The Last of Us: Part II, ანონსის დეტალები

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

The Last of Us: Part II

Unread post#1 » 07 Nov 2016 10:18

>>>

The Last of Us IIკომპანია Sony Interactive Entertainment გუშინდელი PlayStation Experience 2016 კონფერენცია Naughty Dog გახმაურებული სათავგადასავლო ბოევიკის The Last of Us მეორე ნაწილის ანონსით დაასრულა. ტრეილერში გაზრდილი ელის და მისი ოჯახის წევრად ქცეული ჯოელის შეხვედრაა ნაჩვენები https://www.youtube.com/watch?v=W2Wnvvj33Wo

The Last of Us: Part II დეველოპმენტის ადრეულ ეტაპზე იმყოფება, რის გამოც პროექტს სავარაუდო გამოსვლის ფანჯარა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული. სტუდია Naughty Dog წარმომადგენლები თამაშის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციის მოწოდებას უახლოესი თვეების განმავლობაში გვპირდებიან.

"ვერც კი წარმოგიდგენიათ თუ რამხელა სიხარულია ჩვენთვის ელის და ჯოელის ახალი კიდევ უფრო საინტერესო, დრამატული და ემოციური თავგადასავლის თქვენთვის წარდგენა. როგორც ბევრ თქვენგანს, ჩვენც ძალიან გვიყვარს The Last of Us-ის სამყარო და მისი პერსონაჟები. იმის მიუხედავათ, რომ თამაშის გარძელების გამოსვლა თავიდანვე გადაწყვეტილი ამბის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ეს ასე არ ყოფილა."

ანონსის შემდეგ გავრცელებული პირველი დეტალები:
The Last of Us: Part II მოქმედება პირველი ნაწილის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იღებს სათავეს, ელის 19 წელი უსრულდება;
იმ დროს როდესაც პირველ ნაწილში ჩვენ ძირითადად ჯოელით გვიწევდა თამაში, მეორეში მთავარი სათამაშო გმირი ელი გახდება;
მისი თამაშის სტილი საგრძნობლად განსხვავებული იქნება ჯოელის გეიმფლეისგან;
თამაშის ძირითადი სიუჟეტური მუხტი "სიყვარულის" მაგივრად, ამჯერად "ზიზღი" იქნება;
პირველი ნაწილის ზოგიერთი გეიმფლეი ელემენტი მეორში ევოლუცირებული სახით გადავა, ხოლო სხვები მთლიანად გადაიხედება და გადაკეთდება;
მომდევნო დემოსტრაციისთვის Naughty Dog-ს უშუალოდ თამაშის გეიმფლეის ჩვენებააქ გადაწყვეტილი და ამჟამათ მოცემულისთვის ემზადება;
გუსტავო სანტაოლალლა (Gustavo Santaolalla) კვლავ თამაშის კომპოზიტორის როლში იქნება. The Last of Us: Part II-სთვის შექმნილი მისი ახალი შემოქმედების მოსმენას მოცემულ ბმულზე შეძლებთ https://www.youtube.com/watch?v=Y-labvlMpho

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Games Without Topics

Unread post#2 » 03 Dec 2016 23:17

მთელი ენდინგის სიძლიერე რაც მთელი თამაშის ღირებულებას ატარებდა, ენდინგი რომელიც თამაშის განმავლობაში ამ ერთი პერსონაჟის პრინციპებზე და პერსონაჟის განვითარებაზე იყო დაფუძნებული, წამებში ჩამოშალეს ამ ერთი ტრეილერით. რათ უნდოდა ამას გაგრძელება ეხლა, ძალიან მეწყინა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Games Without Topics

Unread post#3 » 04 Dec 2016 00:55

ისეთ მომენტზე მთავრდება პროსტა ძნელია იმის წარმოდგენა რა უნდა მომხდარიყო მერე. ძაან მაინტერესებს რა დადეს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Games Without Topics

