Dragon Age: Inquisition, PC, PS4, Xone

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#41 » 01 Dec 2014 15:42

ამორალურით
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#42 » 02 Dec 2014 04:40

ტაკ ვითამაშე 1 დღე და რეპორტი:
პირველ რიგში ავღნიშნავ რომ ის შემთხვევაა როცა ნაწილების ჯამით არ წყდება თამაშის ხარისხი. მიუხედავად ინდივიდუალურ ასპექტებში ხარვეზებისა საინტერესო და მუღამიანია თამაში ჯერჯერობით.

სიუჟეტი ძაან მდორედ მიდის, ე.წ Inciting Incident გამოტოვეს ფაქტიურად, ანუ თამაში რო იწყება ის რამაც უნდა მოგცეს მოტივაცია სიუჟეტური რომ იბრძოლო, წინ წახვიდე, რაღაცის მიმართ მიისწრაფოდე რატომღაც გადაწყვიტეს რომ "დაკარგული მეხსიერების" სახით წარმოეჩინათ.

ფაქტიურად არაფერი იცი იმაზე ვის ებრძვი და რატომ, რაღაც ჰაერში გამოკიდული მაგიური კრისტალი უნდა გახეთქო რომ დემონური პორტალი დაკეტო. იმ პორტალიდან ჯერ ერთი ორი გობლინის ექვივალენტი ძალის დემონის არ გამოსულა.

ამისთვის რატომღაც მთელი სამყარო უნდა გააერთიანო ინკვიზიციის დახმარებით. საერთო ჯამში გრჩება შეგრძნება რომ ერთი ორი ჩაპტერი გამოტოვე თამაშის და შუიდან დაგაწყებინეს.

სამყარო - ამაზე ბევრი სპეკულაცია მიდიოდა, გახსნილ სამყაროზე. როცა ყველაფერი ძალიან მარტივი აღმოჩნდა, Battlefield -ის რუკებზე მიდის ექსპლორაცია MMO -ის პრინციპით. ამაზე ზუსტად ვერ აღწერ რაც ხდება.
თვითონ ექსპლორაცია მუღამიანია ჯერ, მარა რასაც მოველოდით ის არ არის სამწუხაროდ. ანუ სკაირიმივით არაა და რედ დედივით, არავითარი დინამიური ამინდის და ცხოველების სისტემა, არავითარი ატმოსფერული ცოცხალი სამყარო. პროსტა Battlefield -ის რუკა სადაც მიმობნეულია საინტერესო ადგილები და მტრების გრუპები, რომლებთან როცა მიხვალ მაშინ იწყება კომბატი.

კომბატი და გეიმპლეი - ძალიან ძალიან ცუდი კონტროლი არი პც-ზე, პირდაპირ დაპორტეს კონსოლის კონტროლი და უპატიებელი კრეტინიზმი გამოუვიდათ, ისეთი შეცდომებია რაც ძალიან მომაბეზრებელს ხდის კეიბორდით და მაუსით თამაშს. მაგალითად ორი კამერის რეჟიმია ტაქტიკური და მეორე დრაგონ ეიჯივით და ვიჩერივით 3rd person.
ტაქტიკურში - რომელიც ფაქტიურად ნაცნობი რეჟიმია წინა ბიოვეარის თამაშებიდან და RTS ის მსგავსი კონტროლი უნდა იყოს რატომღაც ისეა გაკეთებული რომ თითქოს პერსონაჟი დაგყავს როცა კამერას ამოძრავებ და მარტო იქ დადის კამერა სადაც კოლიზიები აძლეს მოძრაობის საშუალებას. თან პერსონაჟს რო გადართავ რესეტდება კამერა პერსონაჟთან. ჯოისტიკზე მესმის რატომ, მარა მაუსი როცა არის იმენა თვალსი თითს გათხრევინებს. განსაკუთრებით როცა კამერა Y ღერძზე არ მოძრაობს ეგრე და ჰორიზონტს ვაბშე ვერ ხედავ.
3rd person-ში რატომღაც კლიკით სადმე მისვლა აღარაა (მეორეში იყო), რაც ნიშნავს რომ კურსორით ყუთს რო დააჭირო ან ძირს დაგდებულ ლუტს, არ მიდის პერსონაჟი იმასთან. უნდა მიხვიდე ახლოს და ახლოს რო იქნები დადგე ისე რო highlight გაუჩნდეს და მერე დააჭირო ზედ მაუსით. ანუ ორმაგი სირიზმია, ჯერ ერთი რომ თუ მაუსით უნდა დააჭირო მაინც და გაქ ტაკტიკური რეჟიმი სადაც კლიკით სადმე მისვლა და გალუტვა მოსულა, მეორე თუ მაინც უნდა მიხვიდე ახლოს მაშინ ნახუი არაა კონსოლივით კნოპკა რომ რადიუსში თუ ხარ თვითონ აიღოს ნივთი. რატომ უნდა თან მივიდე ახლოს და თან ვუმიზნო მაუსით. იმენა ძველ ტომბრაიდერებში რომ იყო ნივთის აღება მაგაზე არანაკლები ტასკაა. ამის გარდა ავტო კომბატი არაა, სულ უნდა გეჭიროს მაუსი რომ ებრძოლო მტერს.

