Homeless GAMES, თამაშები თემების გარეშე

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#281 » 10 Aug 2017 09:13

Hellblade: Senua's Sacrifice : პირველ რიგში უნდა ითქვას, და ზოგი არ დამეთანხმება მაგრამ მთელი ეს თამაში არის მასტურბაცია. საკუთარ ორ ხელს კიდე ერთი უცხო ხელით დახმარებული მასტურბაცია, აგებული Ninja Theory-ის რეჟისორის ფეტიშის გარშემო, რომელიც ჯერ კიდევ Heavenly Sword-ში დაიწყო და ამ თამაშში მთლიანად აისრულა. კერძოდ კი პერსონაჟის მიერ კამერაში ყურება და პირდაპირ მოთამაშესთან საუბარი, მანამ კამერა ტრიალებს სხვადასხვა არკებით პერსონაჟის გარშემო.

ამის გარდა კიდევ არის მომენტები რამაც შეილება ძალიან უარყოფითად განაწყოს მოთამაშე, თუნდაც ისტორიის აზრი და ენდინგი, კომბატი, პაზლები და ა.შ.

მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავათ ეს არის დასაფასებელი თამაში.

სიუჟეტი კელტი, კერძოდ კი სახის მღებავი პიქტების კლანის ქალზეა, რომელსაც ბავშობიდან შიზოფრენია ჭირს და სხვა რიგი მენტალური დაავადებები, მის კლანს შეუტევენ ვიკინგები, დაუხოცავენ ყველას მათ შორის შეყვარებულს, რომელიც ასევე ერთადერთი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში ვინც შანსი მისცა, მოუსმინა და გაუგო გიჟ გოგონას.

სენუა მოჭრის თავს შეყვარებულის გვამს, რომელშიც ვიკინგების მითებით ადამიანის სულის გასაღები ინახება, და მიაქ ვიკინგურ ჯოჯოხეთში რომ მისი მეუფე ჰელ-ისგან დაიხსნას სული.

ეს ყველაფერი მართლა ხდება, ნახევრად ხდება რეალობაში ნახევრად წარმოსახვაში, თუ მთლიანად წარმოსახვაში ხდება მანამ სენუა შიზოფრენიის შეტევით შეპყრობილი დაფერფლილ სოფლის მიწაზეა გაწოლილი, უკვე თამაშის პროცესის და თქვენი სუბიექტური დასკვნების ნაწილი იქნება.

კომბატი თამაშში ქლიავურია, პაზლები ბანალური, გარემო ნა ლუბიწელა, მარა მე გაცვეთილი მომეჩვენა. უფრო ლამაზი შეილებოდა.

ეხა რაც შეეხება თითონ თამაშის დაპირებებს:

1) ფსიქოლოგებთან და მენტალურად დაავადებულ ხალხთან კონსულტაციით შექმნილი თხრობა და გეიმპლეი.
ტიპიურ ჰოროზე უკეთ რომ მიუდგნენ საკითხს უდავოა, გეიმლეიში ჩართვა მე პრიმიტიული მომეჩვენა, თუმცა მენტალური დაავადების საკითხს არ ვიცნობ კარგად ამიტომ შეილება და ეს პატერნების გარემოში დანახვის პაზლებს უფრო ღრმა დატვირთვა ქონოდა ვიდრე მე აღვიქვი.
სიუჟეტურად, მართლა იყო ისეთი მომენტები თამაშში სადაც სერიოზულად დამძაბა და მაგრძნობინა როგორია მენტალური დაავადების გავლენის ქვეშ ცხოვრება, და წარმოვიდგინე ნამდვილი სიჟუტკე საკუთარი გონების მიერ წამება როგორი გაუსაძლისი უნდა იყოს.
2) ღრმა ფსიქოლოგიური სიუჟეტი. ესეც ალბათ ნა ლუბიწელა, ისეთი გახსნილი ფორმის სიუჟეტი იყო მთლიანობაში და ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ვისაც მოგეწონებათ თამაში ძაან მაგრა, რომ ჩაუღრმავდეთ სიმბოლიზმს და სცენებს, შეიძლება იპოვოთ ეგ სიღრმე. მე სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ვიპოვე ეგეთი სიღრმე და ტრაკის თამაშად მომეჩვენა ეგ სიუჟეტური გასხსნილობა.
3) საინტერესო ექსპერიენსები. - არის ერთი ორი მართლა შედევრი. განსაკუთრებით სიბნელეში ტესტი. მთლიანობაში 80% არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ ჰაილატები მართლა ეპიკური იყო.
4) მითოლოგიური ჯოჯოხეთის ატმოსფერო და ვიზუალი საინტერესო.
მე არ მომეწონა ეს თემა, არცერთი კუთხით. ვინც ვაბშე არ იცნობთ ვიკინგების მითოლოგიას შეილება უფრო დაუმუღამოთ, მაგრამ ჩემთვის პროსტა ვიკიპედიიდან მოჭრილ მითების დესკიპშენს კითხულობდნენ თითქოს ეგეთი მომენტი იყო. რამე თავისი რო დაემატებინათ და სიმბოლიზმით ჩაექსოვათ სთორიში უფრო გაასწორებდა. ეხლა theme park ატრაქციონის ფუნქცია ქონდა.
კელტი რატომ მიდის ვიკინგების ჯოჯოხეთში მაინდამაინც მაგაზეც ვერ მივიღე საფუძვლიანი და დამაჯერებელი პასუხი.


