Prey, აღწერა [PC, Xone, PS4]

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Prey

Unread post#1 » 02 Jun 2017 00:52

>>>

Prey - იგივე სახელწოდების მქონე თამაშის თანამედროვე ინტერპრეტაცია Arkane Studios-გან ( Dishonored სერიის ავტორები ). Prey მოვლენები ახლო მომავალში, 2032 წელს კოსმოსურ სადგურზე სახელად ტალოსზე ვითარდება, სადაც მთავარი გმირი მორგან იუ ექსპერიმენტალური ადამიანის ნიმუშის სახით არის წარმოდგენილი. იგი კოსმოსურ სადგურზე ადამიანის გენომის განვითარების ექსპერიმენტის მონაწილეა, მაგრამ მოულოდნელად მომხდარი მოვლენების გამო მისი როლი ამ ისტორიაში რადიკალურად იცვლება.

ადამიანების და უცხოების დაპირისპირების ეპიცენტრში მოხვედრილ მოთამაშეს, ერთი შეხედვით მიტოვებულ ტალოსზე უამრავი სახიფათო სიტუაციისგან მოუწევს თავის დაძრომა. თამაშის ჟანრი განისაზღვრება როგორც Immersive Sim, რაც გულისხმობს, რომ მოთამაშე არ იქნება შეზღუდული თავის მოქმედებებში და პირადი ინტერესის მიხედვით შეძლებს სხვადასხვა სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნას. პირობითად მთლიანად გახნილი სადგური, რთულ და არაცალსახა არქიტექტურას გვთავაზობს, რომლის გამოკვლევაც ყველა მოცემული ჟანრის მოყვარულისთვის ძალზე საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა გახდეს.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#2 » 20 Jul 2017 12:52

დავიწყე, კაროჩე სისტემ შოკია რა ფაქტიურად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#3 » 20 Jul 2017 14:43

არის რა, სისტემ შოკივით ერთ სტანციას იკვლევ და მიყვები ტიპების ინსტრუქციებს. მარა კონტენტი ძაან ცოტაა და სთორი უღიმღამო, ბიოშოკის ან თუნდაც ამათივე დისჰონორდის დამუშავების დონე არ იგრძნობა სთორიში და ლეველ დიზაინში.

სამი ოთხი მტერი შემხვდა ჯერ, და ისიც რაღაც Shadow ობობა, Shadow კაცი და Shadow ტექნიკა. გრაფიკა რომ არ იყოს AAA ხარისხის და ანიმაციები, დანარჩენი ნაჩქარევად გაკეთებული ინდი თამაშის დონეზე არის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#4 » 21 Jul 2017 12:15

დავხურე. ცუდი არ არის, მაგრამ მარილი აკლია.
System Shock 2 -ის ნაირი წყობა აქ ზუსტად. იღვიძებ გაუგებრობაში კოსმიურ ლაბორატორიაში და ექსპლორაციით, იმეილების კითხვით და ჩანაწერების მოსმენით უნდა გაარკვიო რა მოხდა და ვის ენდო.
ჩემთვის აკლდა მაინც მრავალფეროვნება და ის სისტემ შოკისეული შარმი, დაძაბულობის და პარანოიის. სურვაივალის და რესურსების გამოზოგვის მომენტი აქაც არის, მაგრამ ძაან ცოტა იარაღია, არ არის ამუნიციის ვარიაციები. მტრები ათიოდეა და მთელი კომბატი ჩემთვის რაც შეილება მალე სახეში დრაბავიკის მიცემაზე დადიოდა რომ არ მომკვდარიყავი.
ჩელენჯი არის მაგ მხრივ, მაგრამ მომაბეზრა თავი, და ბოლოსკენ ჩამოვწიე სირთულე.
სთორი უფრო ჰორორის მოყვარულებს გაუსწორდებათ. მე ძაან დავიღალე ყველაფრის კითხვით, მაგრამ პლოტ ტვისტი თუ გინდათ გამოიცნოთ და პირდაღებული არ დარჩეთ გაუგებრობაში ჯობია უმეტესობა ვეშები წაიკითხოთ/მოისმინოთ.


