Unread post#5 » 18 Jan 2015 04:12
რავი მე არ მყოფნის "ერთხელ" რაღაცის შესაცნობად. ერთ სიმღერას შეილება ერთი საათი ვუსმინო გადაბმულად.
Thief პირველი stealth თამაში იყო რომელიც ვითამაშე, მაშინ მხოლოდ შუტერების და ძველი nes თამაშების დიეტაზე ვიყავი და ეს რაღაც სრულიად წარმოუდგენელი იყო. თავიდან შუტერივით ვთამაშობდი, ვცდილობდი თავი და ბოლო გამეგო თამაშისთვის. რუკაზე შენ სად ხარ არ იყო აღნიშნული და ზეპირად ვსწავლობდი ერთგვარონი ქვისგან გამოთლილ ქალაქს. კილომეტრიდან შემეძლო ისრის 1 პიქსელიან თავში გარტყმა, ხმლებს ვაცეკვებდი დაზეპირებული რითმით და ნელნელა მისიებში გზას ვიკვლევდი.
ერთხელაც მივადექი მისიას სადაც სტელზი აუცილებელი იყო და აი მანდ კი გაჩაღდა ნამდვილი სიყვარული. მისია არ გავედი ისე დავარესტარტე თამაში, სიძნელე ექსპერტზე დავაყენე და ამ დროს აღმავაჩინე რომ მისიები ახალ დავალებას და შეზღუდვებს გაძლევდა. ვცდილობდი ყველა ტური იდეალურად გავსულიყავი, თვალდახუჭული ვიცოდი ყველა რუკა, ყველა საიდუმლო და შემეძლო მთელი რუკის მტრების მოძრაობის დამახსოვრება და ტვინში ვიზუალიზაცია. 2 წუთი დაკვირვების შემდეგ ვგრძნობდი რა დროს სად რა მტერი იქნებოდა და მაგარი მისწორდებოდა სიღრმე და სილამაზე stealth-ის. ბნელი მედიევალ სეტინგიც დიდ შარმს მატებდა თამაშს და სამყაროში ჩავეფლე ბოლომდე.
მოროვინდზე არაფერს ვიტყვი. ეს თამაში და სამყარო ისეა ჩემი რომ ვერც ახსნას შევძლებ და ვერც გაგებას შეძლებთ. მაგრამ რაც მითქვამს იქიდანაც ჩანს როგორ მიყვარს ეს თამაში.
Neverwinter არ ვიცი რატო დავხურე ყველა კლასით, ალბათ RPG მექანიკის შესწავლის მუღამით. მაინტერესებდა ყველაფერი როგორ მოქმედებდა და რა პრინციპზე იყო აწყობილი.
Enclave უბრალოდ მისწორდება და პერიოდილად ვხურავ ხოლმე. დიდი არაფერი თამაშია მარა ვისაც stealth და dark fantasy ევასება დაუმუღამებს.
დანარჩენ RPG-ებში ვთამაშობდი რომ მენახა ალტერნატიული კონტენტი, ფრაქცია ან პერსონაჟები რომლებსაც ვერ ნახავ პირველ გასვლაზე. ასევე თითეულ დეტალს ვაკვირდებოდი. მექანიკები როგორ მოქმედებს, დიალოგის ოპცია როგორ და რატომაა შერჩეული, სკილები როგორ ურთიერთქმედებს, არჩევნები სად იყოფა და სად იკვრება და რეალურად რამხელა გავლენა აქ თამაშზე. ასევე ფენტეზი სამყაროს lore და წესებს ვსწავლობდი. თავის დროზე ის კარგად ვიცოდი bestiary შემეძლო წიგნი დამეწერა რატომ და როგორ არიან მონსტრები დახარისხებული, რა სისუსტეები და რა ძალები აქვთ და რა თავისებურებები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.