GTA IV, Review

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
grigoli1970
Posts: 845

GTA IV

Unread post#1 » 18 Mar 2010 03:17

>>>

Grand Theft Auto IV

  • დამმუშავებელი : Rockstar North,Rockstar Toronto (PC)
  • გამომშვები : Rockstar Games
  • დიზაინერები: Simon Lashley,Keith McLeman
  • სცენარისტები: Dan Houser,Sam Houser
  • გამოშვების თარიღი: PS3, Xbox 360 29 აპრილი 2008, PC 2 დეკემბერი 2008
  • პლატფორმა: PS3, Xbox 360 ,PC
  • ჟანრი: Open World Game
  • თამაშის რეჟიმები: ერთი მოთამაშე და მულტიპფლეიერი
მაშ ასე , გადავწყვიტე გამომექვეყნებინა სტატია ამ ლეგენდალური თამაშის Grand Theft Auto IV-ს შესახებ რომელსაც მილიონობით ადამიანი თამაშობს , მართალია შინაარსით არასოდეს გამოირჩეოდა Rokstar games-ის მიერ გამოშვებული ეს თამაში , თუმცა ამ კომპანიამ შეძლო და მიუხედავად ამისა უამრავი გეიმერის გული დაიბყრო GTA ს სერიებით , ხოლო ამ თამაშის მეოთხე სერია ყველაზე დახვეწილი და სერიოზული აღმოჩნდა , თუ რითია თამაშის ეს ნაწილი გამორჩეული ამ სტატიაში ჩანს .

Grand Theft Auto IV (GTA IV) არის ვიდეოთამაში რომელიც არის მეათე პროექტი Grand Theft Auto-ს სერიებში,რომელიც გამოვიდა 2008 წლის 29 აპრილს ორი პლატფორმისთვის რომლებიცაა :PlayStation 3 და Xbox 360. PC ვერსია პირველად ამერიკაში გამოვიდა 2008 წლის 2 დეკემბერს.ამ თამაშმა მოხსნა რეკორდი და პირველ კვირაში მისი საშუალებით კომპანიამ 310 მილიონი დოლარი მიიღო!

გეიმპლეი

>>>

Grand Theft Auto ში თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად გადაადგილდეთ უზარმაზარ ტერიტორიაზე , მოიტაცოთ ნებისმიერი მანქანა რომელიც მოგეწონებათ და მის პატრონს ფიზიკურად გაუსწორდეთ , თქვენ შეგიძლიათ გაადაადგილდეთ თვითმფრინავით,ვერტმფრენით,ვე
ლოსიპედით,მოტოციკლით,კატერით
, ნავით,ტანკით,მანქანით. ასევე თამაშში შეგიძლიათ გაანადგუროთ ნებისმიერი მოძრავი საგანი, იქნება ეს ადამიანი, მანქანა, თვითმფრინავი თუ სხვა. თამაშის გეიმპლეი ასევე გამოირჩევა იმით , რომ თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ სხვადასხვა სამსახურში , ეძებოთ საიდუმლოებები, შეასრულოთ წარმოუდგენელი ილეთები ,მანქანებით თუ ექსტრიმი გიტაცებთ , ამისთვის კონკრეტული ადგილებია რუკაზე.ასევე თამაშში არის უამრავი დეტალი რომელიც გეიმპლეი-ს პლიუსად ეთვლება .

საბრძოლო ტქენიკა

>>>

GTA IV-ში არის დამატებული ბრძოლის დროს კედელს ან მანქანას ამოფარება და მოწინააღმდეგის განადგურება ისე რომ ნიკო მათ ვერ ხედავს.მოწინააღმდეგის მიმართულებით შეტევა იარაღით თუ ხელჩართული ჩხუბით GTA IV -თვის თავიდან შეიქმნა . როგორც გითხარით თამაშის პერსონაჟს შეუძლია შეტაკების დროს უახლოესი კედლის უკან ამოფარება და შეტევის იქიდან განხორციელება.მოთამაშეს შეუძლია მტრის სხვადასხვა ადგილას დაჭრა , რაც სხვადასხვა შედეგს მოიტანს . მაგალითად თუ თქვენ მტერს ხელში დაჭრით მაშინ მას იარაღი დაუვარდება , თუ თავში მოარტყამთ , მაშინ მტერს ერთი გასროლით მოკლავთ.ასევე აღსანიშნავია რომ წინა სერიებთან შედარებით, თამაშში უფრო ნაკლები იარაღია შეტანილი,ნიკოს შეუძლია 15 სახის იარაღის ხმარება.თამაშის ამ სერიაში ხელჩართული ბრძოლის ტექნიკა გაცილებით გართულდა , GTA IV ში არსებობს 2 სახის შეტევა იარაღის გარეშე,პირველი:დარტყმა ფეხით და ბლოკი, მეორე:როდესაც მოწინააღმდეგე თამაშის მთავარ პერსონაჟს უტევს ის იკუზება , იცილებს დარტყმას და იწყებს კონტრ შეტევას.ასე რომ თამაშის ამ ნაწილში ბრძოლის ტექნიკა გაცილებით დაიხვეწა წინა ნაწილებთან შედარებით.

რადარი,ჯიპიესი და პოლიცია

>>>

იმისათვის რომ მოთამაშემ უფრო ადვილად მოახერხოს ქალაქში ორიენტაცია Rockstar Games-მა თამაშში გაზარდა რადარის შესაძლებლობები.თამაშის მენიუს საშუალებით შეიძლება იმ ზუსტი ადგილის მონიშვნა სადაც მოთამაშეს უნდა მოხვედრა, ამის შემდეგ როდესაც ნიკო ჩაჯდება ნებისმიერ ტრანსპორტში , ჯიპიესი ავტომატურად აჩვენებს მოთამაშის ადგილსამყოფელიდან მონიშნულ წერტილამდე გზის ხანძლივობას, ყველა პარამეტრის გათვალისწინებით. ასევე თუ ნიკო ჩაჯდება პრესტიჟულ მანქანაში და აცდება მარშუტს მაშინ ჯიპიესი მას ხმიური სიგნალით აბრთხილებს რომ მიყვეს მარშუტს. ასევე ჯიპიესი მას მოსახვევების შესახებაც აბრთხილებს.განახლებულმა რადარმა ასევე შეცვალა პოლიციასთან ბრძოლის სისტემა.მოთამაშეს რადარი პოლიციისგან თავის დასაღწევად შემდეგნაირად ეხმარება : როდესაც ნიკო ჩაიდენს ამა თუ იმ დანაშაულს, მის რადარზე ჩნდება წრე რომლითაც მოხაზულია ზონა ,სადაც მან ჩაიდინა დანაშაული, იმისათვის რომ პერსონაჟმა თავი დააღწიოს დაპატიმრებას ,უნდა გააღწიოს ამ წრიდან და დარჩეს იქ გარკვეული დროის განმავლობაში.თუ ნიკო იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ატარებს მანქანას , პოლიცია მას იჭერს,თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ თუ ნიკო ნასვამია ,ზის ავტომანქანის საჭესთან და მანქანა გაჩერებულია, მაშინ პოლიციას მასთან საქმე არ აქვს.

ურთიერთობა

>>>

თამაშში საკმაოდ მნიშვნელოვანია სხვა პერსონაჟებთან ურთიერთობა , რაც პერსონალური კომპიუტერის და ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი.ტელეფონის საშუალებით ასევე არის შესაძლებელი თამაშში მენიუს გამოტანა,საიდანაც მოთამაშეს შეუძლია შეცვალოს თამაშის პარამეტრები,შეუერთდეს მრავალმოთამაშიან თამაშს ანუ ონლაინ რეჟიმს.როგორც მისიების შესრულების შემდეგ,ასევე ძირითადი მისიების გასვლის შემდეგ ნიკოს მობილურზე შეიძლება დაუკავშირდნენ მეგობრები,რომლებიც შესთავაზებენ ბოულინგის,ბილიარდის და სხვა თამაშებით გართობას.თუ ნიკო დაეთანხმება მათ,არ დააგვიანებს შეხვედრაზე და მიიყვანს მათ სახლამდე, ნიკოს და მისი მეგობრების ურთიერთობა უფრო მეგობრული გახდება და თუ მოთამაშე ამას ბევრჯერ გააკეთებს, მას მიენიჭება გარკვეული უპირატესობები.თუ მოთამაშე პირიქით მოიქცევა და მათ ზურგს შეაქცევს ,მაშინ ნიკოს მეგობრებთან ურიერთობა გაუარესდება და ისინი იგნორირებას გაუკეთებენ მას.ნიკოს შეიძლება ნაცნობებმა შესთავაზონ სხვადასხვა გზებით ფულის შოვნა და თუ მოთამაშე ამას შეძლებს და ბევრჯერ გააკეთებს ამას,სანამ გარკვეულ რაოდენობაზე არ მივა ეს მას დამატებით უფლებებს მიანიჭებს როგორებიცაა:მეგობრების მისიებზე წაყვანა,იარაღის ყიდვა,ტრანსპორტის შეძენა,სხვადასხვა აღჭურვილობის ყიდვა.