თუ თამაშს დააპირებთ ეს რამდენიმე რაღაც გაითვალისწინეთ.
1) პირველი ერთი საათი უკიდეგანო ტასკაა, 4 წუთი პროსტა მდინარეში მიცურავ და უყურებ ტიტრებს :(
2) შემდეგი ორი საათი ტუპოუ სლეშერია, უაზრო პაზლებით.
3) მაგის მერე იქოქება და ვაბშე სხვანაირად მიდის. დინამიკაც და ატმოსფეროც ათმაგათ უმჯობესდება.
4) თუ ყველა Lore რუნის მოსმენა გინდათ, ფრთხილად იყავით ახალ პაზლების დატრიგერებაზე. დიდი შანსია გამოგატოვინოთ მაგან. ყველას თუ აიღებთ ერთ პატარა სცენას ხსნის ენდინგში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#282 » 12 Aug 2017 06:47

Hellblade: Senua's Sacrifice - ძუნძულის სიმულატორია, თანდათან ტანჯულობის სიმულატორი ხდება ისეთ სამყაროში სადაც ვერაფერი ვერ გაინტრიგებს, ვერც დამამშვიდებლად მოქმედებს. თავიდან ერთი შეხედვით ძალიან ატმოსფერულია სამყარო, მარა უშინაარსო, ვერ მოდის ახლოს, თითქოს გარემო გაფორმებაა მარტო. მოგვიანებით მითოლოგიის გამო უფრო საინტერესო ხდება ლოკაციები.

ლეველებში საინტერესო არაფერია, მიზანი არის ფაზლების გაკეთება და ბილიკზე სიარული. რუკების მოწყობაც მთლად კარგი ვერაა, ერთი ორგან საკმაოდ ცუდი მომენტი დავიჭირე რაც არ მესიამოვნა: ზოგ პლატფორმაზე შეიძლება ასვლა, ზოგზე - ვერა, ზოგან ჩახტომა, ზოგან - ვერა, გზაზე შეიძლება ქვის დაბალი პლატფორმა იდოს რაზეც ვერ გადაიარო და მარტო გვერდის ავლა შეიძლებოდეს, გააჩნია დეველოპერს როგორ უნდა იმ მომენტში. კიდევ იყო ერთი შემთხვევა ბოსისგან რომ გამოვედი კიბე ადიოდა ხვეული, რაღაც მომენტამდე ავედი და კიბე გაგრძელდა ხოლო პერსონაჟი დარჩა, ახლიდან დავატრიგერე ამ ადგილას ფაზლი და შევძელი ასვლა - ბაგი იყო. მოგვიანებით თამაში უფრო სწორხაზოვანი ხდება და ლეველები ოდნავ საინტერესო.