თვითონ კომბატს რაც შეეხება, ჯერჯერობით არანაირი სიღრმე არ იგრძნობა, მეორესავითაა ოღონდ ცუდი კონტროლით. და სკილები ისე ცოდა გაქ და რო გადავხედე რეებია არც ჩანს რომ გაღრმავდება არკადის დონეზე მეტად. სულ რამდენიმე კომბოა სპელებით და იმასაც AI აკეთებს ავტომატურად ფაქტიურად უშენოდ წყდება ბრძოლის ბედი თავისუფლად. ასევე რატომღაც კიდევ უფრო გაამარტივეს სისტემა და ატრიბუტებს შენ ვერარ წევ, ავტომატურად იწევა, ლეველზე ერთადერთი რაც შეგილია შეცვალო არი სკილპოინტის დახარჯვა და ზმანის გამოცვლა.

ინკვიზიციის მინი გეიმი - აი ვერ არი ესეც კარგი, ვიჩერის ედვენჩურ თამაშიდან მოიპარეს იდეა, გაქ კარტები სხვადასხვა გმირების და იმათ ხარჯავ მსოფლიო რუკაზე. ოღონდ ვიჩერიდან განსხვავებით ძაან დაუმუშავებელია და არ გაქ იმის შეგრძნება სად რა პერსონაჟის გაგზავნა ჯობია. ტოესტ ან ძაან იავნია რა უნდა ქნა ან არავითარი განსხვავება არა აქ.

პახოდუ რო ვამბობ იდეებს იპარავენ მეთქი არაა ჩემი ნაფანტაზიები, პირდაპირ ეწერათ ოფიციალურ სტატიებში "We are aggressively checking out Skyrim, Witcher and other games"
აგრესიულად დაკვირვების შედეგი არის რომ თითქოს ყველა სხვა გეიმ დიზაინერის იდეა აიღეს რაც პოპულარული იყო და მიაწებეს ერთმანეთზე. მაგალითად ვიჩერიდან არი აღებული სკანირების ფუნქცია, ოღონდ პროსტა არანაირი დატვირთვა არ აქ ამ თამაშში და ვიჩერივით ლამაზად არ არი გაკეთებული და პროსტა awkward ვეშია, რო დარბიხარ სპამავ სერჩის კნოპკას რომ გარშემო რა ლუტია დაინახო. ან სულ რო ჩანდეს მეორე Dragon Age-ივით ან Hold ზე რო აკეთებდეს highlights პირველივით ბევრად აჯობებდა. და ეგეთი დეტალებია ბევრი.

მოკლედ რაც შეეხება დიზაინერულ გადაწყვეტილებებს, თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ აიღეს ყველაზე უარესი პირველი და მეორე დრაგონ ეიჯიდან, გადააგდეს ყველაფერი კაი (სპელ კომბოები პირველის, მეორეს ლამაზი და დინამიური ბრძოლა და ა.შ) და დაუმატეს რანდომით ყველა პაპსა გეიმლეი ნავინკა რაც სადმე გაელვებულა ბოლო 2 წელიწადში.