Unread post#4 » 04 Dec 2016 01:15

მე მაგ ენდინგს ისე ვუყურებდი როგორც ლიტერატურული რომანის ტრადიციებზე აგებულს, როგორც ხარისხიანი ფილმის რომელიც მორჩება და პერსონაჟებს შეგაყვარებს. ცვეტში ყველაფერი მოხდა თამაშში, ყველაფერი გაიხსნა, პერსონაჟები დაიცალნენ და კარგი კულმინაცია იყო ბოლოს, ემოციური კარუსელი და სასტიკი ენდინგი სიყვარულით გაჯერებული, ყველა სათქმელი ითქვა. მანდ მერე რა მოხდებოდა საერთოდ აღარ მაინტერესებდა, ისე როგორც წიგნის ავტორებს არ აინტერესებთ ხოლმე როგორ გააგრძელებს პერსონაჟი ოჯახურ ცხოვრებას ან სასიყვარულო ურთიერთობებს, ან როგორ დაბედება და მოკვდება, მარა ეტყობა მე შევცდი და სხვა თვალით ვუყურებდი თამაშს, ზედმეტად დავუფასე ენდინგი. ფაქტია აწი ცნობილი ფრენჩაიზი გახდება და ტიპიურ სათავგადასავლო ხასიათს მიიღებს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Games Without Topics

Unread post#5 » 04 Dec 2016 01:55

კი ნამდვილად თვითკმაყოფადი და შეკრული ამბავი იყო რომელიც ისეთ ნოტაზე მთავრება რო უკვე ამბობს ყველაფერს. არც კარგი ენდინგიაქ, არც ცუდი, უბრალოდ ცხოვრებისეული დასასრულია, ბევრი რო გაკეთდა, მარა ბევრი ვერ მოესწრო, ან სულაც არც გამოვიდა, პერსპექტივა რომელშიც მომავალი ვერანაირად ვერ იქნება იმედი, მარა მომავალს არააქ მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია მომენტი რომელზეც წყდება ამბავი. თვითონ ცალკეულად ეგ ენდინგია ღირებულება თამაშის.

დახურვის მერე რო ვფქირობდი ძაან მიჭირდა მსგავსი სიუჟეტის სწორი გაგრძელების მოფიქრება, როგორც მაგალითად მაქს პეინზე. მარა ერთი რიზონული მომენტი არი ის, რომ ძალიან ნიჭიერი დეველოპერი ყავს და რეალურად მაინტერესებს რას მოიფიქრებენ, რომ მინიმუმ იმ დონეზე დატოვონ რაზეც აიყვანეს. თუ ფაბლიშერის "დაძალებული" თემაა მაშინ მაგარი ტრაგედია იქნება, მარა თუ თავიდანვე იყო მსგავსი მონახაზი მაშინ შეილება მოხდეს სასწაულიც.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Games Without Topics

