Red Dead Redemption 2,

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#42 » 15 Feb 2019 17:25

დავხურე :whitewolf:

ესეთი არაცალსახა თამაში ნაღდად არ მითამაშია. დაჟე მესამე ვიჩერზე გაცილებით არაცალსახა რამეა. სურათები როა მოლოდინი და რეალობა, ისე მომივიდა ზუსტად :)
ძაან დიდი პოსტი რო არ გამოვიდეს მოკლედ ჩამოვწერ რაც მომეწონა და რაც არა.

თამაშის მთავარი პლიუსი, ჩემი აზრით არი დაჩის ბანდა. ანუ ქემფის სისტემა, სადაც ბევრი პერსონაჟი ერთად ცხოვრობს, ყველას თავისი ისტორია და როლიაქ, თავიანთი მისიებით, რაც ძაან აცოცხლებს მოქმედებას. თან პროცეშში, მოხეტიალე ბოშებივით, თითქმის სუ მოძრაობაში ხართ , რაც ძაან კოლორიტულია საერთოჯამში.
ასევე მთავარი გმირი, თავის სიუჟეტური ტვისტებით, რის გამოც მართლა მთელი თამაში უთანაგრძნობდი. ძაან ბუნებრივი და ადამიანური ჩარაქტერია. მომენტში დაჟე გასწავლის რაღაცეებზე სწორ რეაგირებას.
კიდე ერთ-ერთი მთავარი პლიუსი არი განათების სიტემა და ამინდის ეფექტები, ღრუბლები, ბუნება, ყველაფერი ძაან რეალისტური და პიზცეც ატმოსფერულია. განსაკუთრებით განათება.
დიალოგები და პერსონაჟები მთლიანობაში ღრმადაა დამუშავებული. არი ბევრი ჩავარდნაც, მარა უმეტესწილად ისეა გაწერილი ყველაფერი რო მომენტებში მართლა რეალური ადამიანები გგონია. თან ზოგთან ძაან ბევრ დროს ატარებ და ხედავ როგორ იცვლებიან.
განსაკუთრებით მომეწონა რამდენიმე მისია, რომლებიც დამოუკიდებელი თავგადასავალივით აღიქმება. მარა სამწუხაროდ ბევრი არაა მასეთი.
მომეწონა სროლის და ცხენით ჯირითის რეალიზაციაც. ავტოაიმი კი არაა სრულფასოვანი სროლა, მარა რაც არი ისეაქვთ გაკეთებული რო სკილი მაინც ჭირდება.
მომეწონა სპონტანური ივენთების. საერთოჯამში ცოტაა რამე ორიგინალური, მარა კარგი მიგნებაა აშკარად.
ჩელენჯები რომლების საკმაოდ ბევრია და აცოცხლებს მეტნაკლებად გახსნილ სამყაროს.

