Cyberpunk 2077, აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#21 » 13 Jun 2018 16:05

https://www.gameinformer.com/preview/20 ... f-gameplay 50 წუთიანი გეიმფლეის მიმოხილვა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#22 » 13 Jun 2018 17:52

უნამუსოდ მაგარი სუნი ასდის ამ ყველაფერს :)
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#23 » 14 Jun 2018 02:47

ეხა გავაძრე ეს თამაშის დეტალების ინფოზე ნიუსი მეც და ამ მომენტებს მივაქციე ყურადღება

როგორც ჩანს, პერსონაჟის შექმნის დროს აირჩევ უშუალოდ ადამიანის ბიოგრაფიასაც. ბიოგრაფია უკვე სიუჟეტის განვითარებაზე იქნება მიბმული. ანუ თუ სწორედ მივხვდი, გერალტის მაგივრად გეყოლება "რამდენიმე გერალტი", სრულფასოვანი პერსონაჟი, სავარაუდოთ რაღაც ინდივიდუალური გზებით, მარა არა გლობალურად რო ცვლიდეს სიუჟეტს. ამასთანავე იქნება ჩვეულებრივი ვიზუალის და პარამეტრების არჩევაც.

ტრანსპორტში მოხსენიებულია მფრინავი აპარატებიც.

6 ნაწილად დაყოფილი ქალაქის ათვისება მოხდება რეპუტაციის სისტემის მიხედვით, რომლის განსაზღვრაზეც პერსონაჟზე იმ მომენტში ჩაცმული ქურთუკიც იმოქმედებს. ანუ არა მარტო ქვესთების შესრულება.

მოთამაშის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აისახება როგორც ლოკალურ ჭრილში, ასევე მთელს სამყაროზე, გამომდინარე სიტუაციიდან.

არტი: https://gamemag.ru/images/uploads/993/7 ... 5cbf42.jpg / https://gamemag.ru/images/uploads/993/3 ... 67b638.jpg / https://gamemag.ru/images/uploads/993/5 ... 6373b7.jpg / https://gamemag.ru/images/uploads/993/6 ... 26ec25.jpg / https://gamemag.ru/images/uploads/993/8 ... d66c4b.jpg

პ.ს. მე არ მინდა ესეთი მომავალი ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#24 » 14 Jun 2018 03:24

მას ეფექტია რა პერსის მხრივ. იქაც ირჩევ მაგ Origin'ს და ამბებს და ხასიათს. მაგას აკეთებენ პერსონაჟის ცნობადობა რომ შექმნან და დიალოგებში გახმოვანებულში სახელი გქონდეს. დალშე შენი ექსპერიენსების მიხედვით ჩამოგიყალიბდება გმირზე წარმოდგენა, ან ვაბშე დაკიდებ გმირს და საკუთარ თავთან გააიგივებ. ვიღაც ნაბოზარი ფსიქოპატი ლეზბიანკა ქალიც რო შეპარდია და ზადროტი პალადინი კაციც, მაგ თემაში.

ეგ ორიჯინები რეალურად აქაიქ გამოჩნდება დიალოგში ან ქვესტში, და ვიღაც ნპც-ების რეპუტაციას წინასწარ განსაზღვრავს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#25 » 17 Jun 2018 14:17

ხმები დადის რომ gamescomზე პრესისთვის ნაჩვენებ გეიმპლეი დემოს გამოიტანენ მზის შუქზე.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#26 » 20 Jun 2018 00:42

საყლევეთი წივის და კივის first person არ გვინდაო ))

ეს პასუხი:
"Third-person works well in games like the Witcher when you have a lot of motion and movement around you. But when all the things happen to you, from you, within you, first-person point of view is the right decision to take, especially because of the augmentations."
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#27 » 20 Jun 2018 02:23

ორივეს ვთამაშობ მე უპრობლემოდ, მარა კაი რა კიბერპანკი თან ასეთი ლამაზი იმენა ცხრვირი უნდა მიადო ყველა ტექსტურას ისე დააათვალიერო. იგრძნობ თესლურად ატმოსფეროს ჩაიძირები.