Unread post#6 » 04 Dec 2016 02:17

მე უფრო ვფიქრობ რო მაგ სცენარისტს არ გაუჭირდებოდა არანაკლები სთორის დადება მაგ სეთინგში საერთოდ სხვა პერსონაჟებზე. ეხლა სულ რო სასწაული დადოს ის ახალი სასწაული იქნება, პირველის ენდინგის ძალა როგორ უნდა შეინარჩუნოს მაგას ვერ ვხვდები და მაგრა მწყინს ეგ მომენტი. სთორითელინგის სტრუქტურას ახალს ვეღარავინ გამოიგონებს და ძალიან საბედიწერო ნაბიჯს გავს ეგ. ფანების წუწუნი ისმოდა ხოლმე ძალიან და მგონი მაგის შედეგი უფროა, კიდევ რო უნდათ ელის ნახვა და სხვანაირი ენდინგი სადაც არ ვიცი რას ელოდებიან, "ელი არ აპატიებს" შემხვედრია ბევრგან ეგ რო აინტერესებდათ მაგ სცენარის განვრცობა ))). მე უკვე იმ შეგრძნებაზე ვარ რო მგონი ჯობია საერთოდ თავი დავანებო ამ სფეროში დაინტერესებას :D:D Shenmue 3 (ან თუ გააგრძელებს) იქნება უკანასკნელი მოლოდინი და ეგ იქნება რა. რასაც ვაკვირდები ამ პოპულარობის და ფანების გამო რამდენიმე საყვარელი სერია საერთოდ არასწორი გზით წავიდა და მომისპეს მოლოდინები, მასიურად ხდება სახელის და შეფუთვის გაყიდვა და ამას ეწირება ხოლმე ღირებული კონტენტი რითაც გამორჩეული იყო ხოლმე თავიდან. მაგ პრობლემის მიმართ უფრო და უფრო მგრძნობიარე ვხდები პოპკულტურაში, თამაშებზე კიდე განსაკუთრებულად იმიტო მოქმედებს რო ფაქტიურად PC-ის თუ არა, კონსოლ გეიმინგის პიონერების თაობაში მაინც ვარ და დაბადებას და განვითარებას ვარ მოსწრებული. Birdman-ის თემაში ვიჩითები ნელნელა https://youtu.be/LLyqFFR9kPE?t=38s
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Games Without Topics

Unread post#7 » 04 Dec 2016 10:17

Birdman ჩვენი საერთო ტკივილია )) გულის მოფხანა იყო ეგ ფილმი ზუსტად იმისადმი რაც ესე მაღიზიანებს, პროსტა გაღიზიანების იქით თუ გაიხედავ ჩანს სერიოზული გარდატეხის მომენტი, როცა უკვე მასიურად იკვეთება პრობლემა რომლის გადაწყვეტაც შეილება. ჭირდება მხოლოდ პიონერი რომელიც გადადგავს საჭირო ნაბიჯს. ის არასდროს მოხდება რო ცნობილი სახელის პრივილეგიით არ ისარგებლონ, მარა თუ სწორად გააკეთებენ ამას, მივიღებთ სამყაროებს რომელშიც სხვადასხვა ისტორიები ვითარდება და იქნება იმ მთელი ნეგატივის კომპენსაცია რასაც ეს უტვინობა ბადებს. ზუსტად იმაზე ვლაპარაკობ რაც შენ დაწერე, იგივე სახელის, სეთინგის და ზოგადი სამყაროს კანონების მქონე თამაში უბრალოდ სხვა პერსონაჟებზე, სხვა ამბით. თუნდაც იყოს დიდი კვეთა ორიგინალის მოქმედ გმირებთან, მარა ისინი არ უნდა იყვნენ ცენტრალური გმირები. ეს არი ამ პრობლემის ძალიან საინტერესო გადაწყვეტა, რომელიც რაღაც ფორმაში ყველა ვარიანტში დაიბადება და დაინერგება, თუნდაც ამდენი რეალურად ლეგენდარული თამაშის გაუპატიურების ხარჯზე.
თითონ Last of Us რაც შეეხება თამაშის მორალი იყო მთავარი მანდ, რო არი მომენტები როცა პირადი ცხოვრებიდან და განცდებიდან მიღებული გადაწყვეტილება უფრო სწორია მომენტებში, ვიდრე მთელი კაცობრიობის ნაკარნახები გზა. ჯოელი თავისი გრძნობისთვის ისეთ ნაბიჯს დგავს რომელიც ყველას აზრს ეწინააღმდეგება, დაჟე ელის მოტყუება უწევს, მარა მიდის ამ რისკზე. ჩვენ მოგვწონს მსგავსი მორალი, მაგრამ თამაშში ვეღარ ვხედავთ ჯოელის გადაწყვეტილების შედეგებს და ზუსტად ამ შედეგებზე იქნება მეორე ნაწილი. ერთი სიტყვით თან გეთანხმები ყველაფერში და თან მაინტერესებს რა მოხდება, იმის მიუხედავათ, რომ მეც არ მჯერა სასწაულის.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Re: Games Without Topics

