The Witcher 3: Plot Analysis, ლეგენდარული თამაშის გაუგებარი დასასრულის გარჩევა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#1 » 06 Jan 2016 21:13

თუ ამას კითხულობთ, სავარაუდოთ უკვე ნახეთ შთაბეჭდილებებზე დაწერილი სტატიაც viewtopic.php?f=64&t=2734#p41351, რომელიც არის სრულიად სხვა დანიშნულების თემა და თამაშის საერთო მიმოხილვის როლში გამოდის. ხოლო მოცემული იქნება თვითონ სიუჟეტური პერიპეტიების კვლევაზე, რომელშიც გადავწვდებით წიგნებს და თამაშის სხვა ნაწილებს, რათა კარგად გავიგოთ ბოლო თამაშის, ბოლო მოვლენები.

The Witcher 3: Plot Analysis
რესერჩი ჩატარდა თამაშის კულმინაციის და დასასულების გარშემო, რომელშიც თავმოყრილია უამრავი სიუჟეტური ელემენტი და ზევიდან ემატებბა დასასრულის 36 ვარიაცია, რაც თემას უაღრესად კომპლექსურს ხდის, ხოლო ამ მრავალფეროვნებას, ამძაფრებს, მოცემული ელემენტების ბექგრაუნდების უქონლობა თვითონ თამაშში, რომლებზე პასუხებიც მხოლოდ წიგნებში შეგიძლიათ ნახოთ. და კიდევ ერთი ფაქტორი, ავტორების შესაძლო, მცდარი გადაწყვეტილებები, ზოგიერთი მოვლენის გაერთიანების და წიგნისეული აზრის შეცვლის შესახებ. ანუ თემა არის რთული, რითიც კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

სანამ კოკრეტულ თემებზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ ჩემი და სანდროს მიერ ჩატარებული რესერჩ დოკუმენტი, რომელსაც ტეელფონით უცებ ვიდეო გადაუღე: https://www.youtube.com/watch?v=Y9IIJPBexdM

მაგრამ პასუხებთან ერთად, რჩება კიდევ უფრო საინტერესო კითხვები. რომლების ამოხსნამაც კიდევ უფო ბევრი დრო წაიღო - ფორუმებიდან დაწყებული, ბოლოგები, საიტები, ვიკი, სოციალური ქსელები, თვითონ თამაშის წიგნების, ქვესთების, პერსონაჟების ბიოგრაფიების კითხვა. მაგრამ პასუხები მაინც ძალიან ბუნდოვანი რჩება, ისეთივე როგორც შორს, ღრუბლებზე გამოჩენილი Wild Hunt მხედრები. მათ ამოხსნას კი მინდა, იმ ადამიანებთან ერთად მივაგნო, ვისაც ჩემს მსგავსად, ან ჩემზე უფრო, აინტერესებს ზოგადად წიგნების და თამაშების სიუჟეტური პერიპეტიები.

ახლა კი მეთვითონ რომ არ ავიხლართო ამხელა მასალაში გავაკეთებ ორ რამეს. 1. შევეცდები ზუსტად გადმოვცე რესერჩის მსვლელობის სტრუქტურა 2. მაქსიმალურად ლაკონური ვიყო. 3. და დავყო სტატია ორ ძირითად ნაწილად - ემგირი და ერედინი.

Emhyr var Emreis

>>>

ავალაკჰის მიერ Wild Hunt გემის დატელეპორტების მერე, იმდენად აირია ყველაფერი, რო თანმიმდევრობას და მოვლენების აზრს დღემდე ვიკვლევ და ვალაგებ. მაგრამ კვლევის მოთხოვნილება მაინც ზუსტად ენდინგიდან დაიწყო. რომლის მიხედვითაც (რაღაც მეორეხარისხოვან დეტალებს არ შევეხები და არ გაგიკვირდეთ, ენდინგში ბევრი რამეა გამოყოფილი) გერალტი იენიფერთან ერთად წავიდა და ბედნიერად ცხოვრობდა, ხოლო ცირილა, რომლის გარშემოც რეალურად მთელი სამყარო ტრიალებს. წავიდა მამამისთან, წავიდა იმისთვის, რომ თვითონ უხელმძღაველოს იმპერიას.
კი ეს ძალიან სევდიანი იყო, მაგრამ რატომაც არა? იდეაში, მე ერთ გოგოს უკვე შეუწყე მართველად გახდომაში ხელი. ცირილას შვილივით ვიცნობ და დარწმუნებულივარ რო ისიც სიკეთის მომტანი მმართველი იქნება. და არ მინდა რო ის უბრალოდ ერთი რიგითი ვიჩერი გახდეს. რაშიც მე და ცირილა აფსოლიტურად ვეთანხმებით ერთმანეთს http://i.imgur.com/sWtdJol.png .

მაგრამ აქ გაჩნდა ორი ძალიან რთული საკითხი. გახსოვთ ალბათ. ანუ რა უფლებით მიყავს ემგირს ცირილა, თუ ის მართლა გერალტისთვის დანაპირები ბავშვია? და ვინ არის ემგირი რეალურად, რატო აქვთ მათ დაძაბული ურთიერთობა? რა უნდა ემგირს თავის შვილისგან კონკრეტულად?
ზუსტად აქ დაიწყო ჩემი და სანდროს რისერჩი, როცა მე მას წიგნებიდან მასალის მოშველება ვთხოვე. და აღმოვაჩინე, რომ Emhyr var Emreis არის ყველაზე შენძ... პერსონაჟი, პერსონაჟებს შორის. წარმოდგენილი ორ სხვადასხვა ადამიანათ, რომლებს შორისაც თვითონ სანდროსაც გაუჭირდა თავიდან ერთი ადამიანის პოვნა. ხოლო გერალტისთვის დაპირებული ცირილას ამბავი კიდე უფრო ჩახლართული, მაგრამ საბოლოო ჯამში მარტივად გასაგები.

ეხლა ძალიან ლაკონურად რო გადმოვცე საათობით საკითხავი ტექსტი, უნდა ვქნა ძალიან უხეში რამ, უნდა დავაპატარავო მოვლენები და თუ ამ რეალური ამბის, ანუ ემგირის ისტორიის მთლიანად გაგება გინდათ, მიაკითხეთ წიგნებს და ისამოვნეთ. მაგრამ თუ უშუალოდ თამაშის პლოტ ჰოლის ამოსვსება გინდათ, აგერ:

1. ემგირი 13 წლის რო იყო, როცა ნილფგაარდი მტერმა ჩაიგდო ხელში. მამამისი მოკლეს, ამას წყევლა დაადეს, რომლის გამოც დღის განმავლობაში ზღარბის მაგავარი არსება ხდებოდა, ღამე კი ადამიანის იერი უბრუნდებოდა.

2. ემირმა გაიგო, რომ მისი განკურნება "ბავშვი-სიურპრიზის" ხელში ჩაგდებით შეილებოდა. რომელიც რეალურად იყო ელფების გამოყვანილი უნიკალური სისხლის მატარებელი არსება, რომლის მაგიურ ძალასაც ვერაფერი შეედრებოდა და რომლის ხელში ჩაგდებაც კიდევ უამრავი ხალხი ცდილობდა.
იპოვა ამ სისხილის მატარებელი ბავშვის მამა, მეფე, რომელიც იმყოფებოდა სიკვდილის პირას, გადაარჩინა, სამაგიეროთ კი დააპირა, რომ როცა სახში მივიდოდა, რაც მოულოდნელი დახვდებოდა მისთვის უნდა მიეცა. მეფეს სახში რათქმაუნდა ახალშობილი შვილი დახვდა.

3. გავიდა 14 წელი. უკვე გარდაცვლილი მეფის ცოლს, ემგირმა ეს გოგო ცოლად მოითხოვა და გაუმხილა რო უკვე ერთი წელი ერთმანეთს ხვდებოდნენ. დედოფალს არ უნდოდა ბავშვის გატანება, დაიწყო აურზაური და ზუსტად აქ გადაარჩინა გერალტმა ემგირი, რომელიც მას დენის ფსევდონიმით გაეცნო. იგი, გერალტს, საპატივსაცემოდ ნებისმიერი სურვილის ასრულებას პირდება. რაზეც გერალტი ზუსტად იგივეს თხოვს, "რაც ეხა გაქ, ისე რომ არ იცი და სახში მისვლისას გაარკვევ, უნდა მომცე". დენიმ არ იცოდა რო მისი სატრფო პავეტა (რომელსაც ერთი წელი ხვდებოდა) ფეხმძიმეთ იყო. ხოლო ბავშვი კი თვითონ ცირილა გახლდათ.