ცოტა უფრო მეტი დამუშავება რო ქონოდა თამაშს, კაი შედევრალური ვეშის დადება შეილებოდა. მარა ეტყობა ისედაც სამჯერ შეიცვალა თამაშის კონცეპტი და პახოდუ Dishonored 2-ს აკეთებდნენ და აღარ გამოვიდა ეგ ამბავი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Prey (2017)

Unread post#5 » 14 May 2018 16:49

ჯერ დასაწყისში ვარ და ყველაფერი არ გამისინჯავს, ამის მიუხედავად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმდენად კარგად და სწორად ითამაშება. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ის არ გამართლდა, dishonored 2 საი ფაიში არ არის, საერთოდ სხვანაირად ითამაშება და სხვა ტემპი აქვს.
ასწორებს

და რაც ძაააააალიან იშვიათად ხდება ხოლმე
პირველად რომ ჩავრთე და მენიუს მუსიკა დაიწყო ხუთი წუთი ვიჯექი კონტროლერისთვის შეუხებლად და ვუსმენდი ;დ

https://www.youtube.com/watch?v=0woIMIYWkPk
shake me, shake me
skyscraper
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Prey (2017)

Unread post#6 » 18 May 2018 23:36

ვთამაშობ პატარ პატარა სესიებით და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. გუშინ გადამხდა ერთი ისტორია. ვასრულებდი საიდ ქუესთს, ბევრი ვიბოდიალე იმისთვის რომ მიმეგნო საჭირო კარისთვის, ის კი ჩაკეტილი აღმოჩნდა. როგორც მახსოვდა ყველგან, სადაც შევძლებდი რამენაირად შესვლას ყველგან ვიყავი და გალუთული მქონდა, გასაღები კი მაინც არ იყო ჩემთან, ამიტომ ვიფიქრე რომ შემდეგ ლოკაციებში იქნებოდა, ეგ კი არ მხიბლავდა იმიტომ რომ დაბრუნება დამჭირდებოდა ისევ. კარი იყო მორგის ოთახში შესასვლელი, გვერდზე კი ახლოსვე იყო თანამშრომლის კომპიუტერი, სადაც შემთხვევით წავაწყდი მეილს რომელშიც ეწერა რომ რობოტის დაპროგრამების დროს გაეპარა შეცდომა და ამის გამო პერიმეტრის შემოვლის დროს რობოტი ჩაკეტილ კარებსაც აღებდა და შიგნით შედიოდა, მაგრამ ეს ხდება საათში ერთხელ. ჩემი სიზარმაცის გამო წავედი, დავდექი ამ კარის წინ და ვუყურებდი ორმოცი წუთი ეს რობოტი როგორ მოვიოდა ახლოს, გამოუშვებდა ხმებს და წავიდოდა ისევ თავის მარშრუტზე. იდეაში შემეძლო წავსულიყავი დამეკრაფტა ნეირომოდები და გამეკეთებინა ტიფონის აპგრეიდი ჩემთვის, რომლითაც შევძლებდი ჭიქაში ჩასახლებას და გისოსებში გაძრომას, მაგრამ ვიფიქრე ალბათ დედამიწაზე დაბრუნებაში შემიშლის ბოლოს ხელს თქო, თან მაგის გარდა სავარაუდოდ ტურელები გადამემტერებიან და ზედმეტი თავის ტკვილი არ მინდა თქო. ბოლოს როგორც იქნა მომბეზრდა ერთ ადგილას დგომა და ფანჯარაში შევიხედე. დავინახე კართან ღილაკი. სკანერის მეშვეობით მაგრად დავზუმე, სათამაშო არბალეტი ავიღე, გავისროლე და ღილაკს დავაჭირე.

კარი გაიღო.


