The House Of The Dead Series Review, სპეც მიმოხილვა

საერთო < ისტორია < ამბავი < რეტროსპექტივა < კვლევა < ანალიზი < ესე
User avatar
Blankbanshee666
Posts: 183

The House Of The Dead Series Review

Unread post#1 » 03 Apr 2015 01:48

გავიდა 1 კვირა და რამდენიმე დღე და ტრადიციულად ახალი რევიუს დროა! დიახ, დაგვიანება ისევ იგივე მიზეზების გამო ხდება ხოლმე -_- ალბათ ბევრი ელოდება ჩემ რეტრო რევიუს ან სულაც პირველად კითხულობს, ასეა თუ ისე, დღეს არ ვღალატობ რეტროსპექტივას და საკმაოდ მივიწყებულ და ერთდროს პოპულარულ არკადული ტიპის სათამაშო ავტომატების ერთ-ერთ ჰიტზე ვისაუბრებ. ღრმა ბავშვობაში საკმაოდ ბევრს ახსოვს ეს სათამაშო ავტომატები, სახალისო, დინამიური და ამავედროს ფულთანაც კარგად "მეგობრობდა", თამაშებიც შესაბამისად ძნელიც იყო ხოლმე, რაც სწრაფ რეაგირებას და სხვადასხვა სქილებს საჭიროებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოგიწევდათ უკანასკნელი 50 თეთრიანის გახარჯვა და თამაშის გაგრძელება. პირადად მე, საკმაოდ ბევრ ადგილას მახსოვს ეს აპარატები: რუსთაველის და ამირანის კინოთეატრებში, ქობულეთის ერთ-ერთ გასართობ ცენტრში, მეგალაინში,ლაგუნა ვერაზე, მუშტაიდის ბაღში, და ვაკის პარკის ერთ-ერთ გასართობ ცენტრშიც. თავის დროზე მქონდა იმის ბედნიერება მეთამაშა ისეთი ლეგენდარული title-ბი როგორიცაა : Virtua Cop, House Of The Dead, Fatal Fury, Outrun, Terminator 2, Lethal Enforcers, Gunblade NY, Maze Of The Kings და ა.შ. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს სერიები იყო. რამდენიმე დღის წინ დავძაბე გონება და გავიხსენე ეს ცნობილი თამაშები, რომლებმაც ჩემი ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი შეიწირეს და ბავშვობა გამილამაზეს. დღევანდელი რივიუ როგორც ზემოთ ვახსენეთ დაეთმობა House Of The Dead-ის სერიებს, თუმცა მე მხოლოდ 4 ნაწილს მიმოვიხილავ, ვინაიდან ბოლო ნაწილის - Overkill-ს თამაში ვერ მეღირსა და საკმაოდ რთული და არასუბიექტური გამომივა მისი რივიუ, ასე რომ ეს მომავლისთვის გადავდოთ ^^ მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

The House Of The Dead (1997)


>>>


ბავშვობაში როცა ხშირად დავდიოდი მამაჩემთან ერთად კინოთეატრში, ყოველთვის მიხაროდა მეორე სართულზე ასვლა, რადგან აქ შემეძლო მეთამაშა ცოტახანი, ფილმის დაწყებამდე და ყურადღება გადამეტანა. თუმცა, პირადად ამ თამაშს იშვიათად ვთამაშობდი, რადგან იმდროისთვის საკმაოდ მეშინოდა ზომბების და დემონების, და ამ ნაწილსაც ძალიან ბნელი და საშიში ატმოსფერო ჰქონდა. უფრო მეტიც, პირველ ტურს ვერასდროს ვცდებოდი, რის გამოც ბევრი ჟეტონის ყიდვა მიწევდა, მაგრამ ერთეულები იყვნენ ის ადამიანები ვინც რამდენიმე ტურს მაინც გავიდოდა house of the dead-ში. იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, და ერთ მშვენიერ დღეს (გუშინწინ უფროსწორედ) გავიხსენე მკვდრების სახლი და გადმოვწერე PC ვერსია. ჩემდა გასაკვირად იმას რასაც ბავშვობაში ვერ გავდიოდი, თავისუფლად გავედი და მთლიანად დავხურე კიდეც. თითქოს დანაკლისი რაც ვერ ავინაზღაურე ბავშვობაში, სწორედ ახლა შევავსე და შეიძლება ითქვას გულზეც მომეშვა :D