თამაშის რამდენიმე საათი გადის ძუნძულში, შემდეგ ძუნძულში და კომბატში, შემდეგ უფრო სწორხაზოვანი თამაშის სახეს იღებს და ბოლომდე ასე რჩება.

ფაზლები დამღლელი და ერთფეროვანი აქვს, ერთი ორჯერ რო გააკეთებ საკმარისია, აქ კიდე მიადგნენ და ჩაყარეს ერთი და იგივე. აძვერი, შეხედე, გაიხედე, გამოიხედე. ამასთან ერთად ლორსთოუნებია მიმობნეული რომელიც მითოლოგიის ლექციებს კითხულობს და ენდინგამდე სცენის გასახსნელად საჭიროა ყველას მოგროვება. ამ ლორსთოუნების გახსნაც დამატებით ძიებას ითხოვს და სწორხაზოვანი ლეველის ზედმეტად თვალიერება და კუთხეებში მიდებ-მოდება ხდება საჭირო, ზოგჯერ ფაზლებთანაც კია კავშირში, ხოლო თუ რუკის გამოკვლევა ბოლომდე არ მოხდა, ადვილად შეიძლება გამოტოვება და უკან დაბრუნებაც შეუძლებელი გახდება. ხელოვნურად მომეჩვენა ამ ლორის ჩადებაც, ძალიან მარტივად უბრალოდ თემატურად დაკავშირებულ ამბებს ყვება.

სთორი არაფრით გამორჩეული არ აქვს, ბანალური და ბევრჯერ ნანახი იდეის გარშემო ტრიალებს. მენტალური პრობლემების მქონე პერსონაჟს ეხება რომელსაც მძიმე ოჯახური პრობლემები შეხვდა და რომლის გაგებაც რთულია მისი სხვანაირი ფსიქიკის გამო. მთელი ამბავი ფსიქოლოგიური სტრესის და შინაგანი ბრძოლის გარშემო ტრიალებს, რისი გამომწვევიც საყვარელი ადამიანის სიკვდილი გახდა. ცუდი სთორი ნამდვილად არ არის მარა გადასარევიც არაფერია. https://youtu.be/moSFlvxnbgk ეს სიმღერა უნდა იყოს ამ თამაშის მთავარი საუნდტრეკი )))

რომელიღაც დეგენერატს თავში მოუვიდა რო შინაარსის გადმოსაცემად ვითომ მაღალი ლიტერატურული დონე დაეჭირა და ეს დიალოგები ცნობიერების ნაკადით გადმოსცა, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა და ქაოტურ ი და გაწელილი სახე მისცა. ზოგადად ეს მიდგომა მაღალი დონის ლიტერატურას ახასიათებს, აქამდე კი ძალიან შორია ამ თამაშის სთორისთვის. ერთი ხმა სამი ინტონაციით ყოვლად უინტერესო და უაზრო რაღაცეებს ლაპარაკობს, აზრი რაც გამოდის კიდევ უფრო უინტერესოა, თან ამ "დამაფიქრებელი" წიაღსვლების მოსმენა შეიძლება ფაზლის ამოხსნისას ხდებოდეს და თან რომელი რას ამბობს გარკვევაც უფრო რთული გახადოს. პერსონაჟი, სამი ქალის ხმა, კაცის ხმა და მოთამაშე ერთმანეთთან ურთიერთობენ თითქოს გაუგებრად. რთულია გაგება ვინ ვის რას ეუბნება ან რისთვის ეუბნება, უბრალოდ რაღაც დეტალებს იხსენებენ და ბექგრაუნდ სთორის ავსებენ, თითქოს ვიღაცის სახლიდან გამოდიოდეს ხმა. ხშირად მინიშნებებს იძლევიან მარა რომელი ამბობს იმ სამი ხმიდან ესაც გაუგებარია. მოგვიანებით სხვა ხმებიც ჩნდება და შინაარსის მიყოლა შედარებით შესაძლებელია. სინამდვილეში შინაარსი საკმაოდ პატარა და მარტივია და ამდენი დიალოგი საერთოდ არ სჭირდება - ვფიქრობ განწყობის შესაქმნელად უფროა ჩასმული.

