The Binding Of Isaac: Rebirth, PC, PS4, Vita

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#1 » 06 Apr 2014 14:21

The Binding Of Isaac: Rebirth
>>>

2014 წელს გამოდის The Binding of Isaac-ს სერიის უკანასკნელი (ავტორის თქმით) თამაში: გადავწყვიტე ეს პრევიუ ცოტა სხვა სტილში გამეკეთებინა, ამიტომ უფრო საინტერესო რომ იყოს, წარმოგიდგენთ კითხვა-პასუხის რეჯიმს თვით თამაშის შემქმნელთან, ედმუნდ მაკმილენთან.

1. ამ რიმეიქს რა ჯანდაბად აკეთებ ედმუნდ ????
-ჯერ კიდევ ორიგინალის შემდეგ გვინდოდა მსგავსი დიდი DLC-ს დამატება და თამაშის კონტენტის გაზრდა, თუმცაღა ფლეშის ძრავმა ამის საშუალება არ მოგვცა. შემდეგ დამიკვშირდნენ Nicalis-დან (Cave Story, VVVVVV, etc) და რიმეიქის გაკეთება შემომთავაზეს.

2. რატო შეცვალე თამაშის ვიზუალური მხარე ??? (პს. საზიზღრობააა!!! )
-რამდენიმე მიზეზი მაქვს მაგისთვის:
1. ფლეშის ძრავზე შესრულებული არტი ჩემთვის მეტად არასასიამოვნო იყო, მე ის მხოლოდ და მხოლოდ დროის ეკონომიის გამო გავაკეთე, საბოლოო ჯამში კი ის გამოვიდა, რაზეც ხელიც დადებაც არ მინდა, ჩემია-თქო.
2. ყოველთვის მინდოდა აიზეკი რეტრო სტილში ყოფილიყო გაკეთებული, სწორედ ამიტომ გარკვეული ტესტების შემდეგ გადავწყვიტეთ gba (higher than 16bit) ფორმატი აგვეღო.
3. ამჯამად სხვა თამაშებზეც ვმუშაობ, აქედან გამომდინარე დიდი ნაწილი ნიკალისის კომპანიის ვანდე არტისტებს.
4. პირადად მე, ეს ვიზუალური სტილი უფრო მომწონს : )

3. სქრინშოტები ვნახე და თამაში ძალიან ცუდად გამოიყურება, ეს რა ჯანდაბაა ??!
-თამაში ჯერ ძალიან ადრეულ სტადიაშია, ეხლა მუშაობა მექანიკის დახვეწაზე მიდის, ამავდროულად იხვეწება ვიზუალური მხარეც, სპეციალური ეფექტებიც და აუდიოც. როდესაც ფინალურ პროდუქტს გამოვუშვებთ, ძალზედ ბევრი მაგარი რაღაც იქნება დამატებული, მაგალითად ინტერაქტიული გარემო, ანიმაცია ყველასვთის და ყველაფრისთვის, ბოლი, ორთქლი და სხვა ეფექტები.
მოიცადე სანამ ფინალური პროდუქტი გამოვა და თუ არ მოგეწონა, ყიდვას არავინ დაგაძალებს :))

4. Rebirth ექსპენშენია ? და ძველი თამაშისგან რამე განასხვავებს ?
-Rebirth არის რიმეიქი, რომელიც წარმოადგენს არა მარტო ორიგინალურ თამაშს ყველა დამატებით არამედ ასევე ახალ კონტენტსაც, რომელიც ჯამში ორჯერ უფრო დიდს გახდის თამაშს.

5. Rebirth-ს ჩემი კონტროლერის მხარდაჭერა ექნება ?
-კი :)

6. Rebirth ჯერ კიდევ ფლეშის ძრავზეა ?
-არა!!!

7. Rebirth-ს full screen მხარდაჭერა ექნება ? და ნორმალური რეზოლუცია, რომელიც არ საქავს ?
-კი :))

8. წინასწარ შეკვეთა თუ იქნება შესაძლებელი და რამე ფასდაკლების მსგავსი თუ მექნება იმ შემთხვევაში თუ აიზეკის მფლობელი ვარ ?
-კი, შეკვეთა შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით არა. თუ ორიგინალს ფლობთ, საკმაოდ დიდ ფასდაკლებასაც მიიღებთ, ჯერ არ ვიცი, რამხელას, მაგრამ ნამდვილად გიღირთ.

9. early access თუ იქნება ?
-რა თქმა უნდა არა, თამაში გატენილია საიდუმლოებებით, რომელთა წინასწარ ჩვენება ნამდვილად არ მინდა. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ჩემი wip ჩვენება არ მიყვარს.

10. რომელ პლატფორმერბზე გამოვა თამაში ?
-ჯერჯერობით მხოლოდ Steam, Ps4 და Vita. განვიხილავთ ნებისმიერ ვარიანტს, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პირები დაგვიკავშირდებიან. არ გამოვრიცხავ აიპადის ვერსიას.

