Metal Gear Solid (PsOne), შთაბეჭდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid (PsOne)

Unread post#1 » 05 Jun 2015 02:32

>>>


დიადი ბანში დაუბრუნდა თადარიგებს ისევ და მზადაა გააგრძელოს თავისი ენთუზიაზმით აღსავსე საქმე. კერძოდ კი მიმოხილვების წერა. ეს კვირები რამდენიმე თამაში დავიწყე ერთდროულად და იმხელაზე გამეწელა, ძლივს დავამთავრე. თუმცა ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა თუ რა მოგიტანეთ დღეს. დღეს როგორც წესი არ იქნება ჩვეულებრივი მიმოხილვა, ვინაიდან გადავწყვიტე ოდნავი მრავალფეროვნება შემომეთავაზებინა მკითხველთათვის და მხოლოდ მიმოხილვებით რომ არ დამეღალა, ფორმატი ოდნავ შევცვალე. დღეს მინდა გაგიზიაროთ უბრალოდ შთაბეჭდილება რომელიც ამ ლეგენდარული თამაშისგან მივიღე. დროდადრო ამ ფორმატს შესაძლოა ხშირი ხასიათი მიეცეს და იმ თამაშებზე რაზეც უკვე აქ არაერთხელ ილაპარაკეს და განიხილეს, უბრალოდ ბანშის შთაბეჭდილებას გაგიზიაროთ. ასე ვთქვათ Newbie დღიურები ლეგენდარული და პოპულარული ფრენჩაიზების შესახებ, როგორებიცაა რეზიდენთ ევილი, დევილ მეი ქრაი, საილენთ ჰილი, დაინო ქრიზისი, ფაინალ ფენტეზი და ვინ მოთვლის კიდე. ენივეი, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, დავიწყოთ ჩვენი საქმე.