მორგში ნაპოვნი ნეირომოდებით ტიფონის აპგრეიდი გავიკეთე.


ტურელები არ მერჩიან.

დედამიწაზე მაინც დავბრუნდები.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Prey (2017)

Unread post#7 » 30 May 2018 16:30

ძალიან კარგი თამაში გამოდგა, არც ველოდებოდი ასეთს. ყველაფერი დასტოინ დონეზე აქვს და ყველაფერი ეხმარება შენ იმერსიას. აუცილებლად ითამაშეთ და ითამაშეთ ზუსტად ისე როგორც მოგინდებათ, იმპროვიზაციას და პირდაპირი გზიდან გადახვევებს ხელს უწყობს ფაქტობრივად ყველაფერი რასაც ხედავ შენ წინ. თამაშს ვერ გატეხავ, იმიტომ რომ ყველა ის გატეხვის შესაძლებლობა გათვლილია და რაღაც რივორდი გელოდება იმისთვის რომ მოგაფიქრდა, იქნება ეს რამე ინგეიმ ღირებულების თუ უფრო ფსიქოლოგიურ ჭრილში მოწოდებული. ტალოს 1 შესანიშნავად დამუშავებული ადგილია და ისეთ ადგილებს, შორთქათებს, პატარა სთორიებს პოულობ გულგრილი ვერ რჩები.
არტ დირექშენი, მუსიკა, ატმოსფერო :bubble:

ერთადერთი მინუსი რაც დამამახსოვრდა სულაც არ ეხება თამაშის შიგთავსს: შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ჩვეულებრივ ps4ის ვერსიას. ძალიან ხშირად გიწევს ლოკაციიდან ლოკაციაზე გადასვლა, თან ეს გადასვლები სწრაფი როცა არის არ ირღვევა ერთიანობა, ასეც არის იდეაში გათვლილი, მაგრამ ჩვეულებრივ პს4ზე მართლა წუთები ზიხარ და ელოდები შავ ეკრანზე ლურჯი ხაზი როდის გავა ბოლომდე. რაც უფრო შორს გადიხარ მით უფრო მეტჯერ გინდება და გჭირდება ხეტიალი ლოკაციიდან ლოკაციაში და იმდენად ამაზრზენი ხდება ეს ლოდინი მართლა რამდენჯერმე მაგის გამო გამომირთვია და დამიკიდია თამაში
არ ვიცი, ოპტიმიზაციის კუთხეა და უნდა მიეხედათ, ასე როგორ ჩამიჯვეს ამ შესანიშნავ იქსფირიენსში არ მესმის ;დ

მოკლედ ითამაშეთ
არაა ხშირი კარგი იმერსივ სიმები და ეს უდაოდ ერთერთი მათგანია
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Prey (2017)

Unread post#8 » 30 May 2018 19:15

ზუსტად იგივე პრობლემა მქონდა მეორე დისჰონორდზე. თან საილენთ ასასინს ვიღებდი და სადღაც 70 საათი თამაშიდან 30 ლოადინგს უყურე )) არაა კონსოლის თამაშები ესენი აშკარად.
გამიხარდა რო გაგისწორდა. მეც არ წამიშლია ჯერ, ვერ ვიმეტებ, უნდა დაუბრუნდე.
ბიჭო და ატმოსფეროზე რო ვამბობდი რატომღაც არააქთქო (არ იგრძნობათქო) ეგ მომენტი დაამუღამე?

