Cradle - პირველ პირში წარმოდგენილი, თავისუფალი გადაადგილების მქონე, Sci-Fi ქვესთი. სიუჟეტს ბიჭს და მისი მეგობარი მექანიკური გოგონას მისტიური ამბავი უდესვ საფუძვლად. ისინი მონღოლეთის მთებში, კერძოთ კი უტის ტერიტორიაზე, სათამაშოების პარკში განვითარებული ისტორიის გმირები გახლავთ. მიტოვებული პარკი - მოთამაშის დავალება - მეგობარი მექანიკური გოგონასთვის ნაწილების პოვნა და მიტოვებული პარკის საიდუმლოებების გამოცნობა.
თამაშის შემქმნელი უკრაინული სტუდია Flying Cafe for Semianimals იქნება. პროექტზე სულ რამდენმე, მაგრამ თავისი საქმის მცოდნე ადამიანი მუშაობს: თამაშების სია რომლებზეც მათ უმუშავიათ ასე გამოიყურება S.T.A.L.K.E.R., Heroes of Might and Magic 5, «Аллоды Онлайн» და Ascension to the Throne. კომპანიის დირექტორი «S.T.A.L.K.E.R.: Зов Припяти» არტ-დირექტორის თანამდებობაზე ნამუშევარი, ილია ტოლმაჩევი იქნება.
დეველოპერთა გუნდის თქმით, თამაშში უნიკალური ატმოსფეროს შესაქმნელად, მათ საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართეს და პროექტში სხვა ცნობილ/საკულტო თამაშებში გამოყენებული სტილის დამახასიათებელი ელემენტები გამოიყენეს: "ჩვენი მიზანია - მოთამაშეს შევთავაზოდ ისეთი ემოციური განცდა, როგორსაც განვიცდით ოცნების დროს, როდესაც ცხოვრება საერთოდ განსხვავდება რეალობისგან და გააჩნია საკუთარი წარსული - მომავალი. Cradle - "ღრმა მრავალ წლიანი საიდუმლოს გამოცნობისთვის შექმნილ უცნაურ და ლამაზ სიზმარს გავს" - თამაშის კრეატიული დირექტორი ილია ტოლმაჩევი.
რაშემიძლია დავამატო? ბევრი რამ, მაგალითად. ნუ რა პლიუსები ექნება სავარაუდოთ (ტრეილერიდან გამომდინარე)? მუსიკა, სტილიზება (რატომღაც ვფიქრობ რომ, გემოვნებით შეუწყობენ ზევით ნახსენებ მრავალ სტილს ერთმანეთს), გრაფიკა, ატმოსფერო, ლოკაცია, დეტალებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება, სავარაუდოთ გეიმფლეი და საერთოდ რაღაცით ძაან მაგრად გავს Zeno Clash. გამოსვლა 2012 შემოდგომაზეა დაგეგმილი.