Unread post#519 » 08 Dec 2018 03:53
Nioh-ზე მინდა რამდენიმე სიტყვა დავწერო. მოკლედ ერთი წელი ვიკავებდი თავს, სეილს ველოდებოდი რო მეთამაშა, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მინდოდა ჩაჯდომა ამ იაპონურ იოკაი მითოლოგიაში, ხოდა 11$ ად გამოვკარი ხელი და დავითრიე. თამაში არკადული მუღამების Action RPG ჟანრშია, Souls + Diablo ჩამთრევი გეიმფლეით და ელემენტებით, საკმაოდ ატმოსფერული და გასართობი რამეა. ხოდა ფაქტიურად მოხდა ისე რო თამაში დავდროპე. ოპტიმიზაცია არის საშინელი, წვიმაზე, ცეცხლზე, ნებისმიერ ეფექტზე FPS ჩამოდის 20 ზე ან უფრო დაბლა და შიგადაშიგ აქვს სპაიკები, ლეველებიც ხშირად ისეთია სულ ატმოსფეროთია გაჯერებული - ხან თოვლია, ხან წვიმა, ხან ხანძარი.. თუ ეს ეფექტები არ არის ძალიან სწრაფად ითამაშება. რამე რო ყოფილიყო ამ დაბალი FPS-ითაც ვითამაშებდი მარა გეიმფლეის და ატმოსფეროს სრული შეგრძნებისთვის არ ღირდა იქსფერიენსის გაფუჭება და ასე მივედი ამ გადაწყვეტილებამდე :D კიდევ ერთი წელი მოვითმენ.
პრინციპში ჩემი ბრალია, მინიმუმ მოთხოვნებში GTX 780 უწერია, მე კიდე GTX 760 მაქვს, მარა სადაც Dark Souls 3 ვითამაშე გემრიელად, იქ საერთოდ ვერ წარმომედგინა რო ამის ვიზუალური ეფექტები მომიკლავდა თამაშს.
იაპონური იოკაი მითოლოგია და ფეოდალური იაპონიის სენგოკუს პერიოდი ვისაც აინტერესებს საკმაოდ ისიამოვნებს ამ თამაშით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.