ერთადერთი ვინ ბოლომდე დაიხარჯა და კარგად ლეველ დიზაინერები ჩანან, იმენა გემრიელად გამოსაკვლევი რუკები შექმნეს. სთორი თუ გამოცოცხლდა ცოტა ან საიდ ქვესტები მაინც გაეძრო საინტერესო პრინციპში სთორი და ექსპლორაცია ჩემი საყვარელი ასპექტებია RPG'ს.

ასევე დავამატებ რომ, ძალიან ძალიან ბევრი ჰინტია MMO -ზე, ჯერ სამყაროს mmo-ური მოწყობა, მერე კონტროლი რომელიც თავის ახტომის ანიმაციიანა გავს ძაან MMO-ს და ბოლოს სამყაროთი დამთავრებული რომელიც ფაქტიურად დაარესეტეს. ანუ სამყარო დაყვეს ორ ფრაქციათ რომელიც ერთმანეთს ებრძვის, მაგების იმპერია და ტემპლარები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Dragon Age: Inquisition

Unread post#43 » 02 Dec 2014 05:40

აღარ მინდა თამაში
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#44 » 02 Dec 2014 13:30

grigoli wrote:აღარ მინდა თამაში

კაი სათამაშოა მაინც, პროსტა არცერთი ნაწილი ლეველ დიზაინის გარდა არ გამოირჩევა დამოუკიდებლად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Dragon Age: Inquisition

Unread post#45 » 02 Dec 2014 19:23

ხო რაღაც მეც დამეკარგა მუღამი ))) კაკრას ეგ მინდოდა რო MMO-ს მსგავსი არ ყოფილიყო
და ნუ კონსოლზე ორიენტირება RPG-სთვის ძალიან დიდი ფეილია ხოლმე

Riddick
Posts: 11696

Dragon Age: Inquisition

Unread post#46 » 02 Dec 2014 22:55

გატეხეს ! და ამბობენ რო ერთი კვირის ვადაში დავდებთ კრეკსო (კრეკისადმი პატივისცემით განვეწყვე რაღაც). იმედია არ დაგვიწვავს კომპებს ...

Riddick
Posts: 11696

Dragon Age: Inquisition

Unread post#47 » 03 Dec 2014 01:41

აგერ ზუსტად ის ილაპრაკა რაც ჰელვოკერამ დაწერა, მარა საბოლოოდ მაინც აქებს თამაშს და ამბობს, რომ სამყარო და სიუჟეტი ძალიან კარგი აქვსო >>>

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#48 » 03 Dec 2014 08:47

მესამე დღეა ერთ რუკას ვწმენდავ, კიდე მინიმუმ 4 ესეთი რუკა არი მსოფლიო რუკაზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#49 » 10 Dec 2014 17:32

4 მეტრიანი გოლიათი მონოტონურად ცემს ბოლთას მდიდრული ორნამენტებით მორთულ სკივრს ტყის შუაგულში. უზარმაზარი წითელი კრისტალები რომელიც მისი სხეულიდან იზრდება, ლედი გაგასთვის შესაშურ გარეგნობას აძლევს. გარშემო ლირიუმზე შემჯდარი სხვა ტემპლარები ამთქნარებენ და იარაღს ეფერებიან პერიოდულად.

3 მეტრის დაშორებით ანდრასტეს რჩეული ქუნარი ხის მორზეა წამომჯდარი და დაღვრემილი სახით იყურება ჰორიზონტში. გვერდზე ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზი მეომარი კასანდრა უდგას. კასანდრა შეღონებული სახით აკვირდება ანდრასტეს რჩეულს, რომელიც ასევე ინკვიზიტორების მეთაურია. ინკვიზიტორების მეთაურის ოფიციალური ტიტული "ინკვიზიტორია".

"ინკვიზიტორ" მიმართავს ქუნარის კასანდრა მტკიცე და ოფიციალური ტონით, "წითელი ტემპლარები მთელ სამყაროს ემუქრებიან, არ გინდა რომ გავანადგუროთ?" მისი ტონი ამჯერად ბავშური გაოცების სიწმინდეს ატარებს, თითქოს ყოველი სიტყვა რომელსაც წარმოთქვამს რაღაც ახალი საოცარი აღმოჩენაა.