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Prey (2017)

Unread post#9 » 04 Jun 2018 15:35

სიმართლე გითხრა, თამაშის დროს ხშირად მახსენდებოდა შენი საუბრები და ვერ მივხვდი რატომ მოგივიდა ასე. მე ატმოსფეროც მომეწონა, მუსიკაც, არტ დირექშენიც. რაღაც პონტში სტერილურობის გრძნობასაც იწვევდა და მაგას თუ გულისხმობ ატმოსფეროს არ ქონაში მაშინ სადღაც ახლოს ვართ ერთმანეთთან ;დ

ბაღში დავდივარ ქვესთებს ვასრულებ, შევეჩვიე სიმწვანეს და რაღაც პონტში დამავიწყდა კიდეც კოსმოსი. ჩანჩქერთან ახლოს ბრძოლა მომიწია მიმიკთან, ქანჩი მოვიქნიე ჩანჩქერის შუშა ჩაიმტვრა და მწვანე ბაღიდან სერ-რძისფერ ჩაბნელებულ რკინის კორიდორში ჩავვარდი. სადღაც 5 ჯერ იყენებს ამ ხერხს თამაში და ხუთივეს მოაქვს, არ აღიქმება როგორც გადამღერება, პირიქით გახსენებს და გაბრუნებს 'რეალობაში'.

crew quartersის საიდ მიშენი? ეკიპაჟი ბორდგეიმს რომ თამაშობდა. <3
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Prey (2017)

Unread post#10 » 04 Jun 2018 20:59

ხო, სტერილურობა კაი სიტყვაა. არვიცი რატო ჩდება ეგ განცდა, მარა აი კოსმოსში რო გადიხარ, მაშინ იგრძნობა განსაკუთრებით. ვაკუუმი და ეს დროში გაყინულივით ყველაფერი. რაღაც აკლია. ეგ კოსმოსში გასვლები ყველაზე საინტერესო უნდა იყოს იდეაში (იგივე ბიოშოკში წყალში გასვლის ეფექტი მაინც უნდა ქონდეს) - ან კარგი სკაფანდრის ეფექტი, ფრენის კარგ განცდას რო გაძლევდეს, ან ბევრად მეტი მოძრავი ობიექტები, რო ცოცხალ გარემოს გავდეს, რავი რაღაც ჭირდება აშკარად. გაშეშებულ სურათში მოფარფატე კონსერვის ბანკასავით ვიყავი. არვიცი, შეილება ვამეტებ და ვინმეს პირიქით მაგრად გაუსწორდა..

Riddick
Posts: 11696

Re: Prey (2017)

Unread post#11 » 11 Jun 2018 11:11

Prey: Mooncrash - თამაშს დაამატენს NG+ და კიდევ რაღაც ახალი რეჟიმები. DLC თემა უცნაური აქვთ, ყველა გასვლაზე სხვადასხვა ტიპის ექსფერიანსი იქნებაო. ვნახოთ საქმეზე რა გამოვა.

Riddick
Posts: 11696

Re: Prey

Unread post#12 » 07 Dec 2019 16:36

Prey-ის პირველი წყევლა თითონ თამაშის სახელი მგონია. რომელიც საერთოდ სხვა რამესთან ასოცირდებოდა და საბოლოოდ სრულიად სხვა რამეს ვიღებთ. თუ თავიდან უბრალოდ კარგი ექშენი იყო, მერე რაღაც კიბერპანკის სტილის გახსნილი სამყარო დაგვიდეს წინ, რის მერეც უკვე არკეინი ჩაერთო საქმეში და გამოუშვა პროექტი, რომელიც უმეტესობისთვის დღემდე გაურკვეველი ხილია. ამ პერიპეტიების გამო უბრალოდ ვერ ხვდები რა კატეგორიის მოთამაშესთვის შეიქმნა ეს ყველაფერი, არიცი როგორ აღიქვა - ეს არი თამაშის პლოტ ანალიზი, სადაც დევს ჭეშმარიტება თამაშზე, რომელიც ბოლო წლების, ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წარმომადგენელია.

Riddick
Posts: 11696

Re: Prey

Unread post#13 » 29 Jun 2022 18:47

რატომღაც, ამხელა პაუზის მერე, სადღაც ორ თვეზე მეტია არაფერი არ მითამაშია საერთოდ... მომინდა Pray-ს თავიდან დაწყება. რაღაც ვერ აუღე პირველ ჯერზე ალღო (თან ბოლომდე ვერც ვიაზრებდი რა ხდებოდა), მარა იმდენად მომწონდა რო მიუბრუნდი.