თან Third Person Shooter ძაან მობეზრებული და დამღლელი ვეშია უკვე, ეს Cover-ებზე აწყობილი ტურები მთლიანად და ნაცნობი პატერნები სულ მტრების. First Person-ში მეტი გასაქანია, გაჯეტები გინდა, იარაღი გინდა ადვილია დამიზნება ყველაფერი.

ერთადერთი შეეძლოთ ექნათ Deus Ex-ის პონტში, ზოგჯერ რო Third Person იყოს მარა მე Full FP მირჩევნია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#28 » 20 Jun 2018 12:38

ვაფშე სტრატეგიას დაუდებდი ეხა

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#29 » 20 Jun 2018 14:40

რატომღაც ყოველთვის fpp წარმომედგინა მე ეს თამაში

ერთადერთი შეეძლოთ ექნათ Deus Ex-ის პონტში, ზოგჯერ რო Third Person იყოს მარა მე Full FP მირჩევნია.

სავარაუდოდ იქნება მესამე პირის მომენტები, თუნდაც მანქანის ტარების დროს, მაგრამ აი დეუს ექსის პრინციპის ქავერები და მაგ დროს third personი კი მეეჭვება გაუშვან.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#30 » 27 Aug 2018 21:53

დემოს ვუყურე და გადავირიე. რა დაპირებებსაც იძლევიან ამას თუ შეასრულებენ ერთერთი საუკეთესო თამაში იქნება ჟანრში. რასაც ვერ ვხვდები ისაა თუ როგორ აპირებენ ამდენის მოსწრებას, ბევრი რამის მეშინია არ მოაკლონ. კიდე იმის მეშინია მარტო სთორიზე არ გაამახვილონ ყურადღება და გარემოც საინტერესო გახადონ შინაარსობრივად.

https://www.youtube.com/watch?v=vjF9GgrY9c0 ეცით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#31 » 28 Aug 2018 01:31

მე კიდე ის მაფიქრებს რომ ვიჩერის ნაირი სინემატიკური, დადგმული ექსპერიენსების მიდგომა ვაბშე არ უხდება ესეთ თამაშებს.

რაღაც ყ*ე შეგრძნებას იწვევს რომ ვაბშე არ მონაწილეობ ისტორიაში და ინგეიმ პერსონაჟებს შორის განვითარებული მოვლენების საჩვენებელი მოძრავი კამერა ხარ.

ცოტა მას ეფექტის, დეუს ექსის ან თუნდაც GTA-ს ელემენტები ჭირდება რომ ყლე AAA რელსებზე არ შეჯდეს.

ეხა პირადად რაც არ მომეწონა, გემოვნების პონტში:

ცოტა რაღაც ჯენერიქ AAA შუტერის ზახოდები ეტყობა. პირველ მისიაზე მთქნარება დამეწყო, არ მევასება სწორხაზოვანი მისიები შუტერში ძაან დამღლელია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სახეში რო გერჭობა უაზრო ინფორმაცია, Swat სტილის ოპორაციის პრიმიტული და დამღლელი სიმულაციებით.

კიდე ეს აგენტმა გიღალატა და ვირუსი ქონდა ზახოდი არ დამევასა. რაღაცნაირად მაგდებს სთორიში მონაწილეობის შეგრძნებიდან. ვითომ მაგარი აგენტი ვარ, ვიღაცის ჩიპი ავიღე, ვერ ვამოწმებ ვირუსზე და აღმოჩნდა რო მიღალატა და ა.შ. ანუ ვაბშე ჩემ დამოუკიდებლად ვითარდება სთორი და არაა ეგ კაი. უნდა იყოს ოპცია რომ მივხვდე მაგ ღალატის ამბავს და შემოვაბრუნო ჩემებურად სიტუაცია.

მისიების სტრუქტურაზე ძნელია შეფასება ერთი ვიდეოთი, მაგრამ იმედია Deus Ex მუღამში გაუშვებენ უფრო, გახსნილი ლოკაცია, შენ თითონ რო ირჩევვ როგორ გახვიდე და რაღაც Key წერტილებში სინემატიკი.