>>>


რაც შეეხება ზოგადად თამაშს, იგი შექმნა კომპანია Wow Entertainment-მა და გამოუშვა სეგამ თავის არკადული ტიპის აპარატებზე 1997 წელს. შემდეგ წელს კი მოხდა მისი პორტირება სეგა სატურნზე და PC-ზე. თამაში წარმოადგენს არკადული ტიპის შუთერს, უფრო სწორედ სასროლ ტირს, სადაც არგვაქვს უფლება თავისუფლად ვიმოძრაოთ, არამედ ჩვენ თითქოს კომპიუტერი დაგვატარებს რელსებზე და ჩვენ უბრალოდ ვესვრით ეკრანზე არსებულ დემონებს და ზომბებს. თუმცა, მთლად ასეთი შეზღუდულებიც არვართ, მაგალითად თუ ლიფტს მიუახლოვდებით და მოასწრებთ ესროლოთ ისარს, თქვენ ჩახვალთ ქვემოთ და ტურს სხვა გზით გაივლით, თუარადა ახვალთ ზემოთ და როგორც უნდა გასულიყავით ისე გაივლით. რაც მოსაწყენ რელსურ შუტერს საინტერესოს ხდის. თვითონ თამაშის პროცესი კი სწრაფია და დინამიური, ვხოცავთ სხვადასხვა ზომბებს, რომლებიც ხანდახან დანებს და ნაჯახებს გვესვრიან, მუტანტებს, მფრინავ არსებებს, მცოცავ ჭიებს და სხვა. გარდა ზომბთა ხოცვისა, გვაქ საშუალება გადავარჩინოთ მეცნიერები სიკვდილს, მაგალითად თუ მოკლავთ ზომბს რომელიც უახლოვდება ერთ-ერთ დავარდნილ მეცნიერს, გადარჩენილი დგება და მადლობის ნიშნად გაძლევთ ქულებს ან სიცოცხლეს რომელიც ასე ძალიან გჭირდებათ. თუ სწრაფი რეაქციაც გაქვთ, სანამ ეკრანზე ზომბებს კლავთ, შეგიძლიათ გატეხოთ უკანა ფონზე ყუთები რომელშიც ან ოქროს ბაყაყი იქნება (1000 ქულიანი), ან სხვადასხვა ბონუსები ან კიდე სიცოცხლე.

>>>


რაც შეეხება იარაღს, აქ არ გვაქვს 5 და 10 იარაღი, არამედ 1 პისტოლეტით დავდივართ მთელი თამაშის განმავლობაში. მაგარია არა? ტყვიები სულ 6-ია ბარაბანში და რათქმაუნდა ულევი მარაგით. არკადული ვერსიისგან განსხვავებით PC ვერსიაში შეგვიძლია ვითამაშოთ სხვადასხვა პერსონაჟით რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ვიზუალით ისევე სხვადასხვა მახასიათებლებით როგორიცაა გადატენვის სიჩქარე, უფრო მეტი სიცოცხლე, და ა.შ. ასევე PC ვერსიაში შეიძლება credit-ების, სიძნელის და სიცოცხლეთა რაოდენობის დარეგულირება, ვინაიდან როგორც ვიცით სულ 5 სიცოცხლე გვაქვს, ლოგიკურად 1 დარტყმაზე 1 გვაკლდება, და სულ 8 კრედიტია. და ბოლო მახასიათებელი რაც განასხვავებს არკადულ ვერსიას PC ვერსიისგან ეს არის Boss Mode, სადაც შეგეძლებათ "დაამუღამოთ" სხვადასხვა ბოსის მოკვლა და განავითაროთ თქვენი სქილი.

>>>


გაგიკვირდებათ და მსგავს რელსულ შუტერს სიუჟეტიც აქვს, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: AMS (ერთგვარი ორგანიზაცია რომელიც შეიქმნა რათა დაეცვა ხალხი ზომბებისგან და მსგავსი არსებებისგან) აგენტები - თომას როგანი და G, როგანის საცოლისგან სოფისგან იგებენ რომ, დოქტორი ქიურეინის "სასახლეში" თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, მოხდა საშინელი კატასტროფა. დოქტორი ატარებდა საშინელ ექსპერიმენტებს, რომლებიც ფატალური შედეგებით დასრულდა და იმოქმედა "სასახლის" მკვიდრებზე. ჩვენ გმირებს კი ევალებათ ამ შენობაში წასვლა და მის წიაღში შესვლა, რათა გაიგონ სინამდვილეში რა მოხდა. კლიშირებული სიუჟეტისდა მიუხედავად თავისდროზე არკადებზე საკმაოდ კარგი და ამავედროს ძნელი სათამაშოც იყო. რაც შეეხება გრაფიკას და ვიზუალებს, თამაშში მთლიანად 3D გრაფიკაა, რაც 1997 წლისთვის ნორმალურია, არის ასევე ბევრი სისხლები, შეგიძლიათ ზომბების სხვადასხვა ნაწილებად დაშლა. ატმოსფერულობას თამაში ინარჩუნებს, რომელიც საკმაოდ ბნელი და საშიშია, შესაბამისად მუსიკაც ეხმარება თამაშს უფრო კარგად შევიგრძნოთ ეკრანზე მომხდარი და დინამიურობა (თუმცა მე რატომღაც უმუსიკო ვერსია შემხვდა PC-ზე). ნუ რაც შეეხება ბოს ბრძოლებს, დიდ სიძნელეს ნაღდად არ წარმოადგენს, გაჩვენებენ სუსტ წერტილს სადაც უნდა ესროლოთ და მორჩა, მაგრამ ბოლო ბოსზე - Magician-ზე ნამდვილად გაწამდებით, მართალია თამაში არ გვეუბნება მის სუსტ წერტილებს, მაგრამ ლოგიკურია, დაუცველ ადგილებში თუ ესვრით კარგი იქნება.

>>>


The House Of The Dead 2 (1998)


>>>


ეს ნაწილი არ მინახავს აქ, არცერთ გასართობ ცენტრში, მაგრამ ინტერესის გამო ეს ნაწილიც გადმოვწერე და ჩავუჯექი. ისევე როგორც პირველი ნაწილი, ესეც Wow Entertainment-მა შექმნა და გამოუშვა სეგამ არკადულ ავტომატებზე. მოგვიანებით კი მათი პორტირება მოხდა სეგა დრიმქასთზე, PC-ზე, Xbox-ზე (როგორც House Of The Dead 3-ის გასახსნელი ბონუსი) და Wii-ზე (როგორც კრებულის House Of The Dead 2 & 3 Return-ის ნაწილი). მეორე ნაწილი პირველისგან არაფრით არ განსხვავდება, ისევ იგივე სასროლი ტირი, ისევ ვხოცავთ ზომბებს, ისევ შეგვიძლია სხვადასხვა გზით გავიაროთ ტური და ისევ შეგვეძლება გადავარჩინოთ დაუცველი მოქალაქეები ბონუს ქულების მოსაგროვებლად. თუმცა მთლად ასეთი უნამუსო ქოფი-ფეისთი რომ არ გამოსულიყო, არის რამდენიმე ინოვაცია, მაგალითად დამატებულია Training Mode სადაც შედის 10 ჩელენჯი, რომელთა მიზანიც საკმაოდ მარტივია ("დახოცეთ 30 ტყვიით 10 ზომბი", "მოასწარით 6 წამში ესროლოთ ოქროს ბაყაყს", "გადაარჩინეთ ყველა მოქალაქე" და ა.შ.), მეორე ინოვაცია არის ის რომ, თამაშის დაწყებისას შეგვიძლია ავირჩიოთ ერთგვარი ბონუსი - დამატებითი სიცოცხლე ან სხვა ტიპის იარაღი.