Unread post#8 » 04 Dec 2016 11:03

ვა, რა საინტერესოს ბაზრობთ. იუტუბით ხომ არ შევაჯდე Last of Us-ს, ვფიქრობ. :დ

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Games Without Topics

Unread post#9 » 04 Dec 2016 11:28

პლეისთეიშEნ ნაუ ზე ითამაშე პცზე
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Games Without Topics

Unread post#10 » 04 Dec 2016 17:05

დეველოპრმა იბაზრა Last of Us-ის. ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება ზუსტად მარა გვენდეთო :D
ელი იქნება მთავარი სათამაშო პერსონაჟი. პირველი სიყვარულზე იყო და ეს სიძულვილზეაო. ჩემი აზრით პირველიც სიძულვილის ისტორია იყო, და ეს ჩანს კიდეც ჯოელის პერსონაჟში, კაცთმოძულე მწამებლად როა ქცეული და საერთოდ არ იცვლება, მთელი მაგ სიყვარულის ისტორიის ფასი ზუსტად ამ კონტრასტზე ჩანდა ლამაზად, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ადამიანში თითქოს, წარსულის გამოძახილი რომელიც კაცში ინახებოდა და ნელნელა მწიფდებოდა. ბოლო ბაზის ლეველი ზუსტად მაგის კულმინაციაა მოთამაშემდე რო გადმოაქვთ ეგ ორი შეგრძნება :D ჯოელი თუ ცოცხალი იქნა არ მგონია მსგავსი კონტრასტი შესაძლებელი გახდეს, ელის როლი რო მოირგო ჯოელი უნდა გძულდეს მოთამაშის პერსპექტივიდან, ხოლო თუ მკვდარი იქნა ემოციამ შეიძლება ითამაშოს როლი. ელითი ხალხის ხოცვა ნაღდად არ მინდა, რა დღეში ჩავარდა "იმ სცენაზე" რო ვიცი მაგიტომ ვთვლიდი რო ჯოელი მთლიანობაში მართალი იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#11 » 05 Dec 2016 19:14

გავრცელდა ინფორმაცია რომ პირველი ნაწილის co director ბრიუს სტრეილი არ მონაწილეობს პროექტში. მის ნაცვლად Westworld-ის სცენარისტი ჰეილი გროსი მიიღებს თამაშის შექმნაში მონაწილეობას. http://kotaku.com/sources-bruce-straley ... 1789650767
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#12 » 06 Dec 2016 13:05

გაგიხარდებოდა სცენარისტის ამბავი. რიანა პრაჩეტიც უნდა დაამატონ და ვაბშე დაგიბრუნებენ პროექტის რწმენას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#13 » 30 Oct 2017 22:17

https://www.facebook.com/naughtydog/vid ... 205160246/

რაღაც ვიდეო დაიდო ტიზერივით, გაამარიაჟეს შესაძლებლობები და თამაშს იმდენად სირი ფანბაზა ყავს, ეს ვიღაც ქალი ელი გონიათ, ცოტა თვალში ვინც იხედება ვერც ისენი გაცდნენ ჩაკეტილ აღქმას და არაო ეგ ელის დედააო (შეიძლება მართლა იყოს), პროსტა წარმოდგენა არ უნდათ იმის რო სადღაც სამყაროში შეიძლება სხვაც იყოს გაჭირვებული და სხვაც ბრძოლობდეს.
იმ ჩინელ ტიპზე მინდა იყოს თამაში )) დახტოდეს, მშვილდისარს ისროდეს და ფატალიტებს ატარებდეს.
p.s. Walking Dead-ის ripoff-ობა უწერია ამას
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#14 » 30 Oct 2017 22:27