ის შეგძნება მინდა რო თამაშობ თამაშს და არა ყ*ე კინოს უყურებ.

მაგი თუ არა GTA-ს ნაირი დამაჯერებელი რეაქციები მაინც მინდა პერსონაჟებისგან, რო ცოტა ცოცხალი იყოს და გასართობი. თორე ეხა ამ მისიაში ვიღაც ყ*ე რეპერისთვის, ვიღაც უსახურ Thug-ებთან კონფლიქტში შესვლა და იმის გაგება რომ ვიღაც პიჟონმა მიღალატა რა არის საინტერესო ან სახასიათო მაგაში. ტრევორები, მაიკლები და რომანებია საჭირო და არა მექსიკელის კარიკატურა.

ტრისის მსახიობი ახმოვანებს მთავარ პერსონაჟს? რაღაც ეგეთი მელანქოლიური ხმა აქ :D

კაროჩე არ გადავირიე მე ნამდვილად და ბევრი რამე ცუდათ მომხვდა.

პოზიტიურ ნოტაზე, რაც წინა ტრეილერიდან მომეწონა ის აქაც არის. ატმოსფერო, ვიზუალი, ლოკაციები კარგია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#32 » 28 Aug 2018 02:35

მე დეუს ექსის მუღამს ვხედავ ძირითადად. როლის არჩევა თავისი ბექგრაუნდით რასაც გავლენა ექნება არჩევნებზე, საცხოვრებელი ადგილი, ქვესტში სხვადასხვა არჩევნის გაკეთება რომელსაც სხვადასხვა შედეგი ექნება მომავალში, სხვადასხვა ფრაქციებთან რეალისტური სინემატიკური ხარისხის ურთიერთობები რო რაც შეიძლება ახლოს გაიცნო, ვიჩერის მერე ფანტასტიკის სფეროა ეს ამათგან. ბლადლაინსის და დეუს ექსის მუღამში ჩამაგდო. ესენი არ და ალბათ ვერც ჩახლართავენ არჩევნებს Deadfire-ივით მაგალითად, არც რაღაც ღრმა lore-ისმაგვარს ველოდები რო სამყაროში ჩაძვრე და გამოიძიო ამბები, მოკლედ ვიჩერის მიდგომებიდან შეეცდებიან Deus Ex-ის გაკეთებას ძალიან დეტალიზებულ გარემოში და მაგით გაამდიდრებენ როულფლეის. კომბატი მე სულ მკიდია სროლა, სტელსი დამიდონ :D თან ნუ ეს ეხლა დემოა და შეიძლება აქედან არაფერი აღარ დარჩეს თამაშში როგორც თქვეს. ვიჩერის მერე ამ რაღაცის ყურებამაც კი გამომა*ლევა იმდენად ჩამთრევი რამე ჩანს, თორე ქვესტის სტრუქტურაზე და იქ პერსონაჟებზე ლაპარაკი ჯერ ადრეა ძალიან, იმ მანქანაში მჯდომის გარდა ყველა უსახური მეჩვენა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#33 » 28 Aug 2018 02:55

ეგ ყველაფერი როგორ განვითარდება გააჩნია. სთორის არჩევანი სიმართლე ვთქვა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, მაინც ბუტაფოირიული იქნება ასეთი მაშტაბის თამაშში. მთავარია მინიმალური არჩევანი მომცენ რომ პერსონაჟის ხასიათი გამოვხატო და დამოკიდებულება. და ნუ ტუპოი სიტუაციაებში არ გამჩითონ რომ იავნი მახეში შედიხარ, სიუჟეტის გამო. ნუ ეგ უფრო სთორის ხარისხის თემაა.

უფრო გეიმპლეი მინდა გახსნილი და ყოველ წამს ყურში რომ არ ჩამჩხაოდეს ვიღაცა ელემენტარული ვეშებზე. 3rd Person-ში კიდე ასატანია ეგეთი რამე და 1st Person-ში, მითუმეტეს custom პერსონაჟით, ძაან მიჯვავს კამპოტში ეგეთი რაღაცეები. რომ არ მაცლიან ჩემ გემოზე თამაშს.