ამ დროს ლირიუმის გოლიათის და ინკვიზიტორის მზერა გადაიკვეთება, დაცემული ტემპლარი აკვირდება ინკვიზიტორის სახეს, რომელსაც რატომღაც ლურჯი ტალახი უსვია და გეიშას გარეგნობას აძლევს. ლურჯი ტალახი ინკვიზიტორს ხმლის დარტყმებისგან იცავს 2%-ით.

გოლიათი 1 მეტრის დაშორებით ტრიგერს შეხედავს, თითქოს ინკვიზიტორს ანიშნებს რომ გადმოკვეთოს ეს ხაზი, რათა ათას მეორედ განმეორდეს ბრძოლის სპექტაკლი და გოლიათმა ცოტა დაისვენოს შემდეგ სპაუნ პოინტამდე. მაგრამ ინკვიზიტორის სახე ისევ ჰორიზონტს არის მიშტერებული, გოლიათი მხრებს აიჩეჩავს და განაგრძობს ბოლთის ცემას.

კასანდრა გადაწყვეტს სხვა ხერხს მიმართავს და ინკვიზიტორის წინ რუკას გაშლის რომელზეც ყვითელი რომბები და ძახილის ნიშნები ციმციმებენ.

"ადაარ" მისი ტონი რბილდება მაგრამ სიხისტეს ინარჩუნებს, რადგან კასანდრა ძლიერი დამოუკიდებელი ქალია რომლის უკან ნაზი და სათუთი ბუნება იმალება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, "ინკვიზიციას სხვა მტრებიც ყავს" აგრძელებს კასანდრა. "დარქსპაუნების ტუნელებია ჩასახერგი, დრაკონიც არის სადღაც მიმალული, ცოტა მაღალი ლეველია მაგრამ ერთი სამი ოთხი რელოადით შეიძლება მოვკლათ".

ინკვიზიტორი რომელსაც ორივე ხელზე ქონდა საყე დაყრდნობილი პოზას შეიცვლის, "მოაზროვნის" ფორმას მიიღებს და თან ნიკაპის ქვეშ წვერს ჩამოუსვავს თითებს.

"რისთვის?" - იკითხავს ქუნარი მისტიურად.
-"ინკვიზიტორ" - პასუხობს კასანდრა
"რისთვის ვიბრძვით კასანდრა?"
-"რომ გავაერთიანოთ ინკვიზიცია, მოვამზადოთ არმია, შევკრათ მონარქები"
"რატომ?"
-"დემონების არმია ემუქრება სამყაროს ცაში დიდი გარღვევისგან, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მისი დახურვა"
"კასანდრა, ჩვენ დავხურეთ დიდი გარღვევა უკვე..."
-"უმმ.. არქდემონი და კორიან..ვიღაცა ძველი მაგი თუ რაღაც ტევინტერიდან, ინკვიზიტორ. ის ემუქრება სამყაროს"
"ეგ ძველი მაგი თუ რაღაც ჰავკმა მოკლა უკვე მეორე ნაწილის საიდ ქვესტში"
-"კი, ის ნადვილად მოკლეს და შეამოწმეს რომ ნამდვილად მკვდარი იყო. გრეი ვორდენებმაც გადაამოწმეს რომ მკვდარი იყო და ნამდვილად მკვდარი იყო ყოველგავრი ეჭვის გარეშე. ეხა ის სამყაროს ემუქრება ინკვიზიტორ."
"რატომ კასანდრა? რა ამოძრავებს მას? რისთვის გვემუქრება"
-"თვითონაც არ იცის ინკვიზიტორ, მაგრამ მარტო თქვენ შეგიძლიათ მისი დამარცხება და თქვენ ხართ ლიდერი რომელსაც ყველანი ბრმად მივყვებით სადაც არ უნდა გაგვიძღვეთ"
"რატომ, რატომ მომყვებით მე რითი დავიმსახურე ეს კასანდრა ?!"
-"ინკვიზიტორ? ეს თქვენზე კარგად ვინ უნდა იცოდეს, რათქმა უნდა იმ დიდი ტრაგედიის გამო რომელის დეტალები დაგავიწყდათ ამნეზიის გამო, რომელზეც არაფერს არ გეუბნებით და რომლის დროსაც თქვენ ალბათ გაანადგურეთ ჩვენი სულიერი ლიდერი რომელიც ერთადერთი იმედი იყო მაგებს და ტემპლარებს შორის სიმშვიდის."
"კასანდრა! ვერ ხედავ ამ ყველაფრის უაზრობას?! მომყვებით არ ვიცით რის გამო, ვებრძვით არ ვიცით ვის! რისთვის გვებრძვის არ იცის თვითონაც! გვყავს უზარმაზარი არმია, ათასობით მეომარით და მსახურით და ჩვენ დავეხეტებით მდელოებში, ვკლავთ პატარა მინიონებს, ვაგროვებ ყვავილებს და ყოვლად რუტინულ ტესკებს ვასრულებთ მანამ ჩვენი მსახურები ეძებენ ეპიკურ არტეფაქტებს, ერთ ერთზე ამარცხებენ ჩემპიონებს, საიდუმლო ასასინაციებს აწყობენ მეფეების, მოლაპარაკებას ახდენენ მეფეებთამ, ლორდებთან, დედოფლებთან, ცვლიან და წყვეტენ სამყაროს ბედს! რატომ კასანდრა, რატომ უნდა მოვკლა ტემპლარები, რატომ ვაგროვო სოკოები ! რატომ ვეძები ტყის საჩეხი წერტილები?! რისთვის ვიბრძვით? რა გვამოძავებს? მაჩვენე მიზანი კასანდრა! რატომ?"