საშინლად მაგარი გაკეთებულია.
ფან ბაზა კიდე იმიტო ყავს ეგეთი სუსტი რო PS4 ეს რო გამოვიდა ვაფშე არ იყო წესიერი თამაშები და მგონი ყველას ნათამაშებიაქ ვაფშე.
დამოუკიდებელი პერსონაჟების პონტში თუ შემოყავთ კაია. მარა არამგონია. ელი იმდენად მნიშვნელოვანი ტიპი იყო ამათაც რაღაც უშუალო კავშირი ექნებათ. შეილება პროსტა ელი ვისთან ერთადაც დვიჟენიობს ჯოილის გარეშე ეგ კამანდაა ეს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#15 » 31 Oct 2017 02:00

PS3-ზე იყო პირველი რელიზი, PS4-ზე რემასტერი ქნეს. ნუ PS4-ზე ბევრია ახალი თაობა დამწყები გეიმერები და არ გამიკვირდებოდა მარა PS3-ის გამოცდილი ხალხი სადღაა ტო :D:D ფეისბუქზე ვსკროლავდი ამ მესიჯებს და ტვინში სისხლი ჩამექცა.

ნუ გაგრძელებაზე კი მაქ ჩემი აზრი მარა ეგ რო გვერდზე გადავდოთ, ბევრი ხალხის დამატებამ არ მგონია ივარგოს, აი მაქსიმუმ ის ზანგი ძმები რო იყვნენ მასე ან ჯოელის ძმა რო იყო მასეა კაი, ერთ გრძელ მარშრუტზე რო გამოიცვლი თანამგზავრებს, რაღაც გუნდურობის მიცემა ეგრევე Walking Dead-ად გადააქცევს.
ისე ის მშვილდოსანი ბავშვი რანაირად უნდა ებრძოლოს ამ ზომბების არმიას მშვილდით ვერ გავიგე :DDD ელითი ვსტელსაობდი მახსოვს და ეს ვინაა ასეთი რო დაუდგნენ განატებულ ცეცხლში ამდენ ზომბს :DDD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#16 » 31 Oct 2017 02:47

ბიჭო ეგ ფანებზე ახალი სენია, ცოტა არიან ეგეთი ტოქსიკური სირები მარა ყველაზე ხმაურიანი.
Fanboy-ს ახალი უფრო სირული კულტურა ჩამოყალიბდა და ტვინს ტყნავენ ყველგან. Get out of my fandom სასტავი :D
სტიმზე ვუყურებდი Community-ებს და ყველგან სადაც სთორიში რაიმე ადვილად გასაგები Emotional Rolercoster არის ეგენი ებმებიან კალიებივით.
დაჟე მთელი სტატიები იყო მაგაზე რომ მაგათ და ტროლებს შორის გაუსაძლისი გახდა რამე Fan ფორუმებზე ყოფნა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#17 » 28 Jun 2018 14:09

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#18 » 28 Jun 2018 15:10

ვიდეოს ყურება დამეზარა, მარა სტატიაში აზრიანად წერია 90%. ერთადერთი რასაც არ ვეთანხმები არის კლიშეების თემა. ეგ ავტორზეა უნდა ჩასვავს კლიშეს უნდა არა და მაგის გაკრიტიკება უნდა მოხდეს ხარისხის ამბავში და არა პოლიტიკურ ჭრილში.

ასევე Role Model -ები ძალიან ყლე თემააა ეხა და მაგისი ფიქციაზე აკიდება. Role Model არა ყლე, მითუმეტეს Mature თამაშში ბავშვები რა შუაშია, საბავშო ნაწარმზე კიდე შეილება რაღაც თქვა მარა გააჯვან ბავშვებმა Adult Experience-ბიდან და მიიჯვან მშობლებმა მიხედონ თითონ თავის ბავშვებს.

დალშე უწერია რომ გეები არსებობენო, და თამაშში ისე უნდა იდოსო რომ ბუნებრივად იჯდესო და არა დაძალებულად. რაც ძალიან სწორი და ლოგიკური შენიშვნაა.

