imgur.com/rK6Z5XB.png \ https://i.imgur.com/EU0B6gn.png \

ლოკაციაზე კიდე ცენტრალური დავალების გარდა, მინიმუმ ერთი კარგად გაკეთებული ქვესთი, ან ატმოსფერული ადგილი მაინც მხვდებოდა, რაც მახსენებდა თუ როგორი უნდა ყოფილიყო მთლიანი თამაში. მაგალითად ხეზე აშენებული შტაბი, რომელსაც საღამო ხანს მივაკვლიე, ავედი და მონადირის თავშესაფარი აღმოჩნდა. კარგად გავლუტე, დავკრაფტე ყველაფერი, ცეცხლთან მოვეწყე და რო დაღამდა, უცებ ქვევიდან დათვის ღრიალი ისმის. ჩუმად გადავიხედე და თურმე მგლებს დასდევს იქვე შტაბის ქვემოთ: https://i.imgur.com/esNtw96.png \ https://i.imgur.com/8dkJQnq.png

იყო საერთოდ დამოუკიდებელი, მისიები სადაც ბოლომდე წყდებოდი ცენტრალურ სიუჟეტს და იღებდ დასრულებულ, საინტერესო ამბავს და გეიმფლეი ექსფერიანსს: https://i.imgur.com/E5Zp4sP.png \ https://i.imgur.com/QCunHL8.png

ზოგადად როად მუვის წყობა თამაშს ძალიან მოუხდა. საერთოდ არ მქონია იმის განცდა, რომ მეტრო მეტროში უნდა ხდებოდეს. მატარებელი და მასში, ან მის გარშემო მიმდინარე მოვლენები, ცენტრალური ფასეულობაა თამაშის: https://i.imgur.com/awgOHoK.png \ https://i.imgur.com/JJpW6EO.png \ https://i.imgur.com/x712N5P.png \ https://i.imgur.com/mfe9p6r.png \ https://i.imgur.com/nErWJBW.png \ https://i.imgur.com/FtEnanO.png \ https://i.imgur.com/N6evSKX.png \ https://i.imgur.com/taAQYno.png

ამ ყველაფრის თავში, ერთი სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა. Metro Exodus ფინალური არკა, როგორც დამაჯერებლობით, ასევე დრამატურგიით ძალიან კარგი აღმჩნდა. ბოლო ლოკაცია იყო ერთ-ერთი მთავარი ემოციური ექსფერიანსი ჩემთვის წელს. სურათებს ბევრს არ დავდებ, არ დავასპოილერებ : https://i.imgur.com/M31nkqz.png

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Metro Exodus

Unread post#7 » 04 Oct 2020 05:02

ვაააააა
რა მოშნი რამეს ჩავეჭიდე ბიჭოოოოო
კი მახსოვს წინა ნაწილები წლების გასვლის მიუხედავად, მაგრამ ასეთი ატმოსფერული რამე თუ დამხვდებოდა არ ველოდი ნამდვილად ;დ

ძალიან მაგრად მიდის საქმე ;დ აი ძააააააალიან ;დ
იმ პატარა უარყოფითი მომენტების მიუხედავად რასაც აღნიშნავდა ხალხი, ბაჩოძიასაც უწერია აქ და პირველივე წუთებში გხვდება შენც თვალში ;დ აი უმნიშვნელო ხდება წამშივე როგორც კი იძირები

სერიოზულად ჩამძირა ატმოსფეროში და უამრავი რაღაც მომწონს ;დ
გავალ ცოტ ცოტა კიდე და დავწერ ხოლმე შთაბეჭდილებებს
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Metro Exodus

Unread post#8 » 04 Oct 2020 21:11

აუ იმენა კოჭებში ეტყობა რომ რუსების გაკეთებული თამაშია ;დდდდდდდდდდ

იმენა ჩაიკაა ბრეჟნევი რითიც დადიოდა ის
ან ვოლგა

აი იდეალურად მიდის თამაში, იმენა მოგწონს ყველაფერი და უცებ არსაიდან ისეთი "პრობლემა" გაეძრობა თხუთმეტი წლის წინანდელ თამაშებს რომ აღარ ჰქონდა უკვე ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Metro Exodus

Unread post#9 » 06 Oct 2020 03:24

კასპიის ლოკაციამ არ მოიტანა რაღაც :( გამისწორდა ისევ ისე თამაში და არც გული ამიცრუებია რა თქმა უნდა, პირიქით საინტერესო მომენტებიც ბევრი იყო, თუნდაც ყაზახი მონები და რამე ;დდდ
ისევ ისე საკაიფოდ მიდის მაგრამ ვოლგის ლოკაცია გაცილებით უფრო ატმოსფერული და 'ნამდვილი' იყო
ეს რაღაც რუსული მედ მაქსი გამეჩიტა უცებ ;დ


