შთაბეჭდილებები ვერსია 2.
(ედონებს არ ვასპოილერებ)მეორედ დავხურე თამაში New Game +-ზე. დახურვის მიზეზი ორი მქონდა, ერთი რომ წინა დახურვამ მაინც რაღაც გაუგებარი ემოციები და დაუმთავრებლობის შეგრძნება გამოიწვია. მიზეზი ბევრი იყოს წინასწარი და თამაშის პროცესში გაჩენილი მოლოდინები, სხვადასხვა ელემენტების ხარისხში დიდი სხვაობა და ა.შ., მეორე იყო რომ მინდოდა უბრალოდ შემერგო ეს თამაში. ამიტომ ვარჩიე რომ New Game +-ზე დამეწყო რომ გრაინდინგის აუცილებლობა ნაკლები მქონოდა, ასევე მოზრდილი დოზით კომფორტის მოდები დავაყენე.
პირველ რიგში რასაც მივხვდი მეორედ დახურვისას და ცალკე აღსანიშნავია, რომ ეს არის უზარმაზარი თამაში. შეილება უპრეცენდენტოდ დიდიც იყოს თავისი კონტენტის რაოდენობით. და ამ რეალიზაციის ფუძე არის უნიკალური კონტენტი. ქვესტების უდიდესი ნაწილი არ იმეორებს ერთმანეთის ისტორიებს და ფათერნებს და "ხელნაკეთი", დამუშავებული პროდუქტებია თავისი სინემატიკებით, გახმოვანებით, ლოკაციებით და მათი დეტალიზების ხარისხით, ისტორიით. სხვა თამაშები შეილება მეტ დროს გატარებინებდნენ Replaybility-ის და დაკოპირებული კონტენტის ხარჯზე, მარა საბოლოო ჯამში სიდიდე მაინც უნიკალური დასამახსოვრებელი, შტაბეჭდილებიდან მოდის. ამ სიდიდის ხარჯზე Witcher 3 უკვე რამდენიმე დამოუკიდებელ თამაშად თუ არა ეპიზოდების ერთობლიობად მაინც აღვიქვი.
ველენი:
იდეალურად გადმოსცემს ვიჩერის სამყაროს ფუძეს და სტუდიის მთავარ ღირებულებებს. იძირები წარსულის სიბნელეში, ცივილიზიციამდელ სიბოროტეში და რასაც ბაჩომ გაუსვა ხაზი, ასეთ რეალობაში მცხოვრები ხალხის შიშები გიცოცხლდება თვალწინ თამაშის მონსტრების სახით. მარა ამის იქით კიდევ უფრო საინტერესო სიღრმე მოდის მონსტრებთან და სიბნელესთან თანაცხოვრების სახით. და ეს გამოიხატება ათასი საინტერესო და დამაჯერებელი ფორმით. წითელი ბარონის პირადი ტრაგედია და მისი შინაგანი დემონები, ჭაობის გრძნეული ქალების და სოფლის სიმბიოზი, რაშიც იდეალურად გამოიხატება როგორ არის ადამიანი მზად ნებისმიერი სახით შეავსოს ამოუცნობის და გაურკვევლობის მიერ გამოწვეული შიში. ძალაუნებურად გაფიქრებს წარსულ ცივილიზაციებზე, მსხვერმპლშეწირვებზე და იმ რეალობაზე რაშიც ხალხი ცხოვრობდა მაშინ, უბრალო ქვესტებში კარგად აისახება ეს მომენტი. კატის სკოლის ვიჩერის მიერ სოფლის ამოხოცვის ისტორია, რომლებმაც 2 გროშის გამო კაცი გაიმეტეს და ამ კაცის გამწარებული რეაქცია. რთული დილემები და კითხვები დღიური ნორმაა ასეთ სამყაროში. გარემოც გაჟღენთილია ამ დამაჯრებელობის და რეალისტურობის ატმოფეროთი. ფენომენალური რისერჩის ხარჯზე ალბათ პირველად თამაშების ისტორიაში დაიდო ვიზუალი სადაც ყველა დეტალი იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, ყველა ბალახი, ქვა, და ტერაინის ფორმა ისეა შერჩეული რომ ქვეცნობიერად არ იწვევს შეუსაბამობის შეგრძნებას. თან რეალობის მიუხედავათ, მხატვრულ სილამაზეს არ კარგადს. და ამ გემრიელ ატმოსფეროში ჩაძირულს მუსიკა საერთოდ ბოლოს გიღებს.
