Unread post#304 » 30 Sep 2017 05:44
თითქოს მახსოვს რო თემა გვქონდა მარა ვერ ვიპოვე, ამიტომ აქ დავწერ.
Her Story ვითამაშე. შეიძლება ითქვას რომ ორი საათით ჩემ სტიქიაში მოვხვდი - გავითავისე გამომძიებლის როლი, ჩავუჯექი ძველი დატბორილი არქივიდან გადარჩენილ ვიდეოებს ძველებურ კომპიუტერში და შევყევი და შევყევი. თამაში შედგება ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალის დაკითხვისას გადაღებული ვიდეო რგოლებით, რომლებიც დაჭრილია 15-20 წამიან ფრაგმენტებად, თითოეულ ვიდეოში კონკრეტულ თემაზე მიდის ლაპარაკი, ამ თემებამდე კი სხვა მოსმენილი თემებით ხდება მისვლა. გეიმფლეი არის სიტყვების დასერჩვა, რითაც ახალ ახალი ვიდეოების აღმოჩენა ხდება სადაც კონკრეტული დასერჩილი სიტყვა იქნა გამოყენებული. პროცესი არის ძალიან ორიგინალური, საინტერესო და ჩამთრევი. ამ ამოსახსნელი ქეისის საქმეც ძალიან საინტერესოა და ღრმა ფესვები აქვს, არც ზედმეტად დამღლელია და არც ადვილი, ინტრიგა ყოველ ნაბიჯზეა.
ამ სასიამოვნო საქმით ძალიან გავერთე და საკმაოდ ღრმადაც ჩავედი, ცალკე თამაშში მოვინიშნე საინტერესო ხელმოსაჭიდი ვიდეოები, ცალკე ბლოკნოტში ავღნიშნე საკმაოდ საინტერესო დეტალები, თითქოს მივადექი მოტივს, ან არსებობდა თუ არა საერთოდ მოტივი, თითქოს მკვლელობის არსს და დამნაშავეს მივაგენი, ამ დროს მოვიდა მესიჯი რომელმაც მკითხა მოვრჩი საქმეს თუ არა, პირველ ჯერზე ვუპასუხე არათქო და რო მორჩები შემატყობინეო. გავტესტე და ვუთხარი მოვრჩითქო, შემდეგ მოტივზე მკითხა და ვუპასუხე ეგ არ ვიცითქო, ამის შემდეგ საერთოდ გამომთიშა გამომძიებლის როლიდან, საერთოდ თავზე დამინგრია მთელი ორსაათიანი მუღამი, გამოდი გარეთ შემხვდიო და დამთავრდა თამაში, დანარჩენს მერე მიუბრუნდიო მითხრა თან. აი ეს ისეთი wtf რაღაც იყო რო უბრალოდ ვერ მივხვდი ვისთვის შექმნეს ეს თამაში. რეალურად ასეთი რამე უნდა იყოს მოაზროვნე ადამიანისთვის, ხოლო მოაზროვნე ადამიანს შუაში არ უნდა დაუმთავრო თამაში. დარქ სოულსში რო npc მოვიდეს და იკითხოს გაიგე რა ხდებაო? და რო უპასუხო კიო და დამთავრდეს თამაში დაახლოებით ასეთი შეგრძნება დამრჩა.
ამასობაში Cuphead-იც გამოვიდა და როგორც ველოდებოდი გამართლდა და ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა. გეიმფლეი საუკეთესო რეტრო ტრადიციებზე დგას და ვიზუალი ხო ცალკე მულტიპლიკაციის დონეზე ასული ნამუშევარია. რაც აჩვენეს და რა მოლოდინიც გააჩინეს ის აასრულეს, აი ამათ ქვიათ წესიერი და კარგი ხალხი, წარმატებებს ვუსურვებ ნებისმიერ ახალ დეველოპმენტში, და ამათ თამაშსაც აუცილებლად ვიყიდი <3
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.