4. ამის შემდეგ, ემგირი, ანუ იგვე დენი, ცდილობს რო ცოლშვილი გაიტაცოს ნილფგაარდში. მაგრამ პავეტა, ახალშობილს, ჩუმათ დედამისს უტოვებს, ანუ ცირილას ბებიას (კალანტე).

5. ემირი გზაში იგებს, რომ პავეტამ ბავშვი იპოვა, ჩხუბობენ, პავეტა ვარდება გემიდან და იღუპება.
ემგირი დაბრუნდა ნიფლგაარდში, დაიპრყო ტახტი და გაიგო დონა ლორენის წინასწარმეტყველების შესახებ. მან შეუტია ჩრდილოეთს და ასასინები და ჯადოქრები გააგზავნა ცირილას მოსატაცად (ანუ ბებიამისთან). მისი მიზანი იყო შვილზე დაქორწინება რადგან წინასწარმეტყველების თანახმად ცირილას შვილი ნახევარ სამყაროს მეფე იქნებოდა, შვილიშვილი კიდე მთელი სამყაროსი.

=== ანუ ამის შემდეგ უკვე ემგირი გადაწყვიტავს თავის საკუთარი შვილის მ... და მისგან ბავშვის გაჩენას, რომ იგი შესაბამისად მსოფლიო მმართველი გახადოს (და აქ მივხვდი რო ამ ტიპთან გაუშვი მე ბოლოს ცირილა და ძალიან მეწყინა, მაგრამ საქმე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა) ===

6. ამასობაში, ცირილა იზრდებოდა ბებიასთან და სკელიგას კუნძულებზე ნათესავებთან. გერალტმა როდესაც პირველად სცადა მისი მონახულება (რადგან ბავშვი ეკუთვნოდა და ვითჩერად უნდოდა წაყვანა), კალანტემ ბავშვი არ ანახა და არაფერი უთხრა მასზე ისე გაუშვა.
პირველად გერალტი შეხვდა ცირილას როდესაც ის გაიქცა სახლიდან და დრიადებმა დაიჭირეს. დრიადებს თავისიანად გადაქცევა უნდოდათ გოგოსი მაგრამ გერალტთან საუბრის მერე უფლება მისცეს გოგოს თვითონ აერჩია ბედი. ცირილამ გერალტთან დარჩენა არჩია, მაგრამ მან არ დაიტოვა ბავშვი და დრუიდ მაუსაკს დაუტოვა რომელიც კალანტეს მსახური იყო.
ცინტრას ნიფლგაარდმა შეუტია ამასობაში და ამოხოცა. ცირილა ნიფლგაარდელებმა მოიტაცეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა და სოდდენის მიწებში დახეტიალობდა მანამ გზად შემხვედრმა ვაჭრის ოჯახმა არ შეიფარა ეული ბავშვი.
გერალტმა, რომ ეს ამბავი შეიტყო, ცირილას ძებნას შუდგა და ვაჭრის სახში ბავშვი იპოვა. მან ის კაერ მორხენში წაიყვანა სადაც ტრის მერიგოლდთან ერთად იმალებოდა. ამ დროს წვრთნიდა გოგოს ვიჩერობაში.
შემდეგ გერალტმა და ტრისმა წაიყვანეს ცირილა მელიტელეს ტაძარში, სადაც მას ასწავლიდა ნენეკე. შემდეგ კი იენიფერმა ჩაიბარა მისი მოვლა და მაგიაში წვრთნიდა. იენიფერს უნდოდა გოგოს მაგების შეკრებაზე მიყვანა და მათ რიგებში მისი გაწევრიანება. მაგრამ ნიფლგარდიანელმა ჯაშუშებმა ჩაშალეს კონფერენცია. ცირილა გაიქცა არასტაბილური პორტალით და კორატის უდაბნოში აღმოჩნდა მარტო.
ის კინაღამ მოკვდა უდაბნოშ მარა გადაეყარა უნიკორნს, რომელმაც ცივილიზაციაში მიიყვანა. აქ ცირილა შეუერთდა ვირთხებად წოდებულ ქურდების და ბანდიტების ბანდას. აქ იგი ბაუნთი ჰანტერმა იპოვა რომელიც დაიქირავეს მის მოსაკვლელად ნიფლგაარდელი მოღალატეების მიერ. ცირილამ მოახერხა მისი დაჭრა მაგრამ თვითონაც მიიღო შრამი თვალზე.

შეძენილი მეგობრების დახმარებით ის გაიქცა ტორ ზირაელის რუინებში, სადაც პორტალით მოხვდა აენ ელეს ელფების პარალელურ სამყაროში. აქ ელფებმა შეიპყრეს და ელფების მეფეს უნდოდა მასში ბავშვის ჩასახვა ლარა დორენის სისხლის გენის გამო. მაგრამ მოკლა ვაილდ ჰანტის ლიდერმა მანამ ამას მოასწრებდა. მეფის მრჩეველი ელფის დახმარებით ცირილამ მოახერხა გაქცევა თავისი ახლად ნაპოვნი ძალით რომ დროსა და სივრცეში გადაადგილებულიყო. რამაც მოუპოვა სამყაროების ლედის ტიტული. ცირილა ვერ აკონტროლებდა თავის ძალას და ბევრი სამყაროს მოვლა მოუწევდა მანამ მშობლიურს იპოვიდა.

7. ეხლა მთელი წიგნის დაწერა რო არ მომიწიოს, მოკლედ უნდა ვთქვა. ესეიგი ამ მოვლენების მერე, ნილფგაარდთან ხდება რაღაც დიდი ბრძოლა, სადაც გერალტთან ერთად ცირილაც იღებს მონაწილეობას და ემგირი ახერხებს გოგოს ხელში ჩაგდებას, მაგრამ როდესაც უშუალოდ შეხვდება მას, ხვდება რო იმ ბოროტ ჩანაფიქრს რაც შვილის მიმართააქ, ვერ შეასრულებს და უშვებს ცირილას გერალტთან ერთად.

აი დაახლოებით ეს, 7 პუნქტად და ძალიან ზედაპირულად დაწერილი, პრეისტორია მაინც უნდა იცოდე, რომ ბოლომდე მიხვდე, თუ რა გააკეთე ენდინგში რეალურად, როცა ცირილა მამამისთან გაუშვი.
მაგრამ როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ენდინგამდე არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კულმინაციური მომენტი, რომელიც ამ დიდი ამბის სრულიად სხვა მხარეს მოიცავს და იგი ელფებს, კონკრეტულად კი Wild Hunt-ს ეხება.

ამ კვლევის, მოცემული მხარეის ბოლომდე, ჩემთვის საკმარის დონეზე გაგება არ გამომივიდა, რადგან ძალიან ბევრ ელემენტს შეიცავს და ამ ელემენტების უმეტესობა დაჟე წიგნებშიც არ არის ბოლომდე განმარტებული, ხოლო რაც თამაშშია, თამაშის ავტორებიც არ იწუხებენ ახსნით თავს დიდად.

დიდი სივრცეებში რო არ გადავარდეთ. მოდეით მე დავწერ იმ კითხვებს, რომლებიც თამაშის ეპილოგში გამიჩნდა და ამის შემდეგ დავწერ იმ ახსნებიდან, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, რისი მოპოვებაც შევძელი. ხოლო სულ ბოლოსთვის გამოვყობ ჯერ კიდევ ღია საკითხებს, რომლებზეც შეგვილია რო ერთად ვიმსჯელოთ.

Eredin

>>>

კთხვები:
1. რას წარმოადგენს Wild Hunt და რა არის Eredin მთავარი მიზანი?
2. რა უშუალო კავშირია Wild Hunt-სა და White Frost შორის?
3. კონკრეტულად რისთვის ჭირდება Wild Hunt ცირილას ძალა?
4. რა არის Avallac'h რეალური მიზანი?
5. Eredin და მისი გენერლების დამარცხების მერე, ავალაკჰი და ცირილა, იმ მომენტშივე მიდიან White Frost "დასაძლევად" - მაინტერესებს რატომ იყო ამის გაკეთება ესეთი სასწრაფო, რო ფაქტიურად ერთ მისიაში ჩაატიეს, ორი ესეთი მნიშვნელოვანი რამ?
6. რას და რა ფორმით "ამარცხებს" ცირილა, ან რას აკეთებს საერთოდ პორტალში და როგორ ბრუნდება უკან?
7. რა ხდებოდა იმ წლებში, როდესაც იენიფერის გამო, გერალტი Wild Hunt-ს შეუერთდა?

ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა მე ვერ მოვახერხე, მაგრამ ერთი ფაქტია, ისინი ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.