>>>


მეტალ გეარ სოლიდის ფრენჩაიზი გეიმოვერზე უცხო ხილი ნაღდად არ არის, რადგან მილიონი თემა არის გახსნილი ამ სერიებზე და შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ, გადმოწეროთ და ითამაშოთ კიდეც. ყოველი ნაწილი დეტალურად არის განხილული და თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ფორუმის წევრებს,რომელთაც ამ სერიებზე თემა აქვთ გახსნილი. სიმართლე გითხრათ, მეტალ გეარი აქამდე მილიონჯერ შემხვედრია ამა თუ იმ საიტზე, ან სულაც იუთუბზე, საკმაოდ კარგი და პოზიტიური რევიუებით. ყველა აქებდა ამ სერიებს. რაშიც ნელნელა დავრწმუნდი როდესაც ეს შედევრი ვითმაშე. ვინაიდან კოჯიმამ გადაწყვიტა გაერთულებინა პლოტი ამ სერიებისა და ქრონოლოგიურად ძაან არეულია, გადავწყვიტე გამოშვების და მიხედვით მივყოლოდი და სთორისთვისაც ყურადღებით მედევნებინა თვალი. თუმცაღა თავიდანვე გეტყვით რომ სულ სულ პირველი მეტალ გეარები არც მაქ ნათამაშები სამწუხაროდ. (თუმცა დანაკლისის ასანაზღაურებლად ყოველთვის გამოდგება Complete game movie ვიდეოები). ეგრევე ვეცი ფლეისთეიშენის ვერსიას :D ამ თამაშის ემულაციაში კი გამომადგა ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი პსპ, ინტეგრირებული ფლეისთეიშენის ემულატორით. კომფორტულად მოვეწყვე კრესლოში და გადავეშვი ალასკაში, კერძოდ შედოუ მოზესის კომპლექსში, სადაც ჩახლართული კონსპირაცია მზადდებოდა, რომელზეც შემდეგ გავიგე. მოდით პირველ რიგში შევთანხმდეთ იმაზე, რომ თამაში როგორც ფილმი ისე არის. გატენილია 40 წუთიანი ქათსინებით, რაც გვეხმარება სთორის უფრო კარგად გაგებაში. ამიტომ მერე არ გავიგო წუწუნი - "ოო რამდენი ვიდეობია, თამაში მინდა მე, ფილმის ყურება კი არა". კოჯიმას კლასიკური ხელწერა, რომელიც პოლისნავტებში და სნეჩერშიც გვხვდება. მე პირადად გართულება არ მაქვს მსგავს "პრობლემებზე". ყველა ქათსინს ყურადღებით ვუყურე და კოდეკის გადალაპარაკებებიც ყურადღებით წავიკითხე, თუმცა ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. Tactical Espionage Action - თამაში მართლაც ამართლებს ამას, და თავს რომელიმე მაღალ ბიუჯეტიან ფილმში იგრძნობთ, ჯაშუშების შესახებ, უფრო რომ დავკონკრეტდეთ, ინფილტრაცია ჯეიმს ბონდის სტილში. მთლიანი თამაში შესანიშნავად ითამაშება, იცვლება კამერის რაკურსები, უმეტესწილად ჩვენი სნეიქი დარბის top-down რაკურსით, ხოლო რამის ამოფარების შემთხვევაში კამერა პირდაპირ მის სახესთან ინაცვლებს. არის ასევე first person ხედვაც, რაც უკეთ გამოგადგებათ ადგილების ასათვისებლად. მოწინააღმდეგეების მოშორება, კლასიკური სთელსური მეთოდით ხდება, უკნიდან ეპარებით და ბაც - კისრის მოგრეხვა. რაც მთავარია გვამების გადამალვა არ გიწევთ (რაც ჩემი აზრით უფრო გაართულებდა თამაშს), არამედ, ისინი საჭირო ბონუსებს ტოვებენ ხოლმე. ასევე, არ გირჩევდით მათთან ახლო კონტაქტში შესვლას. მართალია სნეიქმა კარგად იცის ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ ეს ნაღდად არ დაგიცავთ ავტომატის ტყვიებისგან. ჩემი რჩევა იქნება - ითამაშოთ სუფთად განგაშის აწევის გარეშე. რადარზე კი კარგად ჩანს მათი მდებარეობა და ხედვის რადიუსიც. მეტალ გეარმა კარგად წარმოაჩინა სთელსის ესთეთიკა და ჩემზე დიდი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ალბათ იმდროს რომ ფლეისთეიშენი მქონოდა, ულაპარაკოდ ვიყიდდი და ვითამაშებდი. თამაში შესრულების მხრივ იდეალურია, გადმოგვცემს როგორც დრამას ისევე დაძაბულობასა და ექშენს. ყველაზე ძალიან მომეწონა კოდეკის სერვისი, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ მიიღოთ ესა თუ ის რჩევები შტაბიდან, ხოლო შემდეგ კი თქვენი ტვინი დაიხმაროთ და პროგრესი განიცადოთ თამაშში. თამაშის მექანიკამ ერთ წამს მეტროიდვენიას სტილიც გამახსენა, თუმცა ამ შემთხვევაში ზე-ბუნებრივი ძალების მაგივრად ელექტრონულ ბარათებს ვიღებთ, რომლითაც შემდეგ ვაღებთ სხვადასხვა კარებს, რუკის სხვადასხვა ადგილას. დავუბრუნდები კოდეკის სერვისს, და ავღნიშნავ იმას, რომ გარდა რჩევებისა ჩვენ გვეძლევა საშუალება გავესაუბროთ ზოგადად სხვა წევრებსაც, შტაბიდან და ველაპარაკოთ სხვადასხვა თემებზე ომის გარდა. მომეწონა მერილისა და სნეიქის საუბარიც კოდეკის მეშვეობით. აქ წარმოჩინდა ქერექთერ დეველოფმენთი და კერძოდ დაგვანახა მეომარი მდედრის სახე და ზოგადად სნეიქის დამოკიდებულება მის მიმართ.