გეიმპლეი, კითხვის ნიშნები და ბალანსიც არ გადადის რესლებიდან ჯერ ამ ლოკაციაში და საერთო ფონზე მაინც ნასიამოვნებს გტოვებს.
ნოვიგრადი:
დიად თავისუფალ ქალაქში ჩასულს ვედროდან სახეში წყალს გვასხამენ, ველენის მტვერს ჩამოგვრეცხავენ და კაპიკებზე მომუშავე მოხეტიალე ბებერ გარიყულ ვეძმაკს, მავერკული თავგადასავლების კორიანტელში გაგვახვევენ. რთულია აღტაცებით და ეიფორიით არ ჩაერთო ცირილას და ლუტიკის მიერ დატრიალებულ ქაოსში. ძველ მეგობრებთან შეხვედრა, გვენტის ჩემპიონატი, ქალაქში დევნები, სპექტაკლში მონაწილეობა. ყველაფერი ძალიან სახალისო და კოლორიტულ სურათს ხატავს. მაგრამ ამასთან აქვე პირველად განიცდის თამაშის ფუძე რყევას და ბზარები იჩენს თავს. პირველ რიგში ისტორიის და ატმოსფეროს ფოკუსი, რომელიც ველენში ასე კარგად იყო დაჭერილი ნოვიგრადში სულ ცოტა მცირე დაბნეულობას იწვევს. ნოვიგრადი თავგადასავლებით და შუა საუკუნეების რომანტიკით სავსე გართობის ქალაქია თუ რელიგიური ფანატიზმით გამოწვეული დევნით დატერორებული ჯოჯოხეთი?
სასიკვდილო საფრთხის წინ მყოფ ცირილას კვალს უნდა ვდევდეთ გამალებით თუ გულიანად ვიხალისოთ ჩემპიონატებით, რბოლებით და წვეულებებით?
ისტორია არაა ერთადერთი ელემენტი რომელიც ფოკუს კარგავს, გეიმპლეისაც გარდამტეხი მომენტი უდგება და ქმრის მიერ დაჭერილი ლუტიკივით ფანჯრიდან გარბის კომბატის ბალანსი.
ქალაქი მოწოდების სიმაღლეზეა, მთაზე ბუნებრივად გაშლილი ოღრო ჩოღო ლამაზი ქუჩები. ყველა უბანი თავის ყაიდაზე მოწყობილი და ათასი ანიმაციით გამდიდრებული და გაცოცხლებული. ქალაქის შემოგარენიც კი არაა დავიწყებული და კედლებს მიღმა აშენებულ ქოხებს შორის ბევრი საინტერესო და ლამაზი დეტალის პოვნა შეილება.
მაგრამ ქვესტების ამოწურვის შემდეგ, ველენის სოფლებში დაწყებული შეგრძნება კვლავ იღვიძებს რომ რაღაცნაირად ხელშეუხებადი და დეკორატიულია ეს ყველაფერი. შენგან დამოუკიდებლად არსებობს და დათვალიერების მეტი არაფერი შეგიძლია. რაც ნამდვილად დასანანი იყო ჩემთვის.
