რამდენიმე თვის წინ მომივიდა აზრი თუ რა უნდა მექნა ჩემი სეგას თამაშებისთვის, რომელიც თავის დროზე აქ მაქვს ნაყიდი თითო 10 ლარად. ეს კარტრიჯები ჩვენთან აზიიდან და რუსეთიდან შემოდიოდა და ისე იყიდებოდა, არაორიგინალ ყუთებში. რაც შეეხება თამაშებს EPROM-ებზეც არ იყო ჩაწერილი მარა თავის მოვალოებას ასრულებდა მაინც, ასე რომ თითონ board-ზე ჩაწერილი კონტენტი პირდაპირ ორიგინალიდან არის დაკოპირებული. ნეტში სეგას ფორუმებზე გადავაწყდი როგორ აკეთებდა ხალხი ეგრედწოდებულ რეპრო თამაშებს. რეპრო ნიშნავს საკუთარი ხელით მატერიალების გამზადებას, board-ზე თამაშის ჩაწერას ან ჩაწერილის ყიდვას და ამ ყველაფრის ორიგინალ ყუთში შეფუთვას. ამ ლოგიკით ყველა აქ გაყიდული თამაში რეპროს წარმოადგენდა, ამიტომაც დავიწყე ინტერნეტში ქავერების მოძიება და ორიგინალ ყუთებზე ნადირობა.
თითონ კარტრიჯის clamshell ყუთი რთული საშოვნელია და ამ ეტაპზე გამოვრიცხე მაგრამ თითონ კარტრიჯებიც არ აღმოჩნდა ადვილად საშოვნელი. არის ორი ვარიანტი: ერთია რომ ყიდულობ სპეციალურად დამზადებულ კარტრიჯებს ტიპისგან/მაღაზიისგან ვინც ამას სპეციალურად ამზადებს, რაც 5-6$ ია თითო ადა ამას ემატება შიპინგი, მეორეა რომ ყიდულობ ორიგინალ სპორტ თამაშებს ან კოლექციებს, შლი და სხვა board-ს დებ შიგნით. რა თქმა უნდა მეორე ვარიანტი ფასითაც და ხარისხითაც ოპტიმალური იყო და 15$ ად 13 სპორტ თამაში ვიყიდე, ანუ თითო კარტრჯი სადღაც 1.5$ დამიჯდა რაც ძალიან იაფია.
ყველაზე რთული ქავერების მოძიება და დამზადება აღმოჩნდა რადგან ფაქტიურად ნორმალური ქავერი არსად არ იშოვება. უნდა იპოვო clamshell-ის ქავერი, შემდეგ კარტრიჯზე გადაღებული სურათი იბეიზე და იწვალო რო ეს ორი ერთმანეთს იდეალურად დაამთხვიო, შემდეგ ტექსტური ნაწილი და ფონტების შეტავსება და მიმგვანებაა საჭირო. მოკლედ სადღაც 100 საათზე მეტი დამჭირდა ჩემი ფოტოშოპის noob სკილებით თითქმის ორიგინალის დონეზე მისული ქავერები დამემზადებინა, მაგრამ პარალელურად ფოტოშოპსაც ვამუღამებდი და ეგ პლუსი ქონდა ამ ფანატიკურ წამოწყებას. საკმაო რაოდენობა დავამზადე და ხანდახან როცა მუღამზე ვარ ავირჩევ ხოლმე თამაშს და ვეძებ მასალას სტიკერის დასამზადებლად.
ამის შემდეგ კარტრიჯებზე სტიკერების აცლას და გასუფთავებას მოვუნდი რაც ასევე რთული აღმოჩნდა. პირველ რიგში ცხელ წყალში სჭირდება დალბობა (არა მდუღარეში) და შემდეგ აცლა, მაგრამ რჩება წებო რომელიც პრობლემაა. როგორც იქნა რამდნეიმე კარგ ხერხს მივაგენი სახლის პირობებში და თუ დაგჭირდებათ აქაც დავწერ რომ სტიკერის წებოს ასაცლელად ზეთი, აცეტონი და სარეცხი ჟელე სხვადასხვა კომბინაციებით მშვენიერ შედეგს იძლევა )))
ბოლო ეტაპი სტიკერების ამობეჭდვარა და დაკრობა დამრჩა და ეს კიდევ ერთი პრობლემა გახდა, რადგან მაქსიმალურად ორიგინალთან მიახლოებულ სტიკერის ხარისხის შოვნა ურთულესია, ამიტომ სხვადასხვა ხერხები არსებობს რაც დღემდე ჯერ კარგად არ ვიცი. მოკლედ ამასობაში ჩემი დის მეგობარს შეძლებია ამ სტიკერების ბეჭდვა და სატესტად რამდენიმე სტიკერი ამოვაბეჭდინე, ზოგი იმ თამაშის რაც მქონდა და ზოგი იმის რასაც ჩინური მარკეტიდან გამოვწერ და ყუთს გამოვუცვლი. დაბეჭდილი საკმაოდ კარგი გამოვიდა, რაც გამიკვირდა, ამიტომ ავდექი და დავაკარი, თუ მომავალში რამე წუნი შეექმნება აცლას და გასუფთავებას აღარაფერი უნდა.
ეს კი ჩემი რეპრო კოლექცია (დაუსრულებელი), არაადეკვატური ფანატიზმის შედეგი :D
http://i.imgur.com/MnpPagO.jpg
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.