Hellblade: Senua's Sacrifice - ძუნძულის სიმულატორია, თანდათან ტანჯულობის სიმულატორი ხდება ისეთ სამყაროში სადაც ვერაფერი ვერ გაინტრიგებს, ვერც დამამშვიდებლად მოქმედებს. თავიდან ერთი შეხედვით ძალიან ატმოსფერულია სამყარო, მარა უშინაარსო, ვერ მოდის ახლოს, თითქოს გარემო გაფორმებაა მარტო. მოგვიანებით მითოლოგიის გამო უფრო საინტერესო ხდება ლოკაციები.
ლეველებში საინტერესო არაფერია, მიზანი არის ფაზლების გაკეთება და ბილიკზე სიარული. რუკების მოწყობაც მთლად კარგი ვერაა, ერთი ორგან საკმაოდ ცუდი მომენტი დავიჭირე რაც არ მესიამოვნა: ზოგ პლატფორმაზე შეიძლება ასვლა, ზოგზე - ვერა, ზოგან ჩახტომა, ზოგან - ვერა, გზაზე შეიძლება ქვის დაბალი პლატფორმა იდოს რაზეც ვერ გადაიარო და მარტო გვერდის ავლა შეიძლებოდეს, გააჩნია დეველოპერს როგორ უნდა იმ მომენტში. კიდევ იყო ერთი შემთხვევა ბოსისგან რომ გამოვედი კიბე ადიოდა ხვეული, რაღაც მომენტამდე ავედი და კიბე გაგრძელდა ხოლო პერსონაჟი დარჩა, ახლიდან დავატრიგერე ამ ადგილას ფაზლი და შევძელი ასვლა - ბაგი იყო. მოგვიანებით თამაში უფრო სწორხაზოვანი ხდება და ლეველები ოდნავ საინტერესო.
თამაშის რამდენიმე საათი გადის ძუნძულში, შემდეგ ძუნძულში და კომბატში, შემდეგ უფრო სწორხაზოვანი თამაშის სახეს იღებს და ბოლომდე ასე რჩება.
ფაზლები დამღლელი და ერთფეროვანი აქვს, ერთი ორჯერ რო გააკეთებ საკმარისია, აქ კიდე მიადგნენ და ჩაყარეს ერთი და იგივე. აძვერი, შეხედე, გაიხედე, გამოიხედე. ამასთან ერთად ლორსთოუნებია მიმობნეული რომელიც მითოლოგიის ლექციებს კითხულობს და ენდინგამდე სცენის გასახსნელად საჭიროა ყველას მოგროვება. ამ ლორსთოუნების გახსნაც დამატებით ძიებას ითხოვს და სწორხაზოვანი ლეველის ზედმეტად თვალიერება და კუთხეებში მიდებ-მოდება ხდება საჭირო, ზოგჯერ ფაზლებთანაც კია კავშირში, ხოლო თუ რუკის გამოკვლევა ბოლომდე არ მოხდა, ადვილად შეიძლება გამოტოვება და უკან დაბრუნებაც შეუძლებელი გახდება. ხელოვნურად მომეჩვენა ამ ლორის ჩადებაც, ძალიან მარტივად უბრალოდ თემატურად დაკავშირებულ ამბებს ყვება.
სთორი არაფრით გამორჩეული არ აქვს, ბანალური და ბევრჯერ ნანახი იდეის გარშემო ტრიალებს. მენტალური პრობლემების მქონე პერსონაჟს ეხება რომელსაც მძიმე ოჯახური პრობლემები შეხვდა და რომლის გაგებაც რთულია მისი სხვანაირი ფსიქიკის გამო. მთელი ამბავი ფსიქოლოგიური სტრესის და შინაგანი ბრძოლის გარშემო ტრიალებს, რისი გამომწვევიც საყვარელი ადამიანის სიკვდილი გახდა. ცუდი სთორი ნამდვილად არ არის მარა გადასარევიც არაფერია.
https://youtu.be/moSFlvxnbgk ეს სიმღერა უნდა იყოს ამ თამაშის მთავარი საუნდტრეკი )))
რომელიღაც დეგენერატს თავში მოუვიდა რო შინაარსის გადმოსაცემად ვითომ მაღალი ლიტერატურული დონე დაეჭირა და ეს დიალოგები ცნობიერების ნაკადით გადმოსცა, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა და ქაოტურ ი და გაწელილი სახე მისცა. ზოგადად ეს მიდგომა მაღალი დონის ლიტერატურას ახასიათებს, აქამდე კი ძალიან შორია ამ თამაშის სთორისთვის. ერთი ხმა სამი ინტონაციით ყოვლად უინტერესო და უაზრო რაღაცეებს ლაპარაკობს, აზრი რაც გამოდის კიდევ უფრო უინტერესოა, თან ამ "დამაფიქრებელი" წიაღსვლების მოსმენა შეიძლება ფაზლის ამოხსნისას ხდებოდეს და თან რომელი რას ამბობს გარკვევაც უფრო რთული გახადოს. პერსონაჟი, სამი ქალის ხმა, კაცის ხმა და მოთამაშე ერთმანეთთან ურთიერთობენ თითქოს გაუგებრად. რთულია გაგება ვინ ვის რას ეუბნება ან რისთვის ეუბნება, უბრალოდ რაღაც დეტალებს იხსენებენ და ბექგრაუნდ სთორის ავსებენ, თითქოს ვიღაცის სახლიდან გამოდიოდეს ხმა. ხშირად მინიშნებებს იძლევიან მარა რომელი ამბობს იმ სამი ხმიდან ესაც გაუგებარია. მოგვიანებით სხვა ხმებიც ჩნდება და შინაარსის მიყოლა შედარებით შესაძლებელია. სინამდვილეში შინაარსი საკმაოდ პატარა და მარტივია და ამდენი დიალოგი საერთოდ არ სჭირდება - ვფიქრობ განწყობის შესაქმნელად უფროა ჩასმული.
კომბატი ერთფეროვანი და უინტერესოა: დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე, დაარტყი, დაარტყი, დაარტყი, აიცილე.. მტრები ვითომ რეალისტურია და როგორც მეომარი მეომრებს ებრძვი, მარა მოსაწყენია სულ ერთი და იგივე. ბოსები მომეწონა, აქ კომბატიც საინტერესო იყო და ბრძოლის ვიზუალური და აუდიო გაფორმებაც, კარგი მითოლოგიური ბრძოლის შეგრძნებას ტოვებდა, მარა განსაკუთრებილი არ ყოფილა არაფერი, ზოგ თამაშში მობებია ამ ბოსების დონის. არის კიდევ ერთი დეტალი რაც ვერ ვნახე, მაგრამ როგორც ამბობენ საკმარისი რაოდენობით თუ მოკვდება პერსონაჟი, თამაში მთავრება და ახლიდან დაწყება ხდება საჭირო. თამაშშიც წინასწარი გაფრთხილებაა ამის შესახებ, მარა აზრი რა არის ამ ჩელენჯის არ ვიცი, რეალისტურობა არ არის, ჰარდკორ არ არის, სკილზე დაფუძნებული რაღაც მიზნის მიღწევაზე რო იყოს არც ეგ არ არის, უბრალოდ არის და მორჩა.
სამყარო ვიზუალურად კარგია და ატმოსფეროზე ნაფიქრია, ამინდებიც ლამაზადაა, მარა არის ადგილები, სადაც წინ წვიმაა და უკან მზეა, ამ ლოკაციების დამაკავშირებელი კი შეიძლება ერთი ხის კარი იყოს მარტო. მენტალურად არამდგრადი მთავარი პერსონაჟის ყოლა ამართლებს ალბათ ამ ელემენტს ))
მსგავსი რაღაც არის მუსიკაზეც - კარის ზღურბლის გადაბიჯებისას შეიძლება გაითიშოს და გადმობიჯებისას ჩაირთოს. სხვა მხრივ ატმოსფერული და ძალიან კარგი გაფორმებაა, ერთადერთი თამაშს თუ რამე აცოცხლებს, მომენტებში სწორად ჩასმული კარგი მუსიკაა.
ანიმაციების და კამერის მუშაობის მხრივ მაღალი დონეა, მოკაპი მოდელით იმარიაჟეს და ყველა სცენა ამ ერთ გოგოს ემსახურება, ერთი მსახიობის თეატრია და კარგი შესრულებაც, ანიმაციური ფილმივით არის მისი სცენები. პერსონაჟს რაც შეეხება ჩემი აზრით მახინჯია და მომენტებში ძალიან გამაღიზიანებელი მიმიკები აქვს.
ანიმაციური ფილმი შეიძლება გაკეთებულიყო ამისგან, ატმოსფერული და კარგი საყურებელი შეიძლება გამოსულიყო, მარა შვიდ საათზე ამისი გაწელვა იმ სახით როგორც მაღლა მიწერია, მნძრეველობაა. სეთინგი და ანიმაცია დამენანა ძალიან, უაზროდ გაფლანგული რესურსების შეგრძნება დამრჩა. მე პირადად თამაშით ძალიან მოვიწყინე. მითოლოგიურ სეთინგში ფაზლების ამოხსნა და ექსპლორაცია რო ტვინში დამღლის, სეიგი იქ რაღაც მთლად კარგად ვერ უნდა იყოს საქმე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.