Song of the Deep, გამოცდილება > PS, PC, XONE

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Song of the Deep

Unread post#1 » 31 Jul 2018 13:13

2016 წელს გამოსული, პატარა, ლამაზი და მომენტებში გაუმართავი მექანიკების გამო გამაღიზიანებელი მეტროიდვანია წყალქვეშა სეთინგში.

>>>

დეველოპერში Insomniac Games უწერია, მარა თამაშს რო თამაშობ გგონია რო ერთი, ან მაქსიმუმ რამდენიმე ადამიანის გაკეთებულია. სიუჟეტი და მოწოდების ფორმა პატარა ბავშვების ზღაპრების წიგნის დონეზე ხდება, რაზეც ვერ ვიტყვი რო მომეწონა. ზოგადად აზრობრივადაც ფასეულობას არ წარმოადგენს - მეზღვაურის შვილი გოგონა ეძებს ზღვაში დაკარგულ მამას. ნუ პრინციპში ესეთ მინიმალისტურ თამაშს მეტი არც ჭირდება, უბრალოდ ნარატივის ფორმა რაღაც ზედმეტად დრამატიზებულია, რის გამოც სასაცილო ხდება ბოლოს.

ცალკეულად აღებული თამაშის ელემენტები დიდათ წამოსაჩენი არცერთი არაა, მაგრამ ერთიანობაში კარგად მუშაობს. მაგ. ვიზუალი რომელიც ვთვლი რო აშკარად პლიუსია, ზოგ ლოკაციებში საკმაოთ უსახური ხდება. გეიმფლეი მექანიკები ერთის მხრივ ბევრი და გამოსადეგია, დინამიურად იხსნება გასვლის პერიოდში და საკაიფო დონის მრავალფეროვნება შეამოაქ, მარა მეორეს მხრივ ზოგის ფუნქცია ზედმეტად თითიდანაა გამოწოვილი. ლეველდიზაინზეც და ფაზლებზეც იგივეს ვიტყვი, სამყარო საინტერესო და მრავალფეროვანია, მაგრამ არი მომენტები სადაც აშკარად ტექნიკური პოლიში აკლია როგორც ლოკაციებს (წინა და უკანა ფონების განსხვავება ზოგ ადგილას ძაან სლაბია), ასევე ფაზლებს.

ერთი სიტყვით თამაშის ყველა ხარვეზი პატარა დეველოფმენტის გუნდის დამახასიათებელი შეზღუდვების მსგავსია (რესურსის უკმარისობა), მაგრამ საერთო სურათს ნამდვილად ვერ აფუჭებს.
ამ ყველა უხერხულობის გააზრების მერე თუ მაინც აგრძელებ თამაშს, გრჩება რელაქსაციური და ძალიან ატმოსფერული პატარა ინდი, რომელშიც საკმაოდ კარგად მუშაობს მეტროიდვანიის იდეები.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests