Homeless GAMES, თამაშები თემების გარეშე

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#441 » 05 Sep 2018 21:23

სტივენ უილსონი რომ არის მუსიკოსი, მაგას აქვს კლიპი და იმ კლიპის პონტშია ეს თამაში :დ უილსონსაც აქვს თამაშის მუსიკის შექმნაში მონაწილეობა მიღებული.

Dragon Quest XI - https://www.youtube.com/watch?v=4iTbUGItU0s მგონი შედევრი გამოაცხვეს, მგონი.. სანამ არ ვითამაშებ ვერ შევაფასებ იმხელა რამეა. კაცმა 1986 იდან რო დაიწყო ყოველ მომდევნო ნაწილს აუმჯობესებს და ფაქტიურად პირველი შემთხვევაა როცა hardware საშუალებას იძლევა სურვილების ბოლომდე განხორციელების.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Homeless Games

Unread post#442 » 05 Sep 2018 23:19

აუ ლასთ დეი ოფ ჯუნი ცვეტში მიგრევეთ რა <3 ;დდდდდ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#443 » 05 Sep 2018 23:21

Riddick
Grim Fandango-ც რიპსტოსთან გაუშვი, 40-50 იანების მუღამშია შესული ბოლო დრო და ლეველ აფი დაემართება ეგრევე თამაშისას :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Homeless Games

Unread post#444 » 05 Sep 2018 23:30

https://www.youtube.com/watch?v=QoIMoVyT67A რომ იცოდეთ რას გასცემთ და გული არ დაგწყდეთ მერე ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#445 » 07 Sep 2018 00:03

Dragon Quest XI
ვიდეოს უყურე და მაგრად მომინდა რამე ეგეთის თამაში, აი დიდიხანი რო ხურავ, მარა რეგულარულად რო თამაშობ ცოტ-ცოტას. რავი მე არცერთი სერია არ მითამაშია, მარა რუსულად თუ თარგმნიან ვეცდები ჩავიგდო კლანჭებში.

აი Ni no Kuni II: Revenant Kingdom გაიჩითა მაღაზიაში რუსული და მაგაზე იცი რამე?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#446 » 07 Sep 2018 04:05

პირველი ძალიან არ მომეწონა Ni no Kuni, ამბობენ მეორეც არ განსხვავდება დიდადო. ტუტორიალებით იყო სავსე და ვერ ვთიშავდი, სულ რაღაცას გასწავლიდნენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ლოკაციაში შევიდოდი და ტიპი ლაპარაკს მიწყებდა რა უნდა მენა, როგორ უნდა მექნა, არანაირ საფიქრალს არ მიტოვებდა რო ჩემით აღმომეჩინა რამე, გამომეკვლია, დავინტერესებულიყავი, ხოდა დაუფიქრებლად დავდროპე :D ნამეტანი პატარა ასაკის ბავშვებისთვისაა ეტყობა რო ყველაფერი გაიგონ+მშობლებმა აუხსნან და ისე ითამაშონ, თორე სთორი ძალიან ლამაზი ჩანდა თავიდან და ჩამითრია.

Dragon Quest ტრადიციული JRPG სერიებია, თითქმის არაფერი რო არ იცვლება გრაფიკის გარდა მასეთი. მე მერვე ნაწილი დავხურე მარტო ორი წლის წინ თუ არ ვცდები და ძალიან ვისიამოვნე, რაც გამიკვირდა იმიტო რო მასეთი გეიმფლეის თამაშზე კომპრომისს იმ შემთხვევაში ვაკეთებ თუ კარგი სთორი მიდის ხოლმე FF-ებივით. ხოდა აქ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, არც კლიშეებს ერიდებიან, ზღაპარიც მარტივი გამოსაცნობია ერთი შეხედვით, მარა ისეთი სტილი აქვს პერსონაჟებსაც, სამყაროსაც და სთორის მოწოდებასაც რო ბავშვობისდროინდელ სათავგადასავლო მულტფილმში გგონია თავი, მონაწილეობ და ბოლომდე მიყვები, რავი აი თავგადასავალის შეგრძნება FF სერიებზე მეტად დამუშავებული ჰქონდა მერვეს და აქაც იგივეს ველოდები, თან ეს პირველი სთორიზე დაფუძნებული სერიაა PC-ზე, წინა ნაწილი ონლაინ თამაში იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#447 » 09 Sep 2018 12:13

ესეც სექტემბერში გამოდის https://store.steampowered.com/app/5660 ... rows_Deep/
(მეორე ეს გამოდის https://store.steampowered.com/app/6408 ... Kingmaker/)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#448 » 13 Sep 2018 13:46

HUNT რო არი კოოპი მაგის კონცეპტები გავაძრე შემთხვევით https://www.artstation.com/evil

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#449 » 14 Sep 2018 09:33

ვახ ვითომ შემდეგი Planescape-ს მსგავსი ვეში გველოდება? http://www.rpgcodex.net/article.php?id=11001
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#450 » 15 Sep 2018 09:45



Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#452 » 16 Sep 2018 20:56

მგონი Playground Games მაიკროსოფტისთვის ბერსერკს აკეთებს

https://gamemag.ru/images/uploads/993/5 ... c6563a.jpg / https://gamemag.ru/images/uploads/993/c ... 4315f7.jpg / https://gamemag.ru/images/uploads/993/1 ... 1c53a1.jpg / https://gamemag.ru/images/uploads/993/7 ... f77173.jpg

ეს თუ მართალია ექსკლუზივების ომი მერე ნახე :connie:

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#453 » 17 Sep 2018 05:38

აღარ გვინდა ამდენი ბერსერკი )))))) ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა გააკეთონ ან როგორ უნდა გააკეთონ რო კაი იყოს, მაგ მანგაზე რაც არ უნდა გაკეთდეს მაინც დაუსრულებელი იქნება, ხოლო გაბანძებული არკების გამო ვერც თამაშებში გაგრძელდება წესიერად.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#454 » 17 Sep 2018 10:09

შეწუხებული ვიყავი კითხვისას ბრძოლების რაოდენობით. რაღაც კონკრეტულ მომენტამდე შეილება კაი თამაშის შეკრა ჩემი აზრით. აქ რა მაგის პოტენციალი. DMC პონტის სლეშერი გამისწორდებოდა, ძაან დასტოინი ვიზუალით, ბოსებით და სთორითელინგის რამე კაი ფორმით. + რამე სხვა გეიმფლეი მექანიკებში გავაზავებდი, მრავალფეროვნების პონტში.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#455 » 17 Sep 2018 11:24

სამი სლეშერი დევს უკვე და სამივე ცუდი :(
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#456 » 17 Sep 2018 12:32

იმდენად სიუჟეტურია რო სხვა ჟანრში წარმოდგენა მიჭირს იმენა. ფაქტია რო სიუჟეტი და ექშენი უნდა იყოს ორი ძირითადი კომპონენტი. მამენტ ორივე რო საჭირო დონეზე გააკეთო ვერანაირად ვერ იქნება ცუდი. ფაქტიურად თამაშის სცენარია მთელი მანგა. და ნუ გააჩნია რა ეტაპამდე მოყვები.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Homeless Games

Unread post#457 » 17 Sep 2018 13:17

რა საჭიროა უბრალოდ ბერსერკზე თამაში, მაგას ვერ ვხვდები, ანიმაციური ფორმატი საუკეთესოდ გადმოსცემს სიუჟეტს. :დ

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#458 » 17 Sep 2018 13:55

იმიტო რო მთელი მანგა სლეშერია. გატსი იდეალური პერსონაჟია თამაშისთვის. პირქუში, დემონების გამანადგურებელი )) დადის და ეომება სხვადასხვა ტიპის ნაგავს )) და თან იმდენია მანგაში ეს ომი რო ბოლოს ცისარტყელასავით გადმოგდის პირიდან. რავიცი აბა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#459 » 17 Sep 2018 14:11

https://www.youtube.com/watch?v=L1gc5lWRNzo აი ეს მაგალითად ცოტა clunky კია მარა ეპოქალური რამეა ბერსერკზე, ვითარდება ეკლიფსის შემდეგ, მარა თავი და ბოლო რო არ იცოდა ხალხმა არც დასავლეთში გამოუშვეს და fan translation-ით ითამაშა ხალხმა. დღეს კი მეტი იცის მარა დაუმთავრებელის პრობლმა დღესაც დგას.

ჟანრის მხრივ რავი, იმდენად არის დატვირთული კომბატით რო სლეშერის გარდა მიჭირს წარმოდგენა, აი ძველი GoW-ების ბალანსი კომბატს და ფაზლებს შორის კარგი მიდგომა იქნებოდა ალბათ მარა არ ვიცი. ფაქტია რო სთორის რელსებზე უნდა იდგეს თავიდან ბლომდე თამაში.

თითონ გატსი იმდენად მუდო და ჩუმი ტიპია რო რეალურად თამაშში რო გატსმა ხალხი ხოცოს და პაკმა იწრიპინოს არ გაამართლებს ეგ. მანგაში სთორითელინგის ფუნქციას პაკი იღებს ფაქტიურად თავის ტავზე, მკითხველის გზამკვლევია რო მოწყენილობით არ მოკვდნენ. თამაშში Dreamcast-ზე პაკი არ იყო და მხოლოდ გატსზე იყო, PS2-ზე პაკი წრიპინებდა სულ.