კომბატი ერთფეროვანი და უინტერესოა: დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე.. მტრები ვითომ რეალისტურია და როგორც მეომარი მეომრებს ებრძვი, მარა მოსაწყენია სულ ერთი და იგივე. ბოსები მომეწონა, აქ კომბატიც საინტერესო იყო და ბრძოლის ვიზუალური და აუდიო გაფორმებაც, კარგი მითოლოგიური ბრძოლის შეგრძნებას ტოვებდა, მარა განსაკუთრებილი არ ყოფილა არაფერი, ზოგ თამაშში მობებია ამ ბოსების დონის. არის კიდევ ერთი დეტალი რაც ვერ ვნახე, მაგრამ როგორც ამბობენ საკმარისი რაოდენობით თუ მოკვდება პერსონაჟი, თამაში მთავრება და ახლიდან დაწყება ხდება საჭირო. თამაშშიც წინასწარი გაფრთხილებაა ამის შესახებ, მარა აზრი რა არის ამ ჩელენჯის არ ვიცი, რეალისტურობა არ არის, ჰარდკორ არ არის, სკილზე დაფუძნებული რაღაც მიზნის მიღწევაზე რო იყოს არც ეგ არ არის, უბრალოდ არის და მორჩა.

სამყარო ვიზუალურად კარგია და ატმოსფეროზე ნაფიქრია, ამინდებიც ლამაზადაა, მარა არის ადგილები, სადაც წინ წვიმაა და უკან მზეა, ამ ლოკაციების დამაკავშირებელი კი შეიძლება ერთი ხის კარი იყოს მარტო. მენტალურად არამდგრადი მთავარი პერსონაჟის ყოლა ამართლებს ალბათ ამ ელემენტს ))
მსგავსი რაღაც არის მუსიკაზეც - კარის ზღურბლის გადაბიჯებისას შეიძლება გაითიშოს და გადმობიჯებისას ჩაირთოს. სხვა მხრივ ატმოსფერული და ძალიან კარგი გაფორმებაა, ერთადერთი თამაშს თუ რამე აცოცხლებს, მომენტებში სწორად ჩასმული კარგი მუსიკაა.

ანიმაციების და კამერის მუშაობის მხრივ მაღალი დონეა, მოკაპი მოდელით იმარიაჟეს და ყველა სცენა ამ ერთ გოგოს ემსახურება, ერთი მსახიობის თეატრია და კარგი შესრულებაც, ანიმაციური ფილმივით არის მისი სცენები. პერსონაჟს რაც შეეხება ჩემი აზრით მახინჯია და მომენტებში ძალიან გამაღიზიანებელი მიმიკები აქვს.

ანიმაციური ფილმი შეიძლება გაკეთებულიყო ამისგან, ატმოსფერული და კარგი საყურებელი შეიძლება გამოსულიყო, მარა შვიდ საათზე ამისი გაწელვა იმ სახით როგორც მაღლა მიწერია, მნძრეველობაა. სეთინგი და ანიმაცია დამენანა ძალიან, უაზროდ გაფლანგული რესურსების შეგრძნება დამრჩა. მე პირადად თამაშით ძალიან მოვიწყინე. მითოლოგიურ სეთინგში ფაზლების ამოხსნა და ექსპლორაცია რო ტვინში დამღლის, სეიგი იქ რაღაც მთლად კარგად ვერ უნდა იყოს საქმე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#283 » 13 Aug 2017 02:49

ვაფშე ყველაფრის დაჯმა გავიგე შიზოფრენიის გარდა

და ვინ თქვა რო აზრიანი უნდა იყოს ხმები ძმობასგაფიცებ? ტიპმა სპეციალურად გამოყო ეგ მომენტი და თქვა რო ვისაც ჭირს იმ ხალხთან უშუალო კონსულტაციით ვაკეთებდითო და ისე გამოდის თითქოს იმ ტიპების დაავადების აზრიანობას აკრიტიკებ )) მაგ ტიპებს რამე სუპერ ძალის ვარიანტში რო ქონდეთ ეგ და მაგაზე გეთქვა ყლეურად მუშაობსო კიდე ხო, მარა ხალხი მაგ უაზრო ხმებით იტანჯება იდეაში და მაგასთან თანაცხოვრების პრობლემაზე დგას თამაში, ამიტო მართლა არ მესმის კრიტიკის მუღამი. პრინციპში ისიც გასათვალისწინებელია რო არ მითამაშია და შეილება რაღაც გარემოებების გამო მეც უაზროდ გაკეთებული მომეჩვენოს, მარა ეხანდელი რაკურსით ღადობაა