ესეიგი ეხლა დავწერ იმ ყველაფერს რაც ზედა კითხვებში შეიძლება საერთო იყოს. მერე მივაწერ ამონარიდებს, რომლებიც ჩემ სიტყვებს ამტკიცებს და ბოლოს გავიმეორებ კითხვებს, ოღონდ პსუხებთან და გამომდინარე კითხვებთან ერთად. წავედით:

ანუ ირკვევა, რომ Wild Hunt-ი, ერიდინის ხელმძღვანელობით, როგორც Avallac'h-ი, არიან Aen Elle-ს წარმომადგენელი ელფები. უბრალოდ Avallac'h-ს ერედინი იმიტო არ უყვარს, რომ მეორემ მოტყუებით მოკლა მათი საერთო მეფე http://i.imgur.com/yULbtxE.png და ავიდა ტახტზე. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დეტალი. ესეიგი ამ მოვლენების პარალელურად, Aen Elle სამყაროს ემუქრება განადგურება (ზუსტად არ არი ნათქვამი, ან მე გამომრჩა, თუ რა ტიპის განადგურება, სავარაუდოთ მასაც White Frost მეშვეობით) და რადგან ერედინმა ეს მშვენივრად იცოდა, Wild Hunt-ის ელიტური დანაყოფით, დაიწყო გაყინული და ცარიელი სამყაროების მეშვეობით, სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობა. მისი მიზანი, რამდენადაც მე გავიგე, იყო ცირილას ძალის დახმარებით, სფეროების გადაკვეთის მოხდენა და თავისი ხალხის, სხვა, სასიცოცხლოდ შესაფერის სამყაროში გადმოყვანა.

ამონარიდები:
* В игровом процессе не встречаются, зато присутствуют в воспоминаниях Геральта. Как он выяснил, Дикая Охота в этом мире — это лишь проекции, аватары, самых настоящих эльфов, только из другого мира.

* Дикая Охота в действительности оказалась элитным отрядом конницы из мира Aen Elle, народа Ольх, под командованием честолюбивого и безжалостного короля по имени Эредин Бреакк Глас. Он путешествовал тайными тропами сквозь ледяную пустоту между мирами, похищал и превращал в рабов людей нашего мира. Теперь же он охотился за Цириллой, чью силу желал использовать в своих целях.


კითხვები პასუხებიანათ:
1. რას წარმოადგენს Wild Hunt და რა არის Eredin მთავარი მიზანი? - Wild Hunt არის Aen Elle-ს ელიტური დანაყოფი, Eredin ხელმძღვანელობით. რომლის მიზანიც არის საკუთარი რასის გადარჩენა, გაურკვეველი კატასტროფისგან. ამის გაკეთება კი უნდა ცირილას ძალით, რომლითაც გახსნის პორტალს, და გერალტის სამყაროში გადმოიყვანს თავის ხალხს (დაიპყრობს ამ სამყაროს).

2. რა უშუალო კავშირია Wild Hunt-სა და White Frost შორის? - უშუალო კავშირზე არაფერი არაა ცნობილი, გარდა იმისა, რომ Wild Hunt სხვადასხვა სამყაროებში მოგზაურობს White Frost -ისმიერ გაყინული და ცარიელი სამყაროების მეშვეობით.

3. კონკრეტულად რისთვის ჭირდება Wild Hunt ცირილას ძალა? ცირილას ძალა, როგორც ზევით ვახსენე, ჭირდებათ, რომ პორტალის (ან სფეროების გადაკვეთის, რაც გინდათ ის დაარქვით) მეშეობით, რომელსაც გოგო გახსნის, გადმოიყვანონ თავიანთი ხალხი, საცხოვრებლად ვარგის პლანეტაზე.

4. რა არის Avallac'h რეალური მიზანი? - ავალაკჰის რეალური მიზანი გამოდის ცირილასთვის დახმარება White Frost დამარცხებაში.
მაგრამ გაუგებარი ხდება:
* თუ White Frost დამარცხება Aen Elle გადასარჩენად უნდა, ანუ თუ Aen Elle-ს მართლა White Frost ემუქრება განადგურებაში, მაშინ ვაილდ ჰანთის და ცირილას თემა სრული აფსურდი გამოდის, იმიტო რო ერედინიც იგივეს აკეთებს, ოღონ უფრო უტვინო ვარიანტს. და გამოდის რომ ორივე ელფი ერთი რაღაცისთვის იბრძვის, სხვადასხვა მეთოდებით და თან ერთმანეთს ხელს უშლიან, რაც გაუგებარია. როცა სფეროების გადაკვეთა იწყება, იენიფერს და გერალტს დაჟე გონიათ რო ავალაკჰიც იგივეს აპირებს რასაც ერედინი გეგმავდა, ანუ გონიათ რო Aen Elle-ს გადმოყვანა უნდა. აი http://i.imgur.com/jb6sy84.png . მარა გამყიდველი იმიტო არ აღმოჩდნება, რომ თურმე მასაც White Frost დამარცხება უნდოდა. ანუ თუ საერთო მტერს ებრძვის კაი ტიპია, იმის მიუხედავათ რო გვიყენებს. და ცუდი ტიპი იქნებოდა ჩვენ სამყაროში რო თავისიანები გადმოეყვანა. მარა რათუნდა თავისიანების ჩვენ სამყაროში გადმოყვანა, თუ White Frost დამარცხება შეულია ? ამით ხო თავისიანებსაც აცდებათ საფრთხე.... ?

5. Eredin და მისი გენერლების დამარცხების მერე, ავალაკჰი და ცირილა, იმ მომენტშივე მიდიან White Frost "დასაძლევად" - მაინტერესებს რატომ იყო ამის გაკეთება ესეთი სასწრაფო? - ამ მოვლენას ესეთი ახსნააქ, რომ ვითო მერე არ გაუშვებდა გერალტი ცირილას პორტალში. მარა იდიოტობაა, იმიტო რო უბრალოდ არ ეტყოდა და ისე წავიდოდა. თუნდაც ისევე როგორც ბოლოს ემგირის არმიას მიყვება, ისე რო არაფერი არ იცის გერალტმა. მარა ავალაკჰი და ცირილა რატომღაც ერედინის მერე ეგრევე პორტალთან მირბიან. "ავალაკჰი იწყებს სფეროების გადაკვეთის ციკლს", იყრებიან ციკლოპები პორტალებიდან და გაკვირვებული გერალდი ეკითხება ცირილას თუ რა დედიმისის უნდა, ერიდინის დამარცხებიდან ერთ საათში რო White Frost გასაქრობად მიძვრება? http://i.imgur.com/MM06lZc.png . ამაზე პასუხი - ჩვენ დავამარცხეთ ერედინი მარა გამყინვარება არა http://i.imgur.com/UleZx4q.png და იგივე http://i.imgur.com/5GfYyiK.png . ცირილას უნახია როგორ ანადგურებს White Frost სამყაროებს http://i.imgur.com/416qD9O.png , მარა მე ამ მომენტში, გერალტის ნათქვამისა არ იყოს, მარტო ერთი ფიქრიმაქ - სად გეჩქარება?

და ამხელა რისერჩის მერე, მარტო ერთი გამართლების მოძებნა შევძელი:
After the defeat of the Wild Hunt, another Conjunction of the Spheres begins, and Avallac'h and Ciri head to a tower on Undvik to halt the White Frost.


ანუ შეიძლება უბრალოდ სიუჟეტში არ ჩანდა კარგად და თვითონ ერიდინის მთლიანი არმიის დატელეპორტებამ გამოიწვია ამ სფეროების ციკლის ავტომატური დაწყება, რის გამოც ავალაკს და ცირილას უცებ მოუწიათ რეაგირება. მარა არვიცი რითი დავამტკიცო ეს. მარა რომც დავამტკიცო რჩება ზედა თემა. ერიდინის და ავალაკის საერთო მიზანი Aen Elle გადარჩენის სახით, სადაც, როგორც გამოდის, ერიდინმა არ იცის რო White Frost განადგურება შეულია ცირილას დაჟე და ესე ბევრად უფრო ეფექტური იქნება მისი მიზანი, იმიტო რო არანაირი სამყაროს დაპყრობა არ დაჭირდება თავისიანებისთვის (მაგრამ აქ არ ვიცით ზუსტად რა ემუქრება Aen Elle-ს და არ ვიცით რა უნდა ავალაკჰს კონკრეტულად და არის თუ არა მისი მიზანი Aen Elle გადარჩენა, პროსტა ვიცით რო White Frost განადგურებისკენ მიყავდა ცირილა, და ვიცით რო შესწავლილიაქ წინაპართა სისხლის თემა).

