Horrors, სია > ჟანრის საუკეთესო თამაშები

სადისკუსიო თემები < საკითხი < გამოკითხვა < შედარება < საერთო თემა
User avatar
SLaYeR
Posts: 6198

<List> Best Horror Games

Unread post#41 » 18 May 2014 05:31

Kuon - PS2-ის თამაშია From Software-ისგან ძალიან კარგი გრაფიკით და ატმოსფეროთი. შუა საუკუნეების იაპონური სეთინგია და ძალიან ხარისხიანი გადმოცემა. ტიპიურ RE-ს ფორმულას მიყვება გეიმფლეის თვალსაზრისით, მარა როგორც ჩანს გამოუცდელი გუნდის შექმნილია და მთელი აქცენტი სთორიზეე და სეთინგზე აიღეს, ნუდნი გეიმფლეია, დაუმუშავებელი, ორი პერსონაჟია და ორივეთი ერთი და იგივეს კეთება გიწევს, ორივეთი დახურვის შემდეგ მესამე იხსნება. 8 საათში დახურავ სამივე პერსონაჟით, მესამეთი საერთოდ ნახევარი საათი გიწევს თამაში, მოკლედ ძლაიან პატრაა. სიტყვები ზოგჯერ შეცდომით წერია თარგმანში მარა მაგის მიუხედავად გემოვნებიანი ჰორორების მოყვარულთათვის მისწრებაა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

<List> Best Horror Games

Unread post#42 » 29 Jul 2014 02:14

2008 alone in the dark-ს ვუბერავ ეხლა და ჯოისტიკით ვაფშე სხვა მუღამი აქვს
ძაან ასწორებს
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11833

<List> Best Horror Games

Unread post#43 » 02 Nov 2014 18:57

Gametrailers-მა ჰორორების თავისი ათეული გამოაქვეყნა. საკმაოდ საინტერესო სიაა და როგორციქნა დაიწყეს Amnesia-ს მოხსენიებაც ლისტებში ))

1. Silent Hill 2
2. Resident Evil Remake
3. Eternal Darkness
4. Fatal Frame 2
5. Condemned
6. System Shock 2
7. Amnesia The Dark Descent
8. The Evil Within
9. Dead Space
10. PT

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

<List> Best Horror Games

Unread post#44 » 04 Jul 2015 07:57

Michigan: Report From Hell - საინტერესო და ორიგინალური თამაშია Suda51-ისგან. რეპორტიორია მთავარი პერსონაჟი და გეიმფლეიც კამერიდან მიმდინარეობს, მოვლენების ეპიცენტრშია და გამოძიებას აწარმოებს.

Lifeline - კიდევ ერთ სანტერესო თამაში, სადაც 5000 ინგლისური სიტყვაა ჩადებული პერსონაჟთან საურთიერთობოდ. USB მიკროფონი სჭირდებოდა PS2-ზე

Curse: The Eye of Isis - ერთერთი RE კლონია კარგი სეთინგით

Phase Paradox - თამაში გაგრძელებაა შუთერის სახელას Phylosoma, თუმცა ეს შუთერის მაგივრად survival horror-ია. თამაშს აქვს Fahrenheit/heavy Rain-ის მსგავსი ინტერაქტიული მომენტები და მოთამაშის არჩევანი განაპირობებს სთორის. სამწუხაროდ დასავლური ვერსია არ არსებობს, ინტერფეისიც და სუბტიტრებიც იაპონურია, მხოლოდ გახმოვანებაა ინგლისური
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

<List> Best Horror Games

Unread post#45 » 16 Jul 2015 05:09

საინტერესო და ნაკლებად ცნობილი იაპონური ჰორორ თამაშები:

Doctor Hauzer - პირველი Alone in The Dark-ის სტილის თამაში რომელიც Silent Hill-ის ერთერთი ინსპირაცია იყო. მენიუს ხმის ეფექტები კი თითქმის ერთი და იგივეა. სამწუხაროდ თამაშის ინგლისური ვერსია არ არსებობს და დოკუმენტები ცალცალკეა ნათარგმნი და ისე დევს ნეტში. თამაში აღსანიშნავია იმით რომ pre rendered background-ების ნაცვლად გარემო შესრულებული იყო 3D-ში.