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#284 » 13 Aug 2017 08:56

არა ხმა რო გესმის ან ჩურჩულები ან რაღაც ეგ გასაგებია, Call of Cthulhu-შიც იყო მშვენიერი მენტალური დაზიანების ჩვენება და პრობლემა არ მქონია, პირიქით ფსიქოლოგიური თრილერებიც და ჰორორებიც საინტერეოა ჩემთვის. კონსულტაციით აკეთებდნენ თუ არა მართლა არ აქვს აქ მნიშვნელობა იმიტო რო სულ რო არააკურატულად ეჩვენებინათ დაავადება მაინც იგივეს ვიტყოდი ამ შემთხვევაში. მიზეზი ისაა რო ეს არ არის დოკუმენტური მასალა, შიზოფრენიით დაავადებული პაციენტის 7 საათიან შინაგან მდგომარეობას და ალოგიკურ ხმებს არც არავინ მოუსმენს ექიმის გარდა და არ გაიყიდება უბრალოდ, ეს არის მხატვრული ამბავი, სადაც გასაგებ სთორის ყვებიან და ამ ამბავში მაგ ელემენტს იყენებენ როგორც სთორის ერთერთ გადმომცემს. ფაქტი ისაა რო ტყუილად სიარულით რო არ დაიღალო მაგიტომ უფრო ლაპარაკობენ ათას უაზრობას და საქმე საქმეზე რო მიდგება მერე აზრსაც დებენ და ჰინთებსაც იძლევიან. მაგსთან ერთად ერთი ხმა საერთოდ სთორის პონტში შემოდის და ჩვეულებრივი დაპირისპირება მიდის, სადაც იცი რო აი ეს ხმა საინტერესო ტიპია და უნდა უსმინო. ძალიან პატარა დროში მოსაყოლი მენტალური ქეისია რომელსაც გიწელავენ 7 საათი და ამ 7 საათში სთორის ღირებულებას ნამდვილად არაფერი არ ემატება იმ ხმებით რაც ექსპლორაციისას და ფაზლების დროს ისმის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#285 » 15 Aug 2017 02:03

მთავარი რაც ამ თამაშს ევალება ჩემი აზრით არი თამაშებში ფსიქოლოგიური ტრამვების თემების ამოწევა. ისე, რომ სამომავლოდ ხალხს რაღაც ფუნდამენტი ქონდეს თამაშების საშუალებით ამ თემებზე ლაპარაკის. ესეთი მკვეთრად გამოკვეთილი სახით შიზოფრენია რო ისმის ძალიან მაგარია, რადგან მენტალური დაავადებები ისეთი რთული და ბნელი სიღრმეებია ძალიან ბევრი საინტერესო რამის თქმას მოახერხებენ დეველოპერები. და თუნდაც მარტო იმიტო ღირს, რომ ამა თუიმ დაავადების ფარტო მასებისთვის დანახვებით ის ადამიანები რომლებიც ამ ყლეობებით იტანჯებიან რაღაც პონტში გვერდში დგომას იგრძნობენ და სირთულესთან ცოტახნით მაინც არ იქნებიან მარტო.