ამ დროს დორიანი რომელიც ხეს იყო მიყუდებული და მოუთმენლად ელოდა როდის მიაქცევდა მას ყურადღებას ყველა დროს იხელთებს. "ჩემთვის ინკვიზიტორ! მე მჭირდები! მე ვიქნები შენი მიზანი"

დორიანი ახლო მდებარო ბორცვზე აძვრება, დრამატულად დადგება ზურგით ინკვიზიტორისკენ. საიდანღაც სევდიან რომანტიული მუსიკა ისმის.
"ტევინტერში ბევრი ბოროტებაა ინკვიზიტორ, მე მიყვარს ჩემი სამშობლო მაგრამ ცუდის არ დანახვაც არ შეიძლება! ჩვენთან მონობაა ინკვიზიტორ, მაგრამ მდიდრებიც კი მონები არიან. ჩვენ ცხენებივით გვზრდიან, ბავშვები გამოყავთ გენეტიკური და მაგიური პოტენციალის მიხედვით. მეც ასე გამომიყვანეს და მეც ასე უნდა მომეყვანა ცოლი. მამაჩემის ნება ასეთი იყო ინკვიზიტორ. მაგრამ მე იმედები გავუცრუვე ინკვიზიტორ ხალხში შევარცხვინე!

საქმე იმაშია რომ მე კაცები მაინტერესებს ინკვიზიტორ, მაინტერესებს რა, კაცებს ვტყნავ ინკვიზიტორ. მამაჩემმა კი ვერ აიტანა პიდარასტი შვილი. მან დემონებს მიმართა ინკვიზიტორ. სისხლის მაგიით სცადა ჩემი გადმოპიდარასტება! საკუტათმა მამამ... "

ამ დროს ინკვიზიტორი ფეხზე დგება, ახლომდებარე ხის საჩეხ ბანაკში სტყორცნის ინკვიზიციის ბანერს ადგილის დასანიშნად. ჯიბეებს გამოიტენის მეტალის მინერალის ნატეხებით, ერთხელში რამდენი სოკო და ყვავილები დაეტევა აკრიფავს სულ, მეორე ხელში კვერთხს დაიჭერს და შევარდება გოლიათის ტრიგერში. ლურჯ ტალახიანი სახე მრისხანე გამომეტყველებას მიიღებს და გარშემო ელვა, ყინული და ცეცხლი დაიწყებს საბრძოლო ცეკვას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dragon Age: Inquisition