Avallac'h

>>>

აქედან გამომდინარეობს ორი საბოლოო კითხვა:
* რა ემუქრება Aen Elle სამყაროს?
* რა მიზანიაქ ავალაკჰს?


ეს კი ამ თემის გარშემო მნიშვნელოვანი ფიგურების ოფიციალური მონაცემები. რომლებშიც შეილება კიდე რაღაცეების დაჭერა:
ერედინი http://i.imgur.com/gwg42Nq.png http://i.imgur.com/1KTeg4v.png http://i.imgur.com/5VDUva7.png
ავალაკჰი http://i.imgur.com/Cga1isa.png http://i.imgur.com/xJUcGCf.png
ავალაკჰი ქვესთში http://i.imgur.com/sPWoLpP.png
გე'ალსი (ერედინის მარჯვენა ხელი, სანამ გაიგებდა მეფის მკვლელობის ამბავს) http://i.imgur.com/tV2BkO2.png
ცირილა http://i.imgur.com/PBaMSCc.png (ბოლო აბზაცი)
კარანტირი http://i.imgur.com/7NhP7i7.png

6. რა ხდებოდა იმ დროს როდესაც იენიფერის გამო გერალტი Wild Hunt-ს შეუერთდა? - არვიცით. ჩვენ მხოლოდ ვიცით, თუ რატო მოხვდა გერალტი მათ ხელში:
3 глава убийц королей (расширенное издание) Цинтия говорит Геральту, что его видели в составе охоты. А вообще после погрома Цири оставила Геральта и Йеннифер в мире, который они называли Остров Яблонь, где те двое некоторое время жили. Затем явились всадники охоты и забрали Йен. Геральт возвращается в свой мир и преследует охоту. В итоге он их настигает и вступает в охоту при условии, что они отпустят Йеннифер.

ბოლოს კი მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის მხოლოდ ჩემი და სანდროს მოძიებული და შეკრული მასალა, რომელიშიც სავარაუდოთ გაპარულია შეცდომები, ან ნახსენები არ არის გარკვეული ფაქტები თამაშიდან, რადგან იგი უზარმაზარია და შეიძლება რაღაც გამომრჩა. მაგრამ რაც ეხლა გავაკეთე, მსგავს, ერთად შეკრულ სტატიას, დარწმუნებულივარ სხვა ენაზეც ძალიან ცოტას თუ იპოვით. ამიტო თუ რაღაც არასწორად იქნება მოცემული, უბრალოდ დაწერეთ, ჩავასწორებ, რაც, უფრო მოგვეხმარება ამ დიდი ფაზლის დანახვაში. აქ მთავარია, რომ ეხლა, უკვე როცა საფუძველი არსებობს, ერთიანი ძალებით ვცადოთ ყველაფრის გარკვევა.
ასევე ელემენტები, რომელებიც ასე გვაკლია, შესაძლოა რაღაც ფორმით გაჟღერებული იქნას დამატებებში. ამიტომ როცა მათ გავივლით, იქიდანაც გამოუშვათ ინფორმაცია. როგორც იცით მთავარი მათგანი ჯერ არ გამოსულა. მან კი შეიძლება ყველაფერს ახადოს ფარდა. ასერომ ისიამოვნეთ, და იმედი მაქვს, რომ ჩემმა და სანდროს ნაშრომმა გარკვეულ კითხვებზე პასუხები მაინც გაპოვნინათ :)

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#2 » 06 Jan 2016 21:53

მოგვიანებით ჩავერთვები ალბათ დეტალურად, ცოტა წიგნების მხრივაც მინდა დარისერჩება ისე რო სპოილერები არ შემომეპაროს იმაზე ემტირ აც უკვე ვიცი.
ხოდა თამაშს რაც შეეხება სამი სტანდარტული ენდინგია დამატებითი ვარიაციებით:
1. კარგი ენდინგი სადაც სირილა ვიჩერია და ბედნიერია.
2. ნორმალური ენდინგი სადაც სირილა დამწუხრებულია როცა ემირთან მიდის მარა ეგუება ბედს.
3. ცუდი ენდინგი სადაც სირილა რჩება სხვა სამყაროში და გაურკვეველია მისი ბედი, ხოლო გერალტი კლავს დარჩენილ კრონს და მონსტრების პირისპირ რჩება მარტო. ეს ყველაზე ატმოსფერული და ბნელი ენდინგია, რომელიც სამწუხაროდ მე მივიღე და ორმაგად დაუსრულებელი მომეჩვენა ბოლოს განვითარებული მოვლენები.
ამას დამატებული ვარიაციები თუ ვისთან დარჩა გერალტი, როგორ მორჩა ომი, რა მოუვიდა მეფეს, რა მოუვიდა იმპერატორს და ასე შემდეგ.

ხო ამ სერიაში ყველაზე დიდი პლოტ ტვისტი იყო ავალაქი და ყველაზე ნაკლები ყურადღება მას და მის მიზნებს დაეთმო. ასევე ერედინს მთელი თამაში მთავარ ვილეინად ხატავდნენ და რეალურად არც ეგ გაგვაცნეს. ბოლო ეპილოგში ნაჩვენები ახალი სამყაროები, ავალაქის მიზნები, ელფების იერარქიები და ისტორია ცუდად და არასაკმარისად იყო მოწოდებული. საერთოდ კაერ მორჰენის ბრძოლის მერე ძალიან სწრაფად ხდება გარბენა. ჯერ იმ გენერალს და კრონებს რო დაადგებიან უცებ ფესტივალზე მანდ მივხვდი რო რაღაცას აფერისტობდნენ. კი დავარისერჩე ცოტა ინფო მარა სპოილერების გამო ჩაღრმავებაზე შევიკავე თავი. ჩემი აზრით თამაშს უნდა მოეცა საკმარისი ინფო მაგ ყველაფერზე ვინაიდან დამოუკიდებელი არაკანონიკური გაგრძელებაა და მაგის გამო წიგნებში ქექვა არ უნდა მჭირდებოდეს თუ ორიგინალი ისტორია და დეტალები არ მაინტერესებს მაინცდამაინც. რაც ვიცი ისაა რო ავალაქსაც და ერედინსაც სირილა უნდოდათ თავისი მეფის ცოლად რო მომავალში კვლავ შესძლებოდათ პორტალებით სამყაროებში სიარული, მარა თუ ის მეფე ერედინმა მოკლა ესეიგი დეველოპერებმა შეცვალეს მიზნები, ავალაქი გამოიყვანეს კლიშე საიდქიქად - ცუდი რო გგონია და კარგი მიზნები რო აქვს, ხოლო ერედინი - კომიქს ვილეინად ყველაფრის განადგურება რო უნდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#3 » 07 Jan 2016 22:34

არვიცი ცირილა რო ვიჩერია ეგ კარგ ენდინგათ რატო ითვლება. ნუ პროსტა ერთად არიან და კარგად არიან ბაზარია, მარა რეალურად რა პოტენციალიც აქვს ტიპს, პროსტა ვიჩერი რო იყოს და იქ რაღაც 50 ვერცხლათ ნაკერები ხოცოს, არ ჯდება ჩემ მუღამში. რაც მოხდა ჩემ ენდინგში იმენა ზუსტად ეგეთი ვარიანტისკენ მივდიოდი ქვეცნობიერათ და გამიხარდა რო იმპერატორი იქნება. პროსტა მამამისის რესერჩი მომინდა, იმიტო რო მთელი თამაში უხერხული სიჩუმეა კაცის გარშემო. და ნუ ეს რესერჩი ნამდვილად საჭირო და ნაყოფიანი გამოდგა. ტიპს საკუთარ შვილზე საშინელი გეგმები ქონდა. მარა ბოლოს გარდატეხა ხდება მასშიც. რაც ემგირს აჩენს როგორც მამას და ტიპს რომლისთვისაც ძალაუფლება ყველაფერია, პროსტა შვილი მაინც უფრო მეტი, დაჟე ისეთი ტრაკისთვის როგორიც თითონ არი. ანუ ეს თემა მე ძალიან გამისწორდა რო გავიგე და ამხელა დამატებითი ლეიერი დაედო ჩემ ექსფერიანსს, მარა მესამე ენდინგი, რასაც შენ წერ, ჩემი აზრით იქნებოდა ყველაზე სწორი და ძალიან მაგარ წერტილზე გააჩერებდა ყველაფერს. დრამატულობა წარმოიდგინე თამაშის გარშემო, მარტო ეგ რო იყოს დასასრული. რაღაც ძალიან დიდი გახდებოდა.