ავტორების ვიდეოდან მე კაკრას ამის სურვილი დავინახე. რაღაც ახლის და ძალიან აქტუალურზე თვალის არ დახუჭვის მცდელობა. ცუდია რო უკეთესი არ გამოუვიდათ, მარა რაღაც დონის რეზონანსი მაინც დადო უკვე.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#286 » 15 Aug 2017 03:39

კი იდეა კაი იყო, შესრულება რავი. საერთო ჯამში ცუდი არაა, მარა გადასარევიც არაა ნაღდად.
საერთოდ შეფასება ამ თამაშის იმიტოა რთული რომ გეიმპლეი და სტილი იცვლება რამდენჯერმე თამაშის მსვლელობისას. ხან რაღაც ტასკა სასიარულო სიმულატორია, ხან პლეისთეიშენ 2 სტილის სლეშერ პაზლი, ხან ინდი ექსპერიმენტალური თამაში, ხან ინტერაქტიული ფილმი.
ისეთ შეგრძნებას ტოვებს რომ კეთების პროცესში ცვლიდნენ თამაშს, და უკან დასაბრუნებლად და საერთო სტილზე დასასმელად დრო არ დარჩათ.
თან ეს ცვლილებები ნამდვილად არაა კავშირში რამე სთორის ან მენტალური დაავადების თემასთან.
მოკლედ ზოგი მომენტი მაგარი ბანძია, ზოგი ძაან კარგი. უმეტესობა ნაწილები ისე რა.

ვისაც გინდათ თამაში 7 საათის თემაა რა, ადვილი დასაწყებია. ერთ მაქსიმუმ 2 ჩაჯდომაზე დახურავთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#287 » 15 Aug 2017 03:42

კი ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა ეს ფსიქოლოგიური ქეისები, რავი N1 თემაც შეიძლება იყოს პრიორიტეტების მიხედვით იმდენად ღრმა და საინტერესო რამეებში ჩადის ადამიანი მარა ვერაფერი ამათ აქ ვერ ამოწიეს :D თამაშებში გაუთვითცნობიერებელ მასაში შეიძლება დაბადეს ინტერესი და კარგია მივესალმები, მარა გამოცდილების მქონე ხალხთან ძალიან რიჟაა. ჩესნად რო ვთქვა Silent Hill 2 -მა გააკეთა 16 წლის წინ ზუსტად იგივე თემატიკის სთორილაინი და ბევრად უკეთესი, ბევრად ღრმა და ბევრად მდიდარი და არსად არ გამიგია რო რეალური კონსულტანტებით ემარიაჟოთ ამ დონეზე, არადა გაარჩევინონ ეხლა იმ კემბრიჯის პროფესორს თუ უნდათ SH2 და მაინტერესებს მერე აზრი. ძალიან ბევრ ლეიერზე გავს არადა, ერთი განსხვავება ისაა რო მთელი თამაში ხმები არ გესმოდა იქ :D მაგათ თუ SH2 არ იციან და ჩემნაირი ტიპების გაკვირვება უნდათ საკუთარი თავში შექმნილი რეალობებით, საყვარელი ადამიანებით გამოწვეული ტრავმატული წარსულით, შინაგან დემონებთან ბრძოლით, შეცვლილი რეალობის აღქმით და let it go მოტივაციით, ბოდიში, მე ეს უკვე ნანახი მაქვს და ნანახი მაქვს უნიკალური შედევრის სახით :D
ეს გვერდში დგომა და დანახვება და რაღაც ძალიან ტრაკში პერო თემაა, ტიპებმა გააკეთეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური თამაში და აპიარებენ მაგით. დგანან ეხლა ჰიპსტერები რევიუებში და ვაიმე ფსიქოზიიი (შიზოფრენია ერთერთი სახეა ფსიქოზის მარა კონკრეტულად შიზოფრენიაზე არაა ეს თამაში, ფსიქოზზეა), თურმე როგორი ყოფილააა და მსგავსი დიალოგები... SH2 ითამაშონ! (ან უყურონ მაინც)
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#288 » 16 Aug 2017 04:33

კაროჩე Sonic Mania-მ დონე დადო. ხალხი ამბობს აწი სეგამ ამათი შემქმნელი სტუდია უნდა ამუშაოს სონიკზეო :D:D
PC-ზე განსაკუთრებით გაასწორებს შეიდერის დაყენების შემდეგ, მარტო პიქსელ არტი არ უხდება სონიკს, ტელევიზორის ეფექტი უნდა ახლდეს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#289 » 31 Aug 2017 23:39

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#290 » 02 Sep 2017 21:01

რა თემაა Sonic Mania?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#291 » 02 Sep 2017 21:23

