Serpent in the staglands, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Serpent in the staglands

Unread post#1 » 28 Jun 2015 21:15

Serpent in the staglands

>>>

ჟანრი: Old School RPG
დეველოპერი: Whalenought Studios
თამაში: სტიმი, კიკსტარტერი.

Steam-ზე წავაწყდი შემთხვევით ამ თამაშს და თავიდანვე მიმიზიდა უნიკალური ვიზუალური სტილით. მაგრამ აღწერა რომ წავიკითხე უფრო მეტის პოტენციალი გამოჩნდა.
ავტორები ნამდვილ Pen and Paper old school RPG ექსპერიენს გვპირდებიან ყოველგავრი hand hold-ინგის გარეშე. თამაშს რომელიც დააჯილდოვებ მოთამაშეს ექსპერიმენტების და ექსპლორაციისთვის.

აქ თქვენ არც გმირი ხართ რომლისგან ყველა დახმარებას ელის და არც სიკეთის და ბოროტების კონფლიქტში ხართ ჩაბმული.

სიუჟეტი ბევრად ორიგინალურად და საინტერესოდ იწყება. თქვენ მთვარის ღმერთის როლს მოირგებთ რომელიც საკუთარი მიმდევრების ფესტივალს ეწვევა ადამიანის ფორმაში გადაცმული. დროს ტარების და ქალიშვილების შეცდენის შემდეგ უკან დაბრუნებისას აღმოაჩენთ რომ ვიღაცამ მთვარეზე დასაბრუნებელი პორტალი დახურა.

საკუთარ კათედრალში მთავარ ბერთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყვეტთ რომ ადამიანის ფორმაში გადაცმულმა ეძებოთ პასუხები და მთვარეზე დასაბრუნებელი გზა.
ასე იწყება სპეციებით მოვაჭრედ გადაცმული მთვარის ღმერთის ისტორია. თქვენი არ ვიცი და სტატიის ავტორი ამ აღწერამ ძალიან დააინტერესა. ყველაფერ იმას შეპირდნენ რაც აკლდა ახალ თამაშებში.

ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიძლება ითქვას რომ ახალ ექსპერიენსთან გვაქ საქმე თანამედროვე რპგ-ებში. ამას უკვე პერსონაჟის შექმნის პროცესში დაასკვნით.

სტანდარტული რასების მაგივრად აქ 5 ახალი რასა დაგხვდებათ. იმის მიუხედავათ რომ ვიზუალურად ადამიანებთან და ელფებთან აქ დიდი მსგავსება, Lore-ის მხრივ ცოტა აქვთ საერთო მათ სტერეოტიპებთან. თვითონ მიდგომაც განსხვავებულია რასების მიმართ, ის უფრო ნაციის დახასიათებას გავს და სხვადასხვა საინტერესო კულტურის ბექგრაუნდებს შეიცავს.

გვყავს რუნებით მოხატული მეკობრეებისმაგვარი ვარლოკები, მიწისქვეშ გამოკეტილი არისტოკრატები, ტირანული მატრიარქატის გავლენით მცხოვრები მონადირეთა კლანები.

Stagland-ის მთელი ესთეტიკა ველური და აუთვისებელი მიწებისაა. ბევრი კულტურა ჯერ კიდევ საკუთარ ძალადობრივ ჩანასახშია და თავის დამკვიდრებას ცდილობს ულმობელ გარემოში.

თითოეულ რასას აქვს სამი კასტა რომელიც შეგვიძლია ავირჩიოთ. ეს დამატებით ბონუსებს გვაძლევს და სოციალური როლის მიხედვით გავლილ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასახავს. მეომრების კასტამ შეიძლება გამძლეობის ბონუსი მიიღოს, შამანებმა უფრო განვითარებული სპელები მიიღონ.

გვაქვს 5 ატრიბუტი: ძალა, ინტელექტი, მოქნილობა, დაკვირვებულობა და ოკულტი. თუმცა ესენიც განსხვავდება ტიპიური რპგ-ის ფორმულისგან.

კლასები თამაშში არ არის, ლეველის შეძენისას იძენთ სკილ პოინტებს რომელსაც თავისუფლად ანაწილებთ სხვადასხვა სკილებში.