აუ ძალიან სასაცილოა თამაში ტექნიკური კუთხით ;დ აი ყბის ჩამოვარდნამდე ლამაზი სცენებია გრაფიკულად და მეორე წამს ისეთი არქაული რაღაც შეგხვდება ხოლმე არ ვიცი ძმაო ;დდდდდდდ
ბაგებითაა გატენილი ბიჭო იმენა მხვდება ბაგი და ასოციაცია მაქვს რომ ზაპოი ჰქონდა ხალხს და პახმელიაზე აკეთებდნენ
აი არმაგედონში რუსი ტიპი კოსმოსურ ხომალდს გაიჩნი კლუჩს რომ ურტყამს და აამუშავებს ხო გახსოვთ? აი ეგრე მგონია გაკეთებული ;დდდდდდდდდდ

ორი წელია თან გამოსულია უკვე თამაში და მანქანაში მეფი რომ გაგეხსნა თვალები შუბლზე ასდიოდა პროტაგონისტს და მანქანის ჭერს უყურებდი თუ არ გადმოხვიდოდი და თავიდან ჩაჯდებოდი ;დ
ან აი დიდი რელსური მომენტი იყო პერსონაჟი მომყვებოდა და იასნა პირისტრელკები და დიალოგები იყო ბევრი
აი ზუსტად მახსოვს, ხუთჯერ დავალოადე, ხან რაღაც ხიდზე გაიჭედებოდა ეს უსკაგლაზი, ხან მობებთან ჩახტომას დავასწრებდი და ის დარჩებოდა ხოლმე იქ ხან რა და ხან რა

ერთხელ მატარებლიდან გადმოსვლა დავასწარი ორ ტიპს, გადმოვიდნენ მერე და ისე დადგნენ რომ ვერ გავსულიყავი წინ სადაც კამანძირი მეძახდა
ათი წუთი ვიხტუნავე მეთქი პონტია ამის გამო როგორ დავალოადო, ათივე წუთი იქიდან ღრიალებდა ის კაცი ნუ შტო არწიომ, ჩივო სტაიშ
სროლაც ისეთი აქვს აი ვერ გავუგე წესიერად მომწონს თუ არა ;დ
თვითონ იარაღის გასროლა და მოხვედრა არის იდეალურად
მონსტრს დრაბავიკი რომ დააჭედო ყველაფერი მუშაობს იმაზე რომ დაგაჯეროს მოშნი დრაბავიკი დააჭედე ხორცს ;დ თან ეს მეტროს პატარა ფიშკები, მისხმული სისხლის მოწმენდვა პროტივაგაზიდან და მსგავსი უამრავი მომენტები იმერსიაზე მაგრად მოქმედებს, მაგრამ სროლაში ხშირად შემიმჩნევია რომ თითქოს ტყვია უნდა მოხვედროდა, მაგრამ მტერის ანიმაციის "რაღაცნაირობის" გამო არ დარეგისტრირებულა სროლა ;დ

ნუ ძაან თითიდან გამოწოვილ რაღაცებზე ვლაპარაკობ ახლა მე და მაგან წამით არ უნდა დაგაფიქროს არ ღირს ამის თამაშიო ;დ ლეგოსავით გამოშვებული სტალკერი გვიყვარს ხალხს დღემდე, არაა ბაგები და საბჭოთა კავშირის ქუალითი კონტროლ გავლილი თამაში პრობლემა ჩვენთვის ;დ

ძალიან იმერსიულია, და ძალიან ნამდვილია მომენტებში
სტალკერზე ათჯერ უფრო მეტად ფანტასტიკაა, მაგრამ მაინც ძალიან დამაჯერებელია და ატმოსფერული, გჯერა მაგ ფანტასტიკის გიგანტური ლოქოების მიუხედავად