ჰარდზე დავიწყე და საერთოდ სხვა ელფერი მიეცა. აზრიანი გახდა ბევრად და მივხვდი რო ნორმალის თამაში სისულელეა. დაჟე სურვაიველზე ექნება კარგი მუღამი. თან პირველისგან განსხვავებით ეხა საერთოდ არ ვჩქარობ და ეგ ჭირდება თურმე ამ თამაშს. ნელი, დაფიქრებული ექსფლორაცია. საერთოდ სხვანაირად აღვიქვი სამყარო. ნოუთებსაც უკვე ვარჩევ რა არი მნიშვნელოვანი და რა არა, ამიტო იმერსიიდანაც არ მაგდებს უაზრო ტექსტების კითხვა.

თამაშებზე მონატრებული რო ხარ, კაი არჩევანი იყო.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Prey

Unread post#14 » 30 Jun 2022 00:21

აი მეც დავიწყე და მივატოვე, პირველი AI რომ შემხვდა, რაღაც უსულო მეჩვენა არქეინისთვის და აღარ გამიწია გულმა. მეც მივუბრუნდები ალბათ
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Prey

Unread post#15 » 30 Jun 2022 13:59

იმენა შესანიშნავი თამაშია
ძალიან კარგად დამამახსოვრდა

არქეინის თამაშებიდან ყველაზე მეტად ეს მიყვარს მგონი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Prey

Unread post#16 » 10 Jul 2022 21:50

გუშინ დავხურე და ბევრი რაღაცის გამო შემილია ვაკრიტიკო.

მთავარი მაინც ის არის, რომ ერთ მთელ პროდუქტად არ არი შემდგარი. ელემენტებად რო არჩევ, ყველა მიმართულებით რაღაც არ მუშაობს, ისე როგორც უნდა მუშაობდეს (სიამოვნებას არ განიჭებს) და ამის ერთიანობაც ისეთ ეფექტს ახდენს, თითქოს არ თამაშობ დამთავრებულ თამაშს.

ეს არ არი არც მეორე დისჰონორდის შედევრალური დონე, არც პირველი ორი ბიოშოკის, არც ელიან იზოლეიშენის და სამწუხაროდ ვერც სისტემ შოკ ორის. მაგრამ იდეებით, რაც თამაშში დევს, ჟანრით, რომელიც დეველოპერებმა აირჩიეს და მხატვრებით, რომლებიც სახეს უქმნიდნენ პროექტს, PREY რეალურად სათამაშო ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც აუცილებლად დარჩება ისტორიას.

აქ არ არი ისე, რომ 10 15 ან 20 პროცენტი არ მოგწონდეს თამაშის და გეკიდოს. აქ თითქმის 50 / 50 ვიყავი და სუ ამ კომფლიქტში ვიხარშე. რაღაცეები უზომოდ მოგწონს, რაღაცეები კიდე პირიქით, უბრალოდ არ მუშაობს და ვერ ეგუები, რადგან ის რაც კარგია ძალიან მაღალი დონის არი.

აი ჩამოვთვლი.
არ მომწონდა კოსმოსში ფრენის მექანიკა, რომელიც რეალურად მოუხერხებელია და სუ დისორიენტაციაში გაგდებს. სერიოზულად გღლის როცა ვერ იგებ ბანალურად სად ხარ და ობიექტს თავქვე უყურებ, თუ სწორად.

არ მომწონს ზოგადად სროლა იმიტო რო ფაქტიურად სულ ორი აქტიური იარაღია მთელ თამაშში, პისტოლეტი და ვინჩესტერი, რაც მაგრად გბეზრდება. ასევე არი იარაღები, ფიზიკურად სართოდ არ არი საჭირო.

