Red Dead Redemption 2,

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption 2

Unread post#1 » 27 Oct 2018 15:58

RED DEAD REDEMPTION 2-ზე ძაან ბევრი ინფორმაციაა, ამიტო შევეცდები გამოვყო პირადად საინტერესო დეტალები და რაღაც ერთიანი ფორმა მივცე.

რაც ვნახე და წავიკითხე, ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იქნება უშუალოდ ბუნება და ქალაქები, ანუ გარემო. დაჭერილია ობიექტების გაბარიტების ძალიან რიალისტური ზომები, რაც თანამედროვე განათების ეფექტებთან ერთად მართლა გაცოცხლებული წარსულის შთაბეჭდილებას ახდენს. ტყეებში ვერ ნახავთ ვერცერთ ერთნაირ ხეს, ხოლო ქალაქებში უნიკალურადაა დამუშავებული როგორც გარე სივრცეები, ასევე ნაგეობობების ინტერიერები. ამ ყველაფერს თან ერთვის ლოკაციებისთვის სახასიათო გახმოვანება, ანუ ხმები და რათქმაუნდა ამინდის ეფექტები, რომლებიც მგონი ამ დონეზე შესრულებული ჯერ არცერთ თამაშში არ ყოფილა.

ფაუნა - თამაშში მოცემულია 200 სახეობის ცხოველი, ფრინველი და თევზი. ნებისმიერი მათგანს აქვს რეალური ქცევის და ურთიერთმედების ფორმა.
ირმები და ბიზონების ტიპის ცხოველები, ერთად, ჯოგის პრინციპით გადაადგილდებიან, ტურები ლეშს ეძებენ, კალმახი მდინარის დინებას ებრძვის, მგლები თავიანთ მსხვერპლს წრიულად ესხმიან თავს, ოპოსუმს შეუძლია თავი მოიმკვდარუნოს, მღრღნელები ფუღუროებში იმალებიან, ხოლო მტაცებელი მფრინველები ჰაერის ტალღების მეშვეობით კრეფენ სიმაღლეს. მოცემული პრინციპით, ყვენალი ერთ რთულ ეკოსისტემას ქმნიან, რომელშიც ყოველდღე გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.

დატჩ ვან დერ ლინდის სახელგანთქული ბანდა და მათი ბანაკი - ბანდაში შესულია 23 ადამიანი კაცები, ქალები დეტალურად გაწერილი ისტორიით და ხასიათებით. მათ შორის არის თამაშის მთავარი გმირიც.
ბანდის ბანაკი ყოველთვის ცივილიზაციისგან მოშორებით არი განთავსებული და საჭიროებს მომარაგებას გარკეული ტიპის რესურსებით. ამის გარდა შესაძლებელია მისი სხვადასხვა მიმართულებით განვითარება.
მოთამაშე საკუთარი ვალდებულებების შესრულებით, ან მათი იგნორირებით განსაზღვრავს მისადმი დამოკიდებულებას და სტატუსს ბანდის შიგნით.
საკუთარ კოლეგებთან ურთიერთობა გაგიყვანთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებზე, გაგაცნობთ სამყაროს ამბებს და საინტერესო ისტორიებს.

ცხენი - თამაშში იქნება 19 სხვადასხვა ჯიშის ცხენი აპალოაზა, არაბული, მუსტანგი და სხვები. ნებისმიერი მათგანი განსხვავდება მონაცემებით და ხასიათით. ცხენის რეგულარულად მოვლით, მას გაეზრდება გამძლეობის მაჩვენებელი და გაცილებით რთული იქნება მისი დაფრთხობა.
ოთხფეხა თანამგზავრისთვის თამაშში არსებობს დეტალური ამუნიცია, ასევე სხვადასხვა ტიპის საჭმელი და ტონიკები, რომლებიც გარკვეული დროით მის პარამეტრებს გაზრდის. შესაძლებელია ვიზუალის დეტალური რეგულირებაც. ცხენი ასევე არის ბარგის განსათავსებელი საშუალება, რომელზეც შეგიძლიათ დაკიდოთ, როგორც ნანადირევი, ასევე იარაღები და ტანსაცმელი.