არ მომეწონა
პირველ რიგში ინვენტარი, რომელშიც თამაშის ბოლოშიც ვერ გავერკვიე წესიერად. ვითო მინიმალისტურადააქ გაკეთებული, მარა რაღაც ფუნქციების არსებობა საერთოდ 70% გავლის მერე გავიგე რო ქონდა.
ძალიან დიდი და უფუნქციო გახსნილი სამყარო, რომელშიც პროსტა იკარგები რადგან შესაბამისი აქტივობა იმის რამხელაც არი ფიზიკურად არ გაქ.
თითიდან გამოწოვილი RPG ელემენტები, რომლებიც საერთოდ უფუნქციოა. არ მუშაობს არც ეკონომიკა, იმიტო რო სუ ბევრი ფულიგაქ საბოლოოთ. არ მუშაობს ნადირობა და თევზაობა, იმიტო რო საკმაოდ ძნელია და შედეგი ფაქტიურად არაფერი არააქ - იდეაში ვითო ტანსაცმელს იკერავ მერე, ან ქემფის გაფორმებაში იყენებ ნადავლს, მარა მაგარი ზედაპირული და სასაცილო დეკორაციული ვეშებია. შეილება ორი საათი დახარჯო იდეალური ტყავების გროვებაში, იმიტო რო კოცონის გარშემო ვინც ზის ქეფში ისინი ლამას ტექსტურაზე იჯდნენ )) ერთხელ დავჯექი სუ ქემფის კოცონთან სიტყვაზე.
რაც ალბათ ყველაზე პიზდეცი იყო, არი ცხენით სიარული მისებს შორის ))) იმდენი ხანი ეთმობა თამაშში ამ მომენტის რო ბოლოს შეილება თავი დაიკიდო ჯოისტიკის შნურზე. x-ის ჭერისგან ცერა თითით ვინმეს შემილია ყბა მოვტეხო ისემაქ ნავარჯიშები.
და ნუ საერთო ჯამში სიუჟეტი, რომელსაც სამწუხაროდ ზუსტად ის მოსდის ბევრ ეპიზოდში რაც GTA5, ანუ მოქმედება იმიტო ხდება რო უბრალოდ ექშენი მოხდეს, რაც საერთოდ უკარგავს დამაჯერებლობას თამაშშს. და აქ ხდება კაკრას ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი რამე, ერთის მხრივ პიზდეც რეალისტური და დეპრესიული დრამა, თამაშის პირობითობამ უცებ შეილება ისე შეცვალოს რო ვაფშე ვერ მიხვდე რანაირად უნდა აღიქვა ეკრანზე მიმდინარე მოვლენები. რასაც მერე უკვე ეჩვევი და ყურადღებას არ აქცევ, მარა ნუ ძაან დისონანსში გაგდებს.

რავი მთლიანობაში რაღაც ცხოვრების ეპიზოდივით დამამახსოვრდა, აი ბევრი ცუდი როა, მარა კარგი მომენტების გამო მაინც ფასეული რო ხდება.

ტომი
► Show Spoiler

პოსტს ლამაზ ნოტაზე დავამთავრებ: https://i.imgur.com/lSCwA23.jpg / https://i.imgur.com/ONZke6L.jpg / https://i.imgur.com/4zT5DWi.jpg / https://i.imgur.com/3wVpUU4.jpg / https://i.imgur.com/0rzEssY.jpg

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#43 » 16 Feb 2019 10:55

თითიდან გამოწოვილი RPG ელემენტები, რომლებიც საერთოდ უფუნქციოა. არ მუშაობს არც ეკონომიკა, იმიტო რო სუ ბევრი ფულიგაქ საბოლოოთ. არ მუშაობს ნადირობა და თევზაობა, იმიტო რო საკმაოდ ძნელია და შედეგი ფაქტიურად არაფერი არააქ - იდეაში ვითო ტანსაცმელს იკერავ მერე, ან ქემფის გაფორმებაში იყენებ ნადავლს, მარა მაგარი ზედაპირული და სასაცილო დეკორაციული ვეშებია. შეილება ორი საათი დახარჯო იდეალური ტყავების გროვებაში, იმიტო რო კოცონის გარშემო ვინც ზის ქეფში ისინი ლამას ტექსტურაზე იჯდნენ )) ერთხელ დავჯექი სუ ქემფის კოცონთან სიტყვაზე.


ვახ. ეგ ვაბშე საინტერესო ფენომენია. ეხა ახალი ტალღაა RPG-ს ელემენტების ათვისების(Assassin's Creed, Tomb Rider, God of war etc etc) და ამაში მეგონა რომ აზრიანად ჩადებდნენ. იდეაში დიდი ალბათობით მაქეთკენ მივა საბოლოო ჯამში ყველა ეს მეგა თამაში, და მეგა მაშტაბის თამაში ზოგადად. Open World Action RPG Simulation. მაგრამ იმდენად ამცდარები არიან მაგის კარგად იმპლემენტაციაში იმ თამაშებში რაც მე გავტესტე რომ :hmm:

