ABZÛ, გამოცდილება [PC, Xone, PS4]

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

ABZÛ

Unread post#1 » 25 May 2018 21:09

ABZÛ
>>>

Uncharted 4, Batman: Arkham Knight, Dishonored 2 ბოლო წლების ფენომენალურად ლამაზი თამაშებია რომლებმაც ამ კუთხით მართლა შეუდარებელ სიმაღლეს მიაღწიეს ჩემი აზრით. ნამდვილად კარგი იყო ბოლო ვიჩერიც, მაგრამ ABZÛ სხვა კუთხით უდგება თემას. სილამაზე აქ ცენტრალური ელემენტია და მხატვრულ ფასეულობამდეა აყვანილი, ყველაფერი მის გარშემო მუშაობს და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი არაფერი არ მინახავს. თუ არ ჩავთლით Journey, რომელიც ასევე იგივე იდეის გარშემო ტრიალებს და არის თავის დროის მოვლენა, ABZÛ კი მისგან წინ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი. ამას ხელს თვითონ სეთინგიც სერიოზულად უწყობს ხელს. თამაშის მთლიანი მოქმედება ოკიანეში ხდება, სადაც დეველოპერები ფაქტიურად მთელ სივრცეს აცოცხლებენ. ამ ყველაფრის ნახვა იმდენად შთაბმბეჭდავია, რომ პირველი ჩართვის მერე 10 წუთში გავთიშე თამაში და მივხვდი რო სპეციალური განწყობის გარეშე გაგრძელება არ ღირდა. ზოგადად შთაბეჭდილების ხარისხის გადმოცემა რო შევძლო ალბათ ყველაზე კარგად Tomb Raider II-ის, ბავშობიდან გულში ჩაბეჭდილი ოსტის, სულიერი გამგრძელებელი კომპოზიცია დამეხმარება. უნიკალურ დონეზე გაცოცხლებულ ოკიანეში მოხვედრის და ამ ნოტების გაგონების ფონზე უცებ -"მე შენი ღირსი არავარ" ტექსტის თქმა მომინდა :)
თამაში ისედაც არ არი ძალიან დიდი, ამიტო მეტ დეტალებში შესვლას არ დავიწყებ, სიამოვნებას აღარ დაგისპოილეტებთ. ბოლოსთვის რამდენიმე სქრინშოტს დავდებ და დაველოდები თქვენ პირადი ექსფერიანსის გაზიარებას თუ მიხვალთ მაქამდე, რის გაკეთებასაც ნამდვილად გირჩევთ

Screenshots: https://i.imgur.com/7yHAMWV.jpg / https://i.imgur.com/jbC1kIo.jpg / https://i.imgur.com/RIgxiGv.jpg / https://i.imgur.com/P7iov4F.jpg

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 22 guests


cron