Tequila Works-ის დირექტორის რაულ რუბიოს სიტყვების თანახმად, Rime მოვლენები გახსნილ სამყაროში განვითარდება, რომელშიც ყველაზე დიდ როლს ყველანაირი გაგებით სინათლე შეასრულებს. მოცემული პროექტი სტუდიის წინა თამაშის, Deadlight-ის სრულიად საპირისპირო კონცეფციით იქმნება.
"Deadlight-ში ცხოვრება სილუეტების მეშვეობით ისაზღვრებოდა, სილუეტების რომლებიც შუქის გარეშე დარჩნენ. ეს იყო შუქი სიბნელეში და სიცოცხლე სიმახინჯეში სიკვდილის ფონზე. Rime - სრულიად საპირისპიროა. დაღამებასთან ერთად სინათლის ყველანაირი კვალი ქრება და უკუნეთში "რაღაც" იწყებს ბოდიალს. უნდა გახსოვდეთ, რომ აქ პატარა დაუცველი ბიჭი ხართ და არა ზრდასრული დაკუნთული გმირი", - განაცხადა რუბიომ.
თამაშის ისტორია სიტყვებით არ იქნება მოყოლილი და მისი გაგება გარემოს მეშვეობით მოგიწევთ. კუნძული, რომელზეც მოქმედება ვითარდება, თავად წარმოადგენს პერსონაჟს. გასვლის დროს, გზის გასაგრძელებლად გარკვეულ მომენტებში სხვადასხვა შესაძლებლობების მოპოვება იქნება საჭირო. თუ რომელიმე მათგანი ჯერ არ გაქვთ, კუნძულზე მოგზაურობის გაგრძელება ძალიან გაგიჭირდებათ. რუბიოს თქმით, Rime გეიმფლეი მექანიკა უბრალო "სირბილსა და ხტუნაობაზე" არ იქნება დაფუძვნებული და გაცილებით უფრო ღრმა ექსპერიასნსს შემოგვთავაზებს.
ტრეილერში გაჟღერებული მუსიკა David Garcia-ს მიერ იქნა დაწერილი. მაგრამ თამაშის ორიგინალური მუსიკალური გაფორმების შექმნით ერთერთი ყველაზე ცობილი კომპოზიტორი, Silent Hill ლეგენდარული საუნდტრეკის ავტორი Akira Yamaoka დაკავდება. "ხმა - Rime-ის ფუნდამენტია", - თქვა რუბიომ. "დამერწმუნეთ, დროთაგანმავლობაში თქვენ უფრო ნათლად მიხვდებით ჩემს სიტყვებს".
Rime გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობი რჩება. იგი ექსკლუზიურად PS4-ისთვის იქმნება და მხოლოდ PlayStation Store მეშვეობით გავრცელდება, დისკის ვარიანტი ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.