არის საბძოლო წიგნი, მაგიის წიგნი და უნარების წიგნი. ყველა მათგანი თავისებურ კონტენტს შეიცავს და დიდი დაკვირვებაა საჭირო რომ სწორედ განავითარო პერსონაჟი. თუნდაც იგივე მაგია არ შეიცვავს სტანდარტულ ფაირბოლებს. აქ სისხლის კოკუნებს აჩენთ რომელიც კურნავს თანამებრძოლებს, მტრების იარაღს ახურებთ რომ ხელიდან გაუვარდეს და ა.შ.

ასევე მაგიის მიმართაც განსხვავდება მიდგომა, ბევრ სპელებს არ კასტავთ ბრძოლისას. უფრო ირჩევთ ტაქტიკურად 1 სპელს და ინვესტიციას ახდენთ მასში. რაც უფრო დიდხანს კასტავთ მით უფრო ძლიერია მისი ეფექტი.

უნარები პერსონაჟს კიდევ უფრო მეტ სიღრმეს სძენს. შეგიძლიათ გყავდეთ ფილოსოფოსი, არისტოკრატი, ჰერბალისტი, ლინგვისტი და ველური ბუნების სპეციალისტი. ბოლო უნარი „ჰარბრინგერი“ თქვენ ორიჯინთან არის კავშირში და ადამიანების მანიპულაციის საშუალებას გაძლევთ ღვთიური უნარის გავლენით.

თამაშში ძალიან დიდი აქცენტია ექსპერიმენტებზე და დაკვირვებულობაზე. აქ სტანდარტული ქვესტების ჟურნალიც კი არ არის. თქვენ თვითონ აკეთებთ ჩანაწერებს ყველაფერზე. რადგან ხშირად იქნება მომენტები როცა ძაან ძლიერ ჩელენჯს შეხვდებით ან გაუგებარ რამეს და ექსპერიენსის დაგროვების მერე მოგიწევთ მობრუნება, კარგი ჩანაწერების სისტემა აუცილებელია. დეველოპერები ნამდვილი ბლოკნოტის და ფანქრის მომარჯვებასაც კი გვირჩევენ.

ინტერაქტიულობის მხრივ თამაში გოთიკას და პლეინსკეიპს გაგონებს. კათედრალში რაღაც უცნაური წიგნი ვიპოვე რომელშიც დაწერა მხოლოს საკუთარი სისხლით შეგიძლია. არანაირი ჰინტი არ იყო რა უნდა დაწერო. რანდომ ფორმების მოხაზვით შემთხვევით რაღაც ვქენი და უცნაური სისხლით სავსე კოლბა მივიღე. შემდეგ მოშორებით ვიპოვე რუნების სქროლი რომელიც ლათინურ და რუნების სიმბოლოებს გითარგმნის. წიგნთან რომ დავბრუნდები უნდა ვცადო მათი მოხაზვა.

კათედრალში წიგნების თაროები იყო. ლინგვისტიკის, ფილოსოფიის და არისტოკრატიის ცოდნით საინტერესო დეტალები ამოვიკითხე რასაც სხვა მოთამაშე რომელმაც ეს სკილები არ განავითარა ვერ ნახავდა.

მონასტრის ეზოში ქათამზე გაისხნა დიალოგის ფანჯარა მაგრამ დიალოგი არ შედგა. შემდეგ woodland სკილიანი პერსონაჟი დავალაპარაკე და გაირკვა რომ ქათმის პატარა ტვინი მთლიანად საკვებზე იყო ორიენტირებული და სხვა ვერაფერზე იფიქრებდა. რაც ნიშნავს რომ სხვა ცხოველებისგან უფრო მეტი ინფორმაციის მიღება უნდა იყოს შესაძლებელი. ან იქნებ ხორბალი რომელიც მოშორებით ვიპოვე შემიძლია ქათამს ვაჭამო და დანაყრებულზე სხვა რამეზეც შეძლოს ფიქრი?

