GAME Names, გამოკითხვა > თამაშების გაუგებარი სახელების გაშიფვრა

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11696

GAME Names

Unread post#1 » 12 Jul 2017 01:21

ხშირად მომსვლია რო თამაშის სახელი აზრობრივად ვერ გამიგია ბოლომდე.
ზოგი სპეციალურად ორაზროვანი და რთული გასაგებია, მარა უმეტესად ხარისხიანი თარგმანის ამბავია.

იყოს სახელების შინაარსის გაშიფვრის თემა.
რამე სახელწოდებას თუ ვერ გაიგებთ დაწერეთ, ერთიანი ძალებით რამე გამოვა :)

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#2 » 12 Jul 2017 01:30

რამდენიმეს ჩამოვწერ რო თემას ტემპი მივცეთ. უცებ რაც მომივიდა თავში:

Neverwinter Nights
Half-Life
Just Cause
Devil May Cry
Risk of Rain
Antichamber

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Game Names

Unread post#3 » 12 Jul 2017 02:42

საინტერესო თემაა :D მე ვაბშე არ დავფიქრებულვარ მაგაზე, ანუ ზოგადად თამაშისას სულ ვფიქრობ რატო ქვია სახელი მარა თუ ვერ ვაკავშირებ მერე ვიკიდებ

Devil May Cry პირველი სერია უნდა იცოდე. დანტე დემონის და ადამიანის შვილია, მთელი თამაში დემონების თემატიკა ტრიალებს და დანტეზეც ასახულია ეგ თუ როგორია დემონის შვილად ყოფნა და როგორი თესლი მასტია, პახოდუ ქალს ხვდება რომელიც დედამისს ჰგავს, მერე ამ ქალს სპოილერი მოსდის და დანტეს ცრემლი გაუვარდება, თან ეს ყველაფერი ნახევრად ახალგაზრდულ, მსუბუქ ირონიულ ტონს ინარჩუნებს, ჰოდა მაგაზეა ეშმაკმაც შეიძლება იტიროსო, პოეტური შტრიხია რომელიც მთელი თამაშის სტილისტიკაში ძალიან კარგად ზის :D შემდეგ სერიებში ეგ დაკიდებული იქნა და სახელად დარჩა პროსტა და აღარც ჰყოლია ისეთი შემქმნელი ვინც მაგაზე ყურადღებას გაამახვილებდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Game Names

Unread post#4 » 12 Jul 2017 02:54

Neverwinter Nights - კი, ქალაქია ნევერვინთერი. წიპა ოდესის ღამეები ეტც.
Half-Life - ზოგადად არის რამის "ნამდვილი სიცოცხლის" სლენგი, ანუ პონტი რო აიწევა და მანამ ხოდში და დაკარგავს თავის ტალღას ეგ პერიოდია Half-life. მარა ტერმინი თავიდან მოდის მეცნიერებიდან. ბოლომდე არ მესმის მარა რადიაციული ნივთიერებების გახწნის დროსთანაა კავშირში. მგონი რაღაც მოცულობის ნახევარის გახწვნას რა დროც უნდა ეგაა. ღრმა ახსნა არ აქ სახელს, პროსტა მოეწონათ თემა და λ ეს სიმბოლო აღნიშნავდა მაგ დროს.
Just Cause - დამსახურებულს "პრავა/პრავის კაჩავი" ნიშნავს, ოღონდ განსჯის კუთხით. ვიღაცა დაუმსახურებლად დააპატიმრეს იქნება, Jailed without a just cause. თამაშის სიუჟეტი არ ვიცი, მარა შეილება ნიშნავდეს რომ მორალურად გამართლებული და დამსახურებულ წამოწყებას.
Devil May Cry -ეს არის Devil May Care გამოთქმის გადაკეთება. Devil May Care თითონ ნიშნავს ფიცხ, ფეხებზემკიდია საქციელს. მეამბოხე, პოხუისტური სულის გამოვლინების პონტში.
Risk of Rain - არ ვიცი, მარა შეილება გადატანითად აღიქვა როგორც საფრთხის/საფრთხიანი სიტუაციის რისკი.
Antichamber - ზუსტად არ ვიცი მარა Antechamber არის დიდი ოთახში შესვლამდე ლოჯივით პატარა ოთახი რო არის. სასახლეებში და ა.შ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#5 » 12 Jul 2017 11:41

ვა საინტერესოა. პირველი DMC არ მაქ ნათამაშები და არ ვიცოდი ეგ. Half-Life და Devil May Care ვაფშე აზზე არ ვიყავი. Risk of Rain ახსნაც ახლოა თამაშის მუღამთან. Just Cause რამდენადაც ვიცი ქვია დიქტატორული რეჟიმის პონტში, ნუ ამ თამაშში კონკრეტულად მაგასთან ასოცირდება და მამენტ შენი განმარტებაც ახლოს არი.