Deus Ex კაკრას მაგიტომ ასწორებს რომ ზოგად დავალებას გაძლევენ და მაქამდე მისასვლელ ქვე-მიზნებს შენ თითონ პოულობ და განსაზღვრავ.

კაროჩე რამე სახასიათო უნდა ჩასვან ინტერაქტივის და სთორის სტრუქტურის კუთხით რა და ეგ ჯერჯერობით ვერ დავინახე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#34 » 28 Aug 2018 03:06

ეგ ყურში ჩხავილი პირველ მისიაში იქნება ალბათ, მეტი არამგონია. მე მეზიზღება საერთოდ მასეთი რამე :D მისიებზე მისასვლელ გზებს ალბათ გახსნიან, იმ დონეზე მაინც რო ვირჩევდე რომელიმე NPC-ს რეკომენდაციას გავყვე თუ ჩემებურად გადავწყვიტო, სხვანაირად რა მუღამი აქვს ამხელა სამყაროს ან ამის ვერტიკალებზე მუშაობას.
აი სთორის ხარისხი ისეთი თემაა, სანამ არ ვნახავთ ვერ გავიგებთ. მე მაგალითად ამ კომპანიის გაკეთებული მთავარი კამპანიის სთორი არცერთ თამაშში არ მომეწონა და ლოგიკურად არც აქ ველოდები დიდ წინსვლას, მარა ინდივიდუალურ ქვესტებზე მაგარ რამეებს აძრრობდნენ, ეხლა ეგ მაგარი რამეები რო წარმოვიდგინო რამდენიმენაირი გასვლის გზით და არჩევანით რომელიც მომავალში იქონიებს გავლენას, უკვე იმედიან განწყბას მაძლევს :D მეორე მხარეა რო მიდგომასაც გააჩნია ინდივიდუალურ ქვესტებს როგორ მიუდგებიან გეიმფლეის მხრივ და რამდენად იქნება ჩართულობა, ფილმის ყურება 1-2 არჩევნით როგორც შენ თქვი მართლა ხუინაა და არ მინდა :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#35 » 28 Aug 2018 03:37

მშვენიერი თუ პირველ მისიებში იქნება მარტო. მაგრამ მოკლედ როგორც მომავალი თამაშის სამაგალითო ტრეილერი არ მომეწონა. ბევრ კითხვებს ბადებს ხარისხის, სიღრმის და სტრუქტურის მიმართ და ვნახოთ შემდეგ ტრეილერებში როგორ ახსნიან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#36 » 28 Aug 2018 10:19

მაგრად დამევასა რაც ვნახე ტო, ატმოსფერო/ვიზუალური დეტალიზაცია ადგილზეა. პირველი ვორქ ინ ფროგრეს დემოდან მეტს არ ველი. ვფიქრობ, სერიოზული დონე დაიდება.

ჰოდა, პირველი მისია კი იყო სწორხაზოვანი. გინდა არ გინდა, მაინც მოგიწევდა იმ ბანდასთან "პერესტრელკა", მაგრამ, მაგას უფრო ისე ვუყურებ, როგორც შესავალს, რომელმაც თამაში რაღაც რელსებზე უნდა გაიყვანოს და იქიდან უკვე შენ ხარ კონდუქტორი. :დ

Riddick
Posts: 11696

Re: Cyberpunk 2077 - [Release Date: TBA]

Unread post#37 » 28 Aug 2018 15:32

მომეწონა ზოგადი სტილი, გემონებიანათ არი გაკეთებული ყველაფერი რაც ვიზუალს ეხება. განათების გარდა, რაღაც მომენტებში ვაფშე გამორთულია თითქოს.

მომეწონა ის რო ყველა ინგეიმ აქტივობა თამაშშივეა გამართლებული. ანუ თვალის აუგმენტაციას იკეთებ რო დაზუმო, იარაღის პარამეტრების გასაგებათ ხელის აუგმენტაცია გჭირდბეა და ეგეთი ელემენტები.

