Brütal Legend-ის უცნაურ და საინტერესო სამყაროს თქვენ გამოიკვლევთ ედი რიგსთან ერთად, ცნობილი კომიკოსი Jack Black-ის მიერ გახმოვანებული თამაშის მთავარი გმირი არის Roadie, ტექნიკური ექსპერტი რომელიც მეტალ კონცერტების ცეცხლოვან ეფექტებს და ეპიკურ გაფორმებას უზრუნველყოფს. ადრეული 70’იანები უკვე წარსულს ჩაბარდა მეტალის ოქროს ხანასთან ერთად. ედი თანამედროვე მეტალ ჯგუფს ეხმარება კონცერტის გამართვაში
ღია სამყაროში გადაადგილებისას შეუცლელი გახდება ედის მანქანა, “Deuce”, რომელსაც RockBand და Guitar Hero’s სტილის მინითამაშით, გიტარის სოლოთი იძახებთ. თამაშში შესაძლებელია სხვა გიტარის სოლოების გახსნაც, რომლის ნაწილს სიუჟეტურად ვპოულობთ, დანარჩენს კი სამყაროს ექსპლორაციისას და ედის სხვადასხვა საინტერესო შესაძლებლობებს უხსნის, მტრების სახის დადნობიდან დაწყებული ზეციდან ცეცხლოვანი ზეპელინის გამოძახებით დამთავრებული. თუ “Deuce”-ით გადაადგილება მოგბეზრდათ ყოველთვის შეიძლება სპექტრული ცხენის ან მოსიარულე გილიოტინას ელეკტროშოკით გათიშვა და მათზე გასეირნება.
საინტერესო ადგილების გარდა დეველოპერებმა სხვა მოტივაციაც შეიტანეს თამაშში ექსპლორაციისადმი ინტერესის შესანარჩუნებლად, დაბმული დრაკონების განთავისუფლება სიცოცხლეს და რეგენერაციას გვიმატებს, მიწაშული ჩაფლული არტეფაქტები ახალ მუსიკას გვიხსნის, მეტალის ლეგენდებით გახსნილი სტილიზებულ როლიკებით სამყაროს წარსულს ვიგებთ, რამდენიმე ტიპის საიდ მისიები. ყველაფერი ეს სწრაფად ხდება რუტინული, მაგრამ Brütal Legend-ის ეპიკური შთამბეჭდავი საუნდტრეკი და საინტერესო გარემო საკმარის ხიბლს მატებს თამაშს რომ ეს ყველაფერი არ გახდეს მოსაბეზრებლი თამაშის ბოლომდე.
გეიმპლეი როგორც უკვე ავღნიშნეთ სლეშერის და რტს-ის საინტერესო და ჯოისტიკით მართვისთვის იდეალური კომბინაციაა. ედის არსენალში შედის საბრძოლო ნაჯახი “Separator”, რაც თარგმანში “განმცალკევებლს” ნიშნავს და მას მტრების თავების მათი სხეულებიდან განსაცალკევებლად გამოიყენებთ, და ერთგული ელექტროგიტარა “კლემენტინა” რომელიც ედის სამყაროში უბრალოდ ხმებს გამოცემდა, წარსულში კი ელვით და ცეცლხით ანადგურებს მტრებს. Devil May Cry-სეული სტანდარტული ხმლის და დამხმარე იარაღის კომბინაცია. კომბატი ჩამოუვარდება სლეშერის ჟანრის საუკეთესო წარმომადგენლებს მაგრამ საკმარისად fun არის რომ რტს ელემენტებთან ერთად სასიამოვნო გეიმინგ ექსპერიენსი შექმნას.
Tim Schafer
სცენური ბრძოლებისგან ბოლომდე სიამოვნების მიღების საშუალება Single Player კამპანიაში არ გექნებათ, მთელს თამაშში სულ 3~4-ბრძოლაა, დანარჩენ დროს ბრძოლის ლოკაციებს შორის გუნდის ავტობუსის გადაყვანაში და სამყაროს ექსპლორაციაში გაატარებთ. გუნდის ტრანსპორტაციისას თქვენ ავტობუსი “Deuce” -ის მეშვეობით უნდა დაიცვათ. “Deuce”-ზე სხვადასხვა ტიპის იარაღის დაყენება შეგიძლიათ მეტალის მცველთან, რომლის როლს თვით ოზი ოზბორნი თამაშობს. ლეგენდარული მეტალისტი მხოლოდ პატარა ნაწილია ფარული თუ ღია ცნობილი მეტალისტების კამეო გამოჩენების თამაშში. “Deuce”-ის იარაღების გარდა ოზისთან მისი ძრავის და ვიზუალის შეცვლა შეგეძლებათ, ასევე გიტარის, საბრძოლო ნაჯახის და სხვა აფგრეიდების შეძენა. ვალუტად “მეტალის ღმერთების წყალობის” ქულები მუშაობს, მათი დაგროვება მთავარ და საიდ მისიებში, ასევე გარემოში დამალული ობიექტების პოვნით ხდება.
სიუჟეტი და პერსონაჟები თამაშის კიდევ ერთი ქარიზმატული ნაწილია, ედი რიგსი ბევრ საინტერესო და სახასიათო პერსონაჟს შეხვდება, სიუჟეტში კი ბევრი ქვეტექსტია რომელიც ახლო იქნება ჟანრის თაყვანისმცელებისთვის.
თამაშს აქ ონლაინ მულტიპლეირ რეჟიმიც. სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ სცენურ ბრძოლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ასარჩევად რამდენიმე რუკა და სამი ფრაქციაა: IronheadE ადამიანების ფრაქცია ედის მეთაურობით, გოთი/ემო სტილის Drowning Doom და დემონების Tainted Coil, ბოლო ორი Single Player კამპანიის დროს მხოლოდ მტრის როლს ასრულებენ, Multiplayer-ში კი განსხვავებულ და თავისებურ სტილის უნიტებს თავაზობენ მოთამაშეს.
საერთო ჯამში, Brütal Legend საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური თამაშია, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ “Metal” მუსიკის მსმენელებს. სამწუხაროა რომ პროექტმა საკმარისი კომერციული წარმატება ვერ მოიტანა, რომ მეორე ნაწილის თამაშის შესაძლებლობაც მოგვცემოდა. (Fuck Electronic Arts)