P.S. უცოდინრობის კიდე ერთი თამამი გამოვლინება, Deus Ex რას ნიშნავს?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Game Names

Unread post#6 » 12 Jul 2017 17:40

დეუს ექს მაქინა ნიშნავს ღვთიურ მანქანას, და არი კლასიკურ ბერძნულ ისტორიებში ღმერთების ჩარევით გადაჭრილი გამოუვალი სიტუაცია რომელშიც მთავარი გმირი ვარდებოდა სიუჟეტის ბოლოს.
ეხლა ძირითადათ ნეგატიური ტონით, გასაკრიტიკებლად გამოიყენება სთორითელინგში ისეთი სიტუაციების მიმართ, სადაც კონფლიქტი და პრობლემა წყდება მაყურებლისთვის უცნობი ახალი მხარის მიერ ჩარევით. მაგრამ შეიძლება ხარისხიანადაც იყოს ჩასმული ეგ მომენტი, როგორც რიგით რაიანში ბოლოს ავიაციის დახმარება.

ვორენ სპექტორს, თამაშის ავტორს არ მოწონს ეგ სახელი, ჟღერადობის გამო ავარჩიეთ უფრო მეტად ვიდრე სიუჟეტურადო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#7 » 12 Jul 2017 18:25

"ანუ ის პოლიციის ბრიგადა რომელიც ყველაფრის დამთავრების მერე მოდის" - არასდროს არ გამოსული დეუსექსმაქინა )) სიუჟეტურ გარემოებას თუ ერქვა ნაღდად არ ვიცოდი, უფრო რაღაც კიბერპანკთან ასოცირებული მეგონა

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Game Names

Unread post#8 » 13 Jul 2017 02:05

უფრო ისეთია, რაღაც გასაჭირი როა, შანსები რო ძალიან შემცირებულია და ამ დროს რო რაღაც გადამრჩენელი მოხდება. მაგალითად პერსონაჟი რო ვილეინმა კუთხეში მიიმწყვდიოს მოსაკლავად და ამ დროს მიწისძვრა მოხდეს, ვილეინი დაიბნეს და პერსონაჟი გადარჩეს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#9 » 13 Jul 2017 03:31

ეგ მივხდი, მარა თვითონ Deus Ex რა ფორმით ხორციელდება? ანუ პირველ ნაწილში რამე ეგეთი გარდამტეხი სიუჟეტური სვლის გარშემო ხდება მოქმედება?
გათანამედროვებული ვიცი, მარა არვიცი ძველის და ახალის კავშირები ზუსტად რამდენად ზუსტია.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Game Names

Unread post#10 » 13 Jul 2017 03:54

თამაშში საერთოდ არ ხორციელდება მსგავსი რამ, დეუს ექს არც არის საერთოდ სწორი ტერმინი, დაუსრულებელი წინადადებაა და მასე აქვთ აღებული, დეუს ექს მაკინა არის მაღლა რაც ვთქვით ის.
შესაძლოა აზრობრივად იმ კავშირზე ჰქონდოათ ნაფიქრი რო მესიანური ფიგურაა JC და სახელის მხრივ აქვს პარალელი ქრისტესთან - Jesus Christ, მეტი არაფერი. თითონ პერსონაჟი კიდე მსოფლიო კონსპირაციებს უპირისპირდება რაც ცვლის მომავლის კურსს, ნუ ლოგიკურად სერიებს კიდე შემორჩა სახელიც.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Re: Game Names

Unread post#11 » 14 Jul 2017 16:12

Heavy Rain - მძიმე წვიმა
Resident evil - "ბოროტების სავანე" :DD

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#12 » 14 Jul 2017 23:10

Heavy Rain - არ მითამაშია ჯერ, მარა აშკარად ემოციური მხარის გადმოსაცემად ქვია, (გმირების) რაღაც ცხოვრების მძიმე პერიოდს მოიაზრებს სავარაუდოთ.

Resident evil - დღემდე ვერ ვხვდები რას ნიშნავს. სავანეც პირველად ამის თარგმანში გავიგე. სახელი აშკარად პირველის მოქმედების ადგილის პონტში ქვია. ანუ იმ რეზიდენციის ბოროტი მობინადე შეილება იგულისხმებოდეს (ბოროტი მობინადრეები).

