The Binding of Isaac, აიზეკიზმი

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding of Isaac

Unread post#1 » 27 Sep 2014 22:17

>>>

ამ თამაშის გამოსვლის დროს ინდი-თამაშების ბუმი იყო.ყველამ დაინახა, რომ ამ ტიპის თამაშებს აქვს პოტენციალი იყოს ორიგინალური და, ამავდროულად, კომერციულად მომგებიანი.თან ეს მისი ინოვაციურობის დაკარგვის გარეშე.სწორედ ამ პერიოდში დაიწყო იმ გეიმპლეი-ელემენტების წინა პლანზე წამოწევა, რომლებიც გეიმინგის ადრეულ ეპოქას უფრო ახასიათებდნენ და ვიწრო წრეზე თუ იქნებოდა გათვლილი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა Binding of Isaac.თამაში, რომელიც flashi-ის ძრავზე იყო აწყობილი და მოკლე სესიაბისგან შედგებოდა, პირადი თამაში და ექსპერიმენტი უფრო იყო, მაგრამ ცოტა ხანში გარკვეულწილად ინდი სცენის ფლაგმანი გახდა.ნიშანდობლივია, რომ თამაში არ იყო ორიგინალური იმ თვალსაზრისით, რომ არც გეიმპლეი გამოირჩეოდა რაიმე არნახულობით, არც ვიზუალი, არაფერი და მაინც თამაში გითრევდა. შეიძლება რამე კონტექსტი იდოო ან მაგარი სიუჯეტი ქონდაო, იტყვის ვინმე, მაგრამ არც ეგრეა საქმე (მიუხედავად იმისა რომ გარკვეულწილად რაღაც იდეები მაინც არის).

იმ რამდენიმე კომპონენტად, რომლებმაც ეს პატარა სათამაშო ასეთი პოპულარული გახადა შეიძლება ჩავთვალოთ:
-სიმარტივე გეიმპლეის მხრივ: თამაში ფლეშზეა, შედიხარ, თამაშობ 20 წუთს, წარმატებით კვდები და გამოდიხარ, არაფერი შესანახი არ გაქვს.
-მინიმალიზმი, დაყვანილი მაქსიმალურ წარმოჩენამდე: ერთ მხრივ უაზრო მომენტები მეტად საინტერესო კუთხით არის ნაჩვენები, იქ სადაც კავშირის არსებობა არ შეიძლებოდა, პირიქით ხდება.
-სირთულე, სირთულე და კიდევ ერთხელ სირთულე. აქ ერთი ტიპის კომენტარს მოვიშველიებ:

Рандом ненавидит тебя, ничтожество. Помни об этом.

თუმცაღა ამ მიმოხილვაში შევეცდები უფრო მეტად სისტემაზე ვისაუბრო, რადგანაც თამაში ხშირად აბნევს პირველად ჩართვისას და ყველანაირ სურვილს გიკარგავს ყველაფრის.

ნაწილი 1
ზოგადი გეიმპლეი-ელემენტები
თამაშში 7 პერსონაჟია. მათი მეშვეობით უნდა გავიაროთ ოთახების სისტემა, რომელიც სართულს შეადგენს, მოვხვდეთ ბოსთან და მისი დამარცხების შემდეგ გადავიდეთ შემდეგ სართულზე (ლეველზე ანუ). გზაში სხვადასხვანაირი მონსტრები გვხვდება, ნივთები (ჭ რაოდენობის, სხვადასხვა ტიპებად რომ იყოფა და ა.შ.), ოთახები და ბოსები. და რაც მთავარია ეს ვყელაფერი შემთხვევით გენერირდება, რაც ნიშნავს რომ თითოეული რანი უნიკალურია და არ განმეორდება. და გეგონება ეს არ იყო საკმარისი, დაამატეთ ამ ყველაფერს სირთულე (რომელიც პროგრესთან ერთად იზრდება) და სეივის არარსებობა (თამაში ფლეშზეა და შეზღუდვები აქვს) და მივიღებთ თამაშს, რომელზედაც ვწერ ამ სტატიას.

ნაწილი 2
პერსონაჟები
სულ 7 პერსონაჟია, რომელთაგან მხოლოდ ერთია გახსნილი. დანარჩენები გასახსნელია. თითოეულ პერსონაჟს უნიკალური სტილი გააჩნია, თავისი ნივთებით და მახასიათებლებით.
მახასიათებლები ყველა განსხვავებული აქვს.ესენია:
-Health
სიცოცხლეების რაოდენობა (რომელიც იდეაში ფიქსირებულია, იმ შემთხვევების გარდა როდესაც რაიმე ნივთით შეგვიმცირდება)
ამ მაჩვენებლის შევსება ხდება წითელი გულებით, მაშინ როდესაც ლურჯი არმორის როლს ასრულებს
-Speed
აქ ყველფერი მარტივია, გახსოვდეთ: მოძრაობა არის სიცოცხლე.
-Attack
აქაც, ჩვენი დემეიჯი, ანუ რამდენად მძიმეა ჩვენი ცრემლები.
-Tears
ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ვისვრით მიყოლებით, ანუ რა დრო გადის პირველსა და მეორე ცრემლს შორის.
-Range
მანძილი, რომელზედაც წავა ცრემლი.

ასევე არსებობს დამალული სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლებიც მოიცვავენ:
-Shot Speed
გასროლის სისწრაფე ანუ რამდენად სწრაფად მიფრინავს ცრემლი

-Luck
ამის მნიშვნელობაზე საუბარს არ დავიწყებ, ვსიო ი ტაკ იასნო.