სკელიგა:
რთულად ასახსნელი ადგილია. დელიკატური მაგრამ მნიშვნელოვანი გარდატეხა ხდება თამაშის დიზაინში. გარემო ვიზუალურად ნაკლებად საინტერესოა და ატმოსფერული ვიდრე წინამორბედები მაგრამ სათამაშოდ და გამოსაკვლევად ბევრად სასიამოვნო. სიუჟეტის დიზაინიც თითქოს იცვლება, უფრო ღია და გაშლილი ხდება, ნაკლებად სწორხაზოვანი. ავანტურისტული თავგადასავლების შემდეგ უფრო ტრადიციული ფორმის, ნორდული და შოტლანდიური საგების სტილში ქვესტები გვხვდება. რამდენიმე ძაან სახასიათო და დასამახსოვრებელი ქვესტი და ადგილია, მაგრამ მთლიანობაში მთელი ახალი ქვეყნის გასამართლებლად და დასახატად საკმარისი მასალა თითქოს ვერ იყო. გეიმპლეიშიც უფრო ხშირად გხვდება უფრო ერთგვაროვანი და დამღლელი მომენტები. ძალაუნებურად გაფიქრებს რომ დეველოპერის მდიდრულ ჩანაფიქრებს დედლაინის და ბიუჯეტის რეალობა დაეწია და ქამრის მოჭერა მოუწიათ. თუმცა ცოტა გადამეტებით გამოუვიდათ მოჭერა და რამდენიმე ძალაინ ცუდი მომენტი შეიტანეს თამაშში. მათ შორის ყველაზე მწარე მომენტი არის სირინოზების და წყალქვეშა განძის კომბინაცია. სირინოზები დამოუკიდებლად უკვე თავისუფლად ართმევენ მოროვინდის Cliff Racer-ებს
https://i.ytimg.com/vi/S4rXsrZRchQ/maxresdefault.jpg, ყველაზე გამაღიზიანებელი მონსტრის ტიტულს. მაგრამ ამას რომ ემატება ერთმანეთისგან ასეული მეტრით დაშორებული ჩაძირული განძის ძიება, სადაც ზოგჯერ 3 წუთი მიცურავ ცარიელ ზღვაში რომ ებრძოლო მაგ საზიზღარ არსებებს და ყოვლად უაზრო ლუტი ამოიღო წყლიდან. სამი ცალი გავაკეთე და კაცობრიობის წინაშე დანაშაულად თავისუფლად ჩავუთვლიდი მაგ ტიპს ვინც ადგა და ესე უმოწყალოდ დააკოპირა რუკაზე ეგ უმსგავსობა. ბოლოს ასეთ მეთოდს მომიწია მიმემართა:
https://www.youtube.com/watch?v=OEM8w9q_Q7g.
აქ მარტივი სათქმელია რომ თავისუფლად შეიძლება გამოტოვო ეგ კითხვის ნიშნები, მაგრამ არსებობს გეიმერების მთელი კატეგორია Completionist(თითქმის მესამედი გეიმერების), რომლებიც კაიფობენ იმით რომ 100% დახურონ თამაში და მაშინ როცა ბევრ თამაშში შეილება დააიგნოროს Completionist-მა ეგ მუღამი, RPG მისი "წმინდა" ჟანრია სადაც ბევრი ამას არ იზამს. ამასთან RPG-ს და ზოგადად თამაშების დიდი ხნის ტრადიციაა რომ დააჯილდოვოს მოთამაშეები ვინც ყველაფერს გამოიკვლევს საინტერესო კონტენტით და საინტერესო lore დეტალებით. ვისაც უნდა ნუ დამეთანხმება, მაგრამ როცა დაჯილდოვების მაგივრად 100% დამხურავ მოთამაშეს ასე აბუჩად იგდებს თამაში ეს სერიოზული მინუსია მისთვის.