Overblood - რამდენადაც გავეცანი ამ თამაშს არ მომწონდა მარა ჰაუზერის შექმმნელებისაა და საკმაოდ საინტერესოა როგორც ჰორორი. ვინაიდან ძველ ჰორორებს გაპოლიშებული გეიმფლეი არ მოეთხოვება, მივცეთ შანსი.

Overblood 2 - წინა ნაწილის გაგრძელება. ამჯერად მოქმედება კიდევ უფრო შორეულ მომავალშია და პერსონაჟიც ახალია.

Koudelka - ისე როგორც პირველი Parasite Eve, ეს თამაშიც JRPG-ს და Survival Horror-ის საინტერესო კომბინაციაა.

Chaos Break - RE-ს კიდევ ერთი კლონი რომელიც ვიტარდება მიტოვებულ ბიოქიმიურ ლაბორატორიაში.

The Note - ჰორორი პირველი პირიდან. მთავარი პერსონაჟი ჟურნალისტია სახელად Akira, რომელსაც უკავშირდება ქალი ვისი ქალიშვილის მეგობრებთან ერთად გაუჩინარდა მიტოვებულ სახლში. ჯურნალისტი თავის პარტნიორთან ერთად პოულობს სახლს და პარანორმალური მოვლენების კვლევას იწყებს. თამაში გამოირჩევა საინტერესო გეიმფლეით სადაც მოწინააღმდეგის დამარცხება შესაძლებელია გარემოზე ზემოქმედებით (მაგალითად ფარდის გადაწევით და მზის შუქის შემოშვებით) , ასევე თამაში არ იძლევა არანაირ მინიშნებას და მოთამაშეს ტავად უწევს სახლის გმაოკვლევა საკუთარი ინსტინქტებით.

Countdown Vampires - RE-ს კლონი სადაც ზომბების ნაცვლად ვამპირები არიან, ხოლო მთავარი პერსონაჟი დეტექტივი keith J. Snyder-ია. სიუჟეტი კაზინოში ვითარდება, სადაც ცეცხლი გაჩნდება და ცეცხლსაქრობიდან წყლის ნაცვლად შავი სითხე გადმოვა. ხალხი ვამპირებად იქცევა და ერთმანეთს ანადგურებენ, ხოლო პერსონაჟმა უნდა გააღწიოს კაზინოდან.

Dark Tales: From The Lost Soul - უცნაური და ძალიან განსხვავებული ტიპის სურეალისტური ჰორორი რომელიც მოიცავს სამ ერთნამეთისგან დამოუკიდებელ საინტერესო ისტორიას. თამაში გავს D-ს და Myst-ს.

Juggernaut - კიდევ ერთი უცნაური და სურეალისტური ჰორორი რომელიც ასევე D-ს და Myst-ის მოყვარულებს შეიძლება მოეწონოთ. თამაშს აქვს საინტერესო კონცეფცია და ვითარდება პერსონაჟის შეყვარებულის სულში. მოთამაშემ უნდა გამიკვლიოს სულის ცენტრალური ნაწილი რომელიც დიდი სახლის სახით არის წარმოდგენილი და განდევნოს ბოროტება რომელიც სულს აწვალებს.

Deep Fear - თამაშის სიუჟეტი ვითარდება წყნარ ოკაანეში, 300 მეტრ სიღრმეზე არსებულ საცავში და შთაგონებულია ფილმებით Leviathan და The Abyss. თამაშის კომპოზიტორი არის Kenji Kawai ხოლო პერსონაჟების არტი ეკუთვნის ცნობილ მანგაკას Yasushi Nirasawa-ს (Kamen Rider)

Carrier - მსოფლიოშო შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა დედამიწის ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებად დაყოფა გამოიწვია. სამხრეთში აღმოცენდა ტერორისტული დაჯგუფება Southern Cross. მათმა აქტივობამ კოლუმბიაში ა.შ.შ.-ს ყურადღება მიიპყრო. ტერორიზმთან ბრძლაში ა.შ.შ-ს სხვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიც უერთდებიან და ერთობლივად აგზავნიან მაღალტექნოლოგიურ ატომურ საბრძოლო ხომალდ Heimdal-ს. ხომალდზე განთავსდება სამი ქვედანაყოფი რომლებმაც უნდა დაარტყამ Southern Cross-ს და მოიპოვონ უცნობი წარმოშობის ძველი ორგანიზმი. ორგანიზმის ტრანსპორტირებისას ხომალდი კარგავს რადიო სიგნალს. გარკვეული ხნის შემდეგ ორი საგამოძიებო ქვედანაყოფი იძიებს ხომალდის საქმეს, მათგან ერთი ხომალდში იკარგება ხოლო მეორეს ვერტმფრენს ხომალდი უტევს. პერსონაჟები სწორედ ამ ქვედანაყოფის წევრები არიან. თამაშის გაგრძელება უდნა გამოსულიყო PS2-ზე თუმცა დაქენსელდა.