თავისუფლება - თავისუფალი "როლფლეის" ფარგლებში შეგიძილიათ მატარებლების ძარცვა, ვალების ამოღებაზე და ჰედჰანტზე მუშაობა, სახლების და ეტლების გაქურდვა, აზარტული თამაშების თამაში, ნადირობა, თევზაობა, თეატრში სიარული, ცეკვა, დუელებში მონაწილეობა, ბრძოლა შიშველი ხელებით...

თავისუფალი და სიუჟეტური თავგადასავლების პარალელურად მოგიწევთ ისეთი პარამეტრების კონტროლი როგორიცაა შიმშილი, ძილი და პირადი ჰიგიენა. ასევე ტანსაცმლის გამოცვლა, ცხენის, იარაღის მოწესრიგება და სხვა.

სხვა საინეტესო ფაქტები:
- ქალაქებს თავიანთი საიდუმლოებები აქვთ. არცერთ, ყველაზე უბრალო გამყიდველსაც კი არ მიყავს საკუთარი ბიზნესი ცალსახად პატიოსანი გზით. ზოგიერთი მაღაზია დაკავებულია არალეგალური გვერდითი საქმიანობით. თუ მოახერხებთ მის ტერიტორიაზე მოხვედრას, ხელმისაწვდომი გახდება მათი ფარული შემოთავაზებებიც.
- თამაშში მთავარი კრაფტის ადგილი არის კოცონი. კოცონთან შეგილიათ მოამზადოთ როგორც რაიმე გემრიელი, ასევე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები, როგორიცაა ჭრილობების მოსაშუშებელი წამლები, ტყვიები, ამუნიცია და სხვა
- სიუჟეტი პირველის მოვლენებიდან 10 წლით ადრე იღებს სათავეს და ბანდის ყველაზე აქტიურ პერიოდს ეხება.
- თამაშში მოცემული იქნება პირველი ნაწილის მთლიანი რუკა.
- თამაშისთვის შეიქმნა 190 მუსიკალური კომპოზიცია.
- თამაშის დეველოპმენტი მიმდინარეობდა 7 წლის განმავლობაში.

>>>

ეს არის სხვადასხვა წყაროებიდან წამოღებული, მიზერული ინფორმაცია, უბრალოდ ზოგადი შთაბეჭდილების შესაქმნელად თამაშზე რომელშიც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა დეტალებს და ამასთანავე არის უზარმაზარი მაშტაბების. იმედია მალე მოგვეცემა რეალური შთაბეჭდილების დაგროვების საშუალება და აი უკვე მერე დეტალურად გავარჩიოთ თუ რა მოვლენაა RDR2.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: RED DEAD REDEMPTION 2

Unread post#2 » 27 Oct 2018 16:09

მთავარი გამოტოვე https://9gag.com/gag/amBL4Ko
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: RED DEAD REDEMPTION 2

Unread post#4 » 31 Oct 2018 20:06

ნამეტანი სიკეთეა <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: RED DEAD REDEMPTION 2

Unread post#5 » 02 Nov 2018 13:48


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: RED DEAD REDEMPTION 2

Unread post#6 » 06 Nov 2018 05:15

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: RED DEAD REDEMPTION 2

Unread post#7 » 07 Nov 2018 00:13

დღეს ვნახე და გაოცებულივარ ))) თავიდან, მეხუთე GTA-ს პონტში, დათოვლილ ლოკაციაში იწყება და რაღაც გაცნობის მსგავსი, მარა საინტერესო სიუჟეტური მისიები მოდის. ტიპს ისე მაგრადააქ განათების სისტემა და ამინდის ეფექტები გაკეთებული რო ვერაფერი ვერ დაუდგება გვერდში დღეს. ერთი 5 ვარიაცია მაინც იყო მარტო ქარბუქის თოვლში და კიდე ერთი მაგდენი ნახევრად მოღუბლულში, ან მოწმენდილ ამინდში, ოღონ ისევ იგივე დათოვლილ ლოკაციაში. ეხა ამინდის ეფექტების და განათების აღწერა ესე სიტყვებით მაგარი რთულია, მარა ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული თამაში იქნება ეს ისტორიაში მაგ მომენეტების გამო. თავი რეალურად ფილმში გგონია.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#8 » 07 Nov 2018 16:27