11. ნინტენდოზე რატო არაა???!!! შე ჩმორო!!!!
-ჩვენ გვინდა გამოვუშვათ თამაში ნინტენდოს პლატფორმაზე, თუმცაღა ამას გარკვეული წინაპირობები სჭირდება. ამჟამად ეს შეუძლებელია, რადგან თამაში აკრძალულია რელიგიური თემატიკის და გამო. თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ვინ იცის...

12. შემეძლება თუ არა ძველ ვიზუალურ სტილზე გადართვა ?
-რა თქმა უნდა არა.

13. გავიგე რომ მულტიპლეიერი იქნება! მითხარი რა!
-ლოკალური კოოპერატივი იქნება, მეტი არაფერი. თუმცაღა როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, ჯერ არ ვიცი, დამუშავების პროცესშია.

14. გავიგე რომ ისეთ რაღაცეებს ამატებ, რაც თამაშს აფუჭებს! რატო შვები აამას ??
-ჭორები ჭორებია. ბევრ საინტერესო იდეას ვამუშავებ და ვცდილობ ვნახო, თუ როგორ მოერგება ესა თუ ის გეიმპლეი ელემენტი თამაშს. თუმცაღა შემიძლია დაგარწმუნო, რომ არაფერ ისეთს არ დავამატებთ, რაც თამაშს "გააფუჭებს".

15. თამაში როდის გამოდის ? დედანაქაჩი თარიღი მინდა!!!!
-არ ვიცი, მიმდინარე წელს იქნება, უფრო მეორე ნახევარში, ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებ. როდესაც მზად იქნება მაშინ გამოვა.

16. ბაგებს რამეს მოუხერხებ შე იდიოტო ??!
-ბაგების უმეტესობა გამოსწორებულია, ისეთებიც კი, რომლეთა არსებობის შესახებ არაფერი იცოდით.

17. დეილი რანებს თუ ექნება ადგილი და გაზიარების ფუნქციას ?
-რა თქმა უნდა, ამის იმპლემენტირებაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, სწორედ ამაზე არის მიმართული ჩვენი ძალები - მომხმარებელთა ურთიერთკავშირი თამაშის მეშვეობით, საკუთარი "აიზეკის" ჩვენების მომენტი და სხვა.

18. დეველოპმენტის რა სტადიაზე ხარ ?
-არტის 85% მოვრჩით, ისევე როგორც დავამუშავეთ ორიგინალური თამაშის მთლიანი კონტენტი.

19. რამდენი ადამიანი მუშაობს თამაშზე ? ფლორიანის ხელი თუ ურევია ?
-3 არტისტი და 2-3 პროგრამისტი, თუ არ ვცდები. ერთ-ერთი მათგანი არის spider, spider mod-ს შემქმნელი, მან შიგნიდან და აგრედან იცის თამაში, ძალზედ დიდ დახმარებას გვიწევს. ფლორიანი არ მუშაობს რიმეიქზე, რადგანაც ძირითადად ფლეშის ძრავზე მუშაობს. თუმცაღა მას ეგზავნება ბილდები დასატესტად.

20. Rebirth-ში ახალი პერსონაჟები თუ იქნება ??
-კი, 3-ზე მეტ პერსონაჟს ვგეგმავთ, ყველა თავისი უნიკალური ანლოკებით და დასასრულებით.

21. ახალი ნივთები თუ იქნება და რამდენი ?
-ამჟამად 150-ზე მეტი ახალი ნივთი არის, რაც ორიგინალთან ერთად ჯამში 300-მდე არტეფაქტს უდრის. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენი ახალი ოთახი, ტაროს კარტი და საიდუმლო იქნება.

22.ახალი დასასრულები და სართულები თუ იქნება ?
-კი იქნება.
ეხლა კი თავი დამანებე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#2 » 06 Apr 2014 18:11

ოო გამიხარდა ამ თემის გახსნა, ველოდები თამაშს უკვე ამდენი ხანი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#3 » 08 Apr 2014 18:28

ვის აძლევდა ინტერვიუს? მაგრად ვიღადავე კითხვებზე

ყოველთვის მაგარი მისტიკა იყო ჩემთვის ეს თამაში, საერთოდ ვერ ვხვდებოდი რა მუღამი ქონდა, ან რატო იყო პოპულარული. მერე ერთი სერიოზული მიმოხილვა მოვძებნე და იქაც ზუსტად ჩემი პირვანდელი შეხედულების ამბავში დაიწყო ტიპმა - არ მესმოდა რა იყოო, მარა საბოლოოთ კარგად ჩამოაყალიბა ყველაფერი და აზზე რო მოვედი უკვე დამაინტერესა თემამ. თან რამდენჯერმე გაიმეორა, როცა დეპრესიულ მდგომარეობაში იქნებით მაშინ გირჩევთ თამაშსო )) ეხა ეს რიმეიკი ნამდვილად კარგი მიზეზია ამის საყიდლათ, თან განწყობაც არამგონია ბედნიერი მქონდეს რო გამოვა