Blue Stinger - საკმაოდ უცნაური ჰორორი სადაც მოქმედება ვითარდება Dinosaur Island-ზე, რომლის სახელიც უკავშირდება 65 მილიონი წლის წინად მომხდარ კატასტროფას და დინოზავრების გადაშენებას. კიდევ ერთი მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად პერსონაჟი ხვდება ამ კუნძულზე და წარმოიშვება ბარიერი რომელიც მაქ გამოამწყვდევს.

Illbleed - ძალინ ძალიან ძალიან უცნაური და სურეალისტური ატმოსფეროს მქონე ჰორორი. მთავარი პერსონაჟი Eriko-ა, რომლის მამაც Horror Theme Park-ის დიზაინერი იყო, რასთანაც მისი ბავშვობაა დაკავშირებული. იგი 7 წლიდან საშინელებათა ფილმებს უყურებდა და ამჟამად Horror Movie Club-ის პრეზიდენტია. მას შემდეგ რაც მისი კლუბის წევრები დაიკარგებიან, „რიკო „მათ საძებნეად მიდის. მოქმედება Horror Theme Park-ში ვითარდება და სავსეა მახეებით.. თამაშში მრავალნაირი სიკვდილის გზაა, პერსონაჟი შეიძლება დაიღუპოს ნებისმიერი მახისგან ან საერთოდაც მოკვდეს შიშისგან.

The Ring: Terror’s Realm - ცნობილი იაპონური ფრენჩაიზის მიხედვით შექმნილი თამაში.

Nanatsu no Hikan: Senritsu no Bishou (Seven Mansions) - ორი მეგობარი Kei და Reina ხვდებიან მიტოვებულ კუნძულზე სადაც მოუწევთ არსებული სახლების გამოკვლევა და კუნძულის საიდუმლოების ამოხსნა. სამწუხაროდ თამაში მხოლოდ იაპონურადაა და საჭირო დოკუმენტების თარგმნილი ვერსიები ნეტში მოიპოვება.

Gregory Horror Show - Capcom-ის თამაში ახალგაზრდა აუდიენციისთვის, შეიძლება ითქვას რომ Survival Horror ბავშვებისთვის.

Disaster Report - ესპერიმენტული პროექტი რომელიც ჟანრს საკმაო პლუსებს აძლევს და სხვა დიაპაზონზე გაჰყავს. თამაშში ფაქტიურად გადაწერილია ჰორორის ფორმულა რადგან ეს თამაში არ არის მონსტრებზე, სულებზე, ზომბებზე, ვამპირებე, პარაზიტებზე ან სხვა რამე ამოუცნობ ორგანიზმებზე. ამჯერად პერსონაჟების მთავარი მტერი სტიქიაა, მიწისძვრა რომელიც ქალაქს თავს ატყდება

Raw Danger - ეს არის გაგრძელება Disaster Report-ის სადაც ამჯერად პერონაჟებს წყალდიდობისგან გაქცევა უწევთ. 2010 წლისთვის შექმნილია ყველაზე უსაფრთხო და განვითარებული მიწისქვეშა ქალაქი, თუმცა დატბორვის შემდეგ ქალაქი ქაოსში ვარდება. თამაშის ენდინგის ბედს მოთამაშის საქციელები და დიალოგები წყვეტს.

Calling - საინტერესო ჰორორი სადაც გამოიყენება Wii-ს Nunchuck სულების მოსაგერიებლად.

Ju-On: The Grudge - კიდე ერთი თამაში ცნობილი იაპონური ფილმის მიხედვით.

Ikenie no Yoru (Night of Sacrifice) - თამაში რომელიც კვლავ Wii-ს Nunchuck-ის გამოყენებაზეა. თამაში მხოლოდ იაპონიაშია გამოსული და არსებობს ფანეების ნათარგმნი პაჩი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

<List> Best Horror Games

Unread post#46 » 16 Jul 2015 15:21

სერიოზული პოსტია. პროსტა ისეთ რაღაცეებს დებ რო ცოტა ეჭვი მეპარება საუკეთესო ჰორორები რო დაერქმეოდეს და არ ვიცი შევიტანო თუ არა სიაში, წინა პოსტზეც იგივეზე ვფიქრობდი.