Unread post#50 » 14 Dec 2014 14:36

===
გამოუშვიათ ჯიგრებს როგორც იქნა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#51 » 15 Dec 2014 19:48

ბიჯო აქამდე კი არ შემიმჩნევია ეს ტრენდი :D 10/10 რო უწერიათ კომენტებში

ძაან მაგარი ცინიკური პოსტები ყოფილა :D მაგარი ვიხალისე
DragonKnight
Nov 18, 2014
10
In my opinion, this is the best RPG in the modern gaming world. Excellent work, Bioware. Under the glorious enlightenment and guidance from EA, a game publisher with precise long-term vision in future game development, Bioware finally manages to make a RPG suitable for everyone, but not just a game accessible only to a minority of hardcore RPG players.

DA: Origins is an old-school and medicore game only appealing to a tiny market niche. DA II breaks the medicority, and introduces the popular mass effect decision tree and button-mashing mechanics, which attracts tons of Call Of Duty (COD) and action gamers around the world, contributing to its great success. However, it still suffers from a linear and small game world, and repetitive dungeons.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#52 » 16 Dec 2014 16:00

დავხურე, (ვაბშე თამაშობთ რამეს საერთოდ? :D მარტო ჩემი პოსტებია ხოლმე ახალ თამაშებზე)
მოკლე შეჯამება:
თამაშის(100%) დასახურად დამჭირდა 80 საათი. აქედან მხოლოდ 6 საათი იყო მეინ ქვესტი. დანარჩენი 74 იყო Sacred 1 -ის სტილის 10 მეპი, რომელიც Battlefield -ის ნაირ რუკებზე გაძლევდა საშუალებას გვეარა, გვეკლა ტონა მტერი, გვეგროვებინა სისულელეები და შეგვესრულებინა Misc. ტიპის კვესტები. რასაც თავისებური Fun ქონდა მაგრამ რადგან არანაირი გავლენა არ ქონდა საერთოდ მეინ ქვესტზე, არ ქონდა სიუჟეტური საიდ ქვეტსები ხარისხიანი და არანაირ გამოსადეგ loots არ გაძლევდა შეიძლება ჩავთვალოთ რომ ფუჭი იყო.

სიუჟეტი იყო საინტერესო თავისებურად, ის ნაწილები რაც ეხებოდა მისტიურ მოვლენებს და კულტულურ და პოლიტიკურ პრობლემებს. მთავარი ვილანი სამწუხაროდ ყველაზე უსახური და ცუდათ დაწერილია რაც ბოლო წლებში მინახავს და ამიტომ მთავარი კონფლიქტი ყოვლად მოსაწყენი და უინტერესოა.

კომბატი ჯენერიკულია, ლეველ დიზაინი შესანიშნავი, მუსიკა და საუნდ დიზაინი მოუკოჭლებს, შესაბამისად ატმოსფერულობაც არ არის დიდი.

8/10 ჩემი შეფასება.

რჩევა იქნება თუ ითამაშებთ 100%ზე არ იწვალოთ, რაც გაგისწორდებათ და რამდენიც იმდენი ქენით საიდ მისიებიდან და მეინ ქვესტი დახურეთ. დაჟე კომპანიონი რო შეიძლება გადაიბიროს მტერმა მასეთი მომენტიც არ ყოფილა და ამიტომ მაგათი ქვესტების შესრულებასაც თუ აქ აზრი არ ვიცი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dragon Age: Inquisition

Unread post#53 » 26 Dec 2014 04:23

hellwalker
იყიდე ეს თამაში თუ როგორ გაუშვი?
იმენა ვერაფრით ვერ ჩავრთე ;დ თან რამდენ ხანს აინსტალირებს და არსად არ წერია წესიერად როგორ უნდა ჩართო
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#54 » 26 Dec 2014 04:36

WmX.RipsteR.
ამორალური მეთოდები გამოვიყენე.