ტყეში გობლინებთან და ცხოველებთან ბრუტალური კომბატი შედგა. ერთერთ კუთხეში პატარა სორო ვიპოვე რომელიც ძაან დიდი იყო ჩემთვის. ეგრევე გოთიკა გამახსენდა და სპელების წიგნს გადავუარე. მართლაც ვიპოვე პოლიმორფის წიგნი და კატად გადავიქეცი. სორომ სარდაფში მიმიყვანა სადაც გრძნეული ბავშვი დამხვდა. სამწუხაროდ შემიტია და მის სხეულზე ჟურნალი ვიპოვე. მამამისი ჩამოუხრჩვიათ სოფელში და გაქცეულა. ლოკაციები იყო ნახსენები სადაც ალბათ განვითარდება სიუჟეტი. ან იქნებ იყო რამე გზა რომ დამეწყნარებინა ბავშვი და არ მომეკლა?

როგორც მიხვდით რაღაც ძაან საინტერესო და დიდი პოტენციალის მქონე თამაშთან გვაქ სამქე. ნახევარი საათის შემდეგ უკვე გოთიკის, პლეინსკეიპის და ცოტა დარქ სოულის ელემენტები გამოაჩინა. კიდევ რა სურპრიზები იმალება ამ უცნაური მიწის წიაღში?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Serpent in the staglands

Unread post#2 » 28 Jun 2015 21:23

მთავარია ეხლა დავამუღამო რა რა არის და ბლოკნოტი კი მიდევს აქვე, გადმოვიღებ და ჩავუჯდები. სამყარო და რასები მომეწონა მარა რად გინდა ტყეში მგლებმა შემჭამეს. ეხლა უკეტესად უნდა დავგეგმო რა ჩარით ვითამაშებ და ცოტა იქნებ დავამუღამო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Serpent in the staglands

Unread post#3 » 28 Jun 2015 23:37

გობლინების მეფეს შევხვდი და ქათმების არმიით გამძუყნა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Serpent in the staglands

Unread post#4 » 29 Jun 2015 12:13

ვიდზე პირველ დიაბლოზე ადრე გამოსულ თამაშს გავს, მარა რაღაც ძაან საინტერესო ამბებს ყვებით ))

თქვენ თვითონ აკეთებთ ჩანაწერებს ყველაფერზე. რადგან ხშირად იქნება მომენტები როცა ძაან ძლიერ ჩელენჯს შეხვდებით ან გაუგებარ რამეს და ექსპერიენსის დაგროვების მერე მოგიწევთ მობრუნება, კარგი ჩანაწერების სისტემა აუცილებელია. დეველოპერები ნამდვილი ბლოკნოტის და ფანქრის მომარჯვებასაც კი გვირჩევენ.

ეს მომენტი განსაკუთრებულად განსხვავებულია და ასწორებს.

აქ ენის თემა სერიოზული შტრაფი იქნება ჩემთვის, მარა გბალეშიკობთ და ვიმედოვნებ რო საინტერესო ისტორიებს მოიტანთ აქამდე

User avatar
GHOST
Posts: 1940

Serpent in the staglands

Unread post#5 » 29 Jun 2015 15:04

საღამოს ჩავუჯდები, თუ მოვახერხე.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Serpent in the staglands

Unread post#6 » 01 Jul 2015 23:45

ბევრი დრო არ მაქ სათამაშოდ მაგრამ ყოველდღე ძილისწინ ვუბერავ და მერე კაი სათავგადასავლო სიზმრებით ვიძინებ.

9 საათი თამაშის შემდეგ მარტო 3 ლოკაციის გაწმენდა მოვასწარი. რვეულში ჩანაწერები სავსეა ამოუცნობი თავსატეხებით და დაუმარცხებელი მტრებით. უცნაური ყვავილების რგოლი, გამოქვაბულს მიღმა კლდეზე ორი უცნობი რომელიც არ მესაუბრება, მიტოვებულ ფერმაში შემალული დეზერტირები, გრძნეული ბავშვების კვალი, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ამოუხსნელი საიდუმლოების რომელსაც ტრანსილვანიით ისპირირებულ ბნელ მიწებში შევხვდი.

ხანდახან თამაშს პირველი გოთიკის და პლეინსკეიპის ნაზავს ვამგვანებ, ხან ვიჩერის და x-files.

