დავხურე და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი [2]
რამდენადაც კარგია თამაში, თითქმის იმდენად ცუდი პორტია.
ზემოთ რადგან დაიწერა თვინ პიქსთან კავშირი პარალელურად სერიალსაც ვუყურებდი და დარწმუნებული ვარ Deadly Premonition უფრო Twin Peaksია, ვიდრე Twin Peaks-ზე პირდაპირ გაკეთებული თამაში იქნებოდა თავის ქოფირაითებით და ყველაფრით.
არამარტო პერსონაჟებით და დეტალებით, სეთინგით და კომედიურობითაც ერთი ერთშია.
FBI აგენტი, იძიებ თინეიჯერი გოგოს მკვლელობას პატარა ქალაქში.
თავიდან ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი, ლამაზი ბუნება, წვიმები, პატარ-პატარა უბნები, მანქანით დავდიოდი წინ და უკან. მალევე იმახსოვრებ ლოკაციებს რაცარუნდა მოუხეხებელი მეფი იყოს, მაგრამ საბოლოოდ მეც ნეტში ვნახე მთლიანი რუკა. შერიფისთვის რაცია არც გამომირთმევია და დიდად არც მიჩალიჩია, რო ტელეპორტირებით მემოძრავა ქალაქში, მანქანით სიარულს უფრო დავუჭირე მუღამი, თან გზადაგზა რაღაცებს ვაკვირდებოდი, ზაკს ველაპარაკებოდი, ხანდახან first person-ზე ვრთავდი მანქანის მართვას, უფრო ბუნებრივი განწყობა რო შემექმნა.
ერთ-ერთი საყვარელი მოვლენა გახდა თავიდანვე ზაკთან საუბრები, ბევრ ისეთ თემას ეხებიან, რასაც საერთოდ არ ველოდებოდი, მათ შორის სუპერმენის და სთარ ვარზის ფილმებსაც.
ზაკია ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მსგავსება თვინ პიქსთან, როგორც კუპერის დაიანამერე მოქალაქეებს იცნობ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხალხია,მაგრამ საბოლოოდ ყველას ბნელ საიდუმლოს ეხდება ფარდა.
ძნელი მისახვედრი არაა ვინ რას ჩალიჩობს, მაგრამ უმეტესად მაინც ბევრი მოულოდნელი ივენთია, ზოგმა გამაკვირვა, ზოგმა ისე დამგრუზა დილის მერე ეხლა გადავწყვიტე აზრი დამეწერა.
საიდ მისიებითაც საკმაო ინფორმაციას იღებ ქალაქზე და მის მცხოვრებებზე, მეტად ინტერაქტიული ხდება გეიმფლეიც და სთორიც, ასერომ გასამაზი არაა. ერთი ქალია სიგურნი, რომელიც ძალიან გავს Log Lady-ს Twin Peaksდან :D თან სახელის პონტში სიგურნი ვივერი და ელიენის ფილმებიც გამახსენა.
პარალელურად შენ პერსონაჟს ჭირდება ჭამა, ძილი და ტანსაცმლის გამოცვლა. ჭამაზე და ძილზე როგორცკი მიეჩვევი როდის რა გჭირდება პრობლემა აღარაა, მარა ტანსაცმლის გამოცვლაზე მე მქონდა ცოტა, სანამ ბევრი ბუზები არ გაიჩითებოდნენ გარშემო იქამდე მავიწყდებოდა სხვა რაღაცეებზე იმდენად ვიყავი გადართული ))
სტენლი კუბრიკსაც საკაიფოდ "მოპარეს" რაღაცეები ჩემი აზრით.
მესაფლავემ ეგრევე ალექსი გამახსენა
A Clockwork Orange-დან. ასევე ცარიელი ჰოტელი, რომელიც
The Shining-ის ინსპირაციად ჩავთვალე და ალბათ კიდევ რამდენი რამე იქნება, რაც მე ვერ შევამჩნიე.
გეიმფლეის მინუსებს რაც შეეხება, დეველოპერების მიერ აშკარად ძალით შეტენილი შუთინგია ერთადერთი, მაგრამ დიდი არც არაფერი.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რო მარკეტზე გასატანად საჭირო ელემენტად ჩათვალეს და შეაგდეს, რა, მაგრამ სინამდვილეში რისი გაკეთებაც უნდოდათ ის უფრო წინა პლანზე წამოწიეს. ეს შუთინგი, როგორც მინუსი ძაან მიჩქმალულია, უბრალოდ ჩაფთერიდან ჩაფტერამდე გადასვლა რო იგრძნო ეგეთი ამბავია.
ქალაქის underworld ლოკაციების დიზაინი სულ Silent Hill/Resident Evilია, ეგ ფიქრი არ მომშორებია არცერთი წამით.
ძლიერი თამაშია ნარატივის მხრივაც, ტყუპების ნარატორები ინსტა ფავორიტები გახდნენ იმდენად სპეციფიური ხმები აქვთ. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მინახავს ჯერჯერობით.
ამ ყველაფერ სიკეთესთან ერთად საუნდტრეკებიც ძალიან კარგია!
ეხლაც ვუსმენ.მშვენიერი იქსფერიენსი იყო, რომლის გავლენაც ახლო მომავალში არ დაიკარგება და ყველას ვურჩევდი ასეთ კარგ რამეს დრო აუცილებლად დაუთმონ.
10/10 Masterpiece ^^
ეს რამდენიმე სქრინიც ეგდოს.
>>>>>>>>>>>>