მარა არ არი. და არი რაღაც გაურკვევლად, გაუმართავად გაკეთებული. ტოვებს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებსაც არ უნდა ტოვებდეს. მაგალითად რა ჩემი ყ... ქნა ცირილამ იმ პორტალში, როგორ დაამარცხა GAMYINVAREBA და როგორ დაბრუნდა საერთოდ უკან? ან რატო ებრძვის ავალაკჰი ერედინს როცა ტიპები ერთი საქმისთვის იბრძვიან? ან იბრძვიან რო? რა უნდა ავალაკჰს საერთოდ?

ზოგადად, ჩემი აზრით, კაერ მორჰენის ბრძოლა უნდა ყოფილიყო თამაშის დასასრული. იმიტო რო მერე რაც ხდება, მაგაზე ერთი თამაშის გაკეთება შეილებოდა კიდე. ანუ ჯერ ჰანთი ნადირობს ამათზე და მერე თვითონ იწყებენ ნადირობას ჰანთზე. და რათქმაუნდა ამაზე ცალკე ნაწილს ვერ გააკეთებდნენ. მარა კაერმორჰენიდან უკვე იმდენად დიდი გამოდის თამაში, რო პროსტა მოუწიათ რაღაცეების დამოკლება. ამ დამოკლებას შეილება დროის ფაქტორებიც დააწვა და საბოლოოთ რაღაც მაგრად აირია ბოლოში. იმიტო რო კაერ მორჰენამდე იდეალურად არი ყველაფერი გაწერილი. ჯერ მარტო ვიჩერების საღამოს სმა ღირს ერთ ცალკე თამაშად.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#4 » 08 Jan 2016 01:19

ვერ დავადგი საშველი ვიჩერის დახურვას რა
არ ვკითხულობ სტატიებს განძრახ (სპოილერების გამო :ხ)
მოვრჩები თუ არა თამაშს აუცილებლად შევუერთდები დისკუსიას

მიხარია ძალიან რიდიკ ასე რომ მოგეწონა ეს თამაში
დარწმუნებული ვარ შესანიშნავი სტატიები იქნება ორივე და მიხარია თამაშის დასრულების შემდეგ ამხელა მასალა რომ მრჩება წასაკითხად, თავიდან გასააზრებლად და სხვისი ნათამაშებიდან გამომდინარე შთაბეჭდილებების და დაკვირვებების შედარება ჩემებთან
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#5 » 08 Dec 2016 20:49

წიგნებს არ ვკითხულობ მარტო თამაშიდან ვიცი ვიჩერზე როგორც ვიცი წიგნებში ბევრი პერსონაჟი სულ სხვანაირია ზოგი პერსონაჟი ვაბშე არაა და თითონ ავტორსაც ნათქვამი აქ შორსაა ერთმანეთისგანო მაგიტო არ მაქ დიდი სურვილი წაკითხვის თუმცა არ გამოვრიცხავ რო ჩავუჯდე როდესმე. ამ თამაშზე ხო ბევრი რამის თქმა შეილება თავის ჟანრი ახალ დონეზე აიყვანა და უკვე უამრავ თამაშის ხარისხს საზღვრავენ იმით თუ რამდენად უქაჩავს თავისი დონით ვიჩერს მარა ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი თვითონ გერალტია, ბევრი პერსონაჟი მიყვარს კიდევ მარა ეგ ყველა პერსონაჟი რაღაცის გადმოსაცემადაა შექმნილი და თავისი პიროვნება ნაკლებად აქვთ, ზოგს მეტად ზოგს ნაკლებად მარა გერალტს ყველაზე მეტად აქვს ეგ, ეგრე უფრო ახლოვდები პერსონაჟთან და როგორც ჩვეულებრივ ადამიანს ეგრე აღიქვამ, ხალხისადმი დამოკიდებულება ლაპარაკის მანერა სახის ანიმაციები და ყველაფერი იმდენად კარგადაა გაკეთებული რო ჩვეულებრივ პიროვნებად შეგიძლია აღიქვა უკვე პერსონაჟი და არა მარტო ცივსისხლიან მონსტრების მკვლელად ან ცირის პირად დაცვად, როცა ხუმრობას ცდილობს და სახე ძაან სერიოზულად რჩება ან რო დათვრება და ისეთებს აკეთებს გახსენება რო არ უნდა ესეთი მომენტები ძაან გაახლოვებს პერსონაჟთან, მოსაბეზრებელია სუ რაღაც თესლობა ფრაზებს რო დებენ თამაშებში ძაან მაგარ ტიპად რო გამოაჩინონ თამაშის გმირი აქ კიდე არაა ეგრე, ერთადერთი killing monster ტრაილერში იყო გაკეთებული ეგეთი გერალტი და ლამბერტმა ისეთი დაცინა მაგის გამო შემეცოდა ტიპი. დანარჩენი პლიუსები რაცაა უკვე იმდენი დაიწერა აღარც დავწერ ყველაფერი ათიანზეა თამაშში გაკეთებული სხვა მხრივაც
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#6 » 17 Jan 2017 03:41

ამ თამაშზე ძალიან საინტერესო გრძნობა დამრჩა. ერთის მხრივ ყველანაირად აღიარებული, ძალიან მაღალი დონის, ხარისხის, ამბიციის მქონე პროექტი, რომელიც "ყველას უყვარს". უმეტესობა უბრალოდ ჰაიპს არი აყოლილი და აზზე არ არიან რატო უნდა უყვარდეთ, მარა მაინც "უყვართ", ზოგი თამაშობს და შოკშია იმისგან რაც ხდება, ზოგს არ მოსწონს იმიტო რო რამე სხვა მოსწონს, მარა მე პირადად ვერ ჩამოვაყალიბე თავში თამაში ))) ეს თემა ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. ჩემთვის გაუგებარი დარჩა The Witcher 3 და განსაკუთრებით მისი ბოლო მოვლენების შინაარსი. მარა უფრო გაუგებარია თუ რატომ არ უჩნდება ხალხს იგივე კითხვები )) იმიტო რო ეს დედამ... კითხვები ძალიან სერიოზულ რაღაცას წყვიტავს მგონი ))) ცუდია რო ეს თემა ამ ეტაპზე შეჩერდა, ცუდია რო DLC როგორც ირკვევა (არ მითამაშია, მარა საიდ სთორიზეა ორივე როგორც გავიგე) ვერ გასცა პასუხი ძირითადი თამაშის ენდინგის მიერ დატოვებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. მინდა რო მიყვარდეს The Witcher 3 ისევე როგორც პირველი, მარა სამწუხაროდ არ შემიძლია ))

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#7 » 17 Jan 2017 03:43

კსტაწი კაკრაზ ნაინ გეგზე გაიჩითა გერალსტის და ცირილას ისტორია http://9gag.com/gag/anym3Y0
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#8 » 17 Jan 2017 03:47

Riddick wrote:ამ თამაშზე ძალიან საინტერესო გრძნობა დამრჩა. ერთის მხრივ ყველანაირად აღიარებული, ძალიან მაღალი დონის, ხარისხის, ამბიციის მქონე პროექტი, რომელიც "ყველას უყვარს". უმეტესობა უბრალოდ ჰაიპს არი აყოლილი და აზზე არ არიან რატო უნდა უყვარდეთ, მარა მაინც "უყვართ", ზოგი თამაშობს და შოკშია იმისგან რაც ხდება, ზოგს არ მოსწონს იმიტო რო რამე სხვა მოსწონს, მარა მე პირადად ვერ ჩამოვაყალიბე თავში თამაში ))) ეს თემა ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია. ჩემთვის გაუგებარი დარჩა The Witcher 3 და განსაკუთრებით მისი ბოლო მოვლენების შინაარსი. მარა უფრო გაუგებარია თუ რატომ არ უჩნდება ხალხს იგივე კითხვები )) იმიტო რო ეს დედამ... კითხვები ძალიან სერიოზულ რაღაცას წყვიტავს მგონი ))) ცუდია რო ეს თემა ამ ეტაპზე შეჩერდა, ცუდია რო DLC როგორც ირკვევა (არ მითამაშია, მარა საიდ სთორიზეა ორივე როგორც გავიგე) ვერ გასცა პასუხი ძირითადი თამაშის ენდინგის მიერ დატოვებულ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. მინდა რო მიყვარდეს The Witcher 3 ისევე როგორც პირველი, მარა სამწუხაროდ არ შემიძლია ))

მეც ეხა ნაწილობრივ მაგ მომენტის გამო ვხურავ მეორედ. მოლოდინების გავლენის ქვეშ ყოფნის გარეშე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#9 » 17 Jan 2017 03:52