მთელ ამ დროში მხოლოდ ზედაპირულ დონეზე ავითვისე თამაში. სკილების ლოგიკას ჩავწვდი და პირველ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგავ მათი კომბინაციების გამოსაკვლევად. ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა 2 მტრის ერთად მოკვლაა. მეინ ქვესტის მისაყოლად ერთადერთი გასაღები ეს რუქაა.

თამაში ულმობელია, ერთი არასწორი, დაუკვირვებელი ნაბიჯი და რელოად სკრინი გვამცნობს რომ carrion ღმერთის ნადიმი გავხვდით. მაგრამ ამასთან თითოეული დაბრკოლა წარმოუდგენელი სიხარბით მასვებს მათ უკან დამალული საიდუმლოების ამოხსნის მიმართ. ალბათ მოროვინდის შემდეგ პირველად მაქ შეგრძნება RPG-ში როცა უმალ გაშინაურებული საწყისი ლოკაციიდან წამოსვლილსას მხრებზე მთელი ახალი, გამოუკვლევი, აღმოჩენებით სავსე სამყარო მაწევს, სადაც არ ვიცი რას უნდა მოველოდე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Serpent in the staglands

Unread post#7 » 02 Jul 2015 00:31

ვაბშე უსუსური ვარ, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ნუ ორ მგელს ან სამ გობლინს ვკლავ ერთად მეტს ვერა. კიდე რაღაც სარდაფში მოვკალი ორი მწვანე არსება სამი კაცით ეგრევე, ოღონდ მეთითონაც არ ვიცი როგორ )) სამაგიეროდ ruffian-მა მარტომ ამომიხოცა მთელი ფართი. ძალიან ხელს მიშლის სისუსტე გადაადგილებაში. Lumen Targ-ში ვირთხას ველაპარაკე და მითხრა ჭაში ორი არსებააო, თან ჭიდან მყრალი სუნი ამოდის, მანდაც ვერ ჩავედი, თოკი კი მაქვს მარ აინტერაქცია არ ვიცი სად არის საჭირო, შეიძლება უნდა დაღამდეს ჯერ, მოკლედ ნელნელა ვწერ ბლოკნოტში რა მაქვს გასაკეთებელი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Serpent in the staglands

Unread post#8 » 08 Jul 2015 15:17

ძალიან ადვილია სერპენტის მთავარი პერსონაჟის როლის მორგება. ღმერთი რომელიც ადამიანის უსუსურ სხეულშია დამწყვდეული. სწორედ ასეთ შეგრძნებას გიქმნის სტაგლენდში მოგზაურობა.

შენ ეგოს მასტურბაციის მწვერვალები გაქ გამოცდილი. ათასი სამყაროს რჩეული ხარ. შენ გადასარჩენად ცერბერუსმა ასობით მილიარდი დოლარი დახარჯა, რადგან მარტო შენ გქონდა ქარიზმა და უნარი მთელი გალაქტიკის გაერთიანების. ეჩივმენტების კედელზე ამაყად გიკიდია შთამბეჭდავი ტროფიები: ათასწლოვანი დრაკონები, არქ დემონები, ათასწლოვანი არქ დემონი დრაკონები და მაშინაც კი როცა უბადრუკი გარიყული მუტანტის როლს ირგებ მაინც ფისოში დაცურავ და სამყაროს ბედს წყვეტ ღრმა, რთული, მორალური არჩევნებით.

Serpent-იც იგივე ჟანრის შვილია, ეს არის ფენტეზი RPG რომელიც არა უბრალო გმირის არამედ თვით მთვარის ღმერთის როლის მორგებას გთავაზობს. შემდეგ კი ტალახში სახით გაგორიალებს და ზედ გაფსავს.