მომეწონა დიალოგები, რეალისტურად და მსუყედ არი გაწერილები, იგრძნობა სტუდია.

პერსონაჟებიც თემაა, აშკარად ნამუშევარი სახეებია. ის რიკაშეტი როა წითელი თვალებით, "ბიოს თუ არ მოწევს რო ვერ ლაპარაკობს" მაგაზეც ვიცინე )) ვაფშე ეგ ბანდა თითონ იმენა მხატვრული პიზდეცია, მაგ ნახევარ თავ მოჭრილი ფსიხებით. ეგეთი ჟუტკი "მტრის მასა" კაი თემაა, ერთი სიამოვნება იქნება მაგათი ხოცვა.

მანქანაზე გავჭედე და ნუ იარაღები და გაჯეტებიც ცვეტში დორბლია :) დროის შენელება, ტყვიების რკალური ტრაექტორიით სროლა, ხელების ბლეიდები, დამხმარე ობობა, ეგზოსკილეტები, მანქანის დამცავი დრონები. იმდენი რამეა რო Dishonored გამახსენდა. ძაან ბევრი კაი ვეში რო გაქ, მარა თამაში კონტენტი რო არ გყოფნის ყველაფრის გემრიელად გამოყენებისთვის.
მამენტ ეს მრავალფეროვნება უფრო იმას ამბობს, რო მოშნად ექშენი იქნება თამაშში, რაც დიდიათ კარგი არაა (საერთო დამაჯერებლობისთვის).

ლოკალური მისიების წყობით აშკარად Deus Ex გავს.
ისე როცა უკვე სიუჟეტის ხარისხზე მიდის ბაზარი და თან ყველა ნაბიჯზე რო გინდა რო შენ გადაწყვეტილებას იღებდე და ისე იცვლებოდეს სთორი - ანუ თითო ქვესთს თავისი განვითარების რამდენიმე ვარიანტი უნდა ქონდეს გაწერილი, თან ხარისხიანად, პლიუს საერთო მოვლენებზე უნდა იყოს მორგებული ეს ვარიანტები, ისე რო დინამიურად იცვლებოდეს ისიც და რაცმთავარია ბოლოს გამოდიოდეს რამე დამაჯერებელი "თესლა სთორი". თან მეგაპოლისის ხელა ქალაქში )) ესენი კი მაგარი ჩოკნუტი ტიპები არიან, მარა ეგეთი ვაილდ მოთხოვნები მე არ მაქ. GTA 5 სიტყვაზე, რამდენიმე მისიის გარდა, ყველაფერი დაშტამპულ ექშენ ფაფამდე დადის.
ქალაქში მთავარი სიუჟეტიდან დამოუკიდებელ რამე აქტივობებს თუ გააკეთებენ ეგეც საკმარისი იქნება, აქ იმხელა მაშტაბზეა ლაპარაკი. ბოლო ბეტმენისეული, პროცენტული საიდ მისიები მინდა აქ, იდეალური იქნება + მინი მექანიკებიანი სტრიპ ბარები, არკადები, ბილიარდი, პოკერი და თემები.

მაგ პონტში ერთადერთი რაც მაინტერესებს არი ქალაქის სტრუქტურა. რაღაც Sleeping Dogs შთაბეჭდილება დამრჩა და თუ ეგრეა გამიტყდება. იქ იმენა ქალაქის სიმულაციაა. გაქ რაღაც მონაკვეთები სადაც შეგილია რო იარო, ძირითადად სწორხაზოვნად და ფონზეა მიხატული მთავარი ქალაქი. და არა ისე რო სადაც გაიხედავ მიდიხარ.

იტოგში იმის მიუხედავათ რო მაგრად მკიდია აუგმენტაციები და ესეთი მომავალი, თამაშის სახით მართლა სიამოვნებით ველოდები.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#38 » 28 Aug 2018 22:35

მაგან დამაფიქრა, ეგეთი დიდი World და მართლა დინამიური სთორი. ჭკვიანური მიდგომით კი არის ეგ შესაძლებელი, პროსტა დაგეგმაზე მოუწევთ პახაობა მეტი სცენარისტებს.