აი God Of War მაინტერესებს მაგ მხრივ, მაგას უქებენ მაგ მომენტს. პროსტა ვერ წარმომიდგენია როგორ შეილება გამისწორდეს, იმიტომ რომ ძაან ლაითი ფორმით ტენიან ქვესტებს ხოლმე განსაკუთრებით და ეს მოისმინე სინემატიკი, შეასრულე ფოსტალიონი ქვესტი, მიბრუნდი მეორე სინემატიკი მოისმინე ძალიან დამღლელია და უაზრო თუ დანარჩენი RPG სიღრმე არ უჩენს ფონს. ასევე ქერექტერ პროგრესიასაც რაღაც მექანიკური სიღრმე თუ არ აქ ხოლმე არ ასწორებს. და ექშენ თამაშში ძალიან რთულია მაგის გაბალანსება. რა მოთამაშის სკილზე უნდა იყოს და რა სტატებზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#44 » 16 Feb 2019 12:43

პირველ რიგში რაც მაგ შემთხვევაში აზიანებს სურათს არი ეს მეგა რუკები, რომელზეც დადიხარ პროსტა და მაქსიმუმ რამე ცხოველი მოკლა. 100% ტერიტორიიდან 70% ფიზიკურად შეილება არ მოხვდე საერთოდ. ეგ მაშტაბი უკვე გიკარგავს ექსფლორაციის ინტერესს, იმიტო რო ინტერაქტიული არაა და ბუტაფორიულია.

RPG მექანიკებს რაც შეეხება ძაან გაგიტყდება ეგ მომენტი, იმიტო რო რეალურად პროგრესია, რასაც ამბობ, არაფერს არააქ. არი არტურ მორგანი და არი არტურ მორგანი, ვსო. გარშემო რაც ხდება, პერსონაჟის განვითარების მხრივ შეილება რო ცხენი იყიდო უფრო სწრაფი, ან იარაღი შედარებით ძლიერი (არც იარაღს არააქ მნიშვნელობა, თავში უმიზნებ და ერთი ტყვიით კვდება ყველაფერი). მაგის გამო თამაში აღიქმება ძაან ცარიელად და რაღაც გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნებას გიჩენს. სასაცილო ისაა რო სეთინგს უხდება ეგ, უფრო რეალისტურს ხდის, მარა ნუ თამაშს არაფერს არ მატებს.

ვაფშე რო დაფიქრდე ყველაფერი უშუალოდ სიუჟეტიდან მომდინარეობს. სიუჟეტი თუ ორიენტირებული არაა პროგრესიის მქონე მექანიკებისკენ, თამაშის ამხელა გახსნილი სამყარო არაფერში არაა საჭირო. RDR2 რა ხდება? ხარ ბანდიტი და მორჩა. ყველა აქტივობა რასაც ამის გარდა აკეთებ ფონურია და უბრალოდ სიუჟეტის ცოტა გამრავალფეროვნებას ემსახურება.

და ამ დროს მოვიყვან ჩემი აზრით ყველაზე მაგარ მაგალითს Mad Max. მთლიანი თამაში ცარიელ უდაბნოში ხარ, მარა ზუსტად პროგრესიის ელემენტების გამო საერთოდ სხვა, ბევრად დამაკმაყოფილებელი ექსფერიანსია. Mad Max განვითარების მექანიკები უშუალოდ სიუჟეტზე გადის. პირველ რიგში უნდა განავითარო მანქანა, თითონ მაქსის ამუნიცია და ის ბაზები რომლებსაც ხსნი. აქ უკვე ექშენის საპირწონედ იდება რესურსების მოგროვება და განვითარება, რაც რეალურად ცვლის სურათს. ხოდა ეგეთი რამე RDR2 ნამდვილად არაა. ეს ისევ GTA-ა რომელიც უფრო დიალოგებით, საინტერესო მისიებით და პერსონაჟებით ქაჩავს, ვიდრე გეიმფლეი მექანიკებით.