მთვარის ღმერთი არ არის ლურჯ, იმქვეყნიურ სინათლეში შემოსილი მისტიური მეომარი პოეტი. ის არ არის რჩეული გმირი. მთვარის ღმერთი არ ამარცხებს ეპიკურ მონსტრებს, ის დამამცირებელი მარცხის შემდეგ თამაშს ალოადებს, რამდენიმე საათი მეთოდურად ჟლეტს უბადრუკ ბანტიდებს გასაძლიერებლად და გაბოროტებული ბრუნდება ტყის პირას მდებარე გამოქვაბულში. მის წიაღში პოულობს გრძნეულ ბავშვებს რომლებსაც მთელ რეგიონში მისტირიან უკიდურეს დეპრესიაში ჩავარდნილი მშობლები და სისხლიან ორგიას აწყობს.

თამაში ყველაზე მეტად Fallout 1,2 მაგონებს. რომ დაფიქრდე ლოგიკურიცაა. რეალისტურად დანახებული კოლონიალიზმის პერიოდი ველურ გარემოში მართლაც რომ პოსტ აპოკალიპტურ ყაიდაზე უნდა იყოს აგებული. ორივეგან უბრუნდება ადამიანი თავის საწყისებს და შიშნარევი სიხარბით უდებს სათავეს ახალ ცივილიზაციას.

ქალაქები პატარა და დეპრესიულია. ერთადერთი ვინც ხარობს სტაგლენდში ვაჭრები და ბანდიტები არიან.
აქ ჩვეულ Quest NPC-ებსაც ვერ შეხვდებით, როგორც რეალობაში ხდება ხოლმე უცნობებს თავის პრობლემებს არავინ უზიარებს. თუ ვინმე გულღიად დაგხვდა მალევე აღმოაჩენ რომ შენთვის რამის მოყიდვა უნდა ან აფერისტია.

Wilderness ულმობელია, მაგრამ ამავდროს ძალიან ჩამთრევი და საინტერესო. არასოდეს იცი რა დაგხვდება ახალ ლოკაციასი შესვლისას. შეიძლება რუნებით მოხატული სვეტი იპოვო, თუ ნაპოვნი გაქ ალფაბეტი და თარგმნი სიტყვებს სახელს ამოიცნობ. ლინგვისტი თუ გყავს ფართიში და სწორ წყევლას წააკითხებ ნათარგმნი სახელით ათასი წლის წინ დალუქული სამარხი შეიძლება გახსნა. მასში შესვლისას კი შენ ემოციას ინდიანა ჯონსთან უფრო ექნება საერთო ვიდრე დიაბლოს გმირთან. ან შეიძლება ჭაობში შეხვიდე და მანამ მიხვდები რა ხდება რაღაც უცნობმა ძალამ მთელი ენერგია გამოგწოვოს და მოკვდე. 33 საათის შემდეგაც არ ვიცი რა უნდა ვქნა რომ იქ გადავრჩე.

თუმცა არც ქალაქებია სურპრიზების გარეშე. არისტოკრატი პერსონაჟით მეტალისის რეგიონის გამგებელთან აუდიენციის უფლება მოვიპოვე. მისი ნდომა დავიმსახურე და დიდხანს ვისაუბრებთ სტეგლენდის პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მან ისიც გამანდო რომ ეშინოდა აბორიგენებთან კონფლიქტს ვერ გადაურჩებოდა ქალაქი შემდეგ სეზონამდე. თუმცა კონფლიქტების მოგვარება გმირების და დიპლომატების საქმეა და არა სპეციებით მოვაჭრის. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ის იყო უნდა წამოვსულიყავი მომაბრუნა გამგებელმა.

მან გამანდო რომ ადგილობრივ გრძნეულ ქალთან ერთად გეგმა შეადგინა როგორ გადაერჩინა ქალაქი. მას მხოლოდ კურიერი აკლდა და ვაჭარი რომლის ქარავანში გამოცდილი ლინგვისტია იდეალური იქნებოდა ამისთვის. მოვისმინე მისი წინადადება და დავთანხმდი. დავტოვე მთის წვერზე აშენებული, მაღალ სვეტებიანი შენობა და ფერდობს ჩამოვუყევი ადგილობრივი ტავერნის ძებნაში. შიგნით ბინძური, ნახევრად შეშლილი ქალი დამხვდა და კარგად დალუქული ქილა მომაწონდა. ჰერბალისტი პერსონაჟით გამოვიკვლიე მისი შიგთავსი და აქ მეორე შანსი მომეცა გადამეფიქრა ამ მისიის შესრულება.