Countdown Vampires რაღაც წინა ცხოვრების ფრაგმენტი რო გაგახსენდეს ისე გამახსენდა. ნათამაშები მაქ და რაღაც ცუდ ასოციაციას ტოვებს, მგონი რაღაც ძალიან ბანძი იყო და დავიკიდე, ნიტო გავიჭედე, ვერ ვიხსენებ.

Super Replay - ესეც იგივე. RE და მსგავსი გემრიელობების დროს ვნახე და მარტო კაცის სირბილმა მოკლა ყველაფერი )))

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

<List> Best Horror Games

Unread post#47 » 16 Jul 2015 15:45

ნუ ძველი დასავლურები რაც გვაქვს ლისტში იმათთან აუცილებლად შეიძლება, დასავლეთში ყველა დარქ სეთინგიანი თამაში ჰორორად ინათლებოდა და ესენი მაინც კლასიკური იაპონური პიონერების ტალღაა :D გეიმფლეის საუკეთესოობაზე ვერაფერს ვიტყვი, საერთოდ ჰორორების 99% ზე, მარა დასავლური ჰორორების უმეტესობას სეთინგი/ინოვაცია/მიდგომა მართლა ჯობია, პროსტა rare ვეშებია, ზოგი ძალიან ძველი, ზოგი მარტო ევროპაში გამოდიოდა ზოგი გვიან ითარგმნებოდა, ჰაუზერი დღემდე არ თარგმნილა ))) D-ის, Echo Night-ის, Galerians-ის და პირველი Alone in The Dark-ის კალიბრის თამაშებია, ზოგი დაჟე უკეთესი. პროსტა RE, SH, FF, Siren-ებს რო ამოწურავ მერე აქამდე მოდიხარ :D თან SilentPyramid-ის და Racketboy-ის აქვთ რეკომენდაციებში :D
Blue Stinger Dreamcast-ის ბრილიანტია :D დაჟე პერსონაჟების კამეოები მაქ ნანახი სადღაც, მგონი სხვა ჰორორში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

<List> Best Horror Games

Unread post#48 » 16 Jul 2015 16:17

მე სხვანაირად მახსოვს, მარა შევიტან თუ ბრილიანტებია :D

Riddick
Posts: 11833

<List> Best Horror Games

Unread post#49 » 27 Jul 2015 21:37

ამ სერიაზე რას იტყვით? ბევრი ლაპარაკობს, მარა აზზე არ ვარ რაარი. შესატანია სიაში? Five Nights at Freddy

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

<List> Best Horror Games

Unread post#50 » 27 Jul 2015 21:59

არ ჩავჯდომივარ, ვუყურებდი პროსტა და დაძაბულობის და jumpscare-ების თემაა მეტი არაფერი. უფრო ალბათ ანდროიდ ტაბლეტებზე გაერთობი კაცი. უმარტივესი იდეაა და კარგად განხორციელებული ლაითად გასართობად, ოთახში ხარ, კამერები უნდა გადართო, აკონტროლო სიტუაცია და ეს არსებები არ უნდა შემოგეპარონ. სამი სერია გამოვიდა უკვე და მეოთხეც დაანონსდა მგონი, როგორც სლენდერი გახდა უცებ პოპულარული ისე გახდა ესაც სიმარტივის პონტში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

<List> Best Horror Games

Unread post#51 » 14 Sep 2015 15:10

Claire - სათამაშოდ ცოტა დამაბნეველია 2D ლოკაციებში გადაადგილება, მითუმეტეს რაღაც რო მოგდევს დამგრუზავი ხმით, მარა Silent Hill-ის ატმოსფერო მოაქვს და სიუჟეტური წყობაც მსგავსია, ძალიან კარგი ფსიქოლოგიური ჰორორია. სთორიც საკმაოდ დამაინტრიგებელი ჩანს დასაწყისიდანვე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

<List> Best Horror Games

Unread post#52 » 26 Sep 2015 22:57

ვისაც თვითონ ჰორორის თემა გაინტერესებთ და არა მხოლოდ თამაშებში შეგიძლიათ უყუროთ >>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