სთორი აქვს შესანიშნავი და მასთან რაც არის კავშირში ყველაფერი, ოღონდ არ ვგულისხმობ რომ რამე პიზდეც სიღრმეებია და საფიქრალი ორი კვირის ;დ არა იმენა ედვენჩერია და შესანიშნავად მუშაობს
პერსონაჟები არცერთია რომელიმე რამე კლასიკური ნაწარმოების პერსონაჟის სიღრმის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას გამახსოვრებინებს თავს, ხასიათიც აქვთ თავიანთი და არც უბრალო სტატიკური ტიპები არიან, რომ თამაშობ ნამდივლად გრძნობ თავს იმ მატარებელზე იმ ხალხთან ერთად. გადამხდარ ისტორიებს ყვებიან, სვამენ, უკრავენ, უყვართ, ჩხუბობენ, ხუმრობენ
ქარიზმატული ტიპებიც არიან, უამრავჯერ შემინიშნავს რომ ვუსმენდი ტიპებს და ვიღიმოდი ;დ თან იმენა ბევრს ლაპარაკობს ყველა და ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება გამაზო ეს ყველაფერი
ორგანულად ხდება, ნამდვილივით რა
ყველას აქვს რამე სათქმელი შენთვის ან ერთმანეთისთვის,
ყაზახმა და ამერიკელმა რუსმა ბრატებმა მე და ანიჩკა გადაგვარჩინეს და დავაი დაახვიე ახლა ბაზაში, გელოდებიანო
დავატრიალე მაუსი უკვე წასვლას ვაპირებდი და ტიპებმა ბაზარი დაიწყეს ერთმანეთში, ეს ყაზახი პადიობივალ ამერიკელს ჰა ოკუპანტების ბაზა როგორია მომიყევიო და ისიც გაილექსა იასნა ოცდახუთი წელია რუსეთის მეტროში ვარ გამომწყვდეული მე რა ვიცი ამერიკელების ბაზა როგორიაო. კაი ათი წუთი ერთმანეთი რუსულად ხუმრობით დაკბინეს ;დ

მოვლენებიც ორგანულად ხდება
უფრო ორგანულად კი არა, აი მეტრო 2033ის პეისინგი ვისაც გახსოვთ, აი ერთი ერთშია ;დ
საიდ ქვესტებს რომ არ გადაყვე, იმენა პირველი მეტროს წიგნის რელსები აქვს სთორის ;დ წინა ნაწილები აღარ მახსოვს ამ კუთხით როგორი იყო, მაგრამ მანდ მემგონი ნაკლებად იგრძნობოდა ეგ, იმის მიუხედავად რომ ლინეურები იყო ისინი. ამაზე გლუხოვსკიც მუშაობდა მგონი ხო? ეტყობა ხელი ამ ამბავში ნამდვილად ;დ

აუ და რუსულად ვთამაშობ ;დ ამ პოსტზეც შეატყობდით მაგას ;დდდ

მომენტებში, ან შეიძლება ითქვას ხშირადაც, ეტყობა რომ რუსული არ არის მთავარი ენა ამ პროექტის, რომ დასავლეთის აუდიტორიაზეა უფრო გათვლილი, მაგრამ აი მჯერა რომ 80%ს მოაკლებ თამაშის ეს რომ ინგლისურად ითამაშო ;დ ყაზახების ბაზრები, ან რუსული შუტკები ერთმანეთში, ან რუსი ამერიკელი სემის ფრაზები ;დ

არ ითამაშოთ ინგლისურად <3


მარტივად რამაც შთაბეჭდილება მოახდინა ისინი დავწერე ;დ შემოვირბენ ხოლმე კიდე ჩაჯდომების მერე ;დ

რიდიკ, მალე ხომ არ შემომეხურება? კასპიის ლოკაცია გავიარე ახლა, მატარებელში ვსვამდით, კამანდირს სადღეგრძელო უნდა ეთქვა და გავთიშე, შემდეგში იყოს თქო
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Metro Exodus

Unread post#10 » 06 Oct 2020 11:38

ყველაზე კარგი ლოკაციები და მოვლენებია კაკრას კასპიის ზღვის მერე.

მეც სეთინგიდან ამოვარდნილი მეჩვენა საბჭოთა მედ მაქსი, მარა მამენტ კრიტიკული არ იყო. ითამაშებოდა ჯიგრულად.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Metro Exodus

Unread post#11 » 06 Oct 2020 12:43

რუსების არა, მგონი უკრაინელებისაა ესეც
I won't miss.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Metro Exodus

Unread post#12 » 06 Oct 2020 13:07

მე კიდე რავი დიდად არ მომეწონა უდაბნო, ძაან საინტერესო იყო მარა ვერ ჩაჯდა თითქოს მეტოს ატმოსფეროში, ისე კი უმაგრესი თამაშია პროსტა მეორედ დამებრიდა უკვე არტიომი წინა სერიაშიც ეგრე მოხდა, ეგ აქ ერთი მინუსი რო გაიძულებს როგორც საჭიროა ისე არ ითამაშო ანუ არ ხოცო ხალხი, ეხა რო ვითამაშო ისევ ესეთ ენდინგს გამოვიყვანდი იმიტო რო მაგარი სასიამოვოა სტელსით ხოცვა, მარა კაი მისტიური ენდინგი კი იყო ისე ეს ცუდი დასასრული მაინც გამისწორდა მთლიანობაში
smothered in the crib