ქილა ჩავიჯიბე და გზას გავუდექი. აბორიგენების ბანაკი შორს არ იყო. მათ ლიდერთან რომ მივდიოდი შიშით ნასაზრდოვებ აგრესიას ვგრძნობდი მეომრებისგან. მათ თავიანთი მშობლიური მიწა დაკარგეს და მეტალისის ბრძოლა რომც მოეგოთ, ომს მაინც წააგებდნენ ტექნოლოგიურად უფრო განვითარებულ დამპყრობლებთან. ისინი მომაკვდავი კულტურის უკანასკნელი შვილები იყვნენ.

ლიდერი არ დამხვდა მაგრამ მისმა "ელჩმა" მიმასპინძლა. თავიდან ეჭვის თვალით მიყურებდა, შემდეგ ლინგვისტმა მოთაფლა და მეტალისის ხალხის კეთილი ნების გამოსახატავად მომაკვინებელი შავი ჭირის შემცველი დალუქული ქილა გადავეცი. ის შემპირდა რომ ლიდერი მიიღებდა ამ საჩუქარს და პასუხს მეტალისი გამგებელს ამცნობდა.

წვიმიანი ღამე იყო. ბანაკი დავტოვე და მალე ისევ მთის წვერზე ვიყავი. გამგებელი ანერვიულებული დამხვდა, რომ გაიგო მისია შესრულებულია დამშვიდდა. უცერემონიოდ გადმომცა მონეტებით დატვირთული ქისა და ორლეფის ხიდთან მდებარე ქალაქისკენ გავეშურე. მიღებული ფულით საუკეთესო მჭედელს შევუკვეთე აბჯარი, ჩემს ტანზე მოარგო და დამატებით საფასურად ექსტრა დეტალები დაუმატა საუკეთესო დაცვისთვის.

ერთ წვიმიან საღამოს მთელი კულტურის გენოციდი მოხდა და მათი მომავალი გაიცვალა ხარისხიან აღჭურვილობაში. მართლაც დიდი და მაშტაბური არჩევანია თუმცა ეს არც დრაგონ ეიჯია და არც ვიჩერი. არ მოყვება ამ ყველაფერს მონუმენტური შედეგები, არ დამხვდება სადღაც მეტალისის ტყეებში დრამატული სინემატიკით გადმოცემული სცენა სადაც აბორგენი დედა შავი ჭირით მოკლულ შვილს იხუტებს გულში და მის წაშლილ მზერაში არ იქნება აღბეჭდილი აბორიგენების ტრაგიკული ბედი.

მაგრამ შეიძლება კიდევ ერთ წვიმიან საღამოს, ბრჭყვიალა აბჯარში შემოსილმა სპეციების ვაჭარმა ისევ გაიაროს უბადრუკ მიტოვებულ ბანაკთან, გაიხსენოს აბორიგენების ელჩის უნდობლობასა და იმედს შორის დაკარგული მზერა და ამჯერად მთვარის ღმერთმა სხვანაირად შეაფასოს მოკვდავების სიცოცხლე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Serpent in the staglands

Unread post#9 » 10 Jul 2015 16:31

დაიხურა. კიდე მინდა!

თითქოს არაფერი მარა უიშვიათესი ატმოსფერო იქმნება ყველა დეტალისგან. ჩექმა რო ჩექმაა ისეთი დეტალური აღწერა აქ გგონია მართლა გაცვია. მოსასხამს რო ყიდულობ იცი რომ უხეში მატერიაა, ადვილად არ ინესტება და თბილია, მაგრამ შეიძლება კანი გაგიღიზიანოს.

ჟურნალის არარსებობა კიდე! ყველა RPG ეგრე უნდა იყოს ! აი რო დაფიქრდე Quest სისტემიანი RPG რა არის. იღებ დავალებას, მიდიხარ ლოკაციაში აკლიკებ რაღაცას იღებ ახალ დავალებას. როგორც არ უნდა იყოს შენიღბული გინდა ვიჩერში იკვლევდე მკვლელობას, გინდა დრაგონ ეიჯში აგროვებდე თანამებრძოლებს სკინია პროსტა. შენი ჩარევა არის მინიმალური, პროსტა წინასწარ განსაზღვრულ არეებს აკლიკებ.