>>>


სთორი საკმაოდ დაძაბულად და რიტმულად მიდის, რაც მომეწონა, რადგაც ვერანაირი დაღლილობა ვერ ვიგრძენი, პირიქით რაც უფრო წინ მივიწევდი თამაშში, მით უფრო ვინტრიგდებოდი და მინდოდა მთლიანად დამეთვალიერებინა კომპლექსი. ყველაზე დასამახსოვრებელი პირველი მომენტი იყო, როცა ვეცნობით პირველი ბოროტმოქმედს, - რევოლვერ ოცელოტს, და შემდეგ წამიერად ჩნდება კიბერნინძა გრეი ფოქსი, მოახდენს მისი მოქნილობისა და კატანის ფლობის მასტერკლასებს და წავა. ეს ქათსინი სამუდამოდ ჩამებეჭდა თავში. თამაში ერთი წუთითაც მოსაწყენი არ მომეჩვენა, უფრო მეტიც, მომეწონა მეოთხე კედლის დანგრევის პრინციპიც. მაგალითად იმავე სცენაში, როცა ვიხსნით მომაკვდავ პრეზიდენტს, ის გვეუბნება რომ კოდეკის 1-1 სიხშირე თამაშის ფიზიკური კოპიის უკანა მხარეს წერია. ან სულაც ის, როცა ფსაიქო მანტისთან მოგვდის ბრძოლა. ვინც არ იცის მის შესახებ, მას შეუძლია გონების კითხვა და ტელეკინეზი. უფრო რეალისტური რომ ყოფილიყო, მანტისი ანგრევს მეოთხე კედელს და "კითხულობს" ჩვენ მემორი ქარდს. ჩემ შემთხვევაში ქესთლვენისს სეივი რატომღაც არ წაიკითხა, მინდოდა მენახა როგორ იტყოდა - "you like castlevania, don't you?" მაგრამ, უბრალოდ თქვა რომ ხშირად დასეივება მიყვარს. შემდეგ ვიბრირებს კონტროლერი და როი კემპბელი კოდეკით გვეუბნება რომ მისი მოტყუება შეიძლება თუ ჯოისტიკის მეორე მოთამაშის მხარეს შევაერთებთ. თავიდან არ მივაქციე ყურადღება და 5 უშედეგო ცდის მერე ვისარგებლე ამ "პადსკაზკით". მანტისზე ვლაპარაკობთ და ბოს-ფაითებზე ვიტყვი 1-2 სიტყვას. ნუ კატასტროფულად ძნელი არაა ბოსებთან შეტაკება, საკმარისია დაუმუღამო pattern და მორჩა, მიუდგებით თქვენებურად ვუალა! ჩემი ყველაზე საყვარელი ბრძოლა იყო გრეი ფოქსთან და სნაიფერ ვოლფთან. ორივე დაძაბული და ეპიკურობით აღსავსე. რაც შეეხება ქერექთერებს, გამოვყოფ თვითონ სნეიქსა და ოტაკონს. ყველაზე მაგარი დუეტი თამაშების ისტორიაში. ოტაკონში ადვილად დავინახე ტიპიური აზიელის სტერეოტიპი, რომელსაც უყვარს ანიმეები, დიდი რობოტები და ზუსტად ამის გამო დაიწყო მანაც ინჟინერია და გაჰყვა მამის კვალს, ეგონა რომ ამით ის მშვიდობას მოუტანდა მსოფლიოს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. როგორც უკვე დააკვირდით, შინაარსზე დიდად არ ვლაპარაკობთ, ვინაიდან ვცდილობ რომ ძაან მიმოხილვაში არ გადავვარდე და თუ ძალიან გაინტერესებთ ამ ნაწილის სთორი, შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ-ერთ არსებულ თემას ამ თამაშზე, ამავე განყოფილებაში. ლიტერატურაში არსებობს ასეთი ჟანრი - კლასიციზმი, რომლის მთავარი პრინციპია - მოქმედება 1 ადგილას, 1 დროში და 1 ლოკაციაში. სწორედ იგივეა მეტალ გეართანაც. მთელი თამაში ვიძიებთ და ვაკეთებთ შედოუ მოზესის ექსპლორინგს, რაც თავისთავად საინტერესოა და სახალისოა. სნექი ჩემთვის უცნობი ტიპი არაა, აქამდეც შემხვედრია, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი პერსონაჟი, ასე ახლოდან არ გამიცნია, თუმცა თამაშის შემდეგ შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ ომის გარდა არაფერზე არ ფიქრობს. მას სიყვარულისაც არ სჯერა, სად გაგონილა სიყვარული ბრძოლის ველზეო? (თუმცა მალევე გაირკვა თამაშში რომ ეს ჩვენი სნეიქი უემოციო კლონი ყოფილა) და 1 მომენტში მერილიც შემეცოდა, თითქოს იპოვა თავის მეორე ნახევარი, შეუყვარდა და მზად იყო მასთან ერთად გაქცეოდა ამ სასტიკ სამყაროს, მაგრამ როგორც კოლეგები ისე მოქმედებდნენ. ყველაზე ძალიან ჩემზე სნაიპერ ვოლფის ქათსინმა იმოქმედა. ემოციურად დატვირთული ვიდეო გვაცნობს მის მძიმე ხვედრს და ჰყვება მის წარსულზე, რატომ აირჩია ეს გზა და რამ განაპირობა ეს ყველაფერი. + ამას ემატება ოტაკონის წარუმატებული პლატონური სიყვარული და იგი ამას ისე განიცდის რომ უგულო ადამიანიც კი ადვილად ატირდება. დასასრულ კი ვოლფს ბოლო თხოვნას შეუსრულებენ და მისცემენ მის საყვარელ სნაიპერს, რასთან ერთადაც განუტევებს სულს. მსგავსი ემოციური მომენტები ბევრგან გვხვდება მეტალ გეარში და ეს უფრო ამძაფრებს ატმოსფეროსა და იმ სულისკვეთებას, რომელიც მე მქონდა, გამომეძია სიტუაცია და ფარდა ამეხადა ამ ბირთვული კონსპირაციისთვის. თამაშში ყველა გმირი მნიშვნელოვან და გარკვეულ როლს ასრულებს და ვინმე B კლასის ტიპი ნაღდად არ არის. ხოლო დიდ ქრონომეტრაჟიანი ქათსინების მეშვეობით, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე გაკვრით, ვეცნობით მათ ბიოგრაფიას ან მცირეოდენ ინფორმაციას, რომ საქმის კურსში ვიყოთ, მომხდურ მტერთან შეტაკებისას. დასამახსოვრებელი მომენტები თამაშში ძალიან ბევრი იყო ჩემთვის, ისიც მიჭირს რომელი ერთი გამოვყო. თუნდაც ის, როცა მეტალ გეარ რექსთან გვიხდება ბრძოლა, გადამწყვეტ მომენტში ჩნდება ჩვენი კიბერნინძა ფოქსი და ცდილობს გადაგვარჩინოს, თუმცა ლიქვიდი (რომელიც რობოტში ზის) მას დაამარცხებს და კუთხეში მოამწყვდევს რაზეც უკვე შემდეგში ინანებს. აქ ვიგებთ გენიალურ ფრაზას ფოქსისგან - "A cornered fox is more dangerous than jackal" ამ მომენტში კი გვეძლევა საშუალება ვესროლოთ რაკეტები, ყურადღება გადატანილ რობოტს, მაგრამ სნეიქს თითქოს რაღაც აკავებსო, სასხლეტს ხელს ვერ კიდებს. აქ დავემშვიდობე ჩემს საყვარელ პერსონაჟს და ძლივს გადავიტანე მისი სიკვდილი. მსგავსი ქათსინები ემოციურად ძალიან დატვირთულია ხოლმე და უგრძნობ ქვასაც კი ადამიანად აქცევს.