კრეკზე ცადე აბა read only მოუხსენი ფოლდერს და ადმინისტრატორით გაუშვი launcher.exe

ისე I3 უნდა გქონდეს მინიმუმ რო გაუშვა, ძველ პროცესორებზე არ მუშაობს კრეკი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dragon Age: Inquisition

Unread post#55 » 27 Dec 2014 17:39

ვახ არ გამოდის მაინც ტო ))
თამაშის აკტივაციის ფანჯარა გამოდის ჩართვის დროს
3დმ ს კრეკია მგონი + ანტივირუსი ყვირის ხოლმე ინსტალაციის დროს
პროცესორი i5მაქვს :(
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#56 » 27 Dec 2014 18:07

ანტივირუსი უნდა გათიშოო, Kat.ph ზე ნახე კრეკი და მაგის ინსტრუქციები და პრობლემები წერია კომენტებში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dragon Age: Inquisition

Unread post#57 » 29 Dec 2014 02:31

ვა ჩავრთე როგორც იქნა ;დ
ანტივირუსზე იგნორი მივეცი იმ ფაილს და გაეშვა

ისე მაგარი ჩაინიკური კითხვაა მაგრამ მაინც დავაზუსტებ რაიცი ეშმაკს არა'ი ძინავს
ის ჭორები რომ დადიოდა ვინჩესტერს ურხევსო ეს დრაგონ ეიჯი მართალია?
მაგის დედაც ვატირე საერთოდ არ ვითამაშებ თუ გადამიწვა ჰდდ ;დდ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Dragon Age: Inquisition

Unread post#58 » 29 Dec 2014 14:10

წვავს არა მარა ძაან ბევე ჩაწერა წაკითხვას აკეთებს.
კრეკზე წესით გათიშული უნდა იყოს ეგ სისტემა
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Dragon Age: Inquisition

Unread post#59 » 30 Dec 2014 19:57

კაროჩე მაგარი მძიმე თამაშია რა ;დ და ამ სიტყვის სხვადასხვა ვარიაციებით
კაროჩე იმენა ვერ ვირგებ ისე როგორც მინდა ამხელა თამაშს როცა პირატულად ვთამაშობ))))) ძალიან ბევრი რაღაცეებია ჩაშენებული და პროსტა მუღამი არ მიჩნდება გაკეთების და ერთერთი ყველაზე მთავარი მიზეზი მაგის ისაა რომ პირატულად ვთამაშობ))) ნუ ეგ პრობლემა ჩემშია მარა მამენტ ზედაპირული რამეებია ხშირად
აი იმ ხრამოვნიკმა ქმარი მომიკლა მიდი ბეჭედი მომიტანე
შენც მიხვალ დახოცავ ბეჭედს მიუტან და უხარია ამ ქალს და გიხარია შენც ;დ
ჯერ რათქმაუნდა დაზუსტებით ვერ ვიტყვი მთლიან თამაშზე ასე ჯერ ძალიან ცოტა მაქვს ნათამაშები მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ასეთია
ნუდარწმუნებული ვარ სერიოზული რამეებიც გაიჩითება კიდე
ატმოსფეროც მოაქვს თავისებური ანუ რაც მეგონა რა ისაა
მომენტებში ძალიან ლამაზია !
ჩვეულებრივი დიდი კარგი რპგა biowareსგან
უეჭველი ვითამაშებ ბოლომდე
პროსტა გული მწყდება სთიმში რომ არ არის და სეილებზეც ფასი არ დაუვარდა ))) უეჭველი ვიყიდდი ;დ
ერთადერთი მგლის ბეწვ შემოხვეულ კაცს რომ ვებაზრებოდი მგონი მეორე ფრაზაზევე გული დაეხატა დიალოგებში და ნუ აი მანდ გადავიწვი )))))))))))) ძალიან მაღიზიანებს უკვე ეს კაცები რო მეტენებიან biowareს თამაშებში ;დდდდდდ ქალებს იმენა ვეჩალიჩები ხოლმე და ესენი ეგრევე აქეთ გკერავენ ტო )))))))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Dragon Age: Inquisition

Unread post#60 » 25 Feb 2017 06:39

უფრო ანალიტიკურ პონტში ჩავუჯექი დასარისერჩებლად რაღაცეების. ჯერ Origins დავხურე და ნუ არ შემცვლია მაგაზე აზრი. არაა ცუდი თამაში დღევანდელ რამეებს რო შეადარო ბევრს, მარა Baldur's Gate-ის სულიერ შთამომავლად არ ვარგა.

