
მალე კემბრიჯის უნივერსიტეტში ბრიტანული და მსოფლიო კლასიკის დონეზე თამაშებს შესწავლასაც დაიწყებენ. ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სწავლისადმი ყოველთვის დემოკრატიული მიდგომით გამოირჩეოდა. ამჯერად კი კემბრიჯში ახალი ლიტერატურული ცენტრის გახსნას გეგმავენ, სადაც მოსწავლეები ფილმების, ვიდეოთამაშების და კომიქსების შესწავლას დაიწყებენ.
კემბრიჯის სპეციალისტები თვლიან, რომ თანამედროვე სამყაროში თამაშები და კომიქსები ადამიენების პიროვნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ და მათი იგნორირება ნამდვილად უაზრო ნაბიჯია. პროფესორი მარია ნიკოლაევას თქმით, თანამედროვე ახალგაზრდობის კულტურული ასპექტების შესწავლა მეცნიერებს და სოციოლოგებს დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს, მოეხმარება მოზარდი თაობის ინტერესების სფეროს შესწავლასა და შემდგომში მათი გზების პროგნოზირებიაში.