Unread post#486 » 14 Oct 2018 22:04
მაგარი ჩაი*ვა ბეთესდამ ამ ერთი და იგივეთი. არენა, დაჯერფოლი, მორროვინდი, ობლივიონი ყველა იყო პროგრესული თამაში და ახალ სიბრტყეებზე გადიოდა. მაგის მერე Fallout-ები და სკაირიმი არის მოროვინდს და ობლივიონს შორის სხვადასხვა ბალანსები. და Fallout 4 უკვე არის სრულიად უინსპირაციოდან დარჩენილი ხალხის დაძალებით გაკეთებული მორიგი პროდუქტი.
ხოდა მობეზრდათ ეგ ალბათ, რაც არ უნდა თქვა უბისოფტის და EA-ს ყაიდის ხასიათი არ აქვთ რომ შტამპონ პროდუქტი გაუთავებლად. ცდილობენ ამ სირობებს ამიტომ და ახალ IP-ებს. აღარ აქვთ ხედვა რა შეილება იყოს მორიგი დიდი ნაბიჯი გახსნილ სამყაროში და ამიტომ მიედმოედებიან, ახალ რამეებს ცდილობენ.
მე პირადად მივესალმები მაგას. ადრე არ მომწონდა, მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ და ვადარებ სხვა გრძელვადიან ინდუსტრიებს(კომიქსები, სერიალები). უცვლელად ბევრი თამაშის გამოშვება სერიაში და იგივე ატმოსფეროს და ღირებულებების დაჭერა შეუძლებელია. რაღაც მომენტში ამოწურავს თავს და ან დრო ჭირდებათ ორიგინალ დეველოპერებს რომ ახალ იდეებზე გავიდნენ, ან ვიღაც ახალი მასტი უნდა შემოვიდეს fresh vision-ით და აცოცხოლს კიდე ცოტა ხანი IP. ან კიდევ უკეთესი უნდა მიატოვონ IP და ახალი IP დაამუშავონ, და რაღაც X წლის მერე ახალი თაობისთვის გაიმეორონ ორიგინალი.
ჩვეულებრივი ციკლია რომლის დანახვა შეილება თითქმის ყველა გრძელვადიან IP-ში.
Bethesda-ს თუ არ შეულიათ ეხა ახალი ხედვის პოვნა, და Rockstar-ივით ახალ სიბრტყეებზე გასვლა. ჯობია შეეშვათ Fallout 4-ის ნაირი სირ*ბის შეკვრას და ახალ IP-ზე გადავიდნენ თითონ და Side Studio-ები ა*ლეპ*ჭავონ მასეთ სპინ ოფებზე.
ხო რისთვის შემოვედი. Pathfinder: Kingmaker კარგია. ბევრი გაუმართავი ს*რობაა გეიმ დიზაინში მარა მთლიანობაში არის უზარმაზარი OLD School თამაში. Baldur Gates 1-სა და 2-ს შორის ვეშია სტილით. DnD -ის ერთერთ world -ზეა დაფუძვნებული. Pillar-საც გავს რაღაცით. 6 კაციანი ფართი გყავს, DND სისტემა, რუკა პირველი BG/Pillars -ვითაა მოწყობილი მსოფლიო რუკაზე აექსპლორებ Top Down სათამაშო რუკებს.
არის კიდე Kingdom სისტემა რომელიც Dragon Age Inquistion და Pillars 1-ს შორისაა. ტერიტორიებს იპყრობ და შიგნი აშენებ დედაქალაქებს. შეგიძლია აირჩიო რა შენობებს დადგავ და ეგ ანვითარებთ სხვადასხვა სტატებს სახელმწიფოლი. მაგალითად: სამხედრო ძალა, რელიგია, კულტურა.
გყავს მრჩეველების პოზიციები, რომელზეც შენი Alligment-ის მიხედვით შეგიძლია აირჩიო რომელ პერსონაჟს დანიშნავ მრჩეველად. გეძრობა ასევე სახელმწიფოს ტესკები, ესენი დაყოფილია პრობლემებად, opportunity-ებად და პროექტებად. მანდ ირჩევ რომელს გინდა მიხედო და რომელი მრჩეველი მიხედავს. მაგის მიხედვით შეიძლება რაღაც მილიტარისტული დიკტატორია ჩამოგიყალიბდეს, რელიგიური ტრადიციებზე ჩაკეტილი კონსერვატორია ან ქაოტური ლიბერალური კულტურული ცენტრი. და ყველა კომბინაცია მაგათ შორის.
ეგ ყველაფერი ცვილს ხალხის როგორ რეაგირებს შენს ქვეყანაზე და მმართველობაზე. რაც გამოიხატება მორალური კითხვებით დატვირთული განსჯის ევენტებით. ანუ მოდის საჩივრად ვიღაცა და შენ წყიტავ გაითვალისწინო საჩივარი თუ ნახუი გაუშვა.
მაგას კიდე შეილება დამატებითი ქვესტები მოყვეს ან განვითარება.
კაი 150 საათის სათამაშო იქნება თავისუფლად. თან რაღაც 10ზე ნაკლები კაცის გაკეთებული მგონი, რუსების. აველონი დაიხმარეს სთორიზე.
არაფერი არ ბრწყინავს ცალცალკე მარა მთლიანობაში საინტერესო სათამაშოა. საკმარისი სიახლე აქ რომ მოულოდნელი იყოს, და საკმარისი ნაცნობი ელემენტი აქ რო ტვინი არ მოგეტ*ეს.
სამუშაოს Flugengenholen-ში ვარ ჩაკეტილი და კაი მალამოდ გამეჩითა ეგ თამაში მთლად რომ არ გავაფრინო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.