არ მუშაობს სამყაროს დამუშავებაც. ზოგადად ცენტრალური სიუჟეტი ძალიან კარგი კიარა, ალბათ ყველაზე დიდი ფასეულობაა რაც თამაშს გააჩნია, მაგრამ თვითონ სამყაროს დამუშავება და სიღრმე მაგრად აკლია. მთელი პროცესი რაღაც მეილებს და ტექსტებს კითხულობ, მარა 60 70 პროცენტი აფსოლიტურად 0 ფასეულობის ინფორმაციას გაწვდის. მაგალითად როგორ მოიტანა ვიღაცამ ტვირთების სექციიდან გაზმასკები და დაალაგა საწყობში, მის თანამშრომელს კი თხოვს, რომ იქ არაფერი აურიოს. და მსგავსი არი ძალიან ბევრი, რაც მაგრად მოქმედებდა. ასევე სუ ყურადღებით უნდა იყო, რომ რამე რეალურად მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეს, რაც ასევე დამღლელია.

ზოგადად ორიენტაცია ძაან კარგი მაქ, მარა აქ ისეთი მოწყობააქ სადგურს, რომ ბექთრექინგით სიამოვნება ვერ მივიღე . თან ბოლოს მაგრად გიწევს იქით აქეთ სირბილი.
არადა ზოგადად ეგ ელემენტი ძაან პრიორიტეტულია ჩემთვის, როცა კარგად არი რეალიზებული.

ვერ ვიკაიფე ვერც ლეველ დიზაინით. ძალიან ზედაპირულია, რაც იმერსივ სიმისთვის ცოტა უპატიებელი მომენტია. ანუ ლოკაციების უმეტესობა იმდენად ბანალური მოწყობის არის, რომ უფრო რუტინული ხდება ექსფლორაცია, ვიდრე იმერსიული. ვერ ვიტყვი რო ყველა ეგეთია, არის კარგებიც, მაგრამ ძირითადი რაც იყო ასევე ცოტა დამღლელი ხდებოდა.

მაგრამ ამ მინუსებს აზავებს თამაშის ღირსებები, იდეები რაც მასში დევს და რაც სხვაგან არ მინახავს. კერძოდ მსგავსი ტიპის "უცხოების" კონცეფცია, რომელიც უზომოდ მომეწონა და პირიქით შემაყვარა ტიფონები. ზოგადად ორიგინალურობა, რაც გეხმარება რომ დისკომფორტები დაიკიდო და გააგრძელო. სამყარო რეალურად უცხო და მისტიურია, რისი ნახვა და აღქმა ნამდვილად ღირდა იმ ყველაფრის ფასად რაც დავწერე.

შერეული, მაგრამ მაინც ძალიან დონე ექსფერიანსი იყო. ძალიან დიდი ხნის პაუზის მერე თამაშების მუღამი დამიბრუნა <3

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Prey

Unread post#17 » 10 Jul 2022 23:33

სპოილერებს შეიცავს თუ მარტო ექსფერიენსის აღწერაა და წავიკითხო?
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Prey

Unread post#18 » 11 Jul 2022 12:50

ექსფერიანსაა ))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Re: Prey

Unread post#19 » 11 Jul 2022 23:14

ყველაფერი ყველაფერი და სუსტი ლეველ დიზაინის არკეინის თამაში არ ვიცი როგორ მოვინდომო :(
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Re: Prey

Unread post#20 » 11 Jul 2022 23:47

არი კარგი და საინტერესო ლოკაციები და არი ნაკლებად. ისე ვერ ვიტყვი რო რამე დიდი მინუსიათქო, უბრალოდ ის დონე არაა რაც სიტყვაზე დისჰონორდებში. მეორე დისჰონორდის ყველა ლოკაცია ხელოვნების ნიმუშია ჩემთვის. ეს მაგ დონეზე არ არი, მაგრამ მაგის გამო თამაშის გადაფიქრება არ ღირს. თან ჩემ პირად გემოვნებას ეგრე ნუ ენდობი, საინტერესოა შენ როგორ აღიქვავ რო ითამაშებ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 82 guests


cron