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Metro Exodus

Unread post#13 » 09 Oct 2020 03:59

აუუუუუუუუუ
ეს რა არის ბიჭოოოოოოოოოო
მიორტვი გორადის ჩაფთერში ვარ და იმენა ჩაძირული ვარ ატმოსფეროში
ფიზიკურად ვგრძნობ ყველაფერს რასაც ეკრანზე ვხედავ
სუსხიან ქარბუქს ვგრძნობ კანზე

სამსახურში ვარ ხვალ წასასვლელი და ოთხი საათია ღამის
ძლივს გავთიშე

იმედი მაქვს პატარა ჩაპტერი არ იქნება
მოვალ თუ არა სახლში ეგრევე უნდა ჩავწვე ;დ

https://steamuserimages-a.akamaihd.net/ ... 51CCE8781/ https://steamuserimages-a.akamaihd.net/ ... C6C2309CD/

იმენა ვარკეთილის ან გლდანის კორპუსებია გარშემო


https://youtu.be/ppXJScwTuGI
https://youtu.be/wX3_4dt7tN8
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: Metro Exodus

Unread post#14 » 09 Oct 2020 22:20

რა მაგარი სკრინები გააძრე მემგონი თავიდან დავხურავ ეხა :D
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Metro Exodus

Unread post#15 » 09 Oct 2020 22:27

ცოის სიმღერები ჩითავს მეტროში? :DD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Metro Exodus

Unread post#16 » 09 Oct 2020 23:09

მოვრჩი და ძალიან გასწორებულში ვარ
სერიოზული ჩაპტერი იყო ბოლო თავის დასასრულით
მძიმე, სუსხიანი, ემოციური და მუშაობს ეს ყველაფერი იმიტომ რომ ძლაიან იმერსიულია და იძირები ატმოსფეროში


ყოჩაღ იმენა ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Metro Exodus

Unread post#17 » 11 Oct 2020 10:49

ეგ ჩაფტერი მომეწონა მეც ყველაზე ძაან. ძველი მეტროების დონის იყო. ბევრი სიუჟეტური უხერხულობა მაპატიებინა.

ეხა რო ვიხსენებ, ყველაზე არაბუნებრივად მაინც COD მსგავსი, კარიდორული დაწყება მომხვდა. მერე ის ძველი ბუნკერის, რემბო სტაილ ჩაფტერი რო იყო, ბოლოს ზომბებივით რო მოგსდევენ ბანდიტები. და ნუ იმის მიუხედავად, რომ ცუდი არ იყო, კასპიის უდაბნოც, როგორც ვთქვი, რაღაც ვერ მივიღე მეტროს სეთინგში.

პლიუს რაც დღემდე მახსოვს, ისაა რო გმირების მოგზაურობის მოტივაცია ძაან მოიკოჭლებდა (ანუ თითონაც არ იცოდნენ სად დაბოდიალობდნენ და თუ იცოდნენ ისეთი მიზანი ქონდათ, დამაჯერებლობას უკარგავდა). და ბანალურად ის მომენტი, რომ ტიპებმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიარეს და ერთი გაფუჭებული რელსი არ შეხვედრიათ, რო მატარებელს ვერ გაევლო :) რატომღაც მაგასაც ვაქცევდი ყურადღებას.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Metro Exodus

Unread post#18 » 11 Oct 2020 18:12

კი, ეგენი აქვს, ბაჩოძია, ერთს ვაბშე ცოლი ჰყავს მოსკოვის მეტროში და იმენა ბოლო სცენაში გამაგებინეს ეგ ;დ მეთქი რას მიზიხარ აქ აბა და სისხლს მისხავ ;დდდ მაგრამ ისეთი კრიტიკული არ იყო ჩემთვის რომ იმერსია დაენგრია და არ დამეჯერა პერსონაჟების ნამდვილობა
პირიქით, ერთერთი ყველაზე მთავარი ელემენტი ეგ იყო ჩემთვის თამაშში რომ გარშემო პერსონაჟები ნამდვილი მეგობრებივით დამხვეოდნენ თავს
ლინეური და კარიდორული მომენტებიც მაგრად წავიდა ჩემთან, იმენა მეტროს წიგნების დუხში იყო ყველა, ენდინგიც ასეთი იყო იდეაში და რავიცი იმოქმედა ჩემზე საკაიფოდ ;დ რაც იყო ჩადებული და რის ჩვენებასაც ცდილობდნენ ტიპები ყველაფერი მუშაობდა ჩემთვის

კარგი თამაშია ძალიან, მართლა მაგრად გამისწორდა
იმენა ძალიან ჰგავდა გამოცდილება პირველი წიგნის წაკითხვას ;დ იგივენაირად შემიყვანა და მომატარა თავის მომენტებში არარეალურ, მაგრამ მაინც დამაჯერებელ ამბებში ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 99 guests


cron