Sonic 3-ის და Sonic & Knuckles-ის ოფიციალური გაგრძელებაა, ყველა ძველი მუღამი დადეს ტიპებმა. ყველა ძველი სონიკის სერია გაცოცხლებულია, ლეველებითაც და მუსიკითაც და პახოდუ ახალი იქსფერიენსია, ყველა გაგებით კლასიკაა თან მაღალი ხარისხის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#292 » 02 Sep 2017 22:05

ხო მაგაში ვერ გავერკვიე. ანუ ძველი თამაშების ტურებია, თუ ახალი თამაშია ვაფშე ძველის მუღამში გაკეთებული?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#293 » 02 Sep 2017 22:16

ძველის ტურებიც არის დარემასტერებული და შეცვლილი საკმაოდ ბევრი და ახლებიც. თამაში ახალია საერთოდ, ახალი ჩელენჯებით და ნაცნობი მექანიკებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#294 » 02 Sep 2017 22:33

https://youtu.be/zr4lYtoqWB0 საკმაოდ არგუმენტირებული განხილვა თუ რატომ არის Virtua Fighter ღრმა თამაში. ისე საინტერესოა იუ სუზუკის ამ ქმნილების მნიშვნელობა დღეს. fighting თამაშების დეველოპერებისთვის მისაბაძი სახელმძღვანელოა მარა პოპულარობაში ყოველთვის უკანა პლანზე იყო. სიამოვნებით ვიხილავდი ისე ახალ სერიას თანამედროვე ვიზუალით, აშკარად იმსახურებს ეს თამაში გაგრძელებას, მარა მეორე მხრივ არამგონია დღევანდელ რეალობაში გაამართლოს, დეველოპმენტი ძვირი იქნება და მოთამაშე ბევრი არ ეყოლება თავისი ნამეტანი ინტელექტუალური მექანიკის გამო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#295 » 03 Sep 2017 01:50

იგივე, მაღალი შესვლის ბარიერის გამო ჩავარდა SF თანამედროვე პლადფორმებზე ჩემი აზრით. ძაან რთულია გააკეთო ეგეთი ღრმა მექანიკის მქონე და დაბალანსებული თამაში, რომლის ათვისების პროცესი გასართობი იქნება. ტეკენს ეგ ორი ერთად ყველაზე მაგრად გამოსდის პამოიმუ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#296 » 11 Sep 2017 01:26

Tyranny-ზე გამოვიდა ედონი და თავიდან მომიწია თამაში. ანუ უკვე მესამედ გამომდის თავიდან დახურვა და კიდე ერთნახევარი გზაა დახურვის დარჩენილი.

რაღაც ისეთი თამაში გამოვიდა, ზედაპირზე რომ საინტერესო იდეა მარა შესრულება დიდი არაფერია მარა ყველა კუთხიდან რო დახურავ უფრო საინტერესო და ღრმა თამაში იკვრება. ეტყობა რომ მთელი ათი წელი ფიქრობდნენ ამ პროექტზე და ბევრი იტერაცია გაიარა.

პროსტა აი საფთხეა რომ გაგრძელება თამაშის და Kyros-თან დაპირისპირება ან სულ გააბანძებს ან საკულტოს გახდის თამაშს. რთული და სათუთი სამუშაო იქნება ამათთვის გაგრძელების დაგეგმვა.

სტანდარტულად რო მიყვნენ რაღაც ყლე power fantasy გამოვა ტიპიური და გააუფასურებს უნიკალურობას.
არასტანდარტულად რო მიყვნენ შეილება Mass Effect 3-ის დონის ყლეობა დაიდოს

იმენა სწორი გაგრძელებაა საპოვნელი, სხვა ყველა გზა მოკლავს პროექტს როგორც რაღაც ღირებულს და განსხვავებულს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#297 » 13 Sep 2017 12:21

Cuphead გამოდის თვის ბოლოს http://store.steampowered.com/app/268910/Cuphead/
ძაან მეზარება პლატფორმერის თამაში, მარა თან ლამაზია :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#298 » 25 Sep 2017 22:57

Yonder: The Cloud Catcher Chronicles - http://store.steampowered.com/app/58020 ... hronicles/ აჰა RPG-სნაირი თამაში კომბატის და მძიმე კონფლიქტური სიტუაციის გარეშე სადაც შეგიძლია ფერმერი, დურგალი, მკერავი და ა.შ. იყო კეთილი feel-ის ფენტეზი სამყაროში და შენი Community-ის გაუმჯობესებაზე იზრუნო.