დროის და სივრცის ლედი:
ცირილას ისტორია და მთავარი ქვესტი თითქოს დამოუკიდებლად მიუყვება ამ ყველაფერს. პერსონაჟები ძალიან დამაჯერებელი და ცოცხლები არიან და ბევრ დადებით ემოციას იწვევენ. არაფერია ყალბი და დაძალებული, მოთამაშის და გერალტის ეგოს დასაკმაყოფილებლად არ არის შექმნილი, თავისი ხასიათით, ამბიციებით, ტკვილით და სიყვარულით არიან მართული. ძალიან მესიამოვნა რომ ყველა პერსონაჟთან უშუალო და უბრალო სიტუაციაში დროის გატარების საშუალება მოგვცეს. გერალტის და ცირილას ურთიერთობით დაწყებული, ტრისთან წვეულებით და ვეძმაკებთან ალკოჰოლით გალეშვით დამთავრბული ბევრ დასამახსოვრებელ და თბილ მოგონებას აჩენს თამაში.
მაგრამ დგება მომენტი როცა ეს ყველაფერი უნდა შეიკვრეს და აქ უკვე სკელიგაზე მოდებული ჩრდილი იჩენს თავს.
როგორც ხშირად ხდება RPG-ში, ზენტეზიში და ზოგადად სთორითელინგში, მთავარი სიუჟეტი იშვიათად არის ხოლმე ისეთი საინტერესო როგორც საიდ ქვესტები. რაღაცა მაკგაფინს იპოვის თუ არა გმირი ნაკლებად მნიშვნელოვანია ხოლმე ვიდრე იქამდე გზას როგორ გაივლის და რა გადახდება. აქაც იჩენს ეგ მომენტი თავს.
ორი ძირითადი ანტაგონისტი გვყავს:
1) Wild Hunt - ეს არის მითიური მეტაფიზიკური მოვლენა, რომელსაც ბოლომდე არავის სჯეროდა. მოულოდნელად თავს დამხტარი მოჩვენება მხედრების არმია რომელიც იზოლირებულ სოფლებს ან ქოხებს აქრობდა მიწის წიაღიდან და ასევე მოულოდნელად უჩინარდებოდა. ეს არის Wild Hunt-ის ლეგენდა.
რეალობაში გავიგეთ რომ არსებობს პარალელური სამყაროები. ერთ დროს მოხდა სფეროთა გადანაცვლება, მისტიური მეტაფიზიკური მოვლენა რომლის შედეგადაც სამყაროებს შორის ბარიერი გაქრა და ათასი მონსტრი, ურჩხული და სხვა არსება გადმოვიდა ვიჩერის მშობლიურ სამყაროში. მათ შორის ადამიანები, ელფები და ა.შ.
ერთერთი ასეთი პარალელური სამყარო არის ელფების სამშობლო. იქ დიდი ხნის განმავლობაში ატარებდნენ გენურ ექსპერიმენტს. აჯვარებდნენ დიდი მაგიური პოტენციალის მქონე ინდივიდებს და ნელნელა გამოყავდათ ძალიან ძლიერი მაგიის და უნარების მქონე სუპერ ელფები.
ერთ-ერთი ასეთი მთავარი შესაჯვარებელი ქალი იყო ლარა დორენი, ავალახისგან უნდა გაეჩინა შვილი მარა შეუყვარდა ადამიანი და გაიქცა მასთან და გააჩინა ნახევარსისხლა შვილები. ამითი ჩაშალა ათასწლოვანი გენური ექსპერიმენტი და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ამის შემდეგ ელფებმა ვიჩერის სამყაროს მიმართ ინტერესი გაიჩინეს და Wild Hunt-ის ფენომენის სახით სტუმრობდნენ ამ სამყაროს იპარავდნენ ხალხს და მათზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ და დაკითხვებს უტარებდნენ რომ პოლიტიკური რეალობა შეესწავლათ.