ხელოვნური ინტელექტი

>>>

GTA 4 ში ხელოვნური ინტელექტი გაცილებით მაღალ დონეზეა ,ვიდრე ასევე ცნობილ თამაშში GTA San andreas-ში (თავის დროზე ისე მომწონდა ეს თამაში რომ ყველა მისია შევასრულე) .ჯეტეას ამ ნაწილში ,მოთამაშეებს , რომლებსაც კომპიუტერი მართავს,აქვთ შესაძლებლობა ისევე აცოცდნენ კიბეებზე და შენობებზე,როგორც ნიკო , ირბინონ და იცურონ იმავე სისწრაფით როგორც ამ თამაშის მთავარი გმირი აკეთებს ამას.ასევე ამ ნაწილში თუ ნიკოს სხვა ადამიანი ხელს დაარტამს ან ტყვიით ჭრილობას მიაყენებს ,მას პოლიცია ისევე გაუსწორდება ,როგორც მთავარ პერსონაჟს ,ანალოგიურ შემთხვევაში , თუმცა GTA San andreas-ში პოლიცია მხოლოდ მაშინ უქმნიდა პრობლემებს კომპიუტერის მიერ მართვად მოთამაშეებს , თუ ისინი უშუალოდ მათ გაუხსნიდნენ ცეცხლს .

შეიარაღება

>>>

    GTA IV-ში GTA San Andreas ისგან განსხვავებით ,მხოლოდ 15 იარაღია შეტანილი.სიაში ნაჩვენებია თუ რომელ იარაღებზეა ლაპარაკი:
  • ხელჩართული ბრძოლის იარაღები: დანა,ბეისბოლის ბიტა,მუშტები.
  • პისტოლეტები:Pistol (Glock 17) , Combat Pistol (Desert Eagle)
  • პისტოლეტ-ავტომატები:Micro-SMG (IMI Mini Uzi),SMG (MP5/10)
  • საფანტები:Pump Shotgun (Winchester 1300),Combat Shotgun (Remington 1100)
  • ავტომატები:Assault Rifle (АК-47),Carbine Rifle (M4 Carbine)
  • სნაიპერული შაშხანები:Sniper Rifle (M40A1),Combat Sniper (PSG-1)
  • ბობმსასროლები:RPG (РПГ-7)
  • ცეცხლგამჩენი იარაღი:Molotov (მოლოტოვას კოქტეილი),Grenade (M61 grenade)
>>>

    სისტემური მოთხოვნილებები:
  • Processor Intel Core 2 Duo 1.8 ГГц, AMD Athlon 64 X2 2.4 ГГц(მინიმალური)
  • Intel Core 2 Quad 2.4 ГГц, AMD Phenom x 3 2.1 ГГц (რეკომენდირებული)
  • RAM 1.5 GB (Windows XP) 2.0 GB (Windows Vista)(მინიმალური)
  • 2.0 GB (Windows XP) 2.5 GB (Windows Vista, Windows 7)(რეკომენდირებული)
  • Video Card 256 Мб Nvidia GeForce 7900 / 256 Мб ATI Radeon x1900 (მინიმალური)
  • Nvidia GeForce 8800 gt 512 mb / 512 МB ATI Radeon 3870 (რეკომენდირებული)

მე ასევე შემეძლო დამეწერა უშუალოდ თამაშის შინაარსი და ის,თუ როგორ ვითარდება მოვლენები ,მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის თამაშის ძლიერი მხარე და მაღლა მოცემულ სტატიაში,ჩემი აზრით მოვათავსე ამ თამაშის ძირითადი პლიუსები,მაგრამ თუ ვინმეს უნდა შემიძლია უფრო ვრცლად დავწერო GTA4 ის შესახებ.
smothered in the crib

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

GTA IV

Unread post#2 » 19 Mar 2010 07:37

კარგია grigol, ეგრე გააგრძელე :)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Forve
Posts: 62

GTA IV

Unread post#3 » 19 Mar 2010 16:49

ამ თამაშმა მოხსნა რეკორდი და პირველ დღეში მისი საშუალებით კომპანიამ 500 მილიონი დოლარი მიიღო!