<List> Best Horror Games

Unread post#53 » 27 Sep 2015 16:18

ძლაიან კარგია, პროსტა ედგარ პოზე ამოუცნობის შიშზე არაფერი რო არ თქვეს გამიტყდა, ლავკრაფტსაც აქვს მერე ეს თემა და დღემდე აქტუალურია.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Re: საუკეთესო ჰორორები

Unread post#54 » 03 Mar 2016 01:08

Layers Of Fear
იდეები მომეწონა, ვიზუალური მხარეც ძალიან კარგია, ბევრი მსგავსი ტიპებისგან განსვავებით. მარა დიდათ ინტერესი არ გამიჩნდა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: საუკეთესო ჰორორები

Unread post#55 » 03 Mar 2016 01:46

ხო რაღაც ექსპერიმენტულ პროექტს გავს. ინტერიერი კარგი ნაჩალიჩარია და გამოყენებაც საინტერესოა გეიმფლეიში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: საუკეთესო ჰორორები

Unread post#56 » 04 Mar 2016 17:45

ამ გაზაფხულზე იქნება https://youtu.be/5S2nJdMW-u4
https://youtu.be/ZhqRbJi5Efc

ნაკლები ექსპრესიულობა და clunky გეიმფლეი ყოველთვის უხდებოდა ჰორორს <3 ქალი ისე დარბის Scissowralker-ზე საშიშია ))) ყველაზე მეტად იმაზე ვკაიფობ თუ ვის თავში მოიხარშა ასეთი ქალის იდეა, პორნოვარკსვლავს გავს და ისეთია Scissorwalker-ს უფრო უთანაგრძნობ კაცი ))) მაინც ეჭვი არ მეპარება რო Clock Tower-ის საუკეთესო გამგრძელებელი იქნება და ბოლომდე დარჩება არჯენტოს ჯიალოს და იაპონური ჰორორის სულში.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Best Horror Games

Unread post#57 » 01 May 2016 18:07

Corpse Party გამოვიდა Steam-ზე. ეს არის სულ ახალი რიმეიქი რომელიც ხარისხით PSP-ს რიმეიქის დონეზეა.

მარტივად რომ გაგარკვიოთ, სერიების ქრონოლოგია ასეთია:

Corpse Party - პირველი ნაწილი გამოვიდა 1996 წელს NEC PC-9801-ზე იაპონიაში. თუ არ ვცდები ფანების თარგმნილი ვერსიაც არსებობს.
Corpse Party BloodCovered - პირველი ნაწილის რიმეიქი, 2008 წელს გამოვიდა იაპონიაში ხოლო სტიმზე ახლახანს უფრო განახლებული ვერსია Corpse Party დაიდო.
Corpse Party BloodCovered: ...Repeated Fear - Blood Covered-ის რიმეიქი 2010 წელს გამოვიდა PSP-ზე, მოგვიანებით iOS-ზე და 3DS-ზე.

Corpse Party: Book of Shadows - პირველი ნაწილის გაგრძელება, ვიზუალური ნოველა მცირე გეიმფლეის ელემენტებით რომელიც იაპონიაში გამოვიდა ჯერ PSP-ზე და შემდეგ iOS-ზე. არსებობს ფანების თარგმნილი ვერსია.

Corpse Party The Anthology: Sachiko no Ren’ai Yūgi ♥ Hysteric Birthday 2U - PSP-ზე გამოსული ვიზუალური ნოველა რომელიც Spin off-ის როლს ასრულებს.

Corpse Party 2: Dead Patient - ეს არის მეორე ნაწილი, თუმცა აქ საერთოდ ახალი ისტორიაა მოთხრობილი. თამაში არის PC-ზე თუმცა მხოლდ იაპონიაში.

Corpse Party: Blood Drive - Book of Shadows-ის გარძელება რომელიც VITA-ზეა გამოსული.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Best Horror Games

Unread post#58 » 03 Aug 2016 04:14

ახალი ფსიქოდელური ჰორორი http://store.steampowered.com/app/391720/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11833

Re: Best Horror Games

Unread post#59 » 21 Aug 2016 23:59

რაღაც ძერსკი დაისახა ჰორიზონტზე - Agony Official Extended Trailer https://www.youtube.com/watch?v=pPz45R_mEbI

User avatar
SLaYeR
Posts: 6198

Re: Best Horror Games

Unread post#60 » 13 Sep 2016 09:50

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Discuss”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests


cron