ჟურნალის გარეშე კიდე ეგ feel მთლიანად ქვრება. ნოტიფიქაცია რო არ ვარდება რომ შეასრულე რაღაც, თამაში რო არ ჩაგიკრავს ცალ თვალს რომ დაინახა შენი კონტრიბუცია, უკვე რაღაც ბუნებრივი ექსპერიენსი იჩითება უფრო. ქალაქში რომ დაბრუნდები და ფურცელზე ნახულობ შენ ჩანაწერებს და ყველა ადგილისთვის გაქ ესეთი ჩანაწერე რაღაც მოგზაურის ყოველდღიურ ცხოვრებაში შედიხარ.

ისტორიაც ძალიან უნიკალურია. ყოველგვარი ეპიკურობის გარეშეა. ოჯახური ტრაგედიის თემა ვითარდება და გმირის მაგივრად უბრალო ვაჭრის როლი გაქ მორგებული, უბრალო გარიგებებს აკეთებ ადამიანების ბედზე.

ეხა რამე მეინსტრიმი რო ვითამაშო მაგარი გამიტყდება ტო ამის მერე. რამე ესეთი უნდა ვიპოვო კიდე. მთელი ღამე მოვუნდი ერთი პაზლის ამოხსნას და ისეთი სეკრეტები ვიპოვე მგონი პირველმა ვნახე თამაშში!
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Serpent in the staglands

Unread post#10 » 10 Jul 2015 16:42

ჟურნალი ძალიან მაგარი მიგნებაა, თან როულ-ფლეინგის ამბავში ჩანაწერებს ვაკეთებ და მაგრად ვკაიფობ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Serpent in the staglands

Unread post#11 » 10 Jul 2015 19:50

დღეს დავხურავ ალბათ, ძალიან გამისწორდა. რამე დიდი მინდა იყოს ასეთი, სულ რო ვავსებდე ბლოკნოტს. საეროდ ეს puzzle-ებიც ძალიან საჭიროა rpg-ებში რა, ათასგვარ სამარხს და ჯურღმულს რო იკვლევ და მონსტრების გარდა რო არაფერია ხოლმე ტეხავს პროსტა, TES სერიებს აქვს ხოლმე საინტერესოდ მარტო ეგ და აქ რასაც ქვია პატივი მცეს დეველოპერებმა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Serpent in the staglands

Unread post#12 » 11 Jul 2015 05:52

დავხურე გამისწორდა. მანიპულატორი ჭკვიანი პერსონაჟის სქემებში აღმოვჩნდი ჩართული, ქურუმი მომიკლეს, წარსულში ჩადენილი საქმეების და სხვისი ამბიციების გამო მოკვდავთა სამყაროში დავრჩი გამომწყვდეული, უკანასკნელი გზები მომიჭრეს კვლავ ღმერთი რო გავმხდარიყავი და ბოლოს მოკვდავთა სამყაროშივე დარჩენა ვარჩიე, არ მესიამოვნა ღმერთს რო ვაჭრობა დამიწყეს და წარსულში დაწყებულ საქმეს წერტილი დავუსვი მოკლე მახვილით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Serpent in the staglands

Unread post#13 » 11 Jul 2015 18:10

გამოვიდა მე-13 პატჩი ასწორებს ბევრ რამეს. განსაკუთრებით სეივზე რო არ იმახსოვრებდა სთორი ევენტით გაჩენილ ტიპებს.

ცოტა რჩევა ვინც დაიწყებს. (დაიწყეთ!)