ტომი
► Show Spoiler

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#45 » 15 Mar 2019 00:22

:hang:

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#46 » 25 Dec 2019 00:48

დავითრიე, პატარა შვებულებას ვიწყობ ახალ წელს. პროსტა 117 GB -ა დედამოტყ*ლი. ნახევარი ვინჩესტერი ჩამოვააპგრეიდე HDD-ზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#47 » 25 Dec 2019 00:59

ჩაუჯექი, ჩაუჯექი, მაინტერესებს თქვენი მუღამები. სლეიერაც ალბათ უმიზნებს.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#48 » 25 Dec 2019 18:06

პირველი შეხედვით საერთოდ სხვა დონის თამაშია მექანიკურად და ტექნიკურად. რეაქტიულობა პერსონაჟების რომ უკვე დამაჯერებლობაზე მოქმედებს სერიოზულად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#49 » 25 Dec 2019 20:21

დანძრ*ლი გვაქ მე და სლეირას )))))) ერთი 50 საათი ნადირობაში წავა მინიმუმ.
https://www.youtube.com/watch?v=QOHvmTRGdAg
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#50 » 25 Dec 2019 23:31

მაუსით თამაშობ თუ ჯოისტიკით? მაუსით და კლავიატურით თუ კარგი მორგებულია, მაგარი მუღამიანი იქნება, ჯოსიტიკთან შედარებით. ისეთი სამყაროა, ცვეტში მაუსი გინდა რო გარემო ბოლომდე აღიქვა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#51 » 25 Dec 2019 23:58

მაუსით. ჯოისტიკზეა მორგებული, მენუ და რამე არ გაუ-PC-ებიათ, და გაბნეულია ცოტა კნოპკები. მარა გეიმპლეის არ უშლის მთავარს ხელს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#52 » 26 Dec 2019 04:36

პიზდეცია, ამ თოვლში პროსტა დავდგები და ვისეირნებ ხოლმე, გავაჩერებ ცხენს და ფიქრებში წავალ ))))))
მგლებს თუ კოიოტებს დღეს ვუყურებდი კიდე, გამოვყლევდი ისეთი ბუნებრივი და ლამაზი იყო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#53 » 26 Dec 2019 07:55

წვერი ტო :D https://www.youtube.com/watch?v=fo324DZpeZE
აუ ამას სკაირიმისნაირი ედიტორი ქონოდა რეებს იზავდა ხალხი ტო ))))))))))))))))))))))))))
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#54 » 26 Dec 2019 07:57

განგსტერი რიპსტერა გაეძრო )))) https://i.imgur.com/qmaOGFo.png
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#55 » 26 Dec 2019 07:59

აუ ნიკუშა ბიჭო ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#56 » 26 Dec 2019 08:11

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#57 » 26 Dec 2019 10:22

ასეთ ბუნებაში თუ დათარეშობდნენ ინდიელები https://www.youtube.com/watch?v=s7uXdM3G080
მართლა რა ყლ*დ უნდოდათ ცივილიზაცია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#58 » 26 Dec 2019 11:05

თურმე რატო დაიკარგა რიფსტო )))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#59 » 26 Dec 2019 13:53

ვა არტურას მამა ყოფილა ნიკუშა :D:D:D
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#60 » 28 Dec 2019 23:52

სულ ფეხებზე მკიდია არტურაც, დაჩიც და მთელი სთორილაინი. იმენა 99% დრო პროსტა ვნადირობ და საიდ აქტივობებს ვაკეთებ. იმენა სკაირიმივით ვთამაშობ და მაგარი მისწორდება )))))

ნახევარი საათი ვდიე Perfect ტყავიან ირემს, ძლივს მოვკალი და ცხენი შორს მყავდა, ვიარე კიდე 10 წუთი ამ ტყავით ხელში. ვიღაცას ცხენი მოვპარე და იმითი ჩავაბარე :D იმენა თავგადასავალი იყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 107 guests


cron