ხო მე პირიქით ექსპერიენსი მქონდა :D
დავხურე ედონიც და აი მოკლედ შთაბეჭდილებები.
პირველივე ქვესტიდან ხვდები რომ რაღაც ორიგინალურთან გაქ საქმე და განსხვავებული ექსპერიენსი გელის. ველენის ერთ გაუბედურებულ სოფელს ორი მოოქროვილი ორნამენტებით მორთული რაინდი ეწვია და ომით და ძალადობით დაღლილ მოსახლეობას ვერ არწმუნებენ რომ უანგაროდ დაიცავენ მათ ბანდიტებისგან. ბოლომდე არ ენდობიან მათ მაღალფარდოვან, კეთილშობილ აურას და ღირსებაზე ფიცს, დიდი შვებით მიანდობენ მათთან საქმის გარჩევას პრაგმატულ და ნაცნობ ვეძმაკს.
რაინდები გერალტის ძველი მეგობრები არიან და დიდ გვაროვანი მდედრი ჰერცოგის, ანა ჰენრიერიტას სახელით დახმარებას თხოვენ რაინდების სერიული მკვლელისგან ტუსანდის დასაცავად.
ტუსანდში პირველივე ხედიდან დიდი სილამაზე გადაიშლება თვალწინ, ველენის თავისებურად მომხიბლავ მაგრამ დეპრესიულ მიწების მერე ტუსანდი უფრო კეთილი ზღაპრების ტრადიციულ სილამაზეს გვთავაზობს. თვალი და გონება ხარბად შეექცევა ათასი ხასხასა ფერებით მორთულ ბუნებას და რენესანსის იტალიით და საფრანგეთინ შთაგონებულ ვილებს და ქალაქებს.
სიუჟეტი ასევე რაინდული ზღაპარივით ვითარდება, მაგრამ ოდნავ ვიჩერის ბნელი ატმოსფეროთი არის შეზავებული და ჩვენს წინ ძალიან საინტერესო, დაძაბული და მუღამიანი ისტორია ვითარდება. ინტრიგებით, ემოციებით, ღალატით, მეგობრობით და საინტერესო პლოტ-ტვისტებით ისე გაჟღერებული რომ შექსპირისეულ ელფერს იძენს.
აქვე ვხვდებით წიგნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერსონაჟს, მაღალ ვამპირ რეჯის. რომელმაც თავის დროზე გერალტის ნდობა და მეგობრობა მოიპოვა და მონსტრებისადმი დამოკიდებულება შეაცვლევინა.
ედონის უმეტესობა მოწოდების დონეზეა, იმედგაცრუებას მხოლოდ საიდ კვესტები იწვევს და აქ რამდენიმე საიდ კვესტი ძალიან მახინჯად ჯდება ამ სხვა მხრივ ძალინ დადებით ექსპერიენსში.
გვენტის კარტების წმენდა, ღვინის ომები, რაინდის კონტრაქტები და კიდევ რამდენიმე ქვესტი MMO-სეულ ხასიათს ატარებს და პირდაპირ ხაზს უსმევს და ამძაფრებს ვიჩერის ნაკლებს.
ამ ქვესტებში მონოტონურად დარბიხარ და 50-ამდე კითხვის ნიშანს წმენდ. ეს არის ძალინ დამღლელი და ყოველგვარ ჩელენჯს მოკლებული მონოტონური პროცესი. კითხვის ნიშნის გაწმენდის მერე გვამებზე პოულობ წერილებს რომელმაც ნათელი უნდა მოფინოს "კრიმინალურ საიდუმლოს" რომლის გამოცნობას ალბათ თავიდანვე შეძლებთ და უღიმღამოდ შეხვდებით "პლოტ ტვისტებს". ამ ყველაფერს კიდევ ამძაფრებს პატარა გამაღიზიანებელი დეტალები, მაგალითად ოკუპირებული სოფლის, ან მძევლის კითხვის ნიშნის გაწმენდის მერე ეგრევე ირთვება სინემატიკი სადაც გერალტი მედიტირებს და ახალი სოფელს ელოდება, ან გრძელი საუბარი უწევს მძევალთან და ამ დროს თამაში გვამებიდან შორს გატელეპორტირებს და გიწევს თავიდან ძებნა მათი. რაც 50 კითხვის ნიშანზე ძალიან გამაღიზიანებელი ხდება.
რათქმაუნდა ყველა საიდ კვესტი ასეთი არ არის და ძალიან ორიგინალური, გასართობი აქტივობებიც შეგხვდებათ.
მოკლედ ედონის თამაში ნამდვილად ღირს და ზაფხული იდეალური პერიოდია ტუსანდის ატმოსფეროთი დასატკბობად.
"შვებულების ფოტოები":
http://imgur.com/50PYMco http://imgur.com/JHwiJhj http://imgur.com/9O2MC0H http://imgur.com/oJhG1dA http://imgur.com/YUquqct http://imgur.com/7HsPXty http://imgur.com/3BR3mk6 http://imgur.com/xcn0Qkm http://imgur.com/ZdiuiRF