Combat & Character Progression
* სტანდარტული RPG სქემა მუშაობს. 1 ტანკი, 2 წინა პლანის დამაჯერი და 1 ჰილერი. მეხუთე პერსი ზედმეტია შეგიძლიათ რაც გინდათ იყოს. მე Crossbow არჩერი ავიღე.
*მაგის და კომბატს აქ სკილები 3 ტიერად დაყოფილი. რომ გახსნათ კომბატ სკილების ახალი ტიერი უნდა გაზარდოთ STR + Dex. მაგიისთვის Occult + Int
* კომბატ სკილები შეგიძლიათ გქონდეთ 3 მარტო რეალურად. პერსონაჟი მარტო იმას გამოიყენებს რაც Quick Skill-ებში იდება.
*Str - ნებისმიერი(!) იარაღის დემეჯზე მოქმედებს. Dex მოქმედებს მაგიის და იარაღის გამოყენების სიჩქარეზე. Perception - მოქმედებს Hit Chance-ზე.
* მაგია მუშაობს კარგად მარტო თუ სპეციალიზირდებით მაქსიმუმ 2 სპელში.
* Int აძლიერებს offensive მაგის, Occult აძლიერებს healing & buffs.

Story & Questing
*აუცილებლად განავითარეთ 6-ივე Aptitude. თან პირველ ლეველებზე. Harbringer აქვს 5 ზე თავიდანვე სერაფიმს კორემში, ფილოსოფია 5-ზე ვასილის Ista Carta Camp-ში.
*Quick aptitude პანელით შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი ნივთებზე. მაგალითად თუ ითხოვს წიგნი არისტოკრატიის ცოდნას გამოიყენებ ზედ შესაბამისი სკილი.
*ყველანაირი ინფო და სახელები ან ჩაიწერეთ, ან დასკრინეთ. მეორედ არ გაიმეორებენ და არ შეგახსენებენ პერსები.
*პროფესიის მიხედვით ალაპარაკეთ NPC ის პერსონაჟი ვისაც შესაბამისი apptitude აქვს. მაგალითად გამგებელს არისტოკრატი, ვეძმას ჰერბოლოგი.

Exploration & Loot
*მსოფლიო რუკაზე ყველა კუთხე კუნჭული მოიარეთ. დაუნომრავი ადგილებიც.
*რენდომ ენქაუნთერებიდან გაქცევა მოსულა.
*არმორი ყველა მნიშვნელოვანია ლუტიდან. გაზმანეთ სწრაფად ყველა.
*ნაპოვნი კომპანიონები ჯობია შექმნილებს.
*ყვავილების რგოლზე შეიძლება სპელის დაკასტვა.
*Incantation წიგნი არ გადააგდოთ, ძაან სასარგებლოა.
*ჰორნებით ჰარბრინგერს შეუძლია დაასამმუნოს არსბეები. ერთჯერადი არაა ნივთი.
*ძვლები არ გადაყაროთ. Davi Bone/Bones წყევლით შეგიძლიათ Marrow-დ გარდაქმნა და ყველაზე კაი healing ნივთია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Serpent in the staglands

Unread post#14 » 23 Jan 2016 05:49

:D:D:D:D:D:D
სტიმზე გაიხსნა თემა ასეთი პირველი პოსტით
" How do I get anywhere in this game?
I bought this game when it came out, but every time I load it up I can't find anything and then I die in 2 seconds when a dog attacks me (if it's anything else it only takes 1 second). So what are you actually supposed to be doing in the beginning?

The only quests I think I've managed to find are the bounties, which I probably can't do since the guys would destroy me if I could even find them. I do have a map showing some location, I think it got it from the guy in the jail, but I die immediately on the world map so I can't really go there either...

There's a cave in the north in the first town. Is there anything in there? I tried to go in there, but when I reloaded the game 6 enemies appeared from nowhere and killed me... "


მაგარი მიხარია რომ გამოდის ზოგჯერ ესეთი თამაშები რომელსაც მაგარი კიდია პლეირის კომფორტი და მართლა აჩელენჯებს და გაურკვევლობაში ტოვებს. დამწყები გეიმერის მთავარი მუღამი ყოველთვის იყო გაგერკვია რა როგორ ხდებოდა და აღმოჩენა რომ იყო ყველა ახალი თამაში. რამდენი რამე დაგვიხურია რომ ზოგჯერ რაღაც power რო ქონდა პერსონაჟს არ ვიცოდით და არაორდინალური გზებით გავდიოდით ))) ეხა კიდე შეუძლებელია მაგის განცდა, ფილმები, თამაშები, წიგნები ყველაფერი დაღეჭილი მოდის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 89 guests


cron