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#13 » 14 Jul 2017 23:52

Far Cry - სახელი რომელიც არასდროს არ ვიცოდი რას ნიშნავდა და რა შუაში იყო მიმდინარე მოვლენებთან )))
Mass Effect - ამის შინაარსობრივი დატვირთვა იმის გარდა, რომ სიუჟეტურად "მასობრივ მოვლენებს" მოიცავს, რამე კონკრეტულსაც ხო არ ეხება, ან სხვა უფრო კონკრეტული ახსნა ხო არააქ?
Fallout - არვიცი რას ნიშნავს და თამაშთან რა კავშირიაც იმასაც ვერ ვხვდები ))
Wolfenstein - იგივე
Prey - ესეც ძაან გაუგებარია, მითუმეტეს ახალ ნაწილზე მორგებული. არადა იდეაში პირველშიც ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Game Names

Unread post#14 » 15 Jul 2017 00:39

Far Cry - დაახლოებით "სად ერეკლე და სად ჩემი ყლე" ნიშნავს. რაღაცა ახლოსაც არ მოვა რაღაცასთან. როგორც წესი ხარისხის შედარებისას ხმარობენ.
Mass Effect - არა, ეს არის მეცნიერული ტერმინი თამაშის შიგნით მოფიქრებული ფიზიკის ეფექტის. რის დახმარებითაც ხომალდებს გასტყორცნის ერთი გალაქტიკის ერთი სექტორიდან მეორეში სპეციალური კოსმოსური სტანციები. ანუ მასის ეფექტს ნიშნავს და არა მასიურ ეფექტს.
Fallout - რადიაციული აფეთქების მერე რადიაციის პარტიკლების ატმოსფეროში გატყორცნის და მერე ხრწვნის პროცესს ქვია.
Wolfenstein - პირველ ნაწილში(ვაბშე ძველში) ფიქციურ ციხესიმაგრეში ხდებოდა მოქმედება რომელსაც ეგ ერქვა. Castle Wolfenstein. თითონ სიტყვა გერმანულად მგლის ქვას ნიშნავს.
Prey - მსხვერპლი, ნადირი. არ მითამაშია არ ვიცი რა დატვირთვა აქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Game Names

Unread post#15 » 15 Jul 2017 02:04

Heavy Rain - თქეშის სცენებია ხშირად და ატმოსფერო და ტონიც მიესადაგება, მთავარი კვანძის სპოილერს არ დავწერ მარა პირდაპირი კავშირია.
Resident Evil - ეს ბოროტების სავანე ან გაბატონებული ბოროტება Racoon City-ზე არის უფრო რა, შეიძლება ჯერ სახლზე იყო მარა მერე იდეალურად გადავიდა ქალაქზე და მოიცვა თავდაპირველი სერიები მაგან, თან ისე გემრიელად რო უმაგრესი ზომბი სეთინგის უმაგრესი აღწერა გამოვიდა :D იაპონიაში biohazard ქვია და ეგაც პრინციპში სახიფათო ზონას ასახავს ბიოლოგიური იარაღის ან რამე მსგავსისგან, ზომბებიც და ვირუსიც იდეალურად ჯდება.

Wolfenstein - შეიძლება გვარიც იყოს მაგ ციხეკოშკის პონტში, არ მითამაშია არ ვიცი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#16 » 15 Jul 2017 04:02

Prey - მსხვერპლი და ნადირი როგორაა ერთდროულად, საინტერესოა, ზუსტად ერთმანეთის საპირისპირო რაღაც არი. პირველში რაღაც სახის ყ*ეობა იჭრება დედამიწაზე და იმათ შეჩერებას ცდილობ, პრინციპში მეორეც მსგავსი კონცეფციის გარშემოა, შეილება უცხო ნადირის პონტში ნიშნავდეს რამეს.

პ.ს. კიდე ერთი საინტერესო გამახსენდა - Risen (გმირის გავლილი გზის, ანუ არაფრიდან ყველაფრამდე გზის განსახიერების პონტია?)

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Game Names

Unread post#17 » 15 Jul 2017 04:11

ნადირი კი არა პირიქით, შემეშალა. ანუ რაზეც ნადირობ ეგაა Prey.
რიზენი უფრო რაღაც მკვდრეთით აღდგომის პონტია. მაგრამ კარიერული წინსვლის პონტშიც შეილება იხმარო. სიუჟეტურად ტიტანებს ებრძვი, ოღონდ მანდაც რჩეული/განსაკუთრებული ხარ თუ პროსტა მასტი აღარ მახსოვს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#18 » 15 Jul 2017 04:33

ანუ ამ უცხო პლანეტელების მსხვერპლს ნიშნავს.

Riddick
Posts: 11696

Re: Game Names

Unread post#19 » 17 Jul 2017 23:23

Tekken რას ნიშნავს? ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Game Names

Unread post#20 » 17 Jul 2017 23:25

რკინის მუშტს. თამაშშიც ამბობენ და თარგმანიც მასეა, თამაშის სახელი იაპონური დატოვეს რო კარგად ჟღერს უფრო, მარა ტურნირს რკინის მუშტის ტურნირი ჰქვია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 116 guests


cron