WTF? ეს თანხა საიდან მოვიდა?

ამ თამაშის გამო მიღირს ახალი კომპის ყიდვა : (

Riddick
Posts: 11700

GTA IV

Unread post#4 » 19 Mar 2010 17:04

ეგ 500 მილიონი დღეში კიარა საერთოთ შემოუვიდათ მგონი.

User avatar
grigoli1970
Posts: 845

GTA IV

Unread post#5 » 19 Mar 2010 20:03

დისკები იყიდეს გეიმერებმა უამრავი და მაგით შეუვიდათ ფული, ეხა კიდე ერთ თემას ვამზადებ მარა ძაან დიდი გამოდის და დრო მინდა :D
აა თურმე პირველ კვირაში 6 მილიონი დისკი გამოვიდა სულ 500 მილიონი დოლარის ფასის და აქედან 310 მილიონი მიიღო კომპანიამ , მაინც წარმოუდგენელი თანხაა ამ შემთხვევაში.
smothered in the crib

Riddick
Posts: 11700

GTA IV

Unread post#6 » 19 Mar 2010 22:36

ერთ დღეში 500 მილიონი ძალიან არარეალურია პროსტა ნუ ერთი კვირა კიდე შეილება

User avatar
grigoli1970
Posts: 845

GTA IV

Unread post#7 » 19 Mar 2010 22:40

მექანიკურად შემეშალა ერთ დღეში კი არა ერთ კვირაში 310 მილიონი იშოვეს :D
სწორად მიხვდი ,დებილი ვარ ერთ დღეში მეწერა და სამჯერ გადავიკითხე და არ დავუფიქრდი :D :D :D
smothered in the crib

Riddick
Posts: 11700

GTA IV

Unread post#8 » 20 Mar 2010 00:28

არადა PC-ს ვერსიის საშინელი ოფტიმიზაციის გამო აუხდენელი ოცნების პონტშია ჩემთვის ბოლო gta :) იმედია ახალი დამატებების გამოსვლასთან ერთათ ძველის ოპტიმიზაციასაც ეშველება და შევძლებთ თამაშს ჩვეულებრივი მოკვდავებიც. ისე დამატებებზე დღეს წავიკითხე გადაიდო გამოსვლა ორი კვირითო, ამიტო ცოტახანი კიდე მოგვიწევს ცდა.

Riddick
Posts: 11700

GTA IV

Unread post#9 » 12 Sep 2013 22:10

ძველ სერიებზე არცერთი თემა არ გვაქვს და ამიტო მოცემული ვიდეოს დადება აქ მომიწევს. მთლიანი სერიის ისტორიაზეა, მარა აქცენტი უფრო მესამე, გარდამტეხ ნაწილზეა გაკეთებული (არი რუსულ ენაზე). ერთი სიტყვით საინტერესოა და ვისაც მომცემული სერია გიყვართ წესით გაგისწორდებათ: >>>

Riddick
Posts: 11700

GTA IV

Unread post#10 » 28 Jul 2014 13:20

UPD - გამოვიდა iCEnhancer 3.0 ვერსია >>>
რაღაც სასწაულია

User avatar
Slacker
Posts: 358

GTA IV

Unread post#11 » 28 Jul 2014 17:50

ჩემი კომპით დღემდე ვერ ვთამაშობ ნორმალურად ამ თამაშს)))
რომელ მოდებზეა ლაპარაკი პროსტაც ვერ ვუშვებ ნორმალურ გრაფიკაზე
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

User avatar
sti228
Posts: 99

GTA IV

Unread post#12 » 15 Oct 2014 00:04

ბორის ვორონცოვის ENB-ის და iCEnhancer 3.0-ს ამ თამაშში სასწაული შედეგი აქვს. შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს ალბომს და თავად განსაზღვროთ შედეგი: flickr-ზე

Riddick
Posts: 11700

GTA IV

Unread post#13 » 15 Oct 2014 01:51

კი , კაკრას ზევით დავდე რო გამოვიდა. სასწაულ ვიდზე გაქ შენც, განსაკუთრებით მუსტანგების და მოტოციკლეტის სურათები მომეწონა. ერთხელ ესეთი დამოდილის თავიდან დახურვას კი ექნებოდა მუღამი ისე.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 75 guests


cron