კი ეს ყველაფერი მე და შენც ხო ვარკვიეთ ნელნელა ))
ანუ იდეაში დეველოპერს თუ მოთამაშისადმი წიგნების წაკითხვების გამიზნული განზრახვა ქონდა ეგეც საკმაოდ ბევრს ნიშნავს, მარა ბუნდოვანია მაინც. და ნუ რამდენიმე კითხვაზე პასუხი წიგნებშიც ვერ იქნება, იმიტო რო თვითონ თამაშის სცენარისტების შეტანილი ცვლილებებით მოხდა ხო?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#10 » 17 Jan 2017 04:21

კი ბევრი რამეა სცენარისტების. სეთინგი და პერსონაჟები რო წიგნების მუღამში ქნეს კარგია, წინ წამოწიეს წიგნებში მოცემული მთავარი პერსონაჟები, მარა წიგნების სთორისთან მაგხელა კავშირი არ უნდა ყოფილიყო იმიტო რო მწერალსაც კიდია ეგ კავშირი და დეველოპერებსაც არ დაუწყიათ ეს საგა წიგნების გაგრძელებად. What if გაგრძელება უფრო იყო პირველი ნაწილი, ანუ რა მოხდებოდა თუ როგორღაც გადარჩებოდა გერალტი წიგნების შემდეგ, დაახლოებით ასეთი სცენარით დაიწყეს (Scarface როა თამაში მსგავსი მიდგომით). სთორიში მთელი სირილას, იენიფერის, დანის და Wild Hunt-ის სთორი წიგნის სიქველი უფრო გამოდის და მეტ კავშრის იძენს ორიგინალთან, რომელიც გაურკვეველ ფინალთან მიდის და მოთამაშეც მაგარ გაურკვევლობაში რჩება თუ წიგნები არ იცის. რომც იცოდეს Wild Hunt-ის სთორი მაინც გაუგებარია. მესამე ნაწილი ქვია არადა და მგონი პირველთან და მეორესთან კავშირი უფრო ჯობდა ვიდრე წიგნებთან, ფაქტიურად წიგნების წაკითხვის მერე პირდაპირ მესამე რო ითამაშო ბევრს არაფერს კარგავ და პირველი და მეორე ნაწილი ტყუილად ნათამაშები გამოდის. მოთამაშეები არ უნდა ვიყოთ ვალდებულები წიგნები ვიცოდეთ და ისე ვარკვევდეთ სთორის.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#11 » 17 Jan 2017 12:24

პირველი ჩემი გადმოსახედიდან თვითკმაყოფადი შედევრია და არ ჭირდება წიგნი, ყოველშემთხვევაში სავალდებულ ნამდვილად არაა. აქ უბრალოდ მთავარი მომენტი ვერ გავიგე და ეგ არმესმის რატოა ეგრე გაკეთებული, თორე დალშე წიგნებით რესერჩი ძალიან საინტერესო იყო (და კი გეთანხმები რო მოთამაშეს არ უნდა უწევდეს წიგნის კითხვა თამაშის გასაგებად, მარა მაინც). ვფიქრობ რო წიგნები რომ მქონდეს წაკითხული გავიგებდი ბოლო მოვლენებს მთლიანად. რაღაც კავშირები იქნება შანსი არაა. თავიდან იმგირიც მაგარი ვოთზეFაქ მომენტი იყო, მარა იმხელა ფესვებში წავიდა გეუბნები ორმაგად ნასიამოვნები დავრჩი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#12 » 17 Jan 2017 15:35

ჩაუჯექი წიგნებს. პირველები ძაან კარგია, ბოლოები არც ისე ცუდი. მარა საერთო ჯამში მე თამაშის ინტერპრეტაცია ბევრად უფრო მომწონს. წიგნებმა აი რაღაც ტრადიციული ფენტეზით დაღლილი კრიტიკოსის სატირულ, გამომწვევი წერილის შთაბეჭდილება უფრო დამიტოვა, რომელიც ნელნელა თვიდმყოფად ამბავში გადაიზარდა მარა თავდაპირველი ფორმატი ბოლომდე ვერ მოიშორა და ალაგ ალაგ ავტორის მონოლოგებს უფრო აქ ადგილი, ვიდრე პერსონაჟების აზრების გადმოცემას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#13 » 18 Jan 2017 00:41

ენდინგზე მე როგორც მივხვდი ცირი რო პორტალში შევა მაგ დროს ახსენდება გატარებული დრო და თუ დადებითად გაახსენდება გერალტი უბრალოდ უკან ბრუნდება მერე და თუ არა მაშინ მიდის იმ ყინვასთან საბრძოლველად, მე ეგეთი შტაბეჭდილება დამჩა, ეგ მაინც წინასწარმეტყველება იყო და ჯერ არ ახდებოდა მაგიტო ზუსტად ისიც ვერ გავიგეთ ახდა თუ არა მერე, და wild hunt ზე კიდე ყველაზე მეტი ინფორმაცია მეორეს ბოლოსაა ლეტოს რო ებაზრება გერალტი, მემგონი მანამდე თუ ბევრი წიგნები გახსენი უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებ ლეტოსგან, პრინციპში დიდ საიდუმლოს არ ინახავენ, უბრალოდ ელფები არიან და საკუთარი სამყარო რახან კვდება ყველაფრის გამოყენებას ცდილობენ რო გადარჩნენ სადმე, ცირის გარეშე ახალ სამყაროში ვერ გადაიყვანდა მთელ თავის არმიას და მაგიტომ უნდოდა რო ეკონტროლებინა, ავალაკი კიდე გვერდზე გაუდგათ და უფრო წინ იყურება ანუ წინასწარმეტყველების შეჩერება უნდა მთლიანად ყველა სამყაროზე ფიქრობს და ყინვის შეჩერება უნდა, ზუსტად იგივე მიზანი აქ რაც ერედინს მარა ეს უფრო ჭკვიანია და მიხვდა რო გაქცევა არ უშველიდათ და მარტო ყინვის შეჩერება უშველიდათ, რომც გადმოეყვანა მთელი თავის ძალა ერედინს ბოლოს მაინც ყინვა მოვიდოდა და ყველაფერს გაანადგურებდა. წიგნი არ ვიცი როდის მთავრდება მარა თითონ ვიჩერის ისტორია იქედან იწყება გერალტს რო მოკლავენ იენეფერთან ერთად და ცირი გადაარჩენთ და კუნძულზე გაუშვებთ, მერე უწევთ wild hunt თან შერკინება და იენეფერი თავის თავზე გააცვლევინა გერალტმა და ეგეც wild hunt ის ნაწილი იყო მაგიტომ ჭირდა მერე ამნეზია რო გამოექცათ. პირველ ნაწილში ვიღაც რენდომ პერსონაჟმა მოყვა კიდეც ეგ ისტორია, თან გერალტს მაგ დროს მეხსიერება დაკარგული ქონდა და ვერ მიხვდა რო საკუთარ თავზე იყო საუბარი, მოკლედ ზუსტად მეც ვერ გავიგე ყველაფერი მარა მთლიანობაში მაინც ასე თუ ისე შეკრული ისტორიაა და ზედმეტად ბედნიერი დასასრულები არარეალურად მიმაჩნია, ყველაზე ნაღდია გერალტიც და ცირიც ვიჩერის გზას რო აგრძელებენ და იენეფერი და ტრისი თავის გზაზე მიდიან, ცირის დედოფლობა მარტო იმას ნიშნავდა რო მამამისის იმპერია გადარჩებოდა და მე მაგალითად სუ არ მევასებიან ეგენი. იენეფერთანაც უაზრო ურთიერთობა ქონდა ჯინის დახმარებით იყვნენ ერთად სუ თავიდან და ტრისმა ვაბშე გამოიყენა გერალტს რო დაკარგული ქონდა მეხსიერება ეგ და მაგით დაიწყო მაგათი ერთად ყოფნა
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#14 » 18 Jan 2017 01:42

