RolePlay ამ შემთხვევაში და RPG სხვა რამეებია.
Roleplay არის სწორედ როლის თამაში და შეილება Serious Sam-შიც ქონდეს ვიღაცას ეგ ექსპერიენსი.
RPG -არის თამაში, რომელიც იღებს სათავეს ჰარდოკური შუასაკუნეების მინიატურების ომის თამაშიდან
https://en.wikipedia.org/wiki/Chainmail_(game). რომელსაც მერე ფენტეზი ყაიდაზე გარდაქმნეს და პირველი სამაგიდო ფენტეზი თამაშები შექმნეს.
ეს თამაშები თავისი ფაბულით თავიდან უფრო დიაბლოს გავდა ვიდრე სიტყვაზე Baldur's Gate-ს. ქონდა როლის თამაშის და სთორითელინგის საწყისები მაგრამ ძირითადი მუღამი ჰარდკორული დანჯეონების გაწმენდა იყო. თითო კაცი 10~15 მინიატურას მართავდა და გრიდიან ფურცელზე დახატულ დანჯეონში აჩხუბებდა.
მერე რო დაიხვეწა ეს თამაშები უკვე სთორითელინგის და როლის თამაშის ელემენტები შემოვიდა. თითო კაცი თითო პერსონაჟს მართავდა და მის სახელს, ხასიათს, ბიოგრაფიას იგონებდა და ამ პერსონაჟის ხასიათიდან გამომდინარე იქცეოდა დანჯეონ მასტერის მიერ განვითარებულ ისტორიაში.
დაიხვეწა მექანიკებიც, შემოვიდა ინვენტარი, სხვადასხვა პავერები, ზოგმა კარტები დაამატა, ზოგმა რაღაც ფიგურები და ტალისმანები.
ამის მერე ამ ჟანრის ადაპტაცია მოხდა უკვე კომპიუტერულ თამაშებში. დაიწყო ყველაფერი Choose Your Own Adventure სტილის ტექსტური დანჯენის ექპლორაციით და მერე ასობით სხვადასხვა დიზაინით განვითარდა.
და გადაუჭრადი საკითხია ეხა ამდენ იტერაციაში გავლილი ჟანრის, თრუ ფორმის ჩამოყალიბება. ანუ საწყის წერტილს რაზე აიღებ იმაზეა დამოკიდებული. თუ სამაგიდო თამაშის ექსპერიენსის მსგავსებას აიღებ ჯერ სამაგიდო თამაშებში უნდა გაარკვიო რომელია თრუ ფორმა, თავდაპირველი დანჯენზე ორიენტირებული, DND-ის ნაირი სთორიზე ორიენტირებული თუ თანამედროვე სოციალურ ჯგუფურ გართობაზე ორიენტირებული.
თუ რაღაც საერთო მექანიკების კრებულს იღებ. მაშინაც ბევრი პრობლემაა.
ზოგი ფიქრობს რომ მაინდამაინც კომბატი უნდა ქონდეს RPG-ს, სხვები ფიქრობენ რომ სისულელეა ეს რადგან უმეტესობა RPG-ში ბევრი სიტუაცია უკომბატოდ შეილება გადაწყდეს და თუ მოგინდა ვთქვათ ელფი პურის მცხობელის ცხოვრებაზე იზამ RPG'ს.
ზოგი ფიქრობს რომ RPG-ში როგორც სამაგიდო ვერსიაში პერსონაჟების სტატები უნდა წყვიტავდეს შედეგებს, ზოგი ფიქრობს რომ ეგ სისულელეა და მოთამაშის სკილიც უნდა ფიგურირებდეს. მესამეები ამტკიცებენ რომ სულ რო ტრაკზე გასკდე მაინც მოთამაშის სკილია იქნება ჩარეული, რადგან მოთამაშე ირჩევს რომელი სკილი იხმაროს თუნდაც რომ სკილის გამოყენების შედეგი კამათელმა და სტატებმა გადაწყვიტოს.
ამიტომ რავი ჩემი აზრით მაქსიმუმ შეილება ჩამოიწეროს ზოგადი დამახასიათებელი ელემენტები რომლებიც საერთო აქ RPG-ებს. და მერე განისაზღვროს მინიმალური რაოდენობა რაც უნდა იყოს თამაშში რომ RPG-ით ჩაითვალოს. სიტყვაზე:
1) პერსონაჟის განვითარების სისტემა
2) პერსონაჟის გარეგნობის და ბექგრაუნდის მოდიფიცირების საშუალება
3) ინვენტარის და აღჭურვილობის სისტემა
4) პერსონაჟისთვის ოპციების ქონა რომ გეიმპლეით და სთორიში გამოხატოს საკუთარი ბუნება და ხასიათი. (სტელზით მოკლა, მოთაფლო, ბოროტად მოექცე, კეთილად მოექცე)
და აქედან 3 მაინც თუ აქ RPG-ა. (ანუ შენ ორიგინალ პოსტს მივუბრუნდი :)))) )