გავიდა წლები და დაიბადა ამ ნახევარსისლების შთამომავალი ცირილა. რომელმაც სამყაროს შორის გადასვლის უნარი აღმოაჩინა და აღარ მახსოვს როგორ მარა მოხვდა ელფების სამყაროში, სადაც ავალხმა იპოვა და მიუყვანა თავის მეფეს, რომელსაც 13 წლის გოგო უნდა მოეტყნა და დაერესტარტებინა გენური ექსპერიმენტი. მეფე აღმოჩნდა ნარკოტიკებით, სასმელით და ნიჰილიზმით დაიმპოტენტებული კაცი და მანამ რამეს მოაბა თავი. მისმა გენერალმა იმრელეზმა მოკლა მეფე. აქ ასევე აღარ მახსოვს რატომ მარა ავალახმა გააპარა ცირილა უკან თავის სამყაროში.
ამის მერე იმრელეზი გამალებით ეძებს ცირილას.
2) White Frost
ეს არის ბუნებრივი ან მაგიური კატაკლიზმა, რომელიც ალბათ შებრუნებული ფორმაა რეალობაში არსებული მსგავსი მოვლენის, რომელიც გლობალურ კოსმიურ დათბობა/დაწვას იწვევს. აქ შეაბრუნეს და ყინავს, ეს არის მოვლენა რომელიც სტუმრობს სამყაროებს და ბოლომდე ყინავს მათ და აქრობს ყოველგვარ სიცოცხლეს. მისი ერთერთი უახლოესი დანიშნულების წერტილი ელფების სამყაროა, ამიტომ ჭირდებათ იპოვონ ცირილა და გამოიყენონ მისი სამყაროში მოგზაურობის უნარი რომ ელფების რასის მასიური მიგრაცია მოახერხონ ვიჩერის (ან სადმე სხვა) სამყაროში. ამის გამო დასდევს იმლერეზი ცირილას.
ეს White Frost -ი ჯერ კიდევ პირველი ვიჩერის სიუჟეტის შეკვრა იყო, როცა ალვინი ცდილობდა ხალხის მუტირებას გაეკეთებინა რომ გაყინულ სამყაროში ადაპტირება შეძლებოდათ. რატომ დაევასათ ესე მოსიარული მაცივარი მთავარ ანტაგონისტად არ ვიცი, მარა ჩემთვის ყოვლად მოსაწყენი თემაა ვინალური ძალის მხრივ.
განსაკუთრებით მოსაწყენია ესეთი თემები როცა გმირი მისი გეგმის შეჩერებას შეძლებს ვიდრე ის დაიწყება. ელფების მიგრაცია რო დაწყებულიყო, მათთან ომი ყოფილიყო და ამ დროს იყინებოდეს სამყარო ბევრად აზრიანი იქნებოდა ეს მთავარი კონფლიქტი ჩემი აზრით, მარა ეს შორს წაგვიყვანს ამიტომ რაც არის იმას მივუბრუნდეთ.
მოკლედ ემოციურად გაჯერებული ისტორიის მერე მის შეკვრის თემას ვადგებით. Wild Hunt -ს რატო ვებრძვით გასაგებია ეს მოტივაცია და ყველაფერი. ცირილას წაგვართმევენ და მთელ ახალ რასას გადმოიყვანენ ბევრად განვითარებულს და გადახოცავენ ყველას. მარა იმრელეზის დამარცხების მერე რაღაც მას ეფექტის მსგავსი მეორე მოულოდნელი ფინალი ფინალში თემა იჩენს თავს. საბედნიეროდ ბიოვეარის პროდუქტივით კატასტროფა არ ხდება, მარა მათ მაგალითზე რო ჭკუა ესწავლათ კაი იქნებოდა.