მე პირადად მაგარი მეტასკავება ეხა ეგ აღწერილობა, მითუმეტეს მთელი ღამე Divinity-ში Combat Fun-ის მერე. მგონია რომ ცოტა ხანი გაასწორებს ესეთი თამაში მედიტაციურ პონტში და მერე დამღლელი გახდება.

მაგრამ დიდი ხანია ინდუსტრიაში არის მოთხოვნილება ესეთი რამეების და შეხვედრებზეც გვილაპარაკია. თუ გატესტავთ დაწერეთ შთაბეჭდილებები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Homeless Games

Unread post#299 » 28 Sep 2017 20:04

https://youtu.be/F63h3v9QV7w

RPG არის საჭირო ასეთი დეტალიზაციის, დაჟე როკსტარისგან რო იყოს არც ეგ მეპრობლემება, პროსტა ამ კრიმინალურ ექშენებზე ნამეტანი მეძვირფასება ასეთი ნაშრომი :D თან ამ ჩამთრევ სამყაროში გინდა თუ არ გინდა როლს მაინც ირგებ და ბარემ მიაწვნენ ბოლომდე რა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#300 » 28 Sep 2017 20:27

ჩემი აზრით ეხა რეალურად Rockstar არის ყველაზე ახლოს იმასთან რაც შემდეგი თაობის Open World RPG უნდა იყოს.

ნუ ყოველშემთხვევაში როგორც მე წარმომიდგენია ნამდვილი ფორმა RPG-სი. რომელიც გამომდინარეობს თავისი ორიგინალური ჩანაფიქრიდან, რომ ისტორიით, ფენტეზით და საიფაით გულანთებულ ხალხს უნდოდა განეცადა ფიქციური პერსონაჟების ცხოვრება და თავგადასავლები.

იმდროს სხვა გასაქანის არქონის გამო, მინიატურებით და ფურცელზე სტატებით მოუწიათ მაგის სიმულაცია და დღემდე მაქედან დაბადებული ჩარჩოებში ზის RPG ჟანრი. დღევანდელი შესაძლებლობები რომ ყოფილიყო კაკრას GTA/Shenmue და Skyrim-ის სინთეზის ფორმაში მოხდებოდა მაგ საჭიროების რეალიზება ჩემი აზრით.

Rockstar ერთერთი იშვიათი კომპანიაა ეხლანდელ აქტიურებს შორის ვინც დაიჭირა ეგ მუღამი იმენა სიმულირებული სამყაროსი და ამ სამყაროში რაღაც როლის მორგების. უმეტესობა რეალური RPG-ბი მაგის ბაზურ ფორმაში არიან ჩარჩენილები და არც ფათურობენ რამე წინსვლაზე.

და დიდი ალბათობით კაკრას რამე ესეთი RPG-მდე მისული სინემატიკური თამაშით გაირღვევა RPG 2.0 -ის ბარიერი. შეილება Rockstar იყოს, შეილება Shenmue/Persona ან რამე ეგეთი იაპონური თამაშიდან.

თემატიკას რაც შეეხება ბევრად მტკივნეული თემაა თამაშებისთვის. იმენა არ არის კარგი და საინტერესო მექანიკა მოფიქრებული ჯერ არა კომბატური/არა პაზლური თამაშის გადმოსაცემად. სოლიდურ 100 საათი რო საინტერესო იქნება თამაშის მექანიკას ვგულისხმობ და არა 5 საათიან კინოს/მინიმალისტურ ვოლკინგ სიმულატორს.

ამიტომ უნდათ თუ არ უნდათ, ჭირდებათ ეგ კომბატი და ბახაბუხი რომ უკიდეგანო ტასკა არ გახდეს ამდენი სინემატიკის ყურება და დიალოგის სმენა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 162 guests


cron