ანუ:
1)რო გქონდეს რამე გახსნილი და გლობალური მიზანი. მაგალითისთვის Baldur's Gate 2-ში მიზანია 20,000 ოქრო ააგროვო რომ გემი დაიქირავო.
2)ლოკაციებიც თავიდანვე გახსნილად რომ დაადიზაინერი. მიზანია X და როგორ მიაღწევ შენზეა.
3) გადაწყვეტილებები მაქსიმალურად იზოლირებულად რო ქნა, ანუ იყოს გადაწყვეტილებები რომელიც ძირითადათ ეხება ლოკალურ ქვესტ კლასტერს, და ამ ყველაფრის გამოკვეთილი შედეგი უკვე მოქმედებდეს დანარჩენ ქვესტებზე. მაგალითად ნუგზარ ბარიგას თუ მოკლავ, მაგის ბანდაში ქონდეთ რეაქცია, სხვებს კიდიათ. მარა მთელ ბანდას რას უზამ მაგაზე უკვე დანარჩენი world რეაგირებდეს.

მერე შედეგობრივი განშტოტება დაახლოებით ესეთი ელემენტებისგან იქნება:
ვიღაცას მოწონს შენი საქციელი, არ მოწონს, ნეიტრალურია.(ამის განზოგადებაც შეილება, თუ მიცემ მოთამაშის ქმედებას წონებს. აგრესიული + 5, ანტი ბაიკერების ბანდა +3. და მერე NPC შეკრიბავს ამეებს და გადაწყვეტს თუ მოწონს შენი მიდგომა.)
ზოგ ქვესტში რამე მინი გასვლის გზა გაგეხსნა.
NPC ან გაზეთი და ა.შ. აკომენტარებს შენ საქციელზე. (თითო NPC-ზე 10 დამატებითი დიალოგის ხაზი სავსებით საკმარისია, ყველაფერზე რო გიკომენტოს ძაან ხელოვნური იქნება)

ეს ყველაფერი უკვე სავსებით დამაჯერებელ და დინამიურ სთორის ქმნის, მეტის მოთხოვნა უმეტესობას არ ექნება მსგავსი მაშტაბის თამაშის მიმართ. პახოდუ დიდად არ ზრდის სამუშაოს, 15~20% ალბათ მაქსიმუმ ჭკვიანური მიდგომით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Cyberpunk 2077

Unread post#39 » 28 Aug 2018 22:41

ხო ეგეთ რამეს ველოდები მე ყველაზე კარგ შემთხვევაში. დაყრილი ქვესტები შესასრულებლად და ცალკე მეინ სთორი არ მინდა მე, შეკრული უნდა იყოს და მიზანი აერთიანებდეს, თუნდაც ფულის ან რეპუტაციის სახით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Shut
Posts: 329
Contact:

Re: Cyberpunk 2077

Unread post#40 » 28 Aug 2018 23:47

არვიცი current gen კონსოლებზე რატო აპირებენ გადატანას მართლა ესეთი დიდი თამაში თუა, მილიონებზეა ლაპარაკი და დაიკიდონ ეს დედამო.. ძველი ტექნოლოგია და გადაერთონ ბოლომდე რო რაღაც მართლა კარგი გამოვიდეს.

"Every platform only has so much performance," Tost explained. "If you think about it, as a developer, how do you want to root this performance? Do you want to have more NPCs? Do you want to fill a large city space? Or do you want the environments to be more destructible? Do you want the lighting to be better, or do you want to have more complex AI," he said.

თვითონ თქვეს თან და მაგრად გატეხავს მაგის გამო მთლიანობაში რომ რაღაცეებზე შეზღუდული ხარ.

პროსტა ფულის თემაა ისევ და ეგ ბაზარია. GTA 5-ზე რაც იყო ხალხმა ყველა კონსოლზე რო იყიდა და ბოლოს PC-ზეც იგივე უნდათ რა. )))))))
ცოდვააო, აღარ მიგიღებენო.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 57 guests


cron