მთავარი პრობლემა ამ მანგის არის სთორი. დავყოთ ბარემ არკებად:
Black Swordsman Arc - პროლოგი. ყველაზე ბნელი თავგადასავალი მარტოსული დემონსლეიერის რომელიც გრიფიტს ეძებს. ამას არ უჭირავს დიდი კონტენტი.
The Golden Age Arc - პოლიტიკა, ომები, შევარდენთა ბანდა და ეკლიფსით ფინალი. ეს არის ყველაზე ღირებული და ყველაზე მდიდარი ნაწილი მთელ მანგაში.
Conviction Arc - ეს სამ ნაწილად იყოფა. პირველია მფრინავი ყლებავშვების ფილერი, მერეა გატსს რო იჭერენ ფარნეზეს სასტავი და მერეა ინკვიზიტორის ამბები. კარგი არკაა მარა მთლიან სთორიში ფილერია ფაქტიურად, თუმცა კარგი ფილერი. მოვლენების მხრივ ძალიან პატარაა.
Falcon of the Millennium Empire Arc - ეს არის უკვე თანამედროვე ბერსერკი საიდანაც სთორი ხდება შეგნებულად გაწელილი, შემოდის დამატებითი კონფლიქტები და ყოვლად არაფრისმთქმელი და უაზროა პერსონაჟების განვითარებაში. მონსტრების დიზაინიც მნიშვნელოვან დაღმასვლას განიცდის ან საერთოდ სხვა სტილში გადადის. თუმცა ექშენის მხრივ კონტენტი მეტია და თან მრავალფეროვანი, ამიტომ ყველაზე პოპულარული არკაა, შეიძლება იმიტომაც რომ დიდხანს გაიწელა და უფრო მეტმა ადამიანმა სწორედ ამ არკის გამოსვლისას წაიკითხა ბერსერკი. აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ამ გაწელვის გასაპრავებლად: ბავშვების ფართის შეკვრა და მათთან ერთად მოძრაობა, ბერსერკერის არმორის შოვნა, ქალი გოდჰენდის მოკვლა, გრიფიტის დაბრუნება, განეშკას დამარცხება, ელფჰეიმისკენ წასვლა. მარა სიმართლე რო ვთქვათ მთელი არკა არის ბილდაფი რაღაც უცნობი სამომავლოდ დაგეგმილი ამბებისთვის და ემსახურება მხოლოდ სამყაროში lore-ის შექმნას. ამასობაში კი ამ ინდური სირობებით იწელება სთორი. სამივე თამაში ამ არკაშია დაფუძნებული. მესამე Koei-ის თამაში გოლდენ ეიჯით იწყება და მერე აქ მიმდინარეობს. Dreamcast-ის ვერსიას ახალი შექმნილი კონტენტი აქვს და მნივნელოვნად გადახვეულია, PS2-ის ვერსია 22-27 ვოლუმებს მოიცავს, ზოდთან, გრიფიტთან და იმ დრაკონ რაინდთან დაპირისპირებას, დალშე კომბატ ფილერია.
Fantasia - ელფები ელფები, ელფები, შიშველი ბავშვი სირინოზები.

ხოდა ეხლა რო დავაკვირდეთ ამ არკებიდან მხოლოდ თავიდან არის ისეთი მოვლენები რაც სთორის მხრივ ღირებულია და ეს არტებიც გოლდენ ეიჯიდანაა, მარა სთორი ფაქტიურად გახსნილი დარჩება და რა და როგორ უნდა გააგრძელონ არ ვიცი. ვერ წარმომიდგენია მე თამაშის მესამე ნაწილამდე მივიდნენ და გატსი სირინოზებთან აცურაონ. თუ არ მივლენ მაშინ სად უნდა დაამთავრონ არც ეგ მესმის.
გეიმფლეის და ბოსების მხრივ მილენიუმი გამოწურულია ფაქტიურად ისე რო თამაშად ექციათ როგორმე და რეალურად სთორის მხრივ არცერთი არ ვარგა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#460 » 17 Sep 2018 14:28

ხოდა მაგიტომაც გვაქ Dark Souls 1 :)

სად უნდა მთავრდებოდეს არც მე არვიცი, სავარაუდოთ მეორე ეკლიფსის მერე, გირფიტის ძიების რაღაც კონკრეტულ ეტაპზე. მარა თვითონ თამაშის სტრუქტურას რაც ეხება, მე ლიჩნად გამისწორდებოდა რო რამდენიმე პერსონაჟის მონაცვლეობით იყოს, მთლიანობის კარგად გადმოსაცემად. დაჟე ანტაგონისტებსაც სიამოვნებით ვნახავდი, რამე პატარა ეპიზოდებათ. ზოგი შეილება საერთოდ არ გადიოდიეს კომბატის ხაზით და თუნდაც მაგ ელფების ამბავსაც საკაიფოდ მოარგებდი თამაშს.

იტოგში აი ბოლო, ინდური ოკიანის გატრაწვები რო არ ყოფილიყო და რამე საბოლოო წერტილი რო დაესვა ავტორს, ძაან ბევრი მასალა იქნებოდა ნებისმიერი მედიუმისთვის ბერსერკი.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 60 guests


cron