იმრელეზის დამარცხების მერე ავალახი და ცირილა ქვრებიან. იწყება მეორე სფეროების გადანაცვლება, რატომ იწყება ვერ გავიგე იმის მიუხედავათ რომ ძაან დაკვირვებით ვუსმენდი სიუჟეტს, სავარაუდოდ ცირილას და ავალახის მიერ მერცხლის კოშკის პორტალის გახსნის გამო. ცირილა შედის პორტალში და რაღაცნაირად ამარცხებს დიდი მაცივარს და ყველაფერი კარგადაა (ან ცუდათ)
ემოციურად და ლოგიკურად ფინალი ბევრ კითხვას აჩენს. ნახევრად ბუნდოვანია ავალახის მოტივაცია, სავარაუდოდ ორი ქონდა:
1) არავის ხელში ცირილას ნაირი ძალაუფლება არ ჩავარდნილიყო.
2) შეესრულებინა ორიგინალი ჩანაფიქრი ელფების ათასწლოვანი გენური ექსპერიმენტის და მისი ძალა გამოეყენებინა კოსმიური მაცივარის გასათიშად.
სრულიად გაუგებარია რა მექანიზმით გათიშა ცირილამ კოსმიური მაცივარი და გათიშა, ძაბვა დაუგდო და შეანელა თუ რა მოხდა საერთოდ.
რეაქციები ამაზე ორაზროვანი იყო. უფრო ემოციურ ტალღაზე მყოფმა მოთამაშეებმა გადააგორეს ეს მომენტი, სხვებს ცუდათ მოხვდათ. მაგრამ ობიექტურად ფაქტია რომ ბოლომდე მიზეზი და მიზანი ამ სიუჟეტური განვითარების არსებობის არ იყო ახსნილი, რამაც გააჩინა კითხვები ოღონდ არა დადებით სტილის ორაზროვანი, დამაფიქრებელი კითხვები, არამედ ძალაინ ცუდ "მე ვერ გავიგე რაღაც და გამოვტოვე თუ დეველოპერებს დრო არ ეყოთ წესიერად დაესრულებინათ თუ არ იცოდნენ როგორ დაესრულებინათ და უხეში გამოსავალი იპოვეს".
ნუ როგორც არ უნდა იყოს ამის გადაგორების შემდეგ, კიდევ ერთი დანაღმული მინდორი თუ გადალახეთ, და კონტროვერსიული (უაზრო და ცუდი მარა ზოგი არ დამეთანხმება) არჩევნების ჯაჭვში იაგანი(ორი 1-ინი) თუ არ გაგიგორდათ და დეპრესიული ფინალს აცდით, ცირილას ისტორიის ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელ ფინალამდე მიაღწევთ. საერთო ჯამში რაც შემიძლია ვთქვა ამ ყველაფერზე არის რომ ძალიან მიხარია Witcher 3 ამ ნოტაზე არ მორჩა და გამოუშვეს:
ქვის გული:
აღმოსავლური სულით გაჟღენთილი ეს სიუჟეტი ნოვიგრადის აღმოსავლეთით(ოდნაკო) ვითარდება. რადგან უედონო თამაში არ მიცდია, დაყენებამდე იქ რა იყო არ ვიცი, მაგრამ ედონში რამდენიმე ახალი სოფელი და ტყე ემატება გამოსკვლევად. გარემოს მხრივ დიდი სიახლე ვერ შევამჩნიე, ოდნავ განსვავებული ტყეები და ტექსტურები შეიძლება. მაგრამ ქვესტების და ატმოსფეროს მხრივ მშვენიერი და განხვავებული ექსპერიენსი იშლება ჩვენს წინ. შორეული მიწებიდან ჩამოსული ვაჭრები და რუნების ექსპერტები, ათას ერთი ღამის ფურცლებიდან გაცოცხლებული განტერ ოდიმი, ოლგეირდ ვონ ემერიკის ტრაგიკული ბედი, საუკეთესო გოთიკური ჰორორის სტილში დახატული აირისის ისტორია. შედარებით მოკლე ისტორია იყო, მაგრამ მშვენივრად მოახერხა ორიგინალი კამპანიის ტემპის გატეხვა და ახალი თავგადასავლებისთვის შემზადების ფსიქოლოგიურად და ემოციურად. კამპანიის დახურვის შემდეგ სათუთად შევინახე სამახსოვროდ პორტრეტი და ნაჩუქარი ხმალი და სისხლის და ღვინის დასაგემოვნებლად გავეშურე. არ მინდა დასპოილერება მარა აი ამ ედონთან პირველი შეხებიდანვე იგრძნობთ რომ სრულიად ახალი ექსპერიენსი გელოდებათ.