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#4 » 08 Apr 2014 21:20

ეს ინტერვიუ რამდენადაც მე ვიცი უფრო ადრეულ ეტაპს ეხება, დაწყებით სტადიაზე გაკეთდა, ხალხი ინტერნეტიდან უსვავდა კითხვებს და ეს ედმუნდა პასუხობდა, უფრო ახალი ეს ვიცი მარტო:
>>>>>

და თავის ოფიციალურ საიტზე კიდე ყოველ კვირა პატარ-პატარა პოსტებს ტოვებს მიმდინარე სიტუაციის შესახებ, ახალ ვეშებს აქვეყნებს, ინფორმაციას, გიფებს და ა.შ.
რამდენადაც მე მივხვდი, სამშაბათობით გამოდის ხოლმე და ამ კომენტარს რო ვწერ კაკ რაზ სამშაბათია და ძაან საინტერესო რარაცეები დაწერა ე.წ. ჩემპიონ-მონსტრებზე.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#5 » 24 Apr 2014 23:36

რაღაც გაორებული განწყობა მქონდა როგორ მოჯდებოდა პიქსელებში და რამდენად მოუხდებოდა, ჰოდა ამ სქრინით დავლაგდი, ვეღარ ვითმენ ისე მინდა ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#6 » 01 Jul 2014 10:59

ე3ზე ინტერვიუ ჩაიწერეს

***
ბოლო ბლოგ პოსტებიდან ჯამური ინფო აგროვებული:
-rebirth features well over 450 items

-Rebirth will also feature over 50 new enemies (not counting bosses) and will also include the addition of color specific champion variations that each will have their own new way of killing you.

-Rebirth will feature 15+ new bosses, but a new (and very fun) addition to these bosses are the “double trouble” boss fights, kind of like a curse for the boss rooms that forces you to fight 2 previous chapter bosses at once in a larger sized room.

-Rebirth will boast well over 500 rooms per chapter (counting large rooms as 1 room).

>>>

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#7 » 12 Aug 2014 07:43

როგორც თვითონ ავტორმა განაცხადა, ფაქტიურად მზა პროდუქტია, შესწორებები უნდა აქ და იქ და ეგაა

გეიმპლეი ვიდეო

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#8 » 12 Aug 2014 07:55

ძალიან მაგარია, რა სწრაფი გეიმფლეია, რა საკაიფო მუსიკა. ჩქარა დადონ სტიმზე ვერ ვითმენ ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#9 » 12 Aug 2014 13:44

ოდნავ სისწრაფე არ მომეწონა მხოლოდ იმ მხრივ რო ძაან tight მართვა არ ქონდეს, ანუ ძაან სენსიტივ პონტი არ იყოს.
დანარჩენში რავი, თუ მოვუსწარი და რამე, პრეორდერი მინდა, მითუმეტეს ფასდაკლება იქნებაო ორიგინალის მფლობელთათვის

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#10 » 12 Aug 2014 14:10

არკადულ feel-ს მისცემს ეგ სისწრაფე
მტავარია ის ბნელი ფსიქოლოგიური ატმოსფერო შენარჩუნდეს და გეიმფლეის გაუმჯობესებას მივესალმები
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#11 » 12 Aug 2014 15:33

ატმოსფერო იქნება ეგ ნაღდად ვიცი
არკადულობა ზედმეტად არ მინდა, ანუ სირთულეს როგორც ასეთს მივესალმები (მითუმეტეს მივეჩვიე პირველი ნაწილიდან) მარა არ მინდა მართვის გამო სირთულე გაიზარდოს რა


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#13 » 22 Aug 2014 02:39

ეხლა ვნახე ეს კოოპი და მაგრა ვიკაიფე ამ პატარა არსებაზე))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#14 » 28 Aug 2014 03:38

ძველის და ახლის სქრინის შედარება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#15 » 28 Aug 2014 09:40

პრეორდერს ვაკეთებ ამ თამაშის.
პირველად ვაპრეორდერებ სო იე ;დ

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#16 » 28 Aug 2014 13:18

სად შეიძლება ვნახო ეგ? სტიმზე მინდა ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#17 » 28 Aug 2014 13:49

ჯერ არაა და ველოდები მეც, პრეორდერზე თან ფასადკლება იქნება ორიგინალის მფლობელთათვის, 2მაგად მოგებაში ვარ კრჩ
ხვალე PAX-ზე რაღაცეებს ანახებენ მაკმილენი და რეფენესი (სავარაუდოდ ახალ მიტ ბოის), ხოდა რამდენიმე პროექტზე მუშაობს პროსტა და იმედი მაქ ამას მიამთავრებს და სხვებზე არ გადაერთვება...

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#18 » 05 Sep 2014 09:26


User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#19 » 06 Sep 2014 06:18

დაიდო სტიმზე პრეორდერი
4 ნოემბერს გამოვა

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Binding Of Isaac: Rebirth

Unread post#20 » 06 Sep 2014 07:14

2 თვე ლოდინი :\
ენივეი, პრეორდერს ვაკეთებ როგორც ჩანს, -33% ფასდაკლებას მაძლევს როგც ორიგინალის ოვნერს ტაკ შტო პონტშI ვარ

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 46 guests


cron