და ეს ყველაფერი open world-ში... ერთი სული მაქვს მეც ვნახო
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#9 » 08 Nov 2018 10:26


User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#10 » 08 Nov 2018 13:50

South Park-შიც მოხვდა, ყველა მაგას ვთამაშობთო :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#11 » 08 Nov 2018 14:34

სატანაც Red Dead-ს თამაშობს :D :D :D :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#12 » 09 Nov 2018 17:59


User avatar
Spawn
Posts: 157

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#13 » 11 Nov 2018 01:54

მხეთუნახავია.

[ეს არის ჩემი რევიუ]
God made the priest – devil made the skomorokh

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#14 » 12 Nov 2018 03:34

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#15 » 15 Nov 2018 22:01

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#16 » 18 Nov 2018 14:19

გუშინ ვითამაშე კიდე ერთი სიანსი. ყველაზე დიდი ჩაჯდომა გამოვიდა და დავამუღამე რაც არი. აღიქმება როგორც ველური დასავლეთის სეთინგში გაკეთებული RPG. ყველაზე დადებითი მაგ კუთხით არი თამაშის ეკონომიკა. რას ვგულისხმობ. ძალიან რთულია ფულის შოვნა და ადვილია დახარჯვა, რაც რესურსს საკამოდ ფასულს ხდის. რაც კიდე უფრო მომწონს არი რაღაც ცხოვრებისეული უბრალოება, ანუ თამაში ცდილობს იყოს იმ დროის და იმ ყოველდღიურობის რეალისტური გადმომცემი. ამის გამო გრთავს რაღაც ისეთ რუტინაში რაც ბევრს არ მოეწონება, მარა ბევრს მაგრად შეაყვარებს თავს. მაგალითად ერთ მისიაში უბრალოდ სათევზაოდ წავედით, ვითევზავეთ, ვიცინეთ და სახში ნავით დაბრუნებისას მთელი გზა ვიმღერეთ. ამ ტიპის გართობა ბევრს არ გაუსწოდება, მარა ვინც ატმოსფეროს და ორიგინალურ თავგადასავალს ეძებს ის ხალხი არ დარჩება მუღამის გარეშე.
თან თვითონ მისიებისადმი მიდგომაა შეცვლილი. ადრე თუ მკაფიოდ იყო მისიის დაწყება დასასრული და მისი მიზანი განსაზღვრული, აქ შეილება რაღაც ვაფშე მოულოდნელი მოხდეს. დეველოპერი ცდილობს რო მაქსიმალურად შეუმჩნეველი იყოს ზღვარი მისიასა და თავისუფალ ექსფლორინგს შორის, რაც ვაფშე სხვა, ერთიანობის შეგრძნებას იძლევა და მაგრად ასწორებს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#17 » 19 Nov 2018 03:45

https://youtu.be/XyduVYH3Zrw ძლიერი PC ვისაც გაქვთ სინჯეთ აბა, 10-15 წუთის საქმეა მაქსიმუმ. thank me later
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#18 » 19 Nov 2018 17:57

ოუფენ ვორლდების ახალი ფიჩერები დაამუღამეს https://www.youtube.com/watch?v=Vme7J_lEC08

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#19 » 25 Nov 2018 15:28


User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Red Dead Redemption 2

Unread post#20 » 25 Nov 2018 15:36

არც ისე დიდი სხვაობაა. ატმოსფერულია, მარა რაღაც პიზდეც HD ხარისხი აქო როგორც Kingdom Come-ს ვაბშე არ ჩანს მაგ ვიდეოში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 164 guests


cron