>>>
Go, Kuarl!


ზემოთხსენებული ნაწილი წარმოადგენს პირველის სიქველს, სადაც მოვლენები ვითარდება 2000 წელში, 2 წლის შემდეგ როცა პირველად მოხდა ქიურეინის ინციდენტი. AMS-ს აგენტი G მიეშურება ვენეციაში, სადაც იგი უნდა შეხვდეს კალებ გოლდმანს - DBR Corporation-ს ბოსს, რომელსაც მიუძღვის რაღაც წვლილი 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტში. თუმცა მათი მოსვლის დროს, გოლდმანი გარეთ უშვებს თავის "შედევრებს" რის შედეგაც მთლიანი ვენეცია ქაოსში ეფლობა, ხოლო G-სთან კავშირი წყდება. როგორც ხდება ხოლმე, სიტუაციის გასარკვევად ადგილზე მიემართება 4 აგენტი : ჯეიმს ტეილორი, გერი სტიუარტი, ემი კრისტალი და ჰერი ჰერისი. ერთად მათ უნდა გაიარონ სახიფათო გზა, რათა მიაღწიონ გოლდმანის შენობას DBR Corporation-ს და გაანადგურონ ბოროტება.

>>>


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, თამაში არაფრით არ განსხვავდება წინა ნაწილისგან ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა, მათ შორის Boss mode-ც. დამატებულია 3 ახალი იარაღი : ვინჩესტერი, ავტომატი და ყუმბარმტყორცნი. თითო იარაღს აქვს თავისი მინუსები და პლიუსები, მაგალითად ვინჩესტერი საკმაოდ კარგია ახლოდან, მაგრამ სუსტია შორ დისტანციებზე, ამასთანავე გადატენის სიჩქარითაც მოიკოჭლებს. ბოსს ბრძოლები აქაც ისეთივე დაძაბულია და დინამიურია, ასევე ვხვდებით ჩვენ ძველ მეგობარს პირველი ნაწილიდან - Magician-ს რომელიც საერთოდ არ გაგიჭირდებათ, თუმცა ბოლო ბოსი ისევ შეიწირავს თქვენს ნერვებს, მაგრამ რამდენიმე ცდაში "დაამუღამებთ' და მოკლავთ. როცა პირველ ნაწილზე ვლაპარაკობდი, დამავიწყდა ამეღნიშნა რომ, გვაქვს შესაძლებლობა ვნახოთ სხვადასხვა ენდინგები, პირველ ნაწილში ეს დამოკიდებული იყო გადარჩენილ მეცნიერებზე, ხოლო აქ კი ქულებზე და დარჩენილ კრედიტებზეა დამოკიდებული. გრაფიკული მხარე მეორე ნაწილში საკმაოდ დახვეწილია, პირველისგან განსხვავებით აქ სახეები უფრო რეალურს გავს და პირსაც ნორმალურად ამოძრავებენ. გახმოვანების ხარისხი ცოტა სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, გატენილი სხვადასხვა კლიშეებით როგორებიცაა "ო ღმეთო ჩემო, ვის შეეძლო მსგავსი სისასტიკე გაეკეთებინა", "დაიტანჯე როგორც შენი მეგობარი იტანჯება", "არმინდა მოვკვდე, მიშველეთ" და სხვა. თუმცა ხარისხი ასე თუ ისე ნორმალურია. ატმოსფერულობა არაა დაკარგული არც მეორე ნაწილში, გეიმფლეი და სისწრაფე ოდნავ დაძაბულია და მომატებულია, თუმცა ეს ხელს ნამდვილად არ შეგიშლით სიამოვნების მიღებაში.