სისხლი და ღვინო:
სიყვარული და სიუხვე!, მეგობრებო, ეს არის ტუსანტი, სიუხვე და სიყვარული!, და სულის გამათფობელი მზე, ულამაზეს მინდვრებში ცხენის ჭენება, ქალები, ღვინო და რაინდული ღირსება!
ასე რომ თამაში აღეწერათ ჩემთვის თამაში კილომეტრში არ გავეკარებოდი, მაგრამ პირველი კადრიდან ქმრის მიერ დაჭერილი ლუტიკის და კომბატის ბალანსივითი ფანჯრიდან ხტება ეგეთი აზრები ტვინიდან და გინდება ჩაეფლო ბოლომდე ყველაფერში! ერთროულად! უცებ უცებ. მზე, ყაყაჩოებით მორთული მინდვრები, 30 წლის დაყენების სანგრენალი და ესტ ესტი, და პახმელიაზე ეგრევე პრინცესას გულის მოსაგებად ეშურები რაინდულ ქვესტზე.
წლის RPG-დ დაასახელეს ეს ედონი, თამაშის ედონი წლის RPG-ით ! და არახუნეს ხალხმა კლავიატურაზე თითეები და იატაკზე ფეხები, ისაო ესაო დარკ სოულიო და ამბებიო. მარა ედონი კი არა მართლა წლის RPG და მოვლენა იქნებოდა ისეთი კარგია.
სიყვარული და სიუხვე, ვახსენე და ამდენი სიყვარულით და ასე უხვად დაეტვირთოს დეველოპერს თამაში მე ჯერ არ მინახავს. შეილება რამდენიმე კვირა ათვალიერო აქ ყველაფერი. თითოულ NPC-ს გაყვე და ნახო რას აკეთებს. ტუსანტში ღვინო ყველაფერია, და ამ სიწმინდეს არც რენდომ NPC-ები ეხუმრებიან. ყურძნის მოწყვეტით და ზურგზე დაკიდებულ კალათში ჩაგდებით დაწყებული, ფოთლების მოჭრით, ყუთების დაფასოებით, ფეხებით ღვინის დაწურვის და ბაღში ყვავილების მოვლით, ალბათ "დამთავრებულის" მაგალითს ელოდებით მარა და ნურას უკაცრავად, კაცმა არ იცის ეს რითია დამთავრებული. ალბათ 10% შევამჩნიე ანიმაციების 5 დღე თამაშით. რომ მეგონა ნანახი მქონდა ძირითადი ნაწილი, სასახლის პარკში ახალგაზრდა ლამაზმა გოგომ პეპელა დაიჭირა, სურვილი შეულოცა, შეუბერა და გაუშვა.
არამარტო ეგ, ქვესტებზე ისეთი რამე ვნახე, მომინდა თავიდან დახურვა თამაშის მეთქი მთელი ეს ფენა როგორ გამომრჩენია. კაცს სრულიად ოპციონალურ პონტში ვუთხარი რომ ცოლი ღალატობდა, კარგია რო მითხარი გავაგდებ სახლიდანო და მორჩა ქვესტი ოფიციალურად, ტექსტი ამოვიდა Quest Completed და ყველაფერი. და სადღაც მიდის კაცი, პროსტა ინტუიციით გავყევი. იპოვა ცოლი სადღაც ბაღში უყვირა, ეჩხუბა და ცოლი ატირებული გაიქცა სადღაც. გავყევი ცოლს და მიირბინა ვილას უკან სალოცავთან ტირის, სანთლებს ანთებს და ლოცულობს. უკან გამოვბრუნდი ქმარი სკამზე ზის დაღვრემილი, აკანკალებული ხელით ალკოჰოლში იხრჩობს დარდს. აი რაც არ უნდა ვწერო ეხა ვერ ავღწერ რამდენად ოპციონალური და ადვილად გამოსატოვებელი კონტენტია. რამდენი ჩათვლიდან რომ გაგრძელება არ ექნებოდა არაფერი და "კადრს მიღმა" მოხდებოდა ეს ყველაფერი.