"გამყინვარების" (Белая мгла) ამბავია ჩემთვის გაუგებარი. იდეაში ვაილდ ჰანთი არი ამ გამყინვარებასთან ასოცირებული და ვერ იგებ თვითონ ვაილდ ჰანთი იწვევს ამ გამყინვარებას, თუ ამ გამყინვარებას გაურბის. თუ ვაილდ ჰანთი იწვევს მაშინ გენერლების დამარცხების მერე ავტომატურად გამყივარებაც შეჩერებული უნდა იყოს და ეს პორტალში გადასვლა "რაღაცის" დასამარცხებლად ვაფშე ნიპრიჩომ გამოდის. მარა თუ ვაილდ ჰანთი გამყინვარებას გაურბის, საერთოდ სასაცილო ხდება სიტუაცია. ანუ ტიპებს უნდათ რო ცირილას დახმარებით სხვა სამყაროში გაექცნენ გამყინვარებას და პროსტა არ იციან რო ცირილას თვითონ ამ გამყინვარების შეჩერება შეულია. და მარტო ავალაკმა იცის. რაღაც გაუგებრობას გავს აი ძალიან მაგრად. და გავს იმენა ცირილას "გამყინვარებასთან" საბრძოლველად პროტალში გადასვლის და დაბრუნების გამო.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#15 » 18 Jan 2017 02:19

გამყინვარება მოხდა ზოგან ზოგან კიდე პირიქით სიცხემ მოკლა სამყარო, კონკრეტულად ვაილდ ჰანთის სამყაროც გამოშრა და მოკვდომის პირასაა, გაიყინა თუ დაიწვა არაა მემგონი ნახსენები მარა სასიცოცხლო რესურსი აღარ აქვთ, ამიტომ ახალი სამყარო ჭირდებათ და მაგ სამყაროში გადასასვლელად ცირის ძალა ჭირდებათ, ავალაკიც იგივეს იზამდა მარა მაგათზე მეტი იცის და ხვდება რო მაგ სამყაროსაც განადგურება ემუქრება და გაიყინება, ერედინი არაფერს წარმოადგენს როგორც მახსოვს მაგან მოკლა წინა მმართველი და მაგიტომ უდგას სათავეში ვილდ ჰანთს, არც ნასწავლია და არც რამე განსაკუთრებული პლიუსი აქ. მარა სუ ბოლოს რაც მოხდა ანუ ცირის გადასვლა და დაბრუნება ეგ ჩემთვისაც გაუგებარია, თუ შეებრძოლებოდა გამყინვარებას მთელი თავის ძალა უნდა გამოეყენებინა და მომკვდარიყო ან გადარჩენილიყო ბოლოს და ამის გადამწყვეტი ფაქტორი რახან გერალტის ცირისადმი დამოკიდებულებაა მაგიტო მგონია რო ბოლო მომენტში თუ გაახსენდება გერალტის კარგი მობყრობა უკან ბრუნდება თუარადა ებრძვის გამყინვარებას, თამაშის დროს როგორ მოექცევი ეგ წყვიტავს დაბრუნდება თუ არა უკან და პორტალში გადასვლის მერეც ეგ მომენტები ახსენდება, მაგიტოა ლოგიკური რო უბრალოდ უკან დაბრუნდა კარგ დასასრულში თორე თუ ეგრე არაა ბავშვური და უაზრო დასასრული გამოდის ორივე, რა შუაშია გერალტის საქციელები იმასთან ცირი გადარჩებოდა თუ არა გამყინვარებასთან ბრძოლაში

კიდე ერთი ანალოგიური მომენტია თამაშში, ტრისი რო გემით აპირებს ლოჟის წევრებთან ერთად წასვლას თუ სწორად დაელაპარაკე ბრუნდება თუარადა მიდის, აქედან გამომდინარეც ვიფიქრე რო იგივე ლოგიკა იხმარეს თამაშის ბოლოს
smothered in the crib

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#16 » 18 Jan 2017 02:45

იგივე ლოგიკაა კი. მე მაგალითად რო არ ვეგუნდავე და მაგებთან სალაპარაკოდ მარტო რო არ შევუშვი მაგიტო დაიკარგა პორტალში და დარჩა გერალტი განადგურებული და სიკვდილის მაძიებელი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#17 » 18 Jan 2017 03:28

კი ემოციონალურ მხარეს თუ დააწვები ეწყობა სურათი და შეილება დასკვნების გამოტანა. გერალტი და ცირილა როგორც მამა შვილი და მათი ურთიერთობა. ერთმანეთისადმი ერთგულება საკმაოდ კარგადაა ნაჩვენები. წიგნებიდან მაგარი ბექგრაუნდი მოდის. და ზოგადად ვიჩერის სერიებში მთავარი პოზიტიური ელემენტი თვითონ ურთიერთობებია რომლებიც ურთულეს პირობებში ყალიბდება და არასდროს არ ტოვებს სიყალბის შეგრძნებას. მეგობრობა და ერთმანეთისთვის სხვადასხვა რისკების გაღება თამაშის უდიდესი ფასეულობაა ჩემი აზრით. ბოლოს ყველა მიყვარდა ვინც კაერმორჰენში შეიკრიბა, დაჟე ლეტოც საერთოდ სხვა მხრიდან გამოაჩინეს. ფანტასტიური თამაშია და ჩემი ენდინგიც ძალიან მომეწონა იმიტო რო ბოლოსაც მსხვერპლი გავიღე და გაუშვი ცირილა მისი ნამდვილი პოტენციალი სადაც გამოჩნდებოდა ისეთ გზაზე. კი მამამისი პროჭია, მარა ერთი საქციელით ყველა ნეგატივს ფარავს რაც მისი შვილისთვის გაუკეთებია. კაცი რომელიც მთელი ცხოვრება ძალაუფლებისთვის იბრძოდა ბოლოს ცირილას გამო ხელს იღებს თავის მთავარ მიზანზე, რაც ორმაგად ღირსეულია უღირსი "ზღარბისგან". ცირილა ვერანაირად ვერ იქნება მამამისის მსგავსი მმართველი და თუ გავითვალისწინებთ რო მთელი ვიჩერის სამყარო გადავა მომავალში მის ხელში მარტივი მისახვედრია თუ რამდენად კარგი იქნება ყველასთვის. სკილიგაზე როგორც ავარჩევინე კერისი მეფედ, იგივე აზრით გაუშვი ხელიდან ცირილაც )))

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#18 » 18 Jan 2017 04:10

იმპერატორს დანძრეული ქონდა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა აჯანყება მოეწყო ოპოზიციას, ძაან დასუსტებული იყო იმიტო რო ბევრი ძალა დახარჯა ომში ხალხიც ბევრი დახოცა და მაინც ვერ აიღო ოთხივე სამეფო, ამის გამო ძაან ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. ერთადერთი გამოსავალი ეგ იყო რო ცირი დაენიშნა მმართველად და თვითონ ჩრდილში გამდგარიყო თორე ვაბშე დაკარგავდა ტახტს, ესე კი ცირის მეშვეობით კიდე შეინარჩუნებდა ძალას, მე ძაან უარყოფით პერსონაჟად მიმაჩნია და არ მგონია ცირი როდესმე მოეძებნა რო არ დაჭირვებოდა, უბრალოდ რადოვიდი უფრო უარყოფითია და მაგიტომ ეგ მოვკალი და ემჰირს დავუჭირე მხარი, ყველაზე კაი ვარიანტი იმ მსუქანი ტიპის არჩევაა სამეფოში მარა მაშინ როშე უნდა მოკლა და ეგ შანსი არაა რო ქნა თუ მეორე ნაწილი ნათამაშები გაქ, მარა თუ იზამ გააერთიანებს ოთხივე სამეფოს ნილფგაარდს აჯობებს ემჰირს ოპოზიცია აჯობებს და მოკლავენ, ამ ყველაფერისთვის როშეს და მაგის ნაშის დაბრედვა რო არ იყოს საჭირო მაგ ენდინგით დავხურავდი ეხა, როშე კი ისე გამოვიდა რო მოღალატე გაიჩითა და 3 სამეფო 1 ზე გაცვალა მარა სამაგიეროდ გერალტისთვის არ უღალატია არასდროს, დაჟე იორვეტის გზას რო აირჩევ მეორეში მაინც ეხმარება მერე და მაგის მერე ძნელია რო მოაკვლეინო, თუმცა გაგრძელება რო ქონდეს თამაშს ემჰირი მაინც მოატყუებდა და შეილება მოეკლა ისე როგორც ლეტო მოატყუა


იორვეტიც ვახსენე ამდენ წერაში და ალბათ ესაა თამაშის ყველაზე დიდი მინუსი, ეგეც და ძაან ბევრი საინტერესო პერსონაჟიც ვაბშე უკვალოდ გააქრეს მესამეში, ერთადერთი ეგ გამიტყდა და სერიოზულ მინუსად მიმაჩნია რო ამდენი გადაწყვეტილებები და პერსონაჟები წყალში ჩაიყარა
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#19 » 18 Jan 2017 14:10

იმგირზე მეც მქონდა იგივე. მაქედან დაიწყო საერთოდ ამ ტოპიკის ისტორია. ისეთი ბექგრაუნდიაქ რო თავიდან მაგრად ვინანე ცირილას გატანება, მარა ბევრი კითხვა დატოვა. იმგირზე თამაშში ფაქტიურად არაფერი არ არი ცნობილი. ვიცით რო არი დაუნდობელი მმართველი და ეძებს შვილს იმისთვის რო გამოიყენოს საკუთარ მიზნებში. მარა ბევრად რთულადაა რეალურად საქმე. მამობას და მმართველობას შორის დგას ამ პერსონაჟის მთავარი დილემა, თუ შეილება რო ესე ითქვას.