>>>


The House Of The Dead 3 (2002)


>>>


ეს ნაწილი კი საკმაოდ კარგად დამამახსოვრდა ბავშვობაში, თითქმის ყოველდღე სკოლის შემდეგ, 20-30 წუთით შევიდოდით სათამაშო ავტომატების პავილიონში და 5 ჟეტონის გახარჯვის შემდეგ, იმედგაცრუებულები ვბრუნდებოდით სახლში. თამაში ჩვენთვის საკმაოდ ძნელი იყო, უფრო მეტიც პისტოლეტების ნაცვლად ახლა უკვე ვინჩესტერები იყო, რომელთა დაჭერაც დიდი ხნით რთული იყო, სიმძიმის გამო. ყველაზე დიდი პროგრესი, ეს მეორე ბოსამდე მისვლა იყო, რომელიც მსწრაფლ ხარჯავდა ჩვენ სიცოცხლეებს და შესაბამისად ფულს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, და მეორე ნაწილის დახურვის შემდეგ, გადავწყვიტე მესამეც მეცადა და ჰოი საოცრებავ, სულ რაღაც 30 წუთში თამაში გავედი! თითქოს ბავშვობის აუხდენელ ოცნებას ხორცი შევასხი და ახლა მშვიდად შემეძლო დამეძინა. როგორც ყველა სხვა ნაწილი მესამეც ძალიან მალე იხურება, დაახლოებით 30-40 წუთში არცკი.

>>>


ამჯერადაც არავითარი განვითარება არ არის გეიმფლეიში წინა ნაწილებთან შედარებით, მხოლოდ რამდენიმე სიახლე - ახალი გრაფიკული ძრავი, ახალი რეჟიმი - Time Attack, და შესაძლებლობა ვიხსნათ ჩვენი "ნაპარნიკი" ზომბებისგან, წარმატების შემთხვევაში კი გვეძლევა დამატებითი სიცოცხლე. ნუ ასევე ეკრანზე ვხედავთ ხელებს და ვინჩესტერს, წინა ნაწილებში როგორც გახსოვთ მხოლოდ მიზანი ჩანდა. მესამე ნაწილი განიცდის მრავალფეროვნების ნაკლებობას, არავითარი Training mode, boss mode. მხოლოდ 30 წუთიანი ერთფეროვანი რელსური ტიპის შუთერი რომელიც დახურვიდან 10 წუთში დაგავიწყდებათ. გრაფიკის გარდა ღირებული არაფერი არ არის ამ ნაწილში. ბოსს ბრძოლები გარკვეული დოზით საინტერესოა, თუმცა 2-3 წუთში მოსაწყენი ხდება. ხოლო ბოლო ბოსი ცნობილი როგორც - Wheel Of Fate, გაგირთულებთ ცხოვრებას, მაგრამ როგორცკი მიდგომას მიხვდებით, ის საფრთხეს აღარ წარმოდგენს. ბავშვობაში რაღაც არარეალური მეგონა აქამდე გასვლა. არცკი წარმომედგინა თუ ოდესმე ამ თამაშს დავხურავდი, მაგრამ მე ეს შევძელი :3

>>>


ხო მართლა, თამაში ტრადიციულად ისევ Wow Entertainment-მა შექმნა და გამოუშვა სეგამ არკადულ ავტომატებზე, დაპორტირდა Xbox-ზე, PC-ზე, Wii-ზე და PS3-ზე. (House Of The Dead 4-თან ერთად).
რაც შეეხება სიუჟეტს, მოქმედება ხდება 2019 წელს, მეორე ნაწილში მომხდარი ამბებიდან 20 წლის შემდეგ, მიტოვებულ სამეცნიერო ცენტრში, სადაც გზავნიან სპეცრაზმის წევრებს თომას როგანის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ დანაყოფს თავს ესხმიან ზომბები, გადარჩება მხოლოდ თომასი და მისი "ნაპარნიკი", მიაღწევენ მთავარ ლაბორატორიამდე, სადაც მოულოდნელად მათ თავს ესხმით ერთ-ერთი მუტანი სახელად - "სიკვდილი" (Death), და ძლიერი დარტყმის შემდეგ თომასი კარგავს გონებას. ორი კვირის შემდეგ, ადგილზე მიდიან თომასის შვილი ლიზა და G (თომასის "ნაპარნიკი"). ისინი როგორღაც მიაღწევენ მთავარ ლაბორატორიამდე, გზა და გზა დახოცავენ უამრავ ზომბებს და მუტანტებს და ნახავენ გადარჩენილ თომასს. ის დოქტორ ქიურიენის შვილმა დენიელმა გადაარჩინა. დენიელისგან იგებენ რომ დოქტორი ცოცხალია და იგი გადაიქცა ძლევამოსილ არსებად "ბედისწერის ბორბლად". ლიზა და დენიელი როგორღაც დაამარცხებენ დოქტორს და თამაშიც მთავრდება.

