Unread post#430 » 28 Aug 2018 12:36
ანიმაციები კი არის ცოტა გრძელი, მე მიჩვეული ვარ, მაგრამ მოდებს იყენებენ მაგისთვის - აჩქარებს.
ჯერი კომბატში განპირობებულია პერსონაჟის speed სტატით, მაგრამ რანდომ როლიც ემატება მაგას - გარანტირებული არ ხარ, რომ მაგ. 7-სისწრაფის პერსონაჟი 6-სისწრაფიანს გაუსწრებს, თუმცა, ძირითად შემთხვევებში გაუსწრებს, რაც საშუალებას გაძლევს, რომ დაგეგმო. რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდია სხვაობა სისწრაფეში, უფრო გარანტირებულ შედეგს გაძლევს. მაგ. ჩემ ფართიში თითქმის ყოველთვის გარანტირბული ვარ, რომ ჰაივეიმენი დაიწყებს, ან ჯესტერი, მაგრამ ეს ორი ერთმანეთს არ უშლის და ორივე ვარიანტი მაწყობს. მაგრამ, აი ანტიკვარიანმა რომ დაიწყოს, ეგ უკვე მირევს პირველ რაუნდს, თუმცა ტრაგედია არ არის. ნუ, მოკლედ, შეგიძლია მაგის კონტროლი სპიდით და ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტატია ეგ პერსონაჟისთვის, რადგან ყოველთვის გინდა, რომ მოწინააღმდეგეს დაასწორ სვლა.
მე რა ფართიც დამყავს, ის კრიტზეა აწყობილი(ახალ მეტაში კრიტები წამოწიეს) და აქურასის ვბაფავ სასტიკად, ანუ გარტყმა არ არის პრობლემა და კრიტიც საშინელ დემიჯს აყენებს. ჯესტერიც და Man at arms-იც ბაფავენ ფართის აქურასისა და კრიტს.
რეგულარულ რანებში დამყავს - ვესტელი,ჯესტერი (hp heal-stress heal), ანტიკვარიანი და ჰაივეიმენი. ანტიკვარიანი იუზლეს პერსია კომბატში, მაგრამ ჰაივეიმენთან კარგად ჯდება კომბოში, რადგან ჰაივეიმენს რიპოსტე აქვს და ანტიკვარიანი "გარდ მი"-ს ადებს. ჰაივეიმენი იმენა რიპოსტეთი კრიტავს და რაღაც უბედურ დემიჯს აყენებს, ჰოდა ტიპები ჰაივეიმენს ურტყავენ და ეს რიპოსტეთი კლავს, ან ანტიკვარიანს უტევენ და ისევ რიპოსტეთი კვდებიან. 2-3 რაუნდში ვხოცავ ხოლმე, თუ რაღც უბედური ფროთქშენიანი ხორცის მასა მობი არ არის. :დ
ნუ ანტიკვარიანის წაყვანის მთელი მუღამი ის არის, რომ ლუთი გამოგაქვს რაღაც უბედურად ბევრი და ეგ ადრეულ პროგრესს ძალიან ასწრაფებს ჩემსას. მაგის გარეშე ვერც ვთამაშობ - გოლდი არ მყოფნის, რომ ავალეველო ხალხი.
ჰოდა, გრაინდი კი დამღლელია მართლაც. ერთის მხრივ, ატმოსფერო ძალიან მაგრად აქვთ დაჭერილი, პერსონაჟები/მექანიკაც ასწორებს, მეორეს მხრივ - გრაინდი დამღლელია. მაგრამ, საკაიფო გამოწვევაა ეს თამაში და ჩელენჯი მუღამს მაძლევს.