Sega Genesis/Mega Drive ოფიციალურად ბრუნდება ბაზარზე. სეგამ ლიცენზია მისცა მის ბრაზილიურ პარტნიორ კომპანიას აწარმოოს კონსოლი. მიზეზი არის ის რომ ბრაზილიაში ყოველწლიურად 150000 სეგას კონსოლი იყიდება. ახალ კონსოლს ექნება კარტრიჯის ჩასადებიც და SD Card-ის წამკითხავი და 22 ჩაწერილი თამაში. კონსოლის ფასი 138$ იქნება და 2017 წლის ივნისში გამოჩნდება. კონსოლს ექნება ორიგინალის სისტემა.
ფასი შეიძლება დიდი მოგვეჩვენოს მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ნიუანსი დგას. SD Card-ის წაკითხვა უდიდესი პლუსია და ამ ტექნოლოგიის კარტრიჯები როგორიცაა Everdrive მინიმუმ 60$ ღირს. ეს არ არის ემულაციის ფუნქცია, ეს არის პირდაპირ SD Card-იდან თამაშის წაკითხვა. ვინაიდან 20 წლის ნახმარი კონსოლი თავისი ატრიბუტებით იშვიათია რომ 40-50$ ზე ნაკლები დაჯდეს, 140$ შესანიშნავი ფასი გამოდის ახალი კონსოლისთვის.
რაც ჩემთვის ცოტა შიშს ბადებს არის თუ როგორი იქნება კონსოლის შიდა კონტენტი, ვინაიდან აუცილებელია რომ გრაფიკული და აუდიო ჩიპები იყოს მაღალი ხარისხის (ეს უნდა გაიტესტოს). ორიგინალ კონსოლებზე ხმის და აუდიოს ხარისხი ხშირად განსხვავდებოდა ვერსიების, წარმოებული ქვეყნების და შემდგომ მოდელების მიხედვით. არსებობდა ორი ისეთი ვერსიაც არაფრად რომ არ ვარგოდა (პირველ მოდელზეც და მეორეზეც), ამიტომ პირველი ყურადღება მისაქცევი საკითხი ეს არის.
პრეორდერი ამ საიტზეა შესაძლებელი მაგრამ ჯერ არავის ვურჩევ
http://www.tectoy.com.br/pre-venda-mega ... 5040461825
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.