>>>


The House Of The Dead 4 (2005)


>>>


ეს ნაწილი კი ბუნდოვნად მახსოვს, რადგან კარგად მახსოვს ის დღე, როცა ქობულეთის ერთ-ერთ გასართობ ცენტრში, სადაც ყველაფერი უფასო იყო, საკმაოდ დიდი რიგი იდგა. დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, როგორღაც შევაღწიე სათამაშო ავტომატების დარბაზში, და იმწამსვე შემეჩეხა თვალში მკვდრების სახლის მეოთხე ნაწილის არკადული ავტომატი. დაუფიქრებლად გავეშურე მისკენ და 5 ჟეტონის გახარჯვის შემდეგ იმედგაცრუებული გამოვედი დარბაზიდან, რადგან თამაშიდან 10 წუთის შემდეგ ყველა სიცოცხლე გავხარჯე :/ მეოთხე ნაწილი ბოლო ნაწილად ითვლება სერიებში, Overkill რომ არ ჩავთვალოთ, და წარმოადგენს პრიკველს, და მოქმედება ხდება 2003 წელს.

>>>


მეოთხე ნაწილის სიუჟეტი მდგომარეობს შემდეგში : ჯეიმს ტეილორი (მკვდრების სახლის მეორე ნაწილის პერსონაჟი), და ახალბედა ქეით გრინი შეისწავლიან AMS-ს არქივებს, მაგრამ უცბად ხდება მიწისძვრა, და რამდენიმე დღის შემდეგ ისინი ხვდებიან რომ შენობა გატენილია ზომბებით. ჩვენი გმირები გაივლიან ვიწრო კორიდორებს, დიდ ჰოლს, სადაც დახოცავენ ბევრ ზომბს, მიაღწევენ ლიფტამდე, მაგრამ ვერ გაიქცევიან რადგან მათ დაესხმებათ თავს ვინმე ბოსი სახელად "Judgement", რომელიც მათ კანალიზაციაში ჩაითრევს. მისი დამარცხების შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან კანალიზაციის მეორე ნაწილში, სადაც წააწყდებიან საიდუმლო დარბაზს. აქ ისინი იგებენ მისტერ გოლდმანის გეგმას - ბირთვული რაკეტების გაშვებას დედამიწის სხვადასხვა ნაწილში (ბანალურობა პიკს აღწევს! :| ). ჩვენი გმირები მიიწევენ წინ, ისინი მიაღწევენ შახტურ ლიფტამდე სადაც მათ მოუწევთ "The Lovers"-ების დამარცხება (ორიგინალური სახელია ბოსისთვის ვერაფერს იტყვი), შემდეგ მათი მოკვლის შემდეგ ისინი გადადიან მეტროში და უკვე ვენეციაში ამოვყოფთ თავს, სადაც მოხდა ეს კატასტროფა. აქვე ჩვენ პროტაგონისტებს თავიანთ PDA-ში მოსდით აწ უკვე გარდაცვლილი გოლდმანის მესიჯი რომ შუაღამეს გაიღვიძებს "The World".

