Unread post#943 » 24 Oct 2018 08:27
ხო ეხლა ვფიქრობდი საუნდტრეკის თანხლებით და ძალიან ბევრ ლეიერზე შეიძლება განვიხილოთ ამის სიკარგე. საუკუნეების ნაცნობი თემებია ძალიან საინტერესოდ შემოტანილი და დალაგებული რომელიც გარკვეულ სათქმელს ემსახურება.
მაგალითად ბორხესის თქმის არ იყოს ოთხი ამბავი როა რასაც კაცობრიობა ყვება, ოთხივე გამოყენებულია. ქალაქის აღების ამბავი, ღმერთის თავგანწირვის, განძის ძიების და შინ დაბრუნების.
განძის ძიება იდეაში ის მგონია როცა ეს ბავშვები რაღაცეებს პოულობენ სახლში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,ძირითადად ეს არის მათი ცხოვრების განმსაზღვრელი მომენტები თან, თავისუფლება და დამოუკიდებელი არჩევანია ეს განძი, პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი მონაპოვარი მშობლებისგან დამოუკიდებლად.
ქალაქის აღება კედლების ნგრევაა, ერთერთი მთავარი მოტივია ამ ამბის, კედლები რომელსაც არასწორი ნაბიჯები, არასწორი შეგრძნებები, არასწორი ემოციები თუ ტრავმები აშენებს, რაც შემდეგ ურთიერთობების გაცივების, გრძნობების დაკარგვის, პიროვნული დეგრადაციის და ბნელ ადგილებში ჩამარხვის მიზეზი ხდება. როგორც მანდ არის იმ კაცის ამბავი რომელიც შიშს და სინანულს კედლებში დაემალა, ეს მოსდის ფაქტიურად ყველა შვილს და ამ კედლების ნგრევა ხდება ბოლოს.
ღმერთის თავგანწირვა ამ შემთხვევაში ჰიუს თავგანწირვაა. ჰიუ არის მოსიყვარულე იდეალური მამის არქეტიპული ფიგურა რომელიც შვილებს მუდმივად გარემოს უმაგრებს, უწყობს და ურემონტებს. ეს გარემო სახლია და სახლიც იდეაში როგორც გარეგან ისე შინაგან სამყაროდ შეიძლება აღვიქვათ ბავშვებისთვის. მაგალითად დედა იდეაა, არქიტექტორია, ხოლო ჰიუ ხელოსანია, შემოქმედი. მარტო დარჩენილიც, ჰიუ თავისას აგრძელებს მაინც, მაგრამ მარტოა, ზურგშექცეული და დაუფასებელი შვილებისგან და რა როლიც აქვს ის არის რო ყველაფერი ახლიდან შეაკეთოს, როგორც წარსული ისე მომავალი და ამას ახერხებს თავგანწირვით, კარს უხსნის უკვე აზრზე მოსულ შვილებს სამყაროში.
სახლში დაბრუნების თემა კი ოდისეაა, თითოეული შვილის სამყაროში გასვლა, შემეცნება, ტკივილი, სწავლა, ომი და ეს ყველაფერი სახლის ძახილის ფონზე. ბოლოს მენტალური თუ სულიერი დაბრუნება იდილიურ წიაღში, გადაბიჯება უკვე დანგრეულ კედლებზე როცა ყველაფერი უკვე ცხადი, გარკვეული და გახსნილია, დაბრუნება მათთან ვინც თავიდანვე შენი ნაწილები იყვნენ.
მთავარი პრობლემის აქტუალობად რაც ჩანს ეს არის რო დღევანდელ რეალობაში, რასაც ჩვენთანაც კი ძალიან დიდი დოზით ვხედავთ, ბევრია მშობელი რომელიც შვილს ვერ უშვებს. დედა იმას ოცნებობს რომ დრო გაიყინოს და ბავშვები ასეთი პატარები დარჩნენ, ეშინია მათი ბნელი მომავლის და ყველანაირად ცდილობს გადაარჩინოს შვილები, ვერ უშვებს სამყაროში ისე როგორც ჰიუ აკეთებს ამას, ბოლოს კი მიდის იმ კონდიციამდე როცა სიყვარულით შეიძლება საბედისწერო შეცდომა დაუშვა და რასაც ქვია მომავალი დაუნგრიო შვილებს, წაართვა მშობლის პატივისცემა, შიგადაშიგ მოეჩვენო ბნელ საფლავის მიწაში ჩამთრევ ან სამომავლო იდეების (სახლის მაკეტი) გამანადგურებელ მონსტრად, აუშენო კედლები რასაც ან დაანგრევენ როდისმე ან ვერა, არ უნდოდეთ "შინისაკენ" გამოხედვა და საერთოდაც ვერ აარიდო ბნელი და დამღუპველი მომავალი. შვილებიც ამ შემთხვევაში ბოლომდე შემგუებლები არიან ამ რეალობის მიმართ და უკანმოუხედავად მიჰყვებიან ამ გზას რაც დაუდგინდათ ერთხელ, თუ ვინმე თანამგრძნობია ისაც ბოლომდე დაინგნორებული ყავთ და გრძელდება ასე. ხოდა ვინ იცის ის მესაათე მერამდენედ ცდილობს გაყნული დროის თუ მომენტების ახლიდან ამუშავებას და კალაპოტში ჩაყენებას :D
სახლზეც მინდა ბარემ რო შეიძლება ავისმომასწავებელი და ბოროტი ჩანდეს სერიალში მარა ჩემი აზრით ეს რაღაც ცხოვრებისეულ ეტაპს წარმოადგენს, სიმბოლოს გარემოსი რომელიც საჭიროებს შეკეთებას, წვლილის შეტანას და ამასთან ერთად სულაც არაა უსაფრთხო, ეს არც ბოროტია და არც კეთილი, უბრალოდ გასავლელი ეტაპია რაც ზოგს გამოსდის და ზოგს არა, ზოგი აღწევს თავს, ზოგი კი ბოლომდე რჩება. ზოგისთვის წითელი ოთახი მისი დამოუკიდებლობისკენ, ინდივიდუალორიბისკენ, სწორი მომავლისკენ გზაა, თუმცა ზოგჯერ უბრალოდ "კუჭი" რომელში მოხვედრისას მხოლოდ გადამუშავება და მონელება გელოდება. თუმცა ამ "სახლის" პლუსი ის არის რომ მისი გარემონტების შემთხვევაში გაყიდი, მოგებას ნახავ და გზა გაგეხსნება შენი ოცნების მუდმივ საცხოვრებლისკენ.
ხო კიდე მაქვს რაღაცეები სათქმელი მარა უფრო მხატვრულად ვფიქრობდი და უფრო მეტ პარალელზე და სიტყვიერად მიჭირს ახლა გადმოცემა, ერთხელ კიდე თუ ვნახავ ალბათ უფრო მეტ სიმბოლოს დავიჭერ და უფრო დავალაგებ და მერე დავწერ ან ვისაუბრებ :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.