როშეზე მეც იგივე გავაკეთე დაუფიქრებლად. სუ მის მხარეს ვიყავი და ვერანაირად ვერ გავწირავდი. არადა სიუჟეტი ისე მიდის რო დიგსტრა უკვე სიმპატიას იწვევს და ზუსტად მანდ გაყენებს სცენარისტი საინტერესო დილემის წინაშე.

მეორე ნაწილზე რა გითხრა. ერთხელ დავხურე და იმდენი პერიპეტია იყო ბოლოს უკვე რაღაცეებს ვერ ვხვდებოდი, იმიტო რო ყველა მიმართულება მაინტერესებდა და ბანალურად ავიბლანდე ერთი დიალოგის მოსმენით, მერე დალოადებით და სხვა სიტუაციების ყურებით. ეგ ცუდი ჩვევა მაქ და აშკარად არ შეილება ეგრე თამაში. პრინციპში მესამეში იგივე არ მომსვლია, რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთვლი, როცა მართლა ვნახე ყველა და მერე მივიღე გადაწყვეტილება, იმიტო რო დიალოგის მიუხედავათ ბოლოს საერთოდ მოულოდნელი რაღაცეები ხდება. აი ხის ფესვების ამბავზე დიდიხანი ვფიქრობდი მახსოვს და ძალიან მაგარი იყო ეგ, ყველა გადაწყვეტილება ცუდისკენ მიდიოდა და ინტუიციით უნდა აგერჩია რომელიმე.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: The Witcher 3: Plot Analysis

Unread post#20 » 21 Jan 2017 23:03

ბოლო რამდენიმე დღეა განვაახლე კიდევ ერთხელ ვიჩერ 3 და ჩამძირა ისევ თამაშმა. ველოდებოდი როდის მოვრჩებოდი რომ ფორუმზე თემებში შემოვსულიყავი და ყველა დასპოილერებული პოსტი წამეკითხა ;დ მართლა მეგონა რომ კაერ მორხენის ქუესთებზე უკვე მორჩებოდა სთორი და სინამდვილეში ისე გამოვიდა ფაქტობრივად მეორე ნაწილი ზუსტად მაქედან იწყებოდა. მეორე ნაწილი კი ტემპს იღებს და იმის მიუხედავად რომ სტრუქტურულად არაფერი იცვლება თამაშში (კვლავ შეგიძლია ყველა ის ვიჩერული ამბები აკეთო: კონტრაქტები შეასრულო, ერთი ნაბოზ*არი ინგრედიენტის გამო მთელი ვორლდ მეფის გამყიდველები დაიარო, მკვდრები ჩიჩქნო, ტროლებს ეძმაკაცო) მაინც რაღაც ერთ რითმში გაგდებს და გინდება უფრო 'კამერულად' ითამაშო და თამაშობ კიდეც. ზუსტად ამ კაერ მორხენის ამბების მერე თამაში უცებ გადაიქცევა მამის სიმულატორად ;დ ანუ მე მართლა ასეთი როლი მომარგო თამაშმა და ზუსტად ვიცი თქვენც იგივე მუღამში წახვიდოდით. თან ანუ განა ჩიხუახუას პატრონი ხარ რომ უნდა აჭამო, მოუარო და დაბანო. აი შვილი რომ გაიზრდება, უკვე დიდია და თან თინეიჯერობის ბოლო კუდს რომ იქნევს რაღაც ეგეთი. უნდა გაუგო, მიხვდე და მისცე ის რაც ახლა ამ მომენტში ჭირდება, გააკეთო ის რაც რწმენას მისცემს საკუთარი თავის ეტც. ანუ აი თამაშის ტიტრებამდე მართლა ასეთ მუღამში ვთამაშობდი და ვრეაგირებდი ცირისთან დიალოგებში. როცა მორჩა და სხვა ენდინგებიც ვნახე კი უფრო დავრწმუნდი ამის მნიშვნელობაში იმიტომ, რომ ამ კუთხით თუ შევხედავთ ბაჩოს დასმულ ერთერთ კითხვას ფაქტობრივად პასუხიც ეცემა. ანუ ის ამბავი თუ როგორ დაამარცხა 'გამყინვარება' ცირიმ და როგორ გადარჩა/გადმოვიდა უკან ჩვენს სამყაროში, რეალურად ძალიან მარტივად იხსნება ყველანაირი ზედმეტი მონაცემების გარეშე. რამდენადაც სჯერა თავისი თავის ცირის იმდენად უფრო ძლიერია, ის კი რომ თვითონ ცირილა უზარმაზარი პოტენციალის პატრონია ფაქტობრივად მთელი თამაშის განმავლობაში გვესმის. ანუ მაღლა ნახსენები გუნდაობა (;დ) ან თუნდაც ავალაკჰის ლაბორატორიის დანგრევაც ნამდვილი წმინდა მამობრივი ინსტინქტი იყო და არა ის რაც დავუშვათ ბებერ მგელს მაგ მომენტში შეიძლება ექნა ცირის გარეშე ;დ
ის კი თუ კონკრეტულად როგორ დაამარცხა უაით ფროსტი ჩემი აზრით საერთოდ არ საჭიროებს ზედმეტ განმარტებებს. მახსოვს ადრე 08 წლის alone in the darkზე ვიყავი გაბრაზებული რომ დავხურე ბოლოს გამოსული "ცუდი" ტიპი რაპონტში არ მანახეს თქო და არ მახსოვს რომელმა მითხარით, ბაჩო იქნებოდა უეჭველი ;დ "აბა დიაბლო გინდოდა გადმოსულიყოო" ;დდდდდ მსგავსი რამეა აქაც, დავუშვათ სერი ფერის 'რიჩაგი ჩამოწია რომელიც ძალიან გავს თელასის მრიცხველებისას. ხო, ეგ უბრალოდ გადავუხვიე, ვიცი რომ მსგავსი სახის კონკრეტიკა არ გიკითხავთ, როგორ გადარჩა კი მარტივია – ძლიერია და თავის რესურსს ბოლომდე იყენებს (თუ ხელი შეუწყე ამის მიღწევაში). ისე ის, რომ ბოლოსკენ უკვე გაცილებით ძლიერია ცირი გეიმფლეითაც 'გვაჩვენეს' ბოლო ცირის სიქუენსებში ღმერთივით იბრძვის უკვე, ისე რომ შანსი არაა განსხვავება ვერ შენიშნო.
და ასეთ პერსპექტივაში სულაც არ მეაბსურდულება რომ დავუშვათ გუნდაობამ გადაწყვიტა მთელი თამაშის ენდინგი, პირიქით რაღაც განსაკუთრებულ სილამაზეს ვგრძნობ

მემგონი კარგი მამა ვიქნები ;დდდ

ავალაკჰის და ერიდინის მოტივებზე კი უცებ დავიბენი მეც კითხვა რომ წავიკითხე ;დ შანსი არაა ამხელა პლოტ ჰოლი გაპარვოდათ, უეჭველი რაღაც ტონკი რამე გაგვეპარა. აი გრიგოლამაც დაწერა ამ თემაზე ცოტა და სადღაც მანდ უნდა ვეძებოთ მგონი პასუხი.
იმ მოსაზრებას რომ თამაშის 'მეორე ნაწილს' გაშლა აკლია – ვეთანხმები ნაწილობრივ, თუნდაც ამის გამო. უფრო თვალნათლივ მოწოდებული უნდა ყოფილიყო ალბათ რაღაცეები და უფრო გაშლილი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი რომ გამიფუჭა შთაბეჭდილება რამემ. შესანიშნავი თამაშია და გულიდან ვერ ამოვიფხეკ ვერასოდეს ;დ

ენდინგი მივიღე ძალიან არაერთგვაროვანი, არ ვიცი როგორ ვიყო ;დ
ცირილა ვიჩერია. ხმალი ვაჩუქე <3
პროსტა აი ნაშებმა დამადეს.
ორივემ.
ერთად.


არაუშავს, დიელსიში შანისთან ნამუსი აღარ შემაწუხებს ;დდდდდდ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 96 guests


cron