>>>


გმირები მიაღწევენ DBR-ს მთავარ ცათამბჯენს, სადაც შეხვდებიან მუტანტ "Star"-ს, რომელიც მძიმედ დაჭრის ჯეიმსს. ბოლოსდაბოლოს მიაღწევენ ეს ჩვენი გმირები გოლდმანის ოფისს და იგებენ რომ "The World"-მა გაიღვიძა. მოკლედ დაამარცხებენ ამ ბოსს ჩვენი გმირები და ჯეიმსი თავს შეწირავს მას. თამაშის დასრულების შემდეგ კი ჩნდება წარწერა - "გაგრძელება იქნება მკვდრების სახლის მესამე ნაწილში". ნუ მეოთხე ნაწილს აქვს პატარა გაგრძელება სახელად - Special, სადაც ვიგებთ რა ბედი ეწია ქეითს და ვიხილავთ აგრეთვე G-საც. უფრო მეტიც, ჩვენ შევხვდებით ჩვენს ძველ მეგობარს, Magician-ს!

>>>


რაც შეეხება გეიმფლეის, ბევრი სიახლეა. ერთ-ერთი მთავარი არის ავტომატის დამატება, აგრეთვე ჩვენ შეგვეძლება ყუმბარების გამოყენება, რათა ავაფეთქოთ ერთად შეჯგუფებული ზომბები. იმის გამო რომ ავტომატი საკმაოდ სწრაფი იარაღია, ამის გამოა თამაშის ტემპი ცოტა ასწრაფდა და დინამიურობამაც მოიმატა. ასევე დამატებულია ეგრეთწოდებული quick time event-ები, მაგალითად როცა ზომბი ცდილობთ გიკბინოთ, სწრაფად უნდა აქნიოთ ავტომატი, და შკალის წარმატებით შევსების შემდეგ ზომბს თავიდან იცილებთ. იგივე ხერხით ხდება ბოსთან ბრძოლები გარკვეულ მომენტებში. აღსანიშნავია ასევე ახალი გრაფიკული სტილი და ვიზუალებიც.

>>>


* * *
პრინციპში სულ ესაა, რაზეც მინდოდა დღეს მელაპარაკა. მართალია სერიებს აკლია მეხუთე ნაწილი ოვერქილი (პირველი ნაწილის პრიკველი), მაგრამ არაუშავს, როგორღაც ავანაზღაურებ ამასაც, და მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ მის რევიუსაც. მთლიანობაში მკვდრების სახლი ასე თუ ისე იმსახურებს ყურადღებას, ერთ დროს აქტუალური არკადული შუტერი დღესდღეისობით ძალიან ცოტას თუ ახსოვს. თუმცა ჩემ გულში მან სამუდამო ადგილი დაიმსახურა და ბავშვობის გარკვეული ნაწილი დაუვიწყარი გახადა. ახლაც მახსენდება გამუდმებული ძახილი - RELOAD! და გახარჯული ფული/ჟეტონები. ასეა თუ ისე თქვენს წინაშეა ლეგენდარული არკადული შუტერ სერია - მკვდრების სახლი!
© Blankbansheee

Riddick
Posts: 11696

The House Of The Dead Series Review

Unread post#2 » 05 Apr 2015 15:08

კინოთეატრში რო იყო მარტო ის მახსოვს მე, ანუ პირველი და მახსოვს რო პირველი ტურის იქით ვერც მე ვერ გავდიოდი ))

User avatar
Alienbishop
Posts: 3

Re: The House Of The Dead Series Review

Unread post#3 » 17 Nov 2020 13:12

ვინმეს ხო არ გეგულებათ სად არის ეხლა ძVელი სათამშო აპარატები? ან ვინმეს ხო არ იცნობთ ვინც შეიძლება იცოდეს?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The House Of The Dead Series Review

Unread post#4 » 17 Nov 2020 14:15

მგონი ასტრაპარკში იყო დიღომში სადღაც 2 წლის წინ, ზუსტად არ მახსოვს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “General”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 19 guests


cron