ეხა ვთამაშობ მეორე ნაწილს, და იმის მიუხედავათ რომ წესით ძალიან არ უნდა მომწონდეს.
1) გააქშენებული კომბატი, მაშინ როცა პირველის კომბატი რომ დაეხვეწათ ცოტა ძალიან სერიოზულ რამეს დადებდნენ.
2) ანიმეური და JRPG სტილისტიკის შემოტანა ოდნავ, ვიზუალში და ანიმაციებში.
3) ექსპლორაციის მიგდება მთლიანად

ჩემი აზრით არის საუკეთესო Dragon Age და არამარტო ეგ, ძალიან საინტერესო იდეებს და მიმართულებებს ადგა და მართალია შესრულების ხარისხი მოიკოჭლებდა, მაგრამ კაი სამაგალითო რამე შეილება ყოფილიყო და დასაწყისი უფრო საინტერესო RPG-ების. კერძოდ კი სიუჟეტია და რაღაც მიდგომები, ფენტეზი კლიშეების მაგივრად პოლიტიკურ და რელიგიურ დაპირისპირებებს ეხება, ომიდან დევნილი მასტი ხარ თავიდან, რომელიც ოჯახით ახალ გარემოში უნდა გადარჩეს. სამოქალაქო ომში ხდები ჩართული, და ევროპის ისტორიასთან პარალელები რაც უღიმღამო და ფანტაზიის ნაკლებობის კერაა პირველ ნაწილში, აქ უკვე რაღაც აზრს იძენს და საინტერესო დილემებს აჩენს. და რაც მთავარია ამას ისე ახერხებს რომ კომბატი და ექშენი მაინც აქ, ბუნებრივად ჯდება სიუჯეტში და არ უშლის ხელს ერთმანეთს.

მართალია ბევრი თემა ზედაპირულად არის გამოკვლეული, იგივე ოჯახის და ქალაქში გზის გაკვლევა "კარდს მიღმა" ხდება და ა.შ. მარა Bioware-ის ნაირი დიდი კომპანია რომ ასეთ მიმართულებას იკვლევს მაინც დასაფასებელი იყო.

დაჟე კომბატი რომელიც პირველ გასვლაზე ისე აბსურდული და ყლეობად დამესახა easy-ზე ძლივს გავუძელი, ეხა რომ ძალით nightmare-ზე ვარისერჩებ, დავუმუღამე ჩანაფიქრი დეველოპერების. რაღაც საინტერესო ექშენის და ტაქტიკური RPG-ს ნაზავია, სადაც point and click კონტროლით, ბევრი მიკრომენეჯმენტი გჭირდება. ტროლი რომ დარტყმას აკეთებს, უცებ უნდა გაეცალო დარტყმის არეიდან და მიუბრუნდე და ა.შ. მაგას რომ იწყებ მიკრომენჯმენტს, შემოდის მუღამი. პროსტა უპატიებელი უგუნურებით მოეპრყნენ ამის მოთამაშემდე მიტანის თემას, ტიპიური მექანიკით შეფუთეს და ხალხმაც ეგრე ითამაშა და აგინა.

და აი ამის მერე რომ ინკვიზიცია გამოდის ):
და რო გავიგე რომ ამ ნაწილს აგინა ხალხმა,(ძაან გამიკვირდა) სთორიზე და მიდგომებზე, ფაქტიურად ჩაშალა მთელი დაწყებული საინტერესო მიმართულება ჩანასახში და მერე იგივე ხალხმა ინკვიზიციის ნაირი კლიშე კეთროვანი ხეიბარი ხოტბით შეასხო. არ ვიცი, მინდა სათითაოდ დედა ვაგინო და ფიზიკურად გავუსწორდე ამ მომენტში მასეთ ხალხს. განსაკუთრებით კი ჟურნალისტებს, კრიტიკოსებს და youtuber-ებს. იმენა ვის ხელხში ვართ დავიგრუზე უცებ :D :D :D იმენა არაადეკვატურად გამაბზარა :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 70 guests