სიუჟეტი ძაან ფენომენალურად გადასარევი არაა ნამდვილად, არც გამოძიება არის პირველი ვიჩერივით ჩახლართული და დამოუკიდებელ ფიქრზე აგებული, ულამაზეს დეკორაციებზე
http://imgur.com/XBax4cx რომ lore დეტალები და ლეგენდები არაა დასანანია, მარა მთლიანობაში საკმაოდ კარგი სიუჟეტი აქ და იმდენად ლამაზია გარშემო ყველაფერი რომ ძალიან ძნელია პატარა პრობლემებს ყურადღება დაუთმო. პერსონაჟებიც ძაან კარგია, განსაკუთრებით ანა ჰენრიეტა
http://imgur.com/Kt7ijYS მომეწონა. ნიფლგაარდის იმპერატორი იმის მიუხედავათ რომ გეიმ ოფ ტრონის, ტაივინი ახმოვანებს ავტორიტეტის შეგრძნებას არ მიჩენდა საერთო, თავში წამოვარტყავდი ეხა ისეთი შეგძნება მქონდა, აი ანა ჰენრიეტა კი ნამდვილ ლიდერად დასახეს, ბუნებრივი ქარიზმით და ავტორიტეტით რო მართავს ხალხს. ცეზარის და ეგეთი ისტორიული ლიდერები როგორ მოქმედებდნენ ხალხზე ასე ის დამაჯერა.
ეგ კი არა, Roach თან მეგობრული კავშირიც კი გააჩინეს
ენდინგებიც მომეწონა, თუმცა სლეიერა დარწმუნებული ვარ აქაც ვერ აცდება დანაღმულ მინდორს და უაზროდ მიიღებს ცუდ ენდინგს
გეიმპლეის გამოცოცხლებაც ცადეს, მთელი ახალი მუტაციის მექანიკა დაამატეს და მტრებს უფრო გეიმპლეის ვარიაცია მისცეს. თუმცა ბალანსი ისე შორს იყო წასული მაგ დროს ორივე დახურვაზე რომ მუტაციების განვითარება სუფთა დეკორაციულ ხასიათს ატარებდა, მაგის ფონზე უფრო კომპლექსური მტრები უფრო მცირედად შემაწუხებელი იყო ვიდრე ჩელენჯის მომგვრელი.
ლოკაციებშიც ბოლოს და ბოლოს იპოვეს ოქროს შუალედი. რეალისტურიც არის და თან საინტერესო გამოსაკვლევი. რომ ვამბობდი ფონზე Focal point-ებზე, დაამატეს ხედებზე სულ რაღაც საინტერესო.
აჰ და ხედები, ეჰჰჰ.. ერთი 10 მონიტორი მინდა თითოზე თითო სკრინს გავაკრავდი.
ორიგინალი კამპანიის ნებისმიერი ცოდვა ათმაგად ამოიღეს ამ ედონით და თამაშების ისტორიაში ერთერთი ყველაზე საუკეთესო და დამაკმაყოფილებელი ფინალი დადეს. ამასთან იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის ყაიდაზე დახატულ ულამაზეს პატარა ტუსანტში იდეალური შვებულება მოგვაწყობინეს. ჰეიელელელეი ნამდვილად.
სკრინები (მაქსიმალურად გაფილტრული მისახვედრი სპოილერებიდან ედონებში)
http://imgur.com/a/kgjgz