Monolith Productions ახალი პროექტი Middle-earth: Shadow of Mordor - ჰობიტსა და ბეჭდების მბრძანებელს შორის განვითარებული სათავგადასავლო ექშენი მესამე პირიდან. მთავარი გმირი - შავი კარიბჭის მცველი, ტალიანი. იგი მის ოჯახთან ერთად საურონის მიმდევრებმა გაანადგურეს. ბოროტმოქმედთა მორდორში დაბრუნების შემდეგ, სიკვდილის სულმა ტალიანს სიცოცხლე დაუბრუნა. ჩვენი გმირის მთავარი მიზანი ორკების დაუნდობელი ლიდერების განადგურება იქნება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ლიდერებს თავიანთი მიმდევრებიც ყავთ, რომლებიც ასევე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. Middle-earth: Shadow of Mordor ეს იქნება დაუნდობელი შურისძიების ისტორია, რომელიც ბეჭდის ძალას სრულიად სხვა კუთხით დაგვანახებს.
თავისუფალი სამყაროების შესაქმნელი, ახალი თაობის Nemesis ტექნოლოგია, თამაშთან ინტერაქციის სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძკევა. მისი მეშვეობით თამაში ყოველი ახალი კომპანიის დაწყებისას ახალ და უნიკალურ მტრებს აგენერირებს. ბრძოლის დროს გადარჩენილი მტერი შესაძლოა განაწყენდეს, წავიდეს, ბრძოლის სკილი აიმაღლოს და შურის საძიებლად უკან მოგადგეთ.

რაც ვნახე და რასაც ვუყურე ძალიან საინტერესო მომეჩვენა, მარა გარკვეულ ეჭვებს მაინც იწვევს, ხოდა ჯობია თავიდან ვთქვა როგორ იყო. პირველმა დემოს ჩვენებამ ხალხში საკმაოდ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, რასაც რამდენიმე დღის მერე, "ლეგენდარული" Assassin's Creed შემქმნელების ატეხილი პანიკა მოჰყვა - თამაშში გამოყენებული კომბატის და პარაკურის მექანიკა ჩვენი პროექტიდანაა მოპარულიო. რანაირად დამთავრდა ეს ისტორია არვიცი, მარა თამაშზე დიდიხანი არაფერი აღარ ისმოდა. პრინციპში მაგას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა მაინც არააქ, მთავარია ზევით ნახსენებივით ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი არ გამოვიდეს ესეც. ორკების ლიდერების ლიკვიდაციის სპეცოპერაციას კი იმედია კიდევ დაამატებენ რაიმე საინტერესო საქმიანობას, თორე ამაშიც ზუსტად Assassin's Creed ფორმულას იმეორებს (უფრო საინტერესოდ და სიღრმისეულად, მარა მაინც).