>>>


უფრო და უფრო დეტალებში აღარ ჩავეძიები, იქ რამდენი ყუმბარების ტიპებია, იქ რამდენი იარაღია ა.შ. თორემ გამოვა მიმოხილვა და ამაზე არ ვარ დღეს ორიენტირებული. შინაარსსაც კი არ შევეხე ერთი მეოთხედითაც კი, ვინაიდან ვისაც აქვს ბედნიერება პირველად ითამაშოს მეტალ გეარ (ო როგორ მშურს თქვენი), არ დასპოილერდება და არ გაიფუჭებს შემართებას. ხოლო ექშენის და ბახაბუხის მოყვარულებს ვთხოვ რომ თავი შეიკავოს ამ სერიებისგან. მართალია ზოგი მომენტი ექშენითაა სავსე, მაგრამ მთელი თამაში Socom-ის და Famas-ის სროლით ვერ გახვალთ ფონს. (ფაქტიურად შეუძლებელია). თამაშის მთლიანი ასპექტი, მექანიკა და სტრუქტურა სთელსზე და დიდ გაწელილ ქათსინებზეა აგებული. მთლიანი მეტალ გეარი როგორც ფილმი ისე იგრძნობა. მოთავსდებით თქვენთვის კომფორტულად და გადაეშვებით espionage action-ში. ნუ გრაფიკა მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიტყვი იმას რომ შესანიშნავი ვიზუალური ეფექტები და დეტალებია პიქსელებთან ერთად. (ფლეისთეიშენის წვენების გამოწურვა როგორც ასეთი). ნუ საუნდთრექები ეს ცალკე ნაწილია ამ თამაშის. ფაქტიურად ხერხემალი. ის რასაც შემოაქვს უდიდესი ატმოსფერო და დაძაბულ მომენტებს უკეთ გამოგაცდევინებთ. ალბათ ყველას მაინც ექნება გაგონილი main theme music ან სულაც ეს კომპოზიცია - რომელიც აუცილებლად იმოქმედებს თქვენზე, რამდენიმე მოსმენის შემდეგ. ამ გენიალური კომპოციის ავტორი კი - Rika Muranaka გახლავთ. ნუ რაც შეეხება სხვა დანარჩენ კომპზიტორთა სასტავს, ესენი არიან - Kazuki Muraoka, Hiroyuki Togo, Takanari Ishiyama, Lee Jeon Myung, და Maki Kirioka. მუსიკაც ამ თამაშში, ერთ-ერთ უდიდეს როლს თამაშობს ატმოსფეროს მხრივ.

* * *


შესაძლოა რაღაც-რაღაცეები გამომრჩენოდა შთაბეჭდილების გაზიარების დროს, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ამდენი მოზღვავებული ემოციების შედეგაც ძნელია ყველაფერს შეეხო და მიმოხილო. აქ ალბათ დავასრულებ ჩემი თქვენდამი შთაბეჭდილების გაზიარებს, და იმას ვინც ამას კითხულობს და გაფართოებული თვალებით უყურებს ამ ყველაფერს, დაჟინებით ვურჩევ რომ გადადოს ყველა საქმე და ულაპარაკოდ დაიწყოს პირველი მეტალ გეარი (თუ ფლეისთეიშენის ვერსია გეზარებათ, არის ასევე PC პორტიც, უფრო გაადვილებული "დაჟე") და ჩაუჯექით ამ სერიებს. ამაზე უკეთეს, გენიალურ და შედევრალურ რამეს ვერსად ვერ ნახავთ. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ იაპონელები თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ხოლო სერიების სულისჩამდგმელი - ჰიდეო კოჯიმა კი ზეკაცი. რაც შემეხება მე, შევეცდები მივყვე სერიებს და დავასრულო უდიდესი საგა რომლის სთორისაც და ინფორმაციას დაკვირვებით ვკითხულობ. ჯერკიდევ სათამაშო მაქვს მეორე და მესამე ნაწილებიც, რომლებსაც სავარაუდოდ ზაფხულში ჩავუჯდები და ალბათ მათზეც მოგაწვდით ჩემს აზრს, მსგავსი სახით. როგორც AngryJoe იტყვის ხოლმე - Until then, I see You guys in next Banshee review!

>>>


© Blankbansheee

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Metal Gear Solid (PsOne)

Unread post#2 » 05 Jun 2015 04:47

კარგია, ანუ წაუღია სულში )))
კიდევ კარგი რაღაცებეი გელის წინ ^^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid (PsOne)

Unread post#3 » 05 Jun 2015 21:58

რათქმაუნდა :3

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

Metal Gear Solid (PsOne)

Unread post#4 » 09 Jun 2015 02:44

მე გირჩევ ეხლა MGS3 ს ჩაუჯდე და მერე Peace Walker -ს, იმიტო რო Phantom Pain გამოვა მალე და მომზადებული დახვდები, MGS2 -ს და MGS4 -ს მერეც მოასწრებ
P.S. nice topic +

User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

Metal Gear Solid (PsOne)

Unread post#5 » 09 Jun 2015 13:59

DaRk5nAk3 wrote:მე გირჩევ ეხლა MGS3 ს ჩაუჯდე და მერე Peace Walker -ს, იმიტო რო Phantom Pain გამოვა მალე და მომზადებული დახვდები, MGS2 -ს და MGS4 -ს მერეც მოასწრებ
P.S. nice topic +

ზაფხულისთვის ვაპირებ ^^

thanks buddy!

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 31 guests