მარა საკითხი ისეთია რაც არ უნდა ბუნებრივად ჩასვა საკითხის გულშემატკივარი გიჟები პროპაგანდად დაინახავენ, და ჰეიტერი გიჟებიც პროპაგანდად დაინახავენ. და მაგ სირების გამო უმრავლესობას ეჯმება ექსპერიენსში და ნიპრიჩომ იჩითება ამ გულისამრევ ზიზღის და მძღნერის დუღილის ამბებში. მერე ამ ყველაფერს პრესა რო დააგდება კიდე ზემოდან და თავის სიდებილეს მოასხამს თავზე სიროფივით უკვე სრული ექსპერიენსი იკვრება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#19 » 28 Jun 2018 21:07

We haven’t yet gotten to the point where LGBTQ characters are integrated naturally enough so people understand their sexuality doesn’t need to be rationalized.
ეს არ მესმის მე. ზოგადად ნებისმიერი ორიენტაცია უნდა ჩასვა ბუნებრივად. გააჩნია პროდუქტს და სატქმელს რისი მოწოდება ხდება და იმის ხარისხს კიდე. თუ სვავ იმისთვის რო ოღონდ იჯდეს, მაშინ მალე წავა მარგინალიზაცია და გაბანძება თემის, ხარისხი ეკარგება იმწამსვე და სასახილო ხდება. ME1-ში უკვე იყო romance option ჩასმული, მარა მაგ სამყაროში ჩემი ქალი პერსითვის საერთოდ უინტერესო იყო ეგ თემა, ზაპროსტა ვიცოდი რო იყო და არ ვიცი რა ხარისხი ქონდა :D:D

Even in the increasing occurrences of LGTBQ representation in games, we have to be careful of the negative tropes that already exist in fiction. Critics have rallied against those cliches, like ‘Bury Your Gays’ (an epidemic of a theme most often seen in television where queer characters are killed off in order to provide dramatic motivation for their loved ones), the ‘Murderous Bisexual’ (self-explanatory), the ‘Gay Best Friend’ and the ‘Tragic Gay’’ (in which a character's sexuality is used to incite guilt and/or pity).
These cliches are rightly criticised for potentially harmful depictions of an underrepresented group, in part comprised of vulnerable youth.
ხო ეს ხუინაა და იდეაში მგონია რო ამ სტატიის მთავარი სათქმელი ზუსტად ესაა )). აი საერთოდ არ მესმის ეს დირექტივები და ორიენტირები რა საჭიროა. ხარისხიანი writing თუა არ მკიდია ეხლა იქ ამ კლიშეებს გამოიყენებს თუ რამე ორიგინალურს შემოიტანს? ზოგადად ასეთი მიდგომები ვფიქრობ რო აჩენს ერთგვარ ხარისხის საზომს ამ რევიუერებში და მასეთ ტიპებში - ანუ კლიშეა? ესეიგი არ ვარგა, ცუდი მწერალი ხარ, ცუდი პროდუქტი დადე. გეი პერსს თუ მოკლავ, ან საუკეთესო მეგობარ გეი პერსონაჟს თუ ჩასვავ, ან მკვლელი თუ გეი იქნება, ესეიგი კლიშეა, ახალგაზრდებზე ცუდ მაგალითს იძლევა და ამ კლიშეს თუ იყენებ ყლე ხარ და უნდა დაგეჯვას სამართლიანად, ბუნებრივად უნდა ჩასვაო ბუნებრივადო ))) მეტს არაფერს არ ამბობს...

Studios need to be louder and braver if we want to see amazing gay villains and heroes across the board in video games.
ჩემი ყლე. ხარისხიანი მწერლები უნდა ყავდეთ, მეტი არაფერი არ უნდა მაგ ამბავს, და ეგ ეხება ზოგადად ყველა პერსონაჟს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: The Last of Us: Part II - [Release Date: TBA]

Unread post#20 » 28 Jun 2018 21:28

ელის ნაშა ამ სომეხ ქალას გავს ხო აშკარად? ))) მემგონი მივხვდი ვისაც ეჩალიჩება დრაკმანი

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 107 guests


cron