ნაწილი 3
სართულები და ოთახები
თამაშის სამყარო შედგება სართულებისგან, რომელთა რაოდენობა 7ს უდრის. სართულებზეა განთავსებული ოთახები, რომლებშიც ჩვენ დავდივართ და გადარჩენას ვცდილობთ. ყველა სართული უნიკალურია და სხვადასხვანაირ ოთახებს მოიცავს (დამოკიდებულია სიტუაციაზე). ოთახები საკუთრივ შემთხვევით გენერირდება, თუმცაღა არსებობს ზოგიერთი ოთახი რომელიც აუცილებლად შეგხვდებათ სართულზე.

სურათზე ნაჩვენებია ყველა ის სართული (თავი/ლეველი), რომელიც შეგხვდება. dlc-ის დამატებასთან ერთად უკვე არსებული ლეველების ალტერნატიული ვერსიები შეიქმნა, რომლებსაც ასევე შეიძლება დარეგენერირდეს.

ნაწილი 4
ნივთები
მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სხვადასხვა არტეფაქტები, რომლებიც თამაშში გვხდება.
ისინი შეგვიძლია კატეგორიებად დავყოთ:
-აქტიური და პასიური ნივთები
-ტაროს კარტები
-5 სათამაშო კარტი
-ადგილის მიხედვით ნაპოვნი ნივთები
და ა.შ.


ნივთები სხვადასხვა პოზიტიურსა თუ ნეგატიურ ეფექტს იძლევიან, რომელიც ხშირად (ფაქტიურად ყოველთვის) ვიზუალურადაც ჩანს.

ნაწილი 5
ერთი რჩევა
ძალიან რთულია ასეთ თამაშებზე წერა, რადგანაც მსგავს რაღაცეებს ან უმუღამებ ან არა. ყველაფერი ის რაც ჩამოვთვალე, უბრალოდ ნაწილაკია იმ საერთო ჯამურისა, რასაც თამაში გვაძლევს. პროგრესთან ერთად ახალი მონსტრები, ბოსები, ნივთები და სხვა ჩნდება, იზრდება სირთულე, გვაქვს 10 ჩელენჯი, სხვადასხვა დასასრული (ოო იე!) და ნუ მოკლედ...

ისევ და ისევ, როგორც წინაზე, ერთ რჩევს მოქცემთ, მიეცით თამაშს შანსი, გამოიწვიეთ საკუთარი თავი, არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც რაღაცა გიჭირდა და როგორც იქნა გააკეთე.თუნდაც ფლეშ-თამაში დახურე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

The Binding of Isaac

Unread post#2 » 27 Sep 2014 22:53

ძალიან მომწონს ეს თამაში და რასაც ქვია მუღამი არ გიქრება ერთი თუ შეგითრია, თან ეს შეთრევა არც ისეთი აზარტია რაც დაგაბავს და არც ისეთი სადაც მუდმივად გაძლიერებაზე ჩალიჩობ, აქ ყოველთვის მინი roleplay მიდის და სადღაც ნახევარ საათში ან კარგად რჩება ყველაფერი ან ცუდად, თუმცა ამ დროში თამაშისას თავი გიხურდება, იძაბები, გულის ცემა გიხშირდება, გრძნობ როგორ მუშაობს ტვინი და რა გათვლებს აკეთებ, ხვდები საკუთარ სისუსტეს და სიძლიერეს, ერიდები რაღაცას ან სულაც პირიქით გამწარებული შერბიხარ და ბოლოს ან გინებით ამთავრებ ან რჩეული გმირი გგონია თავი, თუმცა იცი რო წინ ისევ ბევრი დაგრჩა და რაც უფრო უახლოვები საბოლოო მიზანს მთელი ეს ეფექტი უფრო და უფრო ძლიერდება. თითქმის ყველა roguelike თამაში ამ პრინციპზეა და ეს ბევრს ექნება გამოცდილი და არამარტო ამ ჟანრში მარა აქ მაინც სხვა charm-ია და item-ების მრავალფეროვნება და სულ სხვადასხვა მარტივი ტაქტიკის აწყობა ამ ეფექტის განელების საშუალებას არ იძლევა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding of Isaac

Unread post#3 » 28 Sep 2014 07:53

100%ით გეთანხმები, სულ პირველად ჩართვისას (ჯერ კიდე ტორენტიდან გადმოწერილი) ზუსტად 2-3 წუტი გავძელი და მეტქი ვერა, ვერ შევძლებ.მერე გავიდა დრო და კიდევ ვცადე, კიდევ, კიდევ და კიდევ.მივხდი რო უკვე თამაშს კი არა, საკუთარ თავს ვცდი, მერე სტიმზე დავითრიე (ისედაც დაბალი ფასი აქვს და მე საერთოდ 1 დოლარად დავითრიე თუ სწორად მახსოვს) და იმის მერე ვცდილობ პიკს მივაღწიო

>>>

თვითონ თემას რაც შეეხება, ცოტა სხვანაირი მინდოდა, უფრო გავრცელებული, მაგრამ ძაან ვიკიპედიას ვემსგავსებოდი + სპოილერები და რამე გამოდიოდა და პახოდუ სურათებთან მქონდა (მაქვს) პრობლემა, არ ჩანს და რამე და მაგას მივხედავ და ვიზუალურად ცოტა გავალამაზებ შეძლებისდაგვარად

კიდე ერთი რამე: პირველი თამაშია, რომლის გამოც პრეორდერი გავაკეთე :3
და ეჭვი მაქვს, რომ Rebirth იმედებს არ გამიცრუებს...

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 90 guests