The Last Guardian - ამ თამაშის შესახებ რო პირველად გავიგე ვიყავი ოცდაორი წლის და რო ვითამაშე ოცდათერთმეტის. ანუ ჩემი ცხოვრების ერთი მესამედი დაჭირდა დეველოპმენტს და ზუსტად ამ ცხრა წელიწადში მომხდარი პირადი მოვლენების გახსენებით შემილია იმის დაახლოებითი მიხვედრა თუ რამხელა გზა გაიარა Triko'მ The Last Guardian'მდე. ეს რეალურად ხანგრძლივი ისტორიაა რომელიც ამ თამაშის ჩრდილში დარჩება. Fumito Ueda'ს ბიოგრაფიას არ ვიცნობ, არც ის ვიცი თუ რისი გადალახვა დასჭირდა The Last Guardian მოთამაშემდე მისატანად, მაგრამ გულახდილად ვეტყოდი, რომ მისი უდიდესი დამსახურებების მიუხედავად, მსგავსი უნიკალური გრძნობების განცდის მოლოდინი მაინც არ მქონია.
თვითონ თამაშის და მსგავსი ხელოვნების ერთად მოსვლის ფაქტი ლამაზია, რადგან მძიმეს და მიუვალს უცებ მარტივში და გასაგებში თარგმნის. იგი თითქოს თითონაც თამაშით იწყებს, მაგრამ ხვდები, რომ მთელი პროცესის განმავლობაში რაღაც რთულის თქმა უნდა და არ გეუბნება. სადღაც მიყავხარ, მისვლას კი არ ჩქარობს. ტრიკო თითქოს უბრალოდ ერთობა შენთან ერთად, ცდილობს გამოიყენოს დრო და კიდევ ცოტახანი დატკბეს ცხოვრებით. მან კარგად იცის, რომ დაუნდობელი სიმართლე თავის ადგილას დარჩება, უანგარო მეგობრობის დრო კი ვინ იცის, შეიძლება აღარც მოვიდეს.
თამაშში ცხოველის და ბავშვის ურთიერთობა ცენტრალური მომენტია, რომელიც როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე შინაარსობრივი დატვითვით დაუჯერებლად უნიკალურია.
ბიჭი უსახელოა - მოთამაშის ბავშობის ანარეკლივით. ტრიკო მითიური არსება - ძაღლი რომელზეც პატარაობაში ყველა ოცნებობს. ძაღლი ისეთი როგორიც იგი პატარობაში წარმოგიდგენია.
მაგრამ არ იფიქროთ რომ ერთმანეთის გაცნობა ადვილად მოდის. მეგობრობას რაიმე საერთო ჭირდება. ერთად გავლილ გზას და მოულოდნელ წინაღობებს კი ეს ყველაფერი ბუნებრივად და ნელნელა შემოაქვთ თამაშში. ცხოველი ეტაპობრივად იწყებს ბავშვის და მისი მინიშნებების აღქმას. თავიდან თუ პროსტა კიდია, ბოლოს ერთი მთლიანი ორგანიზმივით გაგაქვთ თავი. მტერიც და წარმატებაც საეთოა, როგორც ტრიკოს ყველა ნაიარევი. პასუხისმგებლობის გრძნობა დიდი, ისეთივე როგორც ახლო მეგობართან ერთად რთულ გარემოში მოხვედრისას.
გარემოს ვიზუალური ხასიათიც გაუგებარია თავიდან, იგი ცივი და მიუწვდომელია. ძალაუნებურად ძველი დიდების განცდა გეუფლება. იქ ყოფნა არ მოგწონს, მაგრამ გაინტერესებს. ეხა, თამაშის დამთავრებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ, შემილია ვთქვა რო უაღრესად სწორ განწყობას ქმნის მოქმედების ადგილი, მაგრამ მოგზაურობას რო იწყებ ეს ყველაფერი უკანა ფონზე დევს და "ხმას არ იღებს", გაკვირდება, შენ მისთვის უცხო ხარ, მან შენი გამოყენება ჯერ არ იცის...
The Last Guardian ისეთი ტიპის თამაშია რომელზეც ბევრის ლაპარაკი არასდროს არ იქნება საჭირო. ეს არი ფასეულობა რომელიც არ ელოდება შენს დაფასებას, იგი თავის თავშივე ღირსეული და განცალკევებულია. რაღაც დიდი კლასიკის მსგავსად. ერთადერთი რაც შეგილია რო ქნა უბრალოდ დაიჭირო მისი ნაამბობის ანალოგია, მოარგო რეალობას და იმ შემთხვევაში თუ ტრიკომ მოგიტაცა იცოდე, რომ უბრალოდ შენი დახმარება ჭირდება.
მოგზაურობიდან წამოღებული ფოტო მასალა:
მოქმედების ადგილი ერთი შეხედვით დარკ სოულსაც საკაიფოდ გავს, თან რაღაც მაიას კულტურის ზეგავლენაც ჩანს მგონი
https://imgur.com/DJZzlDu .
https://imgur.com/pz2hWXGსიმწვანე, აქაც ისევე აღიქმება როგორც ჩვენთვის ქალაქიდან ბუნებაში გასვლა
https://imgur.com/kYfZfXV .
https://imgur.com/WFsQAS8 .
http://imgur.com/a/h2luO თამაშის ძალიან ჩვეული სიტუაციები
https://imgur.com/LC5ZsrF .
https://imgur.com/PDtVveI .
http://i.imgur.com/nsgSpcS.pngმაგრამ ხანდახან ესეთებიც მოგვდის
https://imgur.com/8Jhtuj9დაძველებულ ნივთს როაქ ხოლმე ძველი იერის რაღაც პატარა, მაგრამ ნამდვილი ელემენტები შენარჩუნებული, ეგეთი სტილის და სილამაზის არი თელი თამაში
http://imgur.com/v6